განათლების კოალიციის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით მიმდინარე სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის ფინალისტები დასახელდნენ.
სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის ფინალისტები არიან:
ინა ბიწაძე – საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარის საჯარო სკოლის დირექტორი;
ლენა გომართელი – ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ საჩხერის №2 საჯარო სკოლის დირექტორი;
მორის დანდურიშვილი – ქალაქ ხაშურის N1 საჯარო სკოლის დირექტორი;
მარინა ისკაკოვა – ქალაქ ქუთაისის N33 საჯარო სკოლის დირექტორი;
გელა მაჭარაშვილი – საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის N2 საჯარო სკოლის დირექტორი;
ვარდენ ნიქაბაძე – მამია ფანცულაიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლის დირექტორი;
მიმოზა ღოლიჯაშვილი – გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის დირექტორი;
ნინო წიფიანი – წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარეთის საჯარო სკოლის დირექტორი;
მამუკა ხამხაძე – ქალაქ რუსთავის N4 საჯარო სკოლის დირექტორი;
შორენა ხუხუა – ქალაქ მარნეულის N2 საჯარო სკოლის დირექტორი.
კონკურსის სამი გამარჯვებული დირექტორი სექტემბრში გამოვლინდება.
? გრან-პრის მფლობელ დირექტორს პრიზის სახით გადაეცემა 5000 ლარი, ხოლო სკოლას სპეცპროექტის განსახორციელებლად – 30 000 ლარი.
? სპეციალური პრიზის მფლობელ დირექტორებს პრიზის სახით გადაეცემათ 2000-2000 ლარი. მათი სკოლების მხარდაჭერის ერთიანი ფონდი შეადგენს 25 000 ლარს.
? სკოლებს შორის თანხის გადანაწილებაზე გადაწყვეტილებას იღებს კონკურსის საბჭო.
➡️ სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის მიზანია საჯარო სკოლის პრესტიჟისა და ავტორიტეტის გაზრდის მხარდაჭერა, წარმატებული დირექტორების გამოვლენა და მათი გაცნობა საზოგადოებისათვის; სკოლის მართვის პრაქტიკის განვითარების ხელშეწყობა და სწავლა-სწავლების შედეგების გაუმჯობესებაზე მიმართული შიდა სასკოლო ძალისხმევის მხარდაჭერა საქართველოს საჯარო სკოლებში.
➡️ კონკურსს ახორციელებს განათლების კოალიცია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით. პროექტის გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი. სხვა მხარდამჭერები არიან: კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (ctc), „თიბისი“, ტელეკომპანია „იმედი“, KPMG Georgia და მარკეტინგული კომპანია „4media”.