12 აგვისტო, პარასკევი, 2022

2022 წლის პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსი გამოცხადდა

spot_img

ათასწლეულის ფონდმა 2022 წლის პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსი გამოაცხადა.

„2022 წლის პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო წელს მეხუთედ ტარდება, საბუთების მიღება მიმდინარე წლის 31 მაისამდეა შესაძლებელი. პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს მიზანი გახლავთ პროფესიული განათლების პოპულარიზება და იმ საუკეთესო მაგალითების წარმოჩენა, რაც დღეს საქართველოში პროფესიული განათლების სექტორში არსებობს”, – განაცხადა ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაგდა მაღრაძემ.

გამარჯვებულები ხუთ ძირითად საკონკურსო კატეგორიაში გამოვლინდებიან და ასევე, ორი სპეციალური ჯილდო გაიცემა საქართველოს პარლამენტისა და პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ.

„ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია პროფესიული განათლება, ვინაიდან ეს არის უმოკლესი გზა დასაქმებისკენ და ჩვენი ეკონომიკის მამოძრავებელი ღერძი. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს პარლამენტი ჩაერთო აღნიშნულ პროექტში და დავაწესეთ სპეციალური ჯილდო, რომელიც გადაეცემა იმ კოლეჯს, ვისაც კარგად ექნება ინკლუზიური პროფესიული განათლების პრაქტიკა დამკვიდრებული“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ამილახვარმა.

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო ათასწლეულის ფონდის ინიციატივით წელს მეხუთედ ტარდება და ტრადიციულად, მისი მხარდამჭერი გუდავაძე – პატარკაციშვილის ფონდია.

„ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ის მნიშვნელობა, რაც აქვს პროფესიულ განათლებას დასაქმების კუთხით, შესაბამისად ამ დარგის პოპულარიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია და ეს პროექტი სწორედ ამას ემსახურება“, – აცხადებს გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორი, ზურაბ კერვალიშვილი.

2022 წელს გამარჯვებულები შემდეგ კატეგორიებში გამოვლინდებიან:

✔️🔘 წლის პროფესიული  საგანმანათლებლო პროგრამა

✔️🔘 წლის პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამა

✔️🔘 წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი

✔️🔘 წლის პროფესიული განათლების სტუდენტი

✔️🔘 წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი.

✔️🔘 საქართველოს პარლამენტის სპეციალური ჯილდო – ინკლუზიური პროფესიული განათლების ხელშეწყობა

✔️🔘 პროფესიული უნარების სააგენტოს სპეციალური ჯილდო (შემდეგ ქვე-კატეგორიებში: პროფესიული განათლების წლის საერთაშორისო ინიციატივა, წლის სასწავლო საწარმოს ინსტრუქტორი, წლის რეგიონული მხარდამჭერი, წლის საიმიჯო კამპანია და წლის სამეწარმეო ინიციატივა).

2022 წლის პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს საკონკურსო განაცხადის შემოტანა შესაძლებელია ონლაინ, ფონდის ვებ-გვერდზე: www.millennium.org.ge

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 31 მაისი.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები

არდადეგები

„ზაფხულის არდადეგების“ საბოლოო პროდუქტი სექტემბრის კონფერენციისთვის

ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტმა, ნიკო სილაგაძემ რეკომენდაციის სახით მოგვაწოდა აზრი , რომ ეროვნულ კონფერენციაზე მოსწავლის მიერ შექმნილი საბოლოოო პროდუქტი, პრეზენტაციის დროს, დასაწყისშივე წარგვედგინა...
მსგავსი სიახლეები