27 ივლისი, შაბათი, 2024

2019 წელს არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლებს ქართული ენის შემსწავლელ კურსს შესთავაზებენ  

spot_img

 

ამის შესახებ დღეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ნათია ზედგინიძემ პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, განაცხადა.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ გასულ წელს, არაქართულენოვან სკოლებში, ქართული ენის მასწავლებლების დეფიციტის აღმოსაფხვრელად პედაგოგთა დიდი ჯგუფი გაიგზავნა.

„მარტო სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონებში, 2018 წელს, დაახლოებით 175 არაქართულენოვან სკოლაში, „ქართულის როგორც მეორე ენის“   მასწავლებლების  დეფიციტის აღმოსაფხვრელად, მასწავლებელთა საკმაოდ დიდი ჯგუფი იყო მივლენილი. არაქართულენოვანი სკოლების ბაზაზე, არაფორმალური სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით, პროგრამის ფარგლებში, დამხმარე მასწავლებლების და კონსულტანტ-მასწავლებლების მიერ, დაახლოებით 1 000-მდე პროექტი განხორციელდა, რაც ხელს უწყობს ეროვნული უმცირესობის მოსწავლეებში ენობრივი კომპეტენციის განვითარებას ქართულ ენაში.“

მისივე განცხადებით, 2019 წელს, პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია არაქართულენოვანი სკოლების სხვადასხვა საგნის ადგილობრივი მასწავლებლებისთვის ქართული ენის, შემსწავლელი კურსის შეთავაზება და სკოლების ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლებისთვის საგნის სწავლების მეთოდებზე ტრენინგებისა და სასწავლო მოდულების ჩატარება.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები