27 ივლისი, შაბათი, 2024

2021 წლის 1 თებერვლიდან ლიტერატურული პრემია „ამირანის“ ახალი საკონკურსო წელი იწყება!

spot_img
პოეტის, მთარგმნელის, მეექვსე საავტორო სკოლის დამფუძნებლისა და პედაგოგის პაკო ამირან სვიმონიშვილის სახელობის საყმაწვილო ლიტერატურული პრემია „ამირანი“ 2014 წელს დაარსდა. კონკურსის მიზანი შემოქმედებითი ნიჭის მქონე ახალგაზრდების გამოვლენა, მათი კულტურულ და ლიტერატურულ პროცესებთან დაახლოება, პიროვნული და შემოქმედებითი წინსვლის მხარდაჭერაა.
დღემდე კონკურსში საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების 1000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა; წარმოდგენილი იქნა 5000-მდე ნამუშევარი; კონკურსის ფინალისტები და გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ ფულადი პრემიით (საერთო ჯამში – 43 ათასი ლარის ოდენობით) და გადაეცათ ფასიანი საჩუქრები; ფინალისტთა საუკეთესო ნამუშევრები გამოიცა კრებულებად.
2021 წელი ლიტერატურული პრემია „ამირანის“ მესამე საკონკურსო წელია. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების IX-XII კლასების მოსწავლეებს, რომელთაც შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი ნამუშევრები წარმოადგინონ შემდეგ ნომინაციებში:
?✔ პოეზია
?✔  პროზა
?✔  თარგმანი

სამივე ნომინაციაში გამოვლინდებიან I, II და III ადგილის მფლობელები.

კონკურსში მონაწილეობის მსურველთა ნაშრომები მიიღება ელექტრონულ მისამართზე: amirani.premia@gmail.com

აუცილებელია, წერილში მოსწავლემ მიუთითოს:

?სახელი, გვარი;

?ქალაქი (რაიონი);

?სკოლის სრული დასახელება;

?საკონტაქტო ტელეფონი.

თარგმანის შემთხვევაში, მისაღებია როგორც უცხოენოვანი პოეტური თუ პროზაული ტექსტის ქართული თარგმანი, ასევე – ქართული ტექსტის უცხოური თარგმანი. თარგმანს აუცილებლად თან უნდა ერთვოდეს დედანი (ორიგინალი ნაწარმოების სკანირებული ვერსია ან ასლი, ან მითითებულ იქნეს მისი ელექტრონული მისამართი ვებსივრცეში, ასეთის არსებობის შემთხვევაში).

კონკურსანტს შეუძლია, მონაწილეობა მიიღოს ყველა ნომინაციაში. წარმოდგენილი ნაწარმოებების რაოდენობა შეუზღუდავია.

? ნაშრომების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის1 მაისი.

? გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება გაიმართება 2021 წლის ივნისში.

?✔ პროექტის ავტორებისა და მხარდამჭერების მიერ გამარჯვებულთათვის სამივე ნომინაციაში დაწესებულია ფულადი პრემია და ფასიანი საჩუქრები:

I ადგილი – პრიზი „ვერცხლის შროშანი“ და პრემია 3000 ლარი
II ადგილი – 2000 ლარი
III ადგილი – 1000 ლარი

? მოსწავლეთა ნაშრომებს განიხილავს კომპეტენტური ჟიური, ქართველი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების შემადგენლობით. მაქსიმალური ობიექტურობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, პროექტით გათვალისწინებულია მონაწილეთა ანონიმურობის დაცვა მათთვის საიდენტიფიკაციო კოდის მინიჭებით.
?კონკურსის პირველ ეტაპზე გამოვლენილი იქნებიან ფინალისტები, რომელთა შორისაც, მათთან პირადად გასაუბრების შემდეგ, კონკურსის ჟიური დაასახელებს კონკურსის გამარჯვებულებს თითოეულ ნომინაციაში – I, II და III საპრიზო ადგილების მფლობელებს. ფინალისტებისა და ასევე, სხვა საუკეთესო ნაწარმოებების ავტორების ნაშრომები დაიბეჭდება და გამოიცემა კრებულად. წიგნში შესულ ავტორებს, პროექტის ფარგლებში, შესაძლებლობა მიეცემათ, შეხვდნენ ქართველ მწერლებს, პოეტებსა და მთარგმნელებს.
პროექტის მხარდამჭერები არიან:

ააიპ „პაკოს ფონდი“; შპს „მეექვსე საავტორო სკოლა“;  სს „წყალი მარგებელი“ (ნაბეღლავი); ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი; მწერალთა სახლი; გაზეთი „ახალი განათლება“; ჟურნალი „კულტურა პლუს“; საქართველოს რადიო – „პიკის საათი“; საპატრიარქოს ტელევიზია – სტუდია „ავტოგრაფი“. 

მრავალი შეკითხვის პასუხად გაცნობებთ, რომ კონკურსში მონაწილეობა ყველა ეტაპზე უფასოა.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად, დაგვიკავშირდით:
ააიპ „პაკოს ფონდი“

ლადო ასათიანის ქ. N28, თბილისი 0105.

http://meeqvsesaavtoro.ge

amirani.premia@gmail.com
Tel: 598 434 000

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები