2020 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები
1327
განათლების კოალიციის ინიციატივით და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან პატრნიორობით მიმდინარე მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის ფარგლებში 5 ფინალისტი დასახელდა, რომელთაგან ერთ-ერთი, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება. გარდა ამისა, ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგან – „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან მას 10 000 ლარი გადაეცემა.
2020 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები 2019 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს გამარჯვებულმა, პიტერ ტაბიჩიმ დაასახელა, ესენი არიან:
სოფიოგოგოხია – აფხაზეთის N10 საჯაროსკოლისსახვითიდაგამოყენებითიხელოვნებისდაქართულიენისადალიტერატურისმასწავლებელი
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მეოთხედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ – ნაწილია.
კონკურსის გენერალური სპონსორია „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდი, მხარდამჭერები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (ctc), ლიბერთი ბანკი, ტელეკომპანია იმედი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და მარკეტინგული კომპანია 4MEDIA.
დატოვეთ კომენტარი