1 ივლისი, პარასკევი, 2022

2022 წლის გამოცდებისათვის აქტიური სამზადისი მიმდინარეობს

spot_img

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით 2022 წლის გამოცდებისათვის აქტიური სამზადისი მიმდინარეობს. გამოცდების ჩასატარებლად,  ქვეყნის მასშტაბით, უკვე შერჩეულია 22 საგამოცდო ცენტრი.

2022 წლის გამოცდებისათვის სულ რეგისტრირებულია 90 000-მდე გამოსაცდელი (41000-ზე მეტი აბიტურიენტი, 2500-ზე მეტი სტუდენტი, 9500-ზე მეტი მაგისტრანტი, 34500-ზე მეტი მასწავლებელი და მასწავლებლობის მსურველი). ამ რაოდენობის გათვალისწინებით მომზადდა პასუხების ფურცლები და ფურცლები შავი სამუშაოსათვის, ასევე დამხმარე მასალა: რუკები და ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა – მიმდინარეობს მათი დასაწყობება საგამოცდო ცენტრებისთვის.

განაწილდა ცენტრების მიხედვით ჰიგიენური მოხმარებისთვის საჭირო ინვენტარიც. შემოწმდა და ცენტრებში გასაგზავნად უკვე მზადაა ხმის გამაძლიერებლები და ყურსასმენები, კალმები, საინფორმაციო პლაკატები, გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გასაწევად კი თითოეული ცენტრისთვის საჭირო მედიკამენტები. ამჟამად მიმდინარეობს გამოსაცდელების განაწილება სპეციალური პროგრამის მეშვეობით.

შემოწმდა და სპეციალური პროგრამით აღიჭურვა ყველა ის კომპიუტერი, რომლებიც გამოყენებული იქნება 2022 წლის გამოცდებისათვის. მათ შორის, უცხოური ენების მოსმენის დავალებებისათვის საჭირო კომპიუტერებიც. მომზადების პროცესშია საგამოცდო სერვერებიც.

ზემოხსენებული ინვენტარი საგამოცდო ცენტრებში გამოცდების დაწყებამდე 10 დღით ადრე გაიგზავნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სამზადისი უშუალოდ საგამოცდო ცენტრებში გადაინაცვლებს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მოამზადა და ტესტირების შედეგად შეარჩია ის მეთვალყურე-კურატორები, რომლებიც ცენტრის სხვა თანამშრომლებთან ერთად პროცესს საგამოცდო ცენტრებში ადგილზე წარმართავენ. უკვე შერჩეულია საგამოცდო ცენტრების მიხედვით ადმინისტრატორ-კოორდინატორები, IT მენეჯერები, თანაშემწეები და სხვა ტექნიკური პერსონალი, რომლებიც პროცესში ადგილზე ჩაერთვებიან.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის გამოცდები 4 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება.

 

მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები

ერთიანი ეროვნული გამოცდები

არდადეგები

დი­დი თა­ვი­სუფ­ლე­ბა

📌გი­ორ­გი ჭა­უ­ჭი­ძე მარ­ნე­უ­ლის №2 სა­ჯა­რო სკო­ლის დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის ქართული როგორც მეორე ენისა და ისტორიის მას­წავ­ლე­ბე­ლი, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ 2019-ის გამარჯვებული  📚ისე არ მო­ვიქ­ცეთ, რომ ჩვენ­მა...
მსგავსი სიახლეები