12 აგვისტო, პარასკევი, 2022

2022 წლის მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების მინიმალური გამსვლელი ქულები

spot_img

იმისათვის, რომ მასწავლებელსა და მასწავლებლობის მსურველს გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად ჩაეთვალოს, უნდა დააგროვოს მაქსიმალური ქულის 60%-ზე მეტი (გამონაკლისია გამოცდა მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად). 

გთავაზობთ 2022  წლის მასწავლებლის საგნის გამოცდის მინიმალურ გამსვლელ ქულებს:

✔️ ქართულ ენასა და ლიტერატურაში (VII-XII კლასები) 43 ქულა და მეტი;

✔️ მათემატიკაში (VII-XII კლასები) 25 ქულა და მეტი;

✔️ გეოგრაფიაში (VII-XII კლასები) 34 ქულა და მეტი;

✔️ ბიოლოგიაში (VII-XII კლასები) 37 ქულა და მეტი;

✔️ ქიმიაში (VII-XII კლასები) 37 ქულა და მეტი;

✔️ ფიზიკაში (VII-XII კლასები) 37 ქულა და მეტი;

✔️ ისტორიაში (VII-XII კლასები) 34 ქულა და მეტი;

✔️ სამოქალაქო განათლებაში (VII-XII კლასები) 34 ქულა და მეტი;

✔️ უცხოურ ენაში (I-XII კლასები) 55 ქულა და მეტი;

✔️ ქართულ ენაში არაქართულენოვანი სკოლებისათვის/სექტორებისათვის (I-XII) 52 ქულა და მეტი;

✔️ სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში (I-IX) 37 ქულა და მეტი;

✔️ მუსიკაში (I-IX კლასები) 43 ქულა და მეტი;

✔️ სპორტში (I-XII კლასები) 43 ქულა და მეტი;

✔️ ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში (I-IV კლასების) 40 ქულა და მეტი;

✔️ ქართულ ენასა და ლიტერატურაში (დაწყებითი საფეხური I-VI კლასები) 32 ქულა და მეტი;

✔️ ბუნებისმეტყველებაში (დაწყებითი საფეხური I-VI კლასები) 32 ქულა და მეტი;

✔️ მათემატიკაში (დაწყებითი საფეხური I-VI კლასები) 32 ქულა და მეტი;

✔️ ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში/კომპიუტერულ ტექნოლოგიებში – 43 ქულა და მეტი;

✔️ სომხურ ენაში – 43 ქულა და მეტი;

✔️ აზერბაიჯანულ ენაში – 43 ქულა და მეტი;

✔️უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაში – 33 ქულა და მეტი;

✔️წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად – 43 ქულა და მეტი;

✔️ მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად – 53 ქულა და მეტი (75%-იანი ბარიერი).

🔹🔹ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები), ბუნებისმეტყველების (I-VI კლასები), ქართული ენისა და ლიტერატურის (I-VI კლასები), მათემატიკის (I-VI კლასები), უცხოური ენების (I-XII კლასები), ქართულის, როგორც მეორე ენის (I-XII კლასები) და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტესტები რამდენიმე ნაწილისაგან შედგება, რომლებშიც აპლიკანტმა იმისათვის, რომ გამოცდა ჩაეთვალოს წარმატებით დაძლეულად, ზემოაღნიშნულ ბარიერთან (60%-ზე მეტი) ერთად უნდა გადალახოს ტესტის თითოეული ნაწილის ბარიერი ქვემოთ დადგენილი პრინციპის შესაბამისად, კერძოდ:

🔹🔹ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები) მასწავლებელთათვის ტესტი შედგება ორი ნაწილისაგან, აქედან ერთ ნაწილში – აკადემიური უნარების ნაწილში – მასწავლებელმა უნდა დააგროვოს მაქსიმალური ქულის (აკადემიური უნარების ნაწილში მაქსიმალური ქულა – 14) 40%-ზე მეტი, ანუ 6 ქულა ან მეტი; ბუნებისმეტყველების   (დაწყებითი  საფეხური  I-VI),   ქართული   ენისა   და   ლიტერატურის  (დაწყებითი საფეხური  I-VI)  და  მათემატიკის  (დაწყებითი  საფეხური  I-VI)  ტესტი  შედგება  ორი  ნაწილისაგან, აქედან ერთ ნაწილში – აკადემიური  უნარების  ნაწილში – აპლიკანტმა  უნდა  დააგროვოს  მაქსიმალური  ქულის  (აკადემიური   უნარების  ნაწილში   მაქსიმალური   ქულა – 14) 40%-ზე მეტი, ანუ 6 ქულა და მეტი;

🔹🔹უცხოური ენების გამოცდა იყოფა ოთხ ნაწილად, აქედან 4 ნაწილში – ლაპარაკის, წერის, კითხვისა და მოსმენის ნაწილებში მასწავლებელმა უნდა გადალახოს მაქსიმალური ქულის მესამედი ან/და მეტი. კერძოდ, ლაპარაკის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 16 – გამსვლელი 6 ქულა და მეტი, წერის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 22 – გამსვლელი 8 ქულა და მეტი, მოსმენის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 16 – გამსვლელი 6 ქულა და მეტი, ხოლო კითხვის ნაწილში მაქსიმალური ქულა განისაზღვრა 36 ქულით, ხოლო გამსვლელი ქულაა 12 და მეტი;

🔹🔹ქართული ენა არაქართულენოვანი სკოლებისათვის/სექტორებისათვის  (I-XII), იყოფა ხუთ ნაწილად. ტესტის თითოეული ნაწილისათვის განსაზღვრულია შიდა ზღვარი მაქსიმალური ქულის 40%-ზე მეტი, კერძოდ, მოსმენის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 9 – გამსვლელი 4 ქულა და მეტი, კითხვის ნაწილში მაქსიმალური ქულა განისაზღვრა 25 ქულით, ხოლო გამსვლელი 11 ქულა და მეტი, წერის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 20 – გამსვლელი 9 ქულა და მეტი, პროფესიული ცოდნის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 20 – გამსვლელი 9 ქულა და მეტი, ხოლო ლაპარაკის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 11, აქედან გამსვლელი 5 ქულა და მეტი;

🔹🔹 ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების/კომპიუტერული ტექნოლოგიების ტესტი შედგება 2 ნაწილისაგან – პროფესიული ცოდნა (წერილობითი) და პრაქტიკული უნარ-ჩვევების (პრაქტიკული) ნაწილი. ტესტის თითოეულ ნაწილში აპლიკანტმა უნდა დააგროვოს მაქსიმალური ქულის 40%, ანუ 14 ქულა და მეტი.

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები

არდადეგები

„ზაფხულის არდადეგების“ საბოლოო პროდუქტი სექტემბრის კონფერენციისთვის

ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტმა, ნიკო სილაგაძემ რეკომენდაციის სახით მოგვაწოდა აზრი , რომ ეროვნულ კონფერენციაზე მოსწავლის მიერ შექმნილი საბოლოოო პროდუქტი, პრეზენტაციის დროს, დასაწყისშივე წარგვედგინა...
მსგავსი სიახლეები