27 იანვარი, ხუთშაბათი, 2022

ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსის გამარჯვებული პროექტები გამოვლინდა

spot_img

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა 2021 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსის 54 გამარჯვებული პროექტი გამოავლინა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელი ინიციატივით, 2021 წლის კონკურსის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზარდა და შეადგინა 772 642 ლარი. შედეგად, წელს კონკურსის ფარგლებში თითოეულ სამეცნიერო მიმართულებაში გამოვლენილი უმაღლესი კატეგორიის პროექტების დაფინანსება გახდა შესაძლებელი.

2021 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსში 121 პროექტი მონაწილეობდა. პროექტების შეფასება განხორციელდა 3 ეტაპად, ევროპის სამეცნიერო ფონდის დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ (European Science Foundation – Science Connect, ESF-SC).

პირველ ეტაპზე კონკურსში მონაწილე თითოეული პროექტი შეაფასა ორმა დამოუკიდებელმა ექსპერტმა. მეორე ეტაპზე კონკურსანტებს მიეცათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ დამოუკიდებელი ექსპერტების დასკვნებს და მოემზადებინათ განმარტებითი პასუხები, რაც დასკვნით ეტაპზე საბოლოო შეფასებისას გაითვალისწინეს.

2021 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების საგრანტო კონკურსის წარმატების ინდექსი წინა წლებთან შედარებით 15-20%-ით გაიზარდა.

კონკურსის მონაწილეებს პროექტების შეფასების გაცნობა შეეძლებათ არაუგვიანეს 1 კვირის ვადაში გრანტების მართვის ერთიან სისტემაში (GMUS).

იხილეთ ფონდის გენერალური დირექტორის 2021 წლის 30 ნოემბრის N 151 ბრძანება 2021 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსში გამარჯვებული პროექტების და რანჟირებული სიების დამტკიცების შესახებ.

√ გამარჯვებულმა ახალგაზრდა მეცნიერებმა საგრანტო ხელშეკრულების დროულად გასაფორმებლად ფონდის გენერალური დირექტორის ბრძანებაში მითითებული დოკუმენტაცია დადგენილ ვადაში უნდა წარადგინონ

 

პროფესიული

სკოლები პანდემიის პირისპირ

მოსამზადებელი კურსი მოსწავლეებისთვის

უცხოური ამბები

მსგავსი სიახლეები