27 ივლისი, შაბათი, 2024

20 ბავშვზე გათვლილი სკოლა-პანსიონი

spot_img

სრულდება შატილის ახალი სკოლა-პანსიონის მშენებლობა. შარშან, ოქტომბერში, შატილში სკოლა-პანსიონი დაიწვა და პანსიონის 7 მოსწავლე, დროებით, ამბულატორიის შენობაში აგრძელებდა სწავლას.

ახალი სკოლა-პანსიონის ასაშენებლად თანხა მთის განვითარების ფონდიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, გამოიყო და განათლების სამინისტროს დელეგირებული უფლებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის დაკვეთით, აშენდა ახალი, 20 ბავშვზე გათვლილი 2-სართულიანი სკოლა-პანსიონი.

სკოლაში მოეწყო სასწავლო, საძინებელი, დამხმარე ოთახები და სველი წერტილები, რომლებიც დაკავშირებულია საევაკუაციო გასასვლელებთან. უსაფრთხოების ნორმების დაცვით, ძირითადი ნაგებობის გარეთ, დამონტაჟდა მყარ საწვავზე მომუშავე გათბობის სისტემა, ხოლო სკოლის მშენებლობისას გამოყენებულია თანამედროვე სტანდარტების მასალა. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები