9 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2024

2021 წლის მას­წავ­ლებ­ლის საგ­ნის გა­მოც­დის მი­ნი­მა­ლუ­რი გამ­ს­ვ­ლე­ლი ქუ­ლე­ბი

spot_img

 

📌✔️ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში (VII-XII კლა­სე­ბი) 43 ქუ­ლა და მე­ტი;

📌✔️ მა­თე­მა­ტი­კა­ში (VII-XII კლა­სე­ბი) 25 ქუ­ლა და მე­ტი;

📌✔️ გე­ოგ­რა­ფი­ა­ში (VII-XII კლა­სე­ბი) 34 ქუ­ლა და მე­ტი;

📌✔️ ბი­ო­ლო­გი­ა­ში (VII-XII კლა­სე­ბი) 37 ქუ­ლა და მე­ტი;

📌✔️ ქი­მი­ა­ში (VII-XII კლა­სე­ბი) 37 ქუ­ლა და მე­ტი;

📌✔️ ფი­ზი­კა­ში (VII-XII კლა­სე­ბი) 37 ქუ­ლა და მე­ტი;

📌✔️ ის­ტო­რი­ა­ში (VII-XII კლა­სე­ბი) 34 ქუ­ლა და მე­ტი;

📌✔️ სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა­ში (VII-XII კლა­სე­ბი) 34 ქუ­ლა და მე­ტი;

📌✔️ უცხო­ურ ენა­ში (I-XII კლა­სე­ბი) 55 ქუ­ლა და მე­ტი;

📌✔️ ქარ­თულ­ში, რო­გორც მე­ო­რე ენა­ში (I-XII კლა­სე­ბი) 52 ქუ­ლა და მე­ტი;

📌✔️ სახ­ვით და გა­მო­ყე­ნე­ბით ხე­ლოვ­ნე­ბა­ში (I-IX კლა­სე­ბი) 37 ქუ­ლა და მე­ტი;

📌✔️მუ­სი­კა­ში (I-IX კლა­სე­ბი) 43 ქუ­ლა და მე­ტი;

📌✔️ სპორ­ტ­ში (I-XII კლა­სე­ბი) 43 ქუ­ლა და მე­ტი;

📌✔️ ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში, მა­თე­მა­ტი­კა­სა და ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბა­ში (I-IV კლა­სე­ბი) 40 ქუ­ლა და მე­ტი;

📌✔️ ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში (დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რი I-VI კლა­სე­ბი) 32 ქუ­ლა და მე­ტი;

📌✔️ ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბა­ში (დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რი I-VI კლა­სე­ბი) 32 ქუ­ლა და მე­ტი;

📌✔️ მა­თე­მა­ტი­კა­ში (დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რი I-VI კლა­სე­ბი) 32 ქუ­ლა და მე­ტი;

📌✔️ ინ­ფორ­მა­ცი­ულ და სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ში — 43 ქუ­ლა და მე­ტი.

📌✔️ ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის, მა­თე­მა­ტი­კი­სა და ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბის (I-IV კლა­სე­ბი), ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბის (I-VI კლა­სე­ბი), ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის (I-VI კლა­სე­ბი), მა­თე­მა­ტი­კის (I-VI კლა­სე­ბი), უცხო­უ­რი ენე­ბის (I-XII კლა­სე­ბი), ქარ­თუ­ლის, რო­გორც მე­ო­რე ენის (I-XII კლა­სე­ბი) და ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი და სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ტეს­ტე­ბი რამ­დე­ნი­მე ნა­წი­ლი­სა­გან შედ­გე­ბა, რომ­ლებ­შიც აპ­ლი­კან­ტ­მა იმი­სათ­ვის, რომ გა­მოც­და ჩა­ეთ­ვა­ლოს წარ­მა­ტე­ბით დაძ­ლე­უ­ლად, ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ ბა­რი­ერ­თან (60%-ზე მე­ტი) ერ­თად უნ­და გა­და­ლა­ხოს ტეს­ტის თი­თო­ე­უ­ლი ნა­წი­ლის ბა­რი­ე­რი ქვე­მოთ დად­გე­ნი­ლი პრინ­ცი­პის შე­სა­ბა­მი­სად, კერ­ძოდ:

📌✔️ ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის, მა­თე­მა­ტი­კი­სა და ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბის (I-IV კლა­სე­ბი) მას­წავ­ლე­ბელ­თათ­ვის ტეს­ტი შედ­გე­ბა ორი ნა­წი­ლი­სა­გან, აქე­დან ერთ ნა­წილ­ში — აკა­დე­მი­უ­რი უნა­რე­ბის ნა­წილ­ში — მას­წავ­ლე­ბელ­მა უნ­და და­აგ­რო­ვოს მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლის (აკა­დე­მი­უ­რი უნა­რე­ბის ნა­წილ­ში მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლა — 14) 40%-ზე მე­ტი, ანუ 6 ქუ­ლა ან მე­ტი; ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბის (დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რი I-VI), ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის (დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რი I-VI) და მა­თე­მა­ტი­კის (დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რი I-VI) ტეს­ტი შედ­გე­ბა ორი ნა­წი­ლი­სა­გან, აქე­დან ერთ ნა­წილ­ში — აკა­დე­მი­უ­რი უნა­რე­ბის ნა­წილ­ში — აპ­ლი­კან­ტ­მა უნ­და და­აგ­რო­ვოს მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლის (აკა­დე­მი­უ­რი უნა­რე­ბის ნა­წილ­ში მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლა — 14) 40%-ზე მე­ტი, ანუ 6 ქუ­ლა და მე­ტი;

📌✔️ უცხო­უ­რი ენე­ბის გა­მოც­და იყო­ფა ოთხ ნა­წი­ლად, აქე­დან 4 ნა­წილ­ში — ლა­პა­რა­კის, წე­რის, კითხ­ვი­სა და მოს­მე­ნის ნა­წი­ლებ­ში მას­წავ­ლე­ბელ­მა უნ­და გა­და­ლა­ხოს მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლის მე­სა­მე­დი ან/და მე­ტი. კერ­ძოდ, ლა­პა­რა­კის ნა­წილ­ში მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლაა 16 — გამ­ს­ვ­ლე­ლი 6 ქუ­ლა და მე­ტი, წე­რის ნა­წილ­ში მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლაა 22 — გამ­ს­ვ­ლე­ლი 8 ქუ­ლა და მე­ტი, მოს­მე­ნის ნა­წილ­ში მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლაა 16 — გამ­ს­ვ­ლე­ლი 6 ქუ­ლა და მე­ტი, ხო­ლო კითხ­ვის ნა­წილ­ში მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლა გა­ნი­საზღ­ვ­რა 36 ქუ­ლით, ხო­ლო გამ­ს­ვ­ლე­ლი ქუ­ლაა 12 და მე­ტი;

📌✔️ ქარ­თუ­ლი, რო­გორც მე­ო­რე ენა (I-XII), იყო­ფა ხუთ ნა­წი­ლად. ტეს­ტის თი­თო­ე­უ­ლი ნა­წი­ლი­სათ­ვის გან­საზღ­ვ­რუ­ლია ში­და ზღვა­რი მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლის 40%-ზე მე­ტი, კერ­ძოდ, მოს­მე­ნის ნა­წილ­ში მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლაა 9 — გამ­ს­ვ­ლე­ლი 4 ქუ­ლა და მე­ტი, კითხ­ვის ნა­წილ­ში მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლა გა­ნი­საზღ­ვ­რა 25 ქუ­ლით, ხო­ლო გამ­ს­ვ­ლე­ლი — 11 ქუ­ლა და მე­ტი, წე­რის ნა­წილ­ში მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლაა 20 — გამ­ს­ვ­ლე­ლი 9 ქუ­ლა და მე­ტი, პრო­ფე­სი­უ­ლი ცოდ­ნის ნა­წილ­ში მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლაა 20 — გამ­ს­ვ­ლე­ლი 9 ქუ­ლა და მე­ტი, ხო­ლო ლა­პა­რა­კის ნა­წილ­ში მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლაა 11, აქე­დან გამ­ს­ვ­ლე­ლი — 5 ქუ­ლა და მე­ტი;

📌✔️ ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი და სა­კო­მუ­ნი­კა­ციო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ტეს­ტი შედ­გე­ბა 2 ნა­წი­ლი­სა­გან — თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნა (წე­რი­ლო­ბი­თი) და პრაქ­ტი­კუ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბის (პრაქ­ტი­კუ­ლი) ნა­წი­ლი. ტეს­ტის თი­თო­ე­ულ ნა­წილ­ში აპ­ლი­კან­ტ­მა უნ­და და­აგ­რო­ვოს მაქ­სი­მა­ლუ­რი ქუ­ლის 40%, ანუ 14 ქუ­ლა და მე­ტი.

მას­წავ­ლე­ბ­ლის საგ­ნის გა­მოც­და­ზე და საგ­ნობ­რი­ვი და პრო­ფე­სი­უ­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის და­სა­დას­ტუ­რებ­ლად რე­გის­ტ­რა­ცია 28 700-ზე მეტ­მა მსურ­ველ­მა გა­ი­ა­რა.

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები