⇒ 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის ფარგლებში, დაწესებულებების მიერ მობილობის წესით მისაღები სტუდენტების ადგილების რაოდენობის მართვის სისტემაში წარმოდგენის ვადა განისაზღვრა – 2020 წლის 8 იანვრიდან 2020 წლის 17 იანვრის ჩათვლით;
⇒ მობილობის მსურველ პირთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა – 2020 წლის 22 იანვრიდან 2020 წლის 5 თებერვლის 18:00 სთ-მდე.
⇒ მობილობის წესით ჩასარიცხ პირთა შესახებ დაწესებულებების სამართლებრივი აქტების პროექტების საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ელექტრონულად ასახვის ვადა განისაზღვრა – 2020 წლის 12 თებერვლიდან 2020 წლის 20 თებერვლის ჩათვლით.