21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

2021 წლის ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი პან­დე­მი­ის პე­რი­ო­დის გა­მოც­დი­ლე­ბის ფონ­ზე – ინტერვიუ შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რთან, სო­ფო გორ­გო­ძესთან

spot_img

 – შარ­შან რთულ პი­რო­ბებ­ში მო­გი­წი­ათ გა­მოც­დე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, 2020 წელს მი­ღე­ბუ­ლი  გა­მოც­დი­ლე­ბა უდა­ვოდ და­გეხ­მა­რე­ბათ 2021 წლის ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის ჩა­ტა­რე­ბა­ში. დაშ­ვე­ბუ­ლი იყო, ალ­ბათ, შეც­დო­მე­ბიც, რომ­ლე­ბიც წელს გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ და გა­მო­ას­წო­რეთ.

– შარ­შან, რა თქმა უნ­და, რთულ პი­რო­ბებ­ში მოგ­ვი­წია რო­გორც ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი, ასე­ვე სხვა გა­მოც­დე­ბის ჩა­ტა­რე­ბა. არა მარ­ტო ჩვენ, მთე­ლი ქვე­ყა­ნა იყო ამ რე­ჟიმ­ში და ძა­ლი­ან ბევ­რი ვი­მუ­შა­ვეთ, სხვა­დას­ხ­ვა უწყე­ბას­თან ერ­თად, რომ ეს პრო­ცე­სი კარ­გად წარ­მარ­თუ­ლი­ყო. ბევ­რი კითხ­ვის ნი­შა­ნი იყო იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­ერ­თოდ ჩა­ტარ­დე­ბო­და თუ არა გა­მოც­დე­ბი, რა ფორ­მით ჩა­ტარ­დე­ბო­და და მო­ა­ხერ­ხებ­დ­ნენ თუ არა აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბას ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ეს მო­ხერ­ხ­და და შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, რომ გა­მოც­დე­ბი სა­მა­გა­ლი­თოდ ჩა­ტარ­და _ იყო უზარ­მა­ზა­რი თავ­ყ­რი­ლო­ბა, რო­მე­ლიც არ იქ­ცა ინ­ფექ­ცი­ის გავ­რ­ცე­ლე­ბის წყა­როდ, რაც მარ­თ­ლა ძა­ლი­ან დი­დი მიღ­წე­ვა იყო. ჩვე­ნი უპირ­ვე­ლე­სი სა­ფიქ­რა­ლი ყო­ველ­თ­ვის, რა თქმა უნ­და, ის არის, რომ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს ისე­თი კომ­ფორ­ტუ­ლი გა­რე­მო შე­ვუქ­მ­ნათ, უკეთ შეძ­ლონ თა­ვი­ან­თი ცოდ­ნი­სა და უნა­რე­ბის გა­მომ­ჟ­ღავ­ნე­ბა, სა­თა­ნა­დოდ შე­ვა­ფა­სოთ თი­თო­ე­უ­ლის აკა­დე­მი­უ­რი მზა­ო­ბა, თუმ­ცა მინ­და აქ­ვე აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ თით­ქ­მის იმა­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის (თუ უფ­რო მე­ტი არა) იყო მათ უსაფ­რ­თხო­ე­ბა­სა და ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვა, მა­თი დაც­ვა შე­საძ­ლო და­ინ­ფი­ცი­რე­ბი­სა­გან.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ რო­გორ გა­მოგ­ვად­გე­ბა შარ­შან­დე­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა წელს, მინ­და ვთქვა, რომ შარ­შან, რო­დე­საც ჩვენ კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტი გვყავ­და, ფაქ­ტობ­რი­ვად, ფორ­ს­მა­ჟორ­ში მოგ­ვი­წია მის­თ­ვის გა­მოც­დის კლი­ნი­კა­ში ჩა­ტა­რე­ბა, რაც უდი­დე­სი გა­მოწ­ვე­ვა იყო რო­გორც ჩვენ­თ­ვის, ასე­ვე იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის, ვინც კლი­ნი­კა­ში დაგ­ვეხ­მა­რა და სა­გა­მოც­დო სივ­რ­ცე მოგ­ვიწყო. ეს გა­მოც­და მთე­ლი რი­გი პრო­ცე­დუ­რე­ბის დაც­ვით უნ­და ჩაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა და უზ­რუნ­ველ­გ­ვე­ყო, რომ ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტი ზუს­ტად იმა­ვე პი­რო­ბებ­ში ყო­ფი­ლი­ყო, რა პი­რო­ბებ­შიც ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნი. მე პი­რა­დად ვი­ყა­ვი ჩარ­თუ­ლი, ჩემს რამ­დე­ნი­მე თა­ნამ­შ­რო­მელ­თან ერ­თად, კლი­ნი­კა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ტეს­ტი­რე­ბის პრო­ცეს­ში.

ასე­თი ორი აბი­ტუ­რი­ენ­ტი გვყავ­და. პირ­ვე­ლის შე­სა­ხებ თით­ქ­მის ყვე­ლას­თ­ვის ცნო­ბი­ლი გახ­და, შე­სა­ბა­მი­სად, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სიც საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი იყო. მე­ო­რე კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი აბი­ტუ­რი­ენ­ტი და­ახ­ლო­ე­ბით ერ­თი კვი­რის ინ­ტერ­ვა­ლით დაგ­ვე­მა­ტა. მას­თან მი­მარ­თე­ბა­ში უკ­ვე არ­სე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბით ვი­სარ­გებ­ლეთ და ისე ჩა­ვუ­ტა­რეთ გა­მოც­და, რო­გორც პირ­ველ ინ­ფი­ცი­რე­ბულ აპ­ლი­კანტს. თუმ­ცა ეს საკ­მა­ოდ რთუ­ლად შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი იყო. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ერ­თი აბი­ტუ­რი­ენ­ტის­თ­ვის გა­მოც­და ყვე­ლა იმ წე­სის დაც­ვით უნ­და ჩაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა, რო­მელ­თა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბაც აუცი­ლე­ბე­ლია ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე. ცენ­ტ­რის ყვე­ლა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რგო­ლის თა­ნამ­შ­რო­მე­ლი, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბით კუ­რი­რებ­დ­ნენ გა­მოც­დას, ვი­ყა­ვით იქ, რა­თა ნე­ბის­მი­ე­რი მცი­რე ხარ­ვე­ზიც კი თა­ვი­დან აგ­ვე­ცი­ლე­ბი­ნა. სხვა­ნა­ი­რად შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და კლი­ნი­კა­ში გა­მოც­დე­ბის წა­რა­მა­ტე­ბით ჩა­ტა­რე­ბა. მარ­თა­ლია, ეს საკ­მა­ოდ რთუ­ლი პრო­ცე­სი იყო, მაგ­რამ კარ­გად გა­ვარ­თ­ვით თა­ვი.

რა ვის­წავ­ლეთ იმ გა­მოც­დი­ლე­ბი­დან? ვის­წავ­ლეთ ის, რომ თუ ასე­თი აბი­ტუ­რი­ენ­ტი გვე­ყო­ლე­ბა არა ერ­თი და ორი, არა­მედ 10, 20 ან 30, ჩვენ ვერ შევ­ძ­ლებთ გა­მოც­დის კლი­ნი­კა­ში ჩა­ტა­რე­ბას. შე­სა­ბა­მი­სად, წელს მე­ტი დრო გვაქვს დავ­გეგ­მოთ, რა გზას მივ­მარ­თოთ ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში. ვფიქ­რობ, სხვა­ნა­ი­რად გა­დავ­ჭ­რით ამ პრობ­ლე­მას, სხვაგ­ვა­რად უზ­რუნ­ველ­ვ­ყოფთ კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი აპ­ლი­კან­ტე­ბის­თ­ვის სა­გა­მოც­დო პი­რო­ბებს, რა თქმა უნ­და, თუ­კი მათ ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მის­ცემს ამის სა­შუ­ა­ლე­ბას და ისი­ნი შეძ­ლე­ბენ ტეს­ტი­რე­ბა­ში ჩარ­თ­ვას. ამა­ზე ჯერ კი­დევ ვმუ­შა­ობთ და დე­ტა­ლე­ბი მოგ­ვი­ა­ნე­ბით გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი. კი­დევ რა ვის­წავ­ლეთ ამ გა­მოც­დი­ლე­ბი­დან? მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბიც და სხვა გა­მო­საც­დე­ლე­ბიც (მას­წავ­ლებ­ლე­ბი, საგ­რან­ტო კონ­კურ­სის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი და სხვ.) ძა­ლი­ან დაგ­ვეხ­მარ­ნენ. სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, ძა­ლი­ან გვე­ში­ნო­და, რომ აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი დის­ტან­ცი­ას არ და­ი­ცავ­დ­ნენ და ა.შ. არ­სე­ბობ­და იმის სა­შიშ­რო­ე­ბა, რომ ძა­ლი­ან გა­ხან­გ­რ­ძ­ლი­ვე­ბუ­ლი­ყო სა­რე­გის­ტ­რა­ციო პრო­ცე­სი, რად­გან ბევ­რი პრო­ცე­დუ­რა იყო გა­სავ­ლე­ლი. თუმ­ცა უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი და სხვა აპ­ლი­კან­ტე­ბი ამ მხრივ ძა­ლი­ან დაგ­ვეხ­მარ­ნენ. თი­თო­ე­ულს გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი ჰქონ­და არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა და  ერ­თ­მა­ნეთ­ზე ზრუნ­ვა. ცხა­დად გა­მოჩ­ნ­და, რომ მა­თი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა ძა­ლი­ან მა­ღა­ლი იყო და დი­დი იმე­დი მაქვს, წლე­ვან­დელ გა­მოც­დებ­ზეც ასე იქ­ნე­ბა.

– გა­და­ვი­დეთ წლე­ვან­დელ გა­მოც­დებ­ზე. რა იც­ვ­ლე­ბა, რა სი­ახ­ლე ელით აბი­ტუ­რი­ენ­ტებს რო­გორც ში­ნა­არ­სობ­რივ, ასე­ვე ტექ­ნი­კურ ნა­წილ­ში?

– ში­ნა­არ­სობ­რი­ვი ცვლი­ლე­ბა მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე სა­განს (მა­თე­მა­ტი­კა, ფი­ზი­კა, ქი­მია) შე­ე­ხო და ეს არის ტეს­ტი­რე­ბის დრო­ის ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თით შემ­ცი­რე­ბა. ტეს­ტი­რე­ბის დრო იმ საგ­ნებ­ში შე­ვამ­ცი­რეთ, რომ­ლებ­შიც ეს შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო ისე, რომ არ შე­მოგ­ვე­ტა­ნა ახა­ლი, უცხო და­ვა­ლე­ბის ტი­პე­ბი და არ გაგ­ვერ­თუ­ლე­ბი­ნა აბი­ტუ­რი­ენ­ტის­თ­ვის სა­გა­მოც­დო პრო­ცე­სი. ერ­თი და იმა­ვე ტი­პის რამ­დე­ნი­მე და­ვა­ლე­ბა იყო და მა­თი რა­ო­დე­ნო­ბა შემ­ცირ­და. ჩვენ ეს ისე გა­ვა­კე­თეთ, რომ ტექ­ს­ტის სან­დო­ო­ბას და ვა­ლი­დუ­რო­ბას საფ­რ­თხე არ შექ­მ­ნო­და. მას­წავ­ლებ­ლე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­შიც, 5-სა­ა­თი­ა­ნი გა­მოც­დე­ბი, უმე­ტეს­წი­ლად, 4 სა­ა­თამ­დე შემ­ცირ­და, შე­სა­ბა­მი­სად, აქაც გარ­კ­ვე­უ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბი მო­აკ­ლ­და, რაც, ვფიქ­რობ, შე­ამ­სუ­ბუ­ქებს სა­გა­მოც­დო პრო­ცესს.

სა­გა­მოც­დო მო­დელს რაც შე­ე­ხე­ბა, სი­ახ­ლე არ გვაქვს, ისევ 3 სა­ვალ­დე­ბუ­ლო გა­მოც­დაა აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის დი­დი უმ­რავ­ლე­სო­ბის­თ­ვის –  ქარ­თუ­ლის და უცხო­უ­რი ენის გარ­და, მე­სა­მე ან მა­თე­მა­ტი­კაა, ან ის­ტო­რია, ან პროგ­რა­მის მი­ხედ­ვით აბი­ტუ­რი­ენტს ორი­ვეს ჩა­ბა­რე­ბა შე­უძ­ლია, შემ­დეგ კი, სა­დაც უკე­თე­სი შე­დე­გი ექ­ნე­ბა, იმ შე­დე­გით ჩა­ი­რიცხე­ბა და გრან­ტ­საც უკე­თე­სი შე­დე­გით მო­ი­პო­ვებს. ზო­გი­ერ­თი პროგ­რა­მა მე-4 სა­გან­საც ითხოვს, თუმ­ცა იშ­ვი­ა­თად. ასე­თი პროგ­რა­მა ბევ­რი არ არის. ამი­ტომ უმე­ტე­სო­ბას 3 გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა მო­უ­წევს. მე-4 გა­მოც­და შე­იძ­ლე­ბა იყოს: უნა­რე­ბი, გე­ოგ­რა­ფია, ლი­ტე­რა­ტუ­რა, ფი­ზი­კა და ა. შ. აბი­ტუ­რი­ენ­ტი ვალ­დე­ბუ­ლია, ჩა­ა­ბა­როს ეს მე-4 გა­მოც­და იმ კონ­კ­რე­ტუ­ლი პროგ­რა­მის­თ­ვის, წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, 3 გა­მოც­დით ვერ ჩა­ი­რიცხე­ბა იქ, სა­დაც მე­ოთხე საგ­ნის მოთხოვ­ნაა. რა თქმა უნ­და, აბი­ტუ­რი­ენ­ტის­თ­ვის მე­ტი შრო­მაა, რო­ცა პროგ­რა­მა მე-4 გა­მოც­და­საც ითხოვს, თუმ­ცა, იმავ­დ­რო­უ­ლად, გრან­ტის მო­პო­ვე­ბის შან­სე­ბიც ეზ­რ­დე­ბა.

ხში­რად გვე­კითხე­ბი­ან _-თუ 4 გა­მოც­დას ვა­ბა­რებ, რო­გორ ხდე­ბა საგ­რან­ტო ქუ­ლის და­ან­გა­რი­შე­ბა? ამას ხში­რად ვხსნით, მაგ­რამ კი­დევ ერ­თხელ გან­ვ­მარ­ტავ – ქარ­თუ­ლი და უცხო­უ­რი ენა ყვე­ლას­თ­ვის სა­ვალ­დე­ბუ­ლოა, მე­სა­მე ან ის­ტო­რია, ან მა­თე­მა­ტი­კაა. ვთქვათ, ჩემ­თ­ვის მა­თე­მა­ტი­კაა სა­ვალ­დე­ბუ­ლო იმი­ტომ, რომ ვა­ბა­რებ, მა­გა­ლი­თად, სა­ინ­ჟინ­რო­ზე, მე­ოთხე შე­იძ­ლე­ბა იყოს ფი­ზი­კა. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, პირ­ვე­ლად ჩე­მი საგ­რან­ტო ქუ­ლა ასე გა­მო­ით­ვ­ლე­ბა – ქარ­თუ­ლი, უცხო­უ­რი ენა და მა­თე­მა­ტი­კა; მე­ო­რედ – ქარ­თუ­ლი, უცხო­უ­რი ენა და მე­ოთხე გა­მოც­და, ვთქვათ, ფი­ზი­კა; აღე­ბუ­ლი ორი შე­დე­გი­დან აბი­ტუ­რი­ენ­ტის ის შე­დე­გი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, რომ­ლი­თაც უფ­რო მეტ გრანტს მო­ი­პო­ვებს, შე­სა­ბა­მი­სად, მას და­ფი­ნან­სე­ბის მო­პო­ვე­ბის ორ­მა­გი შან­სი აქვს (შე­იძ­ლე­ბა მა­თე­მა­ტი­კით ვერ მო­ი­პო­ვოს, მაგ­რამ მო­ი­პო­ვოს ფი­ზი­კით). ამ მხრივ, ოთხი გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბას უპი­რა­ტე­სო­ბა აქვს.

სა­მე­დი­ცი­ნო­ზე, ჯან­დაც­ვის ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით, 4 გა­მოც­დაა ჩა­სა­ბა­რე­ბე­ლი. აქ, ქარ­თუ­ლი­სა და უცხო­უ­რი ენის შემ­დეგ, მე­სა­მეა ბი­ო­ლო­გია და მე­ოთხე შე­უძ­ლი­ათ აირ­ჩი­ონ – ფი­ზი­კა, მა­თე­მა­ტი­კა ან ქი­მია. აქაც იგი­ვე წე­სი მოქ­მე­დებს და აბი­ტუ­რი­ენტს ორი შან­სი აქვს (მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წი­ნას­წარ არის ეს ყვე­ლა­ფე­რი გან­საზღ­ვ­რუ­ლი), ერთ საგ­რან­ტო კონ­კურ­ს­ში ქარ­თუ­ლი-უცხო­უ­რი ენა- ბი­ო­ლო­გი­ით შე­უძ­ლია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და მე­ო­რე­ში – ქარ­თუ­ლი-უცხო­უ­რი ენა+მე-4 სა­გა­ნი, რო­მელ­საც აირ­ჩევს – ფი­ზი­კა, მა­თე­მა­ტი­კა, ქი­მია. თუ ვინ­მემ, ამ სა­მი არ­ჩე­ვა­ნი­დან, სა­მი­ვეს ჩა­ბა­რე­ბა მო­ინ­დო­მა (რი­სი უფ­ლე­ბაც აქვს), რამ­დენ და­მა­ტე­ბით სა­გან­საც ჩა­ა­ბა­რებს, იმ­დე­ნი­ვე შან­სი ეძ­ლე­ვა საგ­რან­ტო კონ­კურ­სის­თ­ვის იმი­ტომ, რომ თი­თო­ე­ულ ამ სა­განს და­ფი­ნან­სე­ბის თა­ვი­სი კა­ლა­თა აქვს.

სხვა ცვლი­ლე­ბა ფორ­მატ­ში და­გეგ­მი­ლი არ არის.

– დღეს, რო­ცა პი­რის­პირ კონ­ტაქ­ტი შე­უძ­ლე­ბე­ლია, რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობს ტრა­დი­ცი­უ­ლი შეხ­ვედ­რე­ბი აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­თან?

– ბუ­ნებ­რი­ვია, აბი­ტუ­რი­ენ­ტებს ბევ­რი შე­კითხ­ვა უჩ­ნ­დე­ბათ. ამი­ტომ, ყო­ველ ოთხ­შა­ბათს, ღია კა­რის დღე­ე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, მათ ონ­ლა­ინ ვხვდე­ბით. ამ შეხ­ვედ­რებ­ზე ისი­ნი ძა­ლი­ან დე­ტა­ლუ­რად სვა­მენ მათ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო კითხ­ვებს. ამ პრო­ცეს­ში ყვე­ლა დარ­გობ­რი­ვი სპე­ცი­ა­ლის­ტია ჩარ­თუ­ლი და ვცდი­ლობთ, მაქ­სი­მა­ლუ­რად ამომ­წუ­რა­ვი პა­სუ­ხე­ბი გავ­ცეთ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვე­ღარ ვა­ხერ­ხებთ რე­გი­ო­ნებ­ში სი­ა­რულს და აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­თან პი­რის­პირ შეხ­ვედ­რას, შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ არა­ნაკ­ლებ ეფექ­ტუ­რია ონ­ლა­ინ შეხ­ვედ­რე­ბი. ად­რე, რო­ცა რე­გი­ო­ნებ­ში შეხ­ვედ­რებ­ზე დავ­დი­ო­დით, შე­იძ­ლე­ბა, ყო­ველ ჯერ­ზე ყვე­ლა სპე­ცი­ა­ლის­ტი ვერ წა­მო­სუ­ლი­ყო, ახ­ლა კი, ყვე­ლა ჩარ­თუ­ლია და აბი­ტუ­რი­ენ­ტებს ყვე­ლა სა­გან­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­უძ­ლი­ათ ამომ­წუ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა, ასე­ვე სა­გა­მოც­დო პრო­ცე­დუ­რებ­ზე. ღია კა­რის დღე­ებ­ზე აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რე­ბი არი­ან, გან­სა­კუთ­რე­ბით რე­გი­ო­ნე­ბი, აქამ­დე ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რე­ბი სა­მეგ­რე­ლო-ზე­მო სვა­ნე­თი­სა და იმე­რე­თის აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი იყ­ვ­ნენ,  ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო კითხ­ვაც შე­მო­ვი­და მათ­გან. ამ მხრივ, თბი­ლი­სი უფ­რო პა­სი­უ­რია და მო­ვუ­წო­დებთ თბი­ლი­სელ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს, გა­აქ­ტი­ურ­დ­ნენ. მა­თი პა­სი­უ­რო­ბის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა ისიც არის, რომ უფ­რო მე­ტად მი­უწ­ვ­დე­ბათ ხე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე და ღია კა­რის დღე­ე­ბი მათ­თ­ვის შე­იძ­ლე­ბა იმ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი არ იყოს. თუმ­ცა, ვფიქ­რობ, რომ ონ­ლა­ინ შეხ­ვედ­რებ­ზე იმ­დე­ნი კითხ­ვა და­ის­მე­ბა, რომ მათ­თ­ვი­საც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა, თუ გა­ეც­ნო­ბი­ან ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას.

ბევ­რი კითხ­ვა დაგ­ვიგ­როვ­და და გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, გა­მოგ­ვექ­ვეყ­ნე­ბი­ნა „ასი კითხ­ვა აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის­გან“. თუ რო­მე­ლი­მე აბი­ტუ­რი­ენ­ტი შეხ­ვედ­რებს ვერ და­ეს­წ­რო, მას შე­უძ­ლია ამ კითხ­ვებს ჩა­ხე­დოს და ძებ­ნის ღი­ლა­კის სა­შუ­ა­ლე­ბით კონ­კ­რე­ტულ კითხ­ვა­ზე კონ­კ­რე­ტუ­ლი პა­სუ­ხი ნა­ხოს. ასე­ვე, ნე­ბის­მი­ერ დროს შე­უძ­ლია დაგ­ვი­კავ­შირ­დეს ჩვენს ფე­ის­ბუკ­გ­ვერ­დ­ზე და ასე მი­ი­ღოს მის­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო კითხ­ვებ­ზე პა­სუ­ხე­ბი.

– ხომ არ არის ცვლი­ლე­ბა სა­გა­მოც­დო პრო­ცე­დუ­რებ­ში? სად და რამ­დე­ნი სა­გა­მოც­დო ცენ­ტ­რი გა­იხ­ს­ნე­ბა?

– სა­გა­მოც­დო ცენ­ტ­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას ზუს­ტად მას შემ­დეგ გან­ვ­საზღ­ვ­რავთ, რაც გვე­ცო­დი­ნე­ბა, რამ­დე­ნი აბი­ტუ­რი­ენ­ტი და­რე­გის­ტ­რირ­დე­ბა, რამ­დე­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი თუ სხვ. ამის მი­ხედ­ვით იგეგ­მე­ბა, სად და რო­გორ გან­თავ­ს­დე­ბი­ან აპ­ლი­კან­ტე­ბი.

სა­გა­მოც­დო პრო­ცე­დუ­რებ­ში ცვლი­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ ეპიდ­ვი­თა­რე­ბა შე­იც­ვა­ლა და და­მა­ტე­ბით დაგ­ვ­ჭირ­და უსაფ­რ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბის მი­ღე­ბა. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტ­რო იმ პე­რი­ო­დის­თ­ვის გა­და­ხე­დავს შარ­შან­დელ რე­კო­მენ­და­ცი­ებს და თუ სა­ჭი­როდ ჩათვლის, შეც­ვ­ლის. იმე­დი მაქვს, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით რა­დი­კა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბა არ იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო და არ ვიქ­ნე­ბით იმა­ზე უარეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, ვიდ­რე შარ­შან ვი­ყა­ვით.

– რო­გორც შარ­შან­დელ­მა გა­მოც­დი­ლე­ბამ აჩ­ვე­ნა, ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე მცხოვ­რებ­მა აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­მა ვერ შეძ­ლეს გა­მოც­დე­ბის ჩა­სა­ბა­რებ­ლად გად­მოს­ვ­ლა, შე­იძ­ლე­ბა წელ­საც ანა­ლო­გი­უ­რი შეზღუდ­ვა ამოქ­მედ­დეს, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში რა იგეგ­მე­ბა?

– მო­გეხ­სე­ნე­ბათ, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო ამ­ტ­კი­ცებს ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის გა­რე­შე იმ პირ­თა ჩა­რიცხ­ვის წესს, რომ­ლე­ბიც  ბო­ლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სწავ­ლობ­დ­ნენ ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე და აქვთ ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი. ასე რომ, თუ ეს პი­რე­ბი და­რე­გის­ტ­რირ­დე­ბი­ან, მაგ­რამ ვერ შეძ­ლე­ბენ ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, შე­საძ­ლე­ბე­ლია მათ მი­ე­ცეთ სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბის უფ­ლე­ბა.

– და­ბო­ლოს, რას გვეტყ­ვით ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის მო­დე­ლის შე­საძ­ლო ცვლი­ლე­ბა­ზე, რა­ზეც გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტ­რ­მა პარ­ლა­მენ­ტის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი კო­მი­ტე­ტე­ბის წი­ნა­შე სიტყ­ვით გა­მოს­ვ­ლი­სას ისა­უბ­რა.

– 2-3 წლის წინ ჩვენ გა­ვა­კე­თეთ ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის შე­ფა­სე­ბა _ რო­გორ და­იწყო და რა მიზ­ნებს მი­აღ­წია, არის თუ არა პრობ­ლე­მე­ბი. ჩა­ტა­რე­ბულ­მა კვლე­ვამ ნათ­ლად აჩ­ვე­ნა ის წარ­მა­ტე­ბე­ბიც, რომ­ლე­ბიც აქვს ამ სის­ტე­მას და ის გა­მოწ­ვე­ვე­ბიც, რაც შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს. ზო­გა­დად, შე­უძ­ლე­ბე­ლია, ნე­ბის­მი­ე­რი სის­ტე­მა არ­სე­ბობ­დეს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და არ სა­ჭი­რო­ებ­დეს ცვლი­ლე­ბას. ყვე­ლა­ფე­რი იც­ვ­ლე­ბა, არა მარ­ტო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა. ამი­ტომ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ შე­ფა­სე­ბი­სა და უმაღ­ლეს­ში მი­ღე­ბის ეს სის­ტე­მაც, ყო­ველ წელს თუ არა, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში და­იხ­ვე­წოს და გახ­დეს უფ­რო რე­ლე­ვან­ტუ­რი. რო­გორც კვლე­ვე­ბი აჩ­ვე­ნებს, ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებს ძა­ლი­ან მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ნდო­ბა და მხარ­და­ჭე­რა აქვს. შე­სა­ბა­მი­სად, ნე­ბის­მი­ე­რი ცვლი­ლე­ბა, მით უმე­ტეს, თუ ეს იქ­ნე­ბა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბა ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის მო­დელ­ში, უმაღ­ლეს­ში მი­სა­ღე­ბი სის­ტე­მის მო­დელ­ში, კარ­გად უნ­და ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბოთ _ უნ­და მომ­ზად­დეს კონ­ცეფ­ცია, ჩა­ერ­თონ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბი და ეს ისე­თი ცვლი­ლე­ბა უნ­და იყოს, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის მა­ღა­ლი მხარ­და­ჭე­რით ისარ­გებ­ლებს და ისე­თი­ვე ნდო­ბა ექ­ნე­ბა, რო­გო­რიც დღეს აქვს ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებს. რა თქმა უნ­და, ეს მარ­ტი­ვი არ არის, ბევ­რი მუ­შა­ო­ბაა სა­ჭი­რო, რის­თ­ვი­საც ჩვენ მზად ვართ და რო­დე­საც სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­აქ­ტი­უ­რე­ბა, რა თქმა უნ­და, ჩა­ვერ­თ­ვე­ბით.

ზო­გა­დად, შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ გა­მოც­დე­ბი ამ ეტაპ­ზე მკაც­რად ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლია და უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის რო­ლი მი­ნი­მა­ლუ­რია ამ მი­სა­ღებ სის­ტე­მა­ში. რა თქმა უნ­და, სა­მო­მავ­ლოდ, შე­იძ­ლე­ბა, რომ სის­ტე­მა უფ­რო მოქ­ნი­ლი, მე­ტად დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლი და შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბიც უფ­რო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გახ­დეს, თუმ­ცა, ეს, რა თქმა უნ­და, სა­მო­მავ­ლო პერ­ს­პექ­ტი­ვაა.

ესაუბრა ლალი თვალაბეიშვილი

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები