5 ოქტომბერი, შაბათი, 2024

19 ოქტომბერს, აჭარის გარდა, ყველა უმაღლეს და პროფესიულ დაწესებულებაში, სტუდენტები აუდიტორიებს დაუბრუნდებიან, მეშვიდე-მეთორმეტე კლასების მოსწავლეების ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველია

spot_img

დღეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა: „დღეს უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მივიღეთ განათლებასთან დაკავშირებით და მინდა მათ შესახებ მოგახსენოთ. პირველ რიგში, მინდა გავიმეორო, რომ ის, რაც წინა კვირას განვაცხადეთ პირველ ოქტომბერთან დაკავშირებით, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის, ეს ძალაში რჩება, კერძოდ, პირველ ოქტომბერს, იმ სკოლებში, სადაც სასწავლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობდა, მოსწავლეები პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, საკლასო ოთახებში ბრუნდებიან, რასაკვირველია, ეს არ ეხება აჭარას. ასევე მინდა გავიმეორო ის მნიშვნელოვანი გარემოება, რასაც განათლების სამინისტრო სთავაზობს პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეებს, ეს გახლავთ ის, რომ თუ მოსწავლეების მშობლები გადაწყვეტენ, რომ ურჩევნიათ, მათმა შვილებმა სასწავლო პროცესი დისტანციური ფორმით გააგრძელონ, ეს იქნება სრულად უზრუნველყოფილი.

რაც შეეხება დღევანდელ გადაწყვეტილებებს, 12 ოქტომბერს, აჭარის გარდა, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, განაახლებენ ფუნქციონირებას საბავშვო ბაღები. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებაა, რომ 19 ოქტომბერს, აჭარის გარდა, ყველგან, სტუდენტები დაბრუნდებიან აუდიტორიებში, შესაბამისად, უნივერსიტეტები და პროფესიული სასწავლებლები, უკვე არა დისტანციურად,   არამედ აუდიტორიებში განაახლებენ ფუნქციონირებას.

აქვე მინდა, კიდევ ერთხელ, ვთხოვო საზოგადოებას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ყველამ ზედმიწევნით დაიცვას ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები და ჩვენს ბავშვებს – სკოლის მოსწავლეებს, უნივერსიტეტისა და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებს – მივცეთ ეს შესაძლებლობა, რომ, შესაბამისად, საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში გააგრძელონ მეცადინეობა.

ჩვენ ძალიან დეტალურად ვაკვირდებით დინამიკას და ადაპტაციის პროცესის ეტაპების გათვალისწინებით არის შერჩეული ეს თარიღები – 12-იც და 19-იც ორშაბათია. ეტაპობრივად მოხდება მოსწავლეებისა და სტუდენტების დაბრუნება საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, მოსწავლეები, აჭარის გარდა, საკლასო ოთახებში დაბრუნდებიან, რაც შეეხება ზედა კლასების მოსწავლეებს, მეშვიდედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით, ამასთან დაკავშირებით ახლო მომავალში გავაკეთებთ განცხადებას.“

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები