24 ნოემბერი, კვირა, 2024

2022 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებს 25 ბრალდებული/მსჯავრდებული აბარებს

spot_img

პენიტენციური დაწესებულებებიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე წელს 25 ბრალდებული/მსჯავრდებული მონაწილეობს, რომელთაგან 6 არასრულწლოვანია.

სპეციალური პენიტენციური სამსახური თითოეულ აბიტურიენტს წარმატებას უსურვებს და ავრცელებს ინფორმაციას, რომ: ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ცენტრებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. მსჯავრდებული აბიტურიენტებისთვის საგამოცდო ცენტრებში მოწყობილია შესაბამისი ინფრასტრუქტურა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის მსჯავრდებულთათვის უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობა პრიორიტეტულია. ამ მიზნით, იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, ციფრული უნივერსიტეტი ამოქმედდება, რაც მსჯავრდებულებს ავტორიზებულ უნივერსიტეტებში დისტანციური სწავლების შესაძლებლობას მისცემს. 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები