30 ნოემბერი, ოთხშაბათი, 2022

2022 წელს მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩასაბარებლად სულ 34 500-ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა

spot_img

2022 წელს მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩასაბარებლად სულ 34 500-ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა

მათგან საგნის გამოცდა 19 500-მდე მსურველმა აირჩია, 2 500-ზე მეტმა – უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა, ხოლო 12 500-ზე მეტმა – წამყვანი და მენტორი მასწავლებლის გამოცდა.

2022 წელს ყველა მსურველს უფლება ჰქონდა აერჩია მხოლოდ ერთი საგანი და ასევე, სურვილის შემთხვევაში, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა. ამასთან, პროფესიული უნარების ტესტირებაში მონაწილე დამატებით ვერ აირჩევდა საგნის გამოცდას.

საგნის გამოცდაში მონაწილეობა არ იყო შეზღუდული, პროფესიული უნარების ტესტირებაში მონაწილეობის უფლება კი მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში განაწილებულ უფროს ან წამყვან მასწავლებელს ჰქონდა.

წელს პირველად არაქართულენოვან მასწავლებლებს მიეცათ საშუალება,   ჩაებარებინათ მშობლიური ენის გამოცდა. არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების მასწავლებლებისთვის სომხური და  აზერბაიჯანული ენების ტესტები მომზადდა. მათი რეგისტრაციის სტატისტიკა ასე გამოიყურება:

♦ სომხური ენა – 470-მდე მასწავლებელი;

♦ აზერბაიჯანული ენა – 380-მდე მასწავლებელი.

დეტალური ინფორმაცია გამოცდების შესახებ, ასევე  საგამოცდო პროგრამები, ტესტების ნიმუშები და დამხმარე კრებულები განთავსებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.

 

ბლოგი

მოსაზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

პროფესიული

მსგავსი სიახლეები