26 ნოემბერი, შაბათი, 2022

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია დაიწყო

spot_img

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია დღეს, 1 მარტის 10:00 საათზე დაიწყო და 4 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება. რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე online.naec.ge.  

რეგისტრაციის დაწყებამდე გამოსაცდელები უნდა გაეცნონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ელექტრონულ კრებულს –  „ცნობარი აბიტურიენტებისათვის“. კრებულში მოცემულია 2022 წლის სიახლეები, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი, ხშირად დასმული კითხვები და საგამოცდო პროცესთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.

აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება: 

♦ პირველ ეტაპზე აბიტურიენტი ვალდებულია შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები და საჭიროების შემთხვევაში მონიშნოს სპეცპირობა;

♦ საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 14 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ;

♦ საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა გამოსაცდელებს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ.

2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საფასური ერთი გამოცდისათვის წელსაც 10 ლარია. ინფორმაცია გადახდის შესაძლო საშუალებების შესახებ, ასევე რეგისტრაციის დეტალური ვიდეოინსტრუქცია ხელმისაწვდომია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე www.naec.ge.

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები