📌✔️ქართულ ენასა და ლიტერატურაში (VII-XII კლასები) 43 ქულა და მეტი;
📌✔️ მათემატიკაში (VII-XII კლასები) 25 ქულა და მეტი;
📌✔️ გეოგრაფიაში (VII-XII კლასები) 34 ქულა და მეტი;
📌✔️ ბიოლოგიაში (VII-XII კლასები) 37 ქულა და მეტი;
📌✔️ ქიმიაში (VII-XII კლასები) 37 ქულა და მეტი;
📌✔️ ფიზიკაში (VII-XII კლასები) 37 ქულა და მეტი;
📌✔️ ისტორიაში (VII-XII კლასები) 34 ქულა და მეტი;
📌✔️ სამოქალაქო განათლებაში (VII-XII კლასები) 34 ქულა და მეტი;
📌✔️ უცხოურ ენაში (I-XII კლასები) 55 ქულა და მეტი;
📌✔️ ქართულში, როგორც მეორე ენაში (I-XII კლასები) 52 ქულა და მეტი;
📌✔️ სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში (I-IX კლასები) 37 ქულა და მეტი;
📌✔️მუსიკაში (I-IX კლასები) 43 ქულა და მეტი;
📌✔️ სპორტში (I-XII კლასები) 43 ქულა და მეტი;
📌✔️ ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში (I-IV კლასები) 40 ქულა და მეტი;
📌✔️ ქართულ ენასა და ლიტერატურაში (დაწყებითი საფეხური I-VI კლასები) 32 ქულა და მეტი;
📌✔️ ბუნებისმეტყველებაში (დაწყებითი საფეხური I-VI კლასები) 32 ქულა და მეტი;
📌✔️ მათემატიკაში (დაწყებითი საფეხური I-VI კლასები) 32 ქულა და მეტი;
📌✔️ ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში — 43 ქულა და მეტი.
📌✔️ ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები), ბუნებისმეტყველების (I-VI კლასები), ქართული ენისა და ლიტერატურის (I-VI კლასები), მათემატიკის (I-VI კლასები), უცხოური ენების (I-XII კლასები), ქართულის, როგორც მეორე ენის (I-XII კლასები) და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტესტები რამდენიმე ნაწილისაგან შედგება, რომლებშიც აპლიკანტმა იმისათვის, რომ გამოცდა ჩაეთვალოს წარმატებით დაძლეულად, ზემოაღნიშნულ ბარიერთან (60%-ზე მეტი) ერთად უნდა გადალახოს ტესტის თითოეული ნაწილის ბარიერი ქვემოთ დადგენილი პრინციპის შესაბამისად, კერძოდ:
📌✔️ ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები) მასწავლებელთათვის ტესტი შედგება ორი ნაწილისაგან, აქედან ერთ ნაწილში — აკადემიური უნარების ნაწილში — მასწავლებელმა უნდა დააგროვოს მაქსიმალური ქულის (აკადემიური უნარების ნაწილში მაქსიმალური ქულა — 14) 40%-ზე მეტი, ანუ 6 ქულა ან მეტი; ბუნებისმეტყველების (დაწყებითი საფეხური I-VI), ქართული ენისა და ლიტერატურის (დაწყებითი საფეხური I-VI) და მათემატიკის (დაწყებითი საფეხური I-VI) ტესტი შედგება ორი ნაწილისაგან, აქედან ერთ ნაწილში — აკადემიური უნარების ნაწილში — აპლიკანტმა უნდა დააგროვოს მაქსიმალური ქულის (აკადემიური უნარების ნაწილში მაქსიმალური ქულა — 14) 40%-ზე მეტი, ანუ 6 ქულა და მეტი;
📌✔️ უცხოური ენების გამოცდა იყოფა ოთხ ნაწილად, აქედან 4 ნაწილში — ლაპარაკის, წერის, კითხვისა და მოსმენის ნაწილებში მასწავლებელმა უნდა გადალახოს მაქსიმალური ქულის მესამედი ან/და მეტი. კერძოდ, ლაპარაკის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 16 — გამსვლელი 6 ქულა და მეტი, წერის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 22 — გამსვლელი 8 ქულა და მეტი, მოსმენის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 16 — გამსვლელი 6 ქულა და მეტი, ხოლო კითხვის ნაწილში მაქსიმალური ქულა განისაზღვრა 36 ქულით, ხოლო გამსვლელი ქულაა 12 და მეტი;
📌✔️ ქართული, როგორც მეორე ენა (I-XII), იყოფა ხუთ ნაწილად. ტესტის თითოეული ნაწილისათვის განსაზღვრულია შიდა ზღვარი მაქსიმალური ქულის 40%-ზე მეტი, კერძოდ, მოსმენის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 9 — გამსვლელი 4 ქულა და მეტი, კითხვის ნაწილში მაქსიმალური ქულა განისაზღვრა 25 ქულით, ხოლო გამსვლელი — 11 ქულა და მეტი, წერის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 20 — გამსვლელი 9 ქულა და მეტი, პროფესიული ცოდნის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 20 — გამსვლელი 9 ქულა და მეტი, ხოლო ლაპარაკის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 11, აქედან გამსვლელი — 5 ქულა და მეტი;
📌✔️ ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტესტი შედგება 2 ნაწილისაგან — თეორიული ცოდნა (წერილობითი) და პრაქტიკული უნარ-ჩვევების (პრაქტიკული) ნაწილი. ტესტის თითოეულ ნაწილში აპლიკანტმა უნდა დააგროვოს მაქსიმალური ქულის 40%, ანუ 14 ქულა და მეტი.
მასწავლებლის საგნის გამოცდაზე და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია 28 700-ზე მეტმა მსურველმა გაიარა.