25 ნოემბერი, ორშაბათი, 2024

რო­გორ დავ­გეგ­მოთ კითხ­ვის სამ­ფა­ზი­ა­ნი გაკ­ვე­თი­ლი (III-VI კლა­სე­ბი)

spot_img

 

გაკ­ვე­თი­ლის ზო­გა­დი მიზ­ნე­ბი იქ­ნე­ბა კითხ­ვის გა­წაფ­ვა­ში ვარ­ჯი­ში, ლექ­სი­კუ­რი მა­რა­გის გამ­დიდ­რე­ბა, ტექ­ს­ტის გა­გე­ბა-გა­აზ­რე­ბა, ანუ კითხ­ვის ხუ­თი კომ­პო­ნენ­ტი­დან სა­მი მათ­გა­ნის გა­ვარ­ჯი­შე­ბა­ზე ვი­მუ­შა­ვებთ. ორი კომ­პო­ნენ­ტი კი (ფო­ნო­ლო­გი­უ­რი უნარ-ჩვე­ვე­ბი და ან­ბა­ნის ცოდ­ნა/ან­ბა­ნუ­რი პრინ­ცი­პის გა­მო­ყე­ნე­ბა) ამ კლა­სის მოს­წავ­ლე­ებს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი აქვთ.

მიყ­ვარს, რო­დე­საც გაკ­ვე­თი­ლის მიზ­ნე­ბი და­კონ­კ­რე­ტე­ბუ­ლი მაქვს ხოლ­მე. მა­გა­ლი­თად, ზო­გა­დად კი არ მი­წე­რია — „მოს­წავ­ლე­ე­ბი გა­ი­აზ­რე­ბენ ტექსტს“ ან „მოს­წავ­ლე­ე­ბი გა­იმ­დიდ­რე­ბენ ლექ­სი­კურ მა­რაგს“ — არა­მედ კონ­კ­რე­ტუ­ლად:

მოს­წავ­ლე­ე­ბი ტექ­ს­ტის აბ­ზა­ცებ­ში გა­მო­ყო­ფენ მთა­ვარ და არამ­თა­ვარ ინ­ფორ­მა­ცი­ას.

მოს­წავ­ლე­ე­ბი ამო­იც­ნო­ბენ პერ­სო­ნა­ჟის ქცე­ვის მა­მო­ტი­ვი­რე­ბელ ფაქ­ტო­რებს.

მოს­წავ­ლე­ე­ბი სხვა­დას­ხ­ვა კონ­ტექ­ს­ტ­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ ნას­წავლ სიტყ­ვებს.

გაკ­ვე­თი­ლის მიზ­ნე­ბი უნ­და შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს ესგ-ს სტან­დარ­ტის შე­დე­გებს. ამ დო­კუ­მენ­ტ­ში ასა­ხუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მეხ­მა­რე­ბა გაკ­ვე­თი­ლის მიზ­ნობ­რივ და­გეგ­მ­ვა­ში.

კლა­სის შე­სა­ბა­მი­სად შე­ვარ­ჩევ ტექსტს. წი­ნას­წარ გან­ვ­საზღ­ვ­რავ, ტექ­ს­ტი მხატ­ვ­რუ­ლი იქ­ნე­ბა თუ სა­ინ­ფორ­მა­ციო. სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა დავ­წე­რო ტექ­ს­ტის ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი ვა­რი­ან­ტი იმ მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, რომ­ლებ­საც უჭირთ გა­წა­ფუ­ლი კითხ­ვა და შე­და­რე­ბით მწი­რი ლექ­სი­კუ­რი მა­რა­გი აქვთ.

ჩა­ვა­ტა­რებ კითხ­ვის სამ­ფა­ზი­ან მო­დელ­ზე მორ­გე­ბულ გაკ­ვე­თილს, რომ­ლის დრო­საც გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებ კითხ­ვის კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი ჩარ­ჩოს ას­პექ­ტებს. კერ­ძოდ:

  1. შერ­ჩე­უ­ლი მექ­ნე­ბა ადეკ­ვა­ტუ­რი სირ­თუ­ლის, სა­ინ­ტე­რე­სო და ავ­თენ­ტი­კუ­რი ტექ­ს­ტი;
  2. ტექ­ს­ტის შერ­ჩე­ვი­სას გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მექ­ნე­ბა მოს­წავ­ლე­ე­ბის მზა­ო­ბა, ინ­ტე­რე­სე­ბი და სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი;
  3. კლას­ში შევ­ქ­მ­ნი კომ­ფორ­ტულ ფი­ზი­კურ და ემო­ცი­ურ გა­რე­მოს;
  4. მოს­წავ­ლე­ებს და­ვუ­სა­ხავ მკა­ფიო სას­წავ­ლო მიზ­ნებს და შევ­თა­ვა­ზებ დი­ფე­რენ­ცი­რე­ბულ, მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე მორ­გე­ბულ საკ­ლა­სო და­ვა­ლე­ბებს…

1-ლი ფა­ზა

(ამ ფა­ზის მი­ზა­ნია მოს­წავ­ლე­თა მო­ტი­ვი­რე­ბა ტექ­ს­ტის წა­სა­კითხად, ამ ტექ­ს­ტ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი და მი­სი აღ­ქ­მის გა­ად­ვი­ლე­ბის­თ­ვის სა­ჭი­რო წი­ნა­რე ცოდ­ნის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა, სა­თა­ურ­სა და ილუს­ტ­რა­ცი­ებ­ზე ვა­რა­უ­დე­ბი­სა და მო­ლო­დი­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, ლექ­სი­კურ ერ­თე­უ­ლებ­ზე მუ­შა­ო­ბა ტექ­ს­ტის წა­კითხ­ვის გა­ად­ვი­ლე­ბის მიზ­ნით).

გაკ­ვე­თი­ლის მიზ­ნე­ბი­სა და შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბის გაც­ნო­ბის შემ­დეგ პირ­და­პირ, ზედ­მე­ტი ზო­გა­დი სა­უბ­რის გა­რე­შე (რა დღეა დღეს, რო­გო­რი ამინ­დია, წე­ლი­წა­დის რა დროა და სხვ.), წარ­ვად­გენ წა­სა­კითხი ტექ­ს­ტის სა­თა­ურ­სა და ავ­ტორს. ვი­სა­უბ­რებთ სა­თა­უ­რის შე­სა­ხებ, გა­ვიხ­სე­ნებთ ამ ავ­ტო­რის სხვა ნა­წარ­მო­ებს, თუ ვი­ცით. სა­თა­ურ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით ვი­ვა­რა­უ­დებთ ტექ­ს­ტის სი­უ­ჟეტს, პერ­სო­ნა­ჟებს, მათ თავ­გა­და­სა­ვალს… (შე­ნიშ­ვ­ნა ქარ­თუ­ლის, რო­გორც მე­ო­რე ენის მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ: ამ დროს მოს­წავ­ლე­ებს სა­შუ­ა­ლე­ბას ვაძ­ლევ, მო­საზ­რე­ბე­ბი გა­მოთ­ქ­ვან მშობ­ლი­ურ ენა­ზეც, მეს­მის თუ არა ეს ენა).

და­ვათ­ვა­ლი­ე­რებთ ტექ­ს­ტის მი­ხედ­ვით შექ­მ­ნილ ილუს­ტ­რა­ცი­ებს, აღ­ვ­წერთ ამ ილუს­ტ­რა­ცი­ებს, გა­ვაგ­რ­ძე­ლებთ ვა­რა­უ­დებ­ზე სა­უ­ბარს…

ცხა­დია, სა­თა­ურ­სა და ილუს­ტ­რა­ცი­ებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით ვა­რა­უ­დე­ბის გა­მოთ­ქ­მი­სას, ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბის აღ­წე­რი­სას, მოს­წავ­ლე­ე­ბი იყე­ნე­ბენ მა­ნამ­დე არ­სე­ბულ, წი­ნა­რე ცოდ­ნას. ეს, გარ­და იმი­სა, რომ თა­ვის­თა­ვად სა­სარ­გებ­ლო აქ­ტი­ვო­ბაა, მოს­წავ­ლე­ებს და­ეხ­მა­რე­ბა ახა­ლი ტექ­ს­ტის უკეთ გა­აზ­რე­ბა­სა და ახა­ლი ცოდ­ნის ათ­ვი­სე­ბა­ში;

ვი­მუ­შა­ვებთ ლექ­სი­კურ ერ­თე­უ­ლებ­ზე. სა­მიზ­ნე სიტყ­ვე­ბის შერ­ჩე­ვი­სას უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნო სა­მი ფაქ­ტო­რი:

ტექ­ს­ტი­დან შე­ვარ­ჩევ ისეთ სიტყ­ვებს, რომ­ლე­ბიც მოს­წავ­ლე­ებ­მა არ იცი­ან (ჩე­მი ვა­რა­უ­დით, არ უნ­და იცოდ­ნენ) და რო­მელ­თა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის ცოდ­ნაც და­ეხ­მა­რე­ბათ ტექ­ს­ტის გა­აზ­რე­ბა­ში. წი­ნა­აღ­მ­დეგ (ანუ ამ სიტყ­ვე­ბის არ­ცოდ­ნის) შემ­თხ­ვე­ვა­ში კი გა­უ­ჭირ­დე­ბათ ტექ­ს­ტის წა­კითხ­ვა და აღ­ქ­მა. სიტყ­ვე­ბის შერ­ჩე­ვი­სას გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებ, რამ­დე­ნად „სა­სარ­გებ­ლოა“ ამ სიტყ­ვის სწავ­ლე­ბა მოს­წავ­ლის­თ­ვის. „სარ­გებ­ლო­ბა­ში“ ვგუ­ლის­ხ­მობ: ხში­რი სიტყ­ვაა თუ არა, პირ­ვე­ლის რე­გის­ტ­რი­საა თუ მე­ო­რე რე­გის­ტ­რის, რამ­დე­ნად „გა­მო­ად­გე­ბა“ მოს­წავ­ლეს მო­მა­ვალ­ში სხვა ტექ­ს­ტე­ბის წა­კითხ­ვი­სას ან/და ზე­პირ­მეტყ­ვე­ლე­ბა­ში. ამ სიტყ­ვე­ბის და­მუ­შა­ვე­ბის­თ­ვის გა­მო­ვი­ყე­ნებ ე.წ. სიტყ­ვე­ბის პირ­და­პი­რი სწავ­ლე­ბის მიდ­გო­მას, ანუ გან­ვუ­მარ­ტავ მოს­წავ­ლე­ებს თვალ­სა­ჩი­ნოდ ჩემ მი­ერ წი­ნას­წარ და­ფა­ზე ჩა­მო­წე­რი­ლი სიტყ­ვე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას. ამ პრო­ცეს­ში­ვე, თუ სა­ჭი­როდ ჩავ­თ­ვ­ლი, გა­მო­ვი­ყე­ნებ ლექ­სი­კურ ერ­თე­უ­ლებ­ზე სა­მუ­შაო რო­მე­ლი­მე მე­თოდს. მა­გა­ლი­თად, სიტყ­ვის პი­რა­მი­და, ვვას — ვერ­ბა­ლუ­რი და ვი­ზუ­ა­ლუ­რი ასო­ცი­ა­ცი­ე­ბის სქე­მა, შე­საძ­ლო წი­ნა­და­დე­ბე­ბი (ეს უკა­ნას­კ­ნე­ლი, თა­ვის მხრივ, და­მა­ტე­ბით გაზ­რ­დის მოს­წავ­ლე­თა მო­ტი­ვა­ცი­ას ტექ­ს­ტის წა­კითხ­ვის­თ­ვის), სიტყ­ვის ბა­რა­თე­ბი (ამ და სხვა სა­სარ­გებ­ლო მე­თო­დე­ბის შე­სა­ხებ იხ. „კითხ­ვი­სა და წე­რის სწავ­ლე­ბა დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე“ პორ­ტალ­ზე: www.kargiskola.ge

მე­ო­რე მხრივ, ტექ­ს­ტ­ში მოვ­ნიშ­ნავ ისეთ სიტყ­ვებ­საც, რომ­ლე­ბიც მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის უც­ნო­ბი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ წი­ნას­წარ ახ­ს­ნის გა­რე­შე შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა კონ­ტექ­ს­ტის მი­ხედ­ვით მა­თი სე­მან­ტი­კის ამოც­ნო­ბა. აქ, შე­საძ­ლოა, სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ვარ­ჯი­შოც (მა­გა­ლი­თად, მოვ­ნიშ­ნოთ/ამო­ვი­წე­როთ უც­ნო­ბი სიტყ­ვე­ბი და ავ­ხ­ს­ნათ მა­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბე­ბი, სიტყ­ვე­ბის გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი) შევ­თა­ვა­ზო მოს­წავ­ლე­ებს. ამას იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში გა­ვა­კე­თებ, თუ მი­ვიჩ­ნევ, რომ ეს სიტყ­ვე­ბი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ტექ­ს­ტის გა­აზ­რე­ბის­თ­ვის ან/და ტექ­ს­ტის­თ­ვის არა, მაგ­რამ ზო­გა­დად ენის შეს­წავ­ლის­თ­ვი­საა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი — მა­გა­ლი­თად, ხში­რი ან­და პირ­ვე­ლი რე­გის­ტ­რის სიტყ­ვაა…

ჯონ­ჯო­ლი­ვით (ქარ­თულ სუფ­რა­ზე რომ აუცი­ლებ­ლად უნ­და იყოს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არა­ვინ ჭამს.) სიტყ­ვე­ბი. ეს ის სიტყ­ვე­ბია, რო­მელ­თა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა მოს­წავ­ლე­ებ­მა არ იცი­ან, მაგ­რამ ეს ფაქ­ტო­რი არც ტექ­ს­ტის გა­აზ­რე­ბა­ში შე­უშ­ლით ხელს და არც ენის ათ­ვი­სე­ბის გაღ­რ­მა­ვე­ბის­თ­ვის გა­მო­ად­გე­ბათ რო­დეს­მე… ამ სიტყ­ვებს, რო­გორც წე­სი, უგუ­ლე­ბელ­ვ­ყოფ — მათ­თ­ვის არც გაკ­ვე­თი­ლის ძვირ­ფას დროს დავ­ხარ­ჯავ, არც ჩემს ენერ­გი­ა­სა და არც მოს­წავ­ლე­თა ნე­ბის­ყო­ფას… ასე­თი სიტყ­ვე­ბით, შე­საძ­ლოა, და­ინ­ტე­რეს­დ­ნენ მო­კირ­კი­ტე მოს­წავ­ლე­ე­ბი, რომ­ლებ­საც ცალ­კე და­ვუკ­მა­ყო­ფი­ლებ ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბას… ეს ფაქ­ტო­რი უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ იმის­თ­ვი­საც (გან­სა­კუთ­რე­ბით, ქარ­თუ­ლის, რო­გორც მე­ო­რე ენის მას­წავ­ლებ­ლებ­მა), რა­თა მოს­წავ­ლე­ე­ბი მი­ვაჩ­ვი­ოთ, რომ ზო­გი­ერ­თი სიტყ­ვის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფის შემ­თხ­ვე­ვა­ში­ცაა შე­საძ­ლე­ბე­ლი ტექ­ს­ტი­დან ინ­ფორ­მა­ცი­ის ამო­ღე­ბა, მი­სი გა­გე­ბა…

სწო­რედ ამ ფაქ­ტო­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მექ­ნე­ბა შერ­ჩე­უ­ლი სა­მიზ­ნე სიტყ­ვე­ბი, რომ­ლებ­ზეც ჩა­ვა­ტა­რებ რო­მე­ლი­მე ლექ­სი­კუ­რი ერ­თე­უ­ლე­ბის ათ­ვი­სე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მე­თო­დის მი­ხედ­ვით და­გეგ­მილ აქ­ტი­ვო­ბებს.

პირ­ვე­ლი ფა­ზის სა­და­გი აქ­ტი­ვო­ბაა წა­კითხ­ვის მო­დე­ლი­რე­ბა. აუცი­ლე­ბე­ლია, მოს­წავ­ლე­ებს ვაჩ­ვე­ნო, თუ რო­გორ წა­ი­კითხა­ვენ ტექსტს ან/და გა­ვაც­ნო ის სქე­მა თუ და­ვა­ლე­ბა, რო­მელ­საც წა­კითხ­ვის პრო­ცეს­ში შე­ას­რუ­ლე­ბენ.

მე-2 ფა­ზა

(ტექ­ს­ტის წა­კითხ­ვა. კითხ­ვის პა­რა­ლე­ლუ­რად გარ­კ­ვე­უ­ლი და­ვა­ლე­ბის/და­ვა­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა. ამ ფა­ზის მი­ზა­ნია ახა­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის, ცოდ­ნის ათ­ვი­სე­ბა, სა­მიზ­ნე უნა­რის გა­წაფ­ვა).

მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რო­გორ წა­ი­კითხა­ვენ ტექსტს მოს­წავ­ლე­ე­ბი. გან­ვი­ხი­ლოთ სხვა­დას­ხ­ვა ვა­რი­ან­ტი:

შე­საძ­ლე­ბე­ლია, პირ­ვე­ლად მე წა­ვუ­კითხო ხმა­მაღ­ლა, გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბით. ცხა­დია, ამის­თ­ვის წი­ნას­წა­რი მომ­ზა­დე­ბა დამ­ჭირ­დე­ბა. გა­გე­ცი­ნე­ბათ და, ტექსტს ყო­ველ­თ­ვის წი­ნას­წარ ვკითხუ­ლობ ხმა­მაღ­ლა. ვვარ­ჯი­შობ, რად­გან, რაც უნ­და მარ­ტი­ვი ტექ­ს­ტი იყოს, ზოგ­ჯერ ისე­თი ად­გი­ლი გა­მოტყ­ვ­რე­ბა, ან სა­ჭი­რო ინ­ტო­ნა­ცი­ით ვერ წა­ი­კითხავ, ან სიტყ­ვის ამო­კითხ­ვა შე­გეშ­ლე­ბა. თით­ქოს დი­დი დარ­ღ­ვე­ვა არაა, მაგ­რამ მა­ინც უხერ­ხუ­ლია — ამ დროს მას­წავ­ლე­ბე­ლი სა­მო­დე­ლო, სა­ნი­მუ­შო აქ­ტი­ვო­ბას ახორ­ცი­ე­ლებს და შეც­დო­მე­ბი მი­ნი­მუ­მამ­დე უნ­და იყოს დაყ­ვა­ნი­ლი… ჩემ მი­ერ საჩ­ვე­ნე­ბე­ლი წა­კითხ­ვის დროს კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ მოს­წავ­ლე­ებს რა­ი­მე და­ვა­ლე­ბას მივ­ცემ, ე.წ. მოს­მე­ნის სტრა­ტე­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით გა­და­საჭ­რელ კონ­კ­რე­ტულ ამო­ცა­ნას და­ვუ­სა­ხავ. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ყუ­რადღე­ბოა ქარ­თუ­ლის, რო­გორც მე­ო­რე ენის შემ­თხ­ვე­ვა­ში. ეს და­ვა­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა იყოს რა­ი­მე მარ­ტი­ვი სქე­მის/ცხრი­ლის შევ­სე­ბა, რამ­დე­ნი­მე შე­კითხ­ვა­ზე „დი­ახ-არა“ ან „პლუს-მი­ნუს“ პა­სუ­ხე­ბის გა­ცე­მა.

რა და­სა­მა­ლია და, მე პი­რა­დად არ მომ­წონს მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ მთლი­ა­ნი ტექ­ს­ტის წი­ნას­წარ ხმა­მაღ­ლა წა­კითხ­ვა. მით უმე­ტეს, რო­დე­საც ამას სის­ტე­მუ­რი ხა­სი­ა­თი აქვს და მით უმე­ტეს მა­შინ, რო­დე­საც მოს­წავ­ლე­ე­ბი მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან ტექ­ს­ტის წა­სა­კითხად, გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლი აქვთ ტექ­ს­ტ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი წი­ნა­რე ცოდ­ნა, ახ­ს­ნი­ლი და და­მუ­შა­ვე­ბუ­ლია უც­ნო­ბი ლექ­სი­კა, გაღ­ვი­ვე­ბუ­ლი აქვთ ინ­ტე­რე­სი ტექ­ს­ტის მი­მართ და და­სა­ხუ­ლი აქვთ კონ­კ­რე­ტუ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო სა­კითხა­ვი ამო­ცა­ნა… ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს ხომ ერ­თი სუ­ლი აქვს, ტექ­ს­ტი წა­ი­კითხოს. რა­ტომ არ უნ­და გა­მო­ვი­ყე­ნოთ ეს წა­დი­ლი იმის­თ­ვის, რა­თა მოს­წავ­ლემ და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­დაჭ­რას სა­კითხა­ვი ამო­ცა­ნე­ბი, და­იკ­მა­ყო­ფი­ლოს გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი? ხო­ლო გა­წა­ფუ­ლად, სწო­რი ინ­ტო­ნა­ცი­ით წა­კითხ­ვა­სა და ამ უნარ­ში გა­სა­ვარ­ჯი­შებ­ლად სა­სურ­ვე­ლი იქ­ნე­ბა, თუ გაკ­ვე­თი­ლის სხვა მო­ნაკ­ვეთს გა­მო­ვი­ყე­ნებ იმა­ვე მე­ო­რე ფა­ზა­ზე ან­დაც მე­სა­მე­ზე…

თუ მე არ წა­ვი­კითხავ წი­ნას­წარ, მა­შინ უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნო და გან­ვ­საზღ­ვ­რო, რო­გორ წა­ი­კითხა­ვენ მოს­წავ­ლე­ე­ბი და რა და­ვა­ლე­ბას მივ­ცემ წა­კითხ­ვის პრო­ცეს­ში.

რო­გორც წე­სი, მოს­წავ­ლე­ე­ბი დაჯ­გუ­ფე­ბუ­ლი მე­ყო­ლე­ბა კითხ­ვის უნა­რე­ბი­სა და სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის მი­ხედ­ვით. ჯგუ­ფებს შო­რის, კლას­ში, იქ­ნე­ბა ერ­თი 4-6-წევ­რი­ა­ნი ჯგუ­ფი, რომ­ლებ­საც კითხ­ვის უნა­რებ­ში გარ­კ­ვე­უ­ლი ჩა­მორ­ჩე­ნა აღე­ნიშ­ნე­ბათ. ამ მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი მექ­ნე­ბა სწო­რედ ის ადაპ­ტი­რე­ბუ­ლი ტექ­ს­ტი, რო­მე­ლიც ზე­მოთ ვახ­სე­ნე (ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში არ ვგუ­ლის­ხ­მობ ისეთ გაკ­ვე­თილს, ე.წ. მარ­თუ­ლი კითხ­ვის აქ­ტი­ვო­ბას, რო­მელ­ზეც სუ­ლაც სხვა­დას­ხ­ვა ტექ­ს­ტი მექ­ნე­ბო­და სხვა­დას­ხ­ვა მზა­ო­ბის მი­ხედ­ვით შერ­ჩე­უ­ლი ჯგუ­ფის­თ­ვის…). ეს ტექ­ს­ტი ამ ჯგუ­ფის მოს­წავ­ლე­ებს სა­თი­თა­ოდ ექ­ნე­ბათ და­რი­გე­ბუ­ლი. წა­კითხ­ვი­სა და წა­კითხ­ვის პრო­ცეს­ში და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას, ძი­რი­თა­დად, ამ ჯგუ­ფის მოს­წავ­ლე­ებ­თან ვიქ­ნე­ბი და სა­ჭი­რო დახ­მა­რე­ბა­საც (სკა­ფოლ­დინ­გი) გა­ვუ­წევ.

უნ­და შე­ვარ­ჩიო და­ვა­ლე­ბე­ბი, რომ­ლებ­საც მოს­წავ­ლე­ე­ბი ჯგუ­ფებ­ში შე­ას­რუ­ლე­ბენ წა­კითხ­ვის დროს. აქ აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნო ტექ­ს­ტის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი და სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი. ბო­ლოს და ბო­ლოს, უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნო ტექ­ს­ტი მხატ­ვ­რუ­ლია თუ სა­ინ­ფორ­მა­ციო… შე­სა­ბა­მი­სად უნ­და შე­ვარ­ჩიო   მოხ­დე­ნი­ლი მე­თო­დე­ბი და მა­თი გა­მო­ყე­ნე­ბით დავ­გეგ­მო მიმ­ზიდ­ვე­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი. ამის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი არ­ჩე­ვა­ნი გვაქვს. შე­საძ­ლოა ეს იყოს:

  1. სიტყ­ვე­ბის გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი (ვთა­ვა­ზობ სიტყ­ვებს და მოს­წავ­ლე­ებ­მა, ტექ­ს­ტი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და მი­სი დახ­მა­რე­ბით, უნ­და გა­მო­იც­ნონ და გან­მარ­ტონ სიტყ­ვა). ამ, ქვე­მოთ მოხ­მო­ბილ და სხვა სა­სარ­გებ­ლო სტარ­ტე­გი­ე­ბის/მე­თო­დე­ბის შე­სა­ხებ დაწ­ვ­რი­ლე­ბით იხი­ლეთ მას­წავ­ლებ­ლის სა­რე­სურ­სო წიგ­ნი „კითხ­ვი­სა და წე­რის სწავ­ლე­ბა დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე“, პორ­ტალ­ზე: www.kargiskola.ge;
  2. და­კარ­გუ­ლი სიტყ­ვე­ბი (ტექ­ს­ტ­ში გა­მო­ტო­ვე­ბუ­ლი სიტყ­ვე­ბის შევ­სე­ბა. სიტყ­ვე­ბი ამო­ღე­ბუ­ლია გარ­კ­ვე­უ­ლი პრინ­ცი­პით — ყო­ვე­ლი მე-5, ან ყო­ვე­ლი მე-7, ან­დაც ჩე­მი გე­მოვ­ნე­ბის მი­ხედ­ვით ამო­ვი­ღებ ტექ­ს­ტი­დან სიტყ­ვებს);
  3. შე­თა­ვა­ზე­ბულ სიტყ­ვებ­ზე, რო­გორც წე­სი — საკ­ვან­ძო სიტყ­ვებ­ზე, „პი­რა­მი­დის“ ან ვერ­ბა­ლურ-ვი­ზუ­ა­ლუ­რი ასო­ცი­ა­ცი­ე­ბის სქე­მის შევ­სე­ბა. ამ სქე­მებ­ში უნ­და გან­მარ­ტონ სიტყ­ვა, და­ხა­ტონ, ტექ­ს­ტი­დან ამო­ი­წე­რონ ამ სიტყ­ვი­ა­ნი წი­ნა­და­დე­ბა და თა­ვად შე­ად­გი­ნონ წი­ნა­და­დე­ბა ამ სიტყ­ვის გა­მო­ყე­ნე­ბით (რო­გორც ვხვდე­ბით, სქე­მის მო­დი­ფი­ცი­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია იმ სა­ჭი­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით, რო­მე­ლიც კონ­კ­რე­ტულ კლას­ში ან მოს­წავ­ლე­თა ჯგუფ­ში დგას);
  4. ცხრი­ლის „ტექ­ს­ტი ამ­ბობს — მე ვფიქ­რობ — ამი­ტო­მაც“ შევ­სე­ბა. ამ ცხრი­ლის­თ­ვის, ცხა­დია, დამ­ჭირ­დე­ბა 3-4 სა­ინ­ტე­რე­სო და „ხორ­ცი­ა­ნი“ შე­კითხ­ვის მომ­ზა­დე­ბა. სა­ერ­თო­დაც, მი­მაჩ­ნია, რომ ტექ­ს­ტის­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო შე­კითხ­ვის მომ­ზა­დე­ბა ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ამო­ცა­ნაა მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის.
  5. მო­ნაკ­ვე­თე­ბად და­ყო­ფი­ლი ტექ­ს­ტის წა­კითხ­ვის შემ­თხ­ვე­ვა­ში ვა­რა­უ­დე­ბის ცხრი­ლის „რა მოხ­დე­ბა — რა­ტომ ფიქ­რობ ასე — რა მოხ­და სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში“ შევ­სე­ბა;
  6. QAR-სტრა­ტე­გი­ის პრინ­ცი­პე­ბით მომ­ზა­დე­ბუ­ლი შე­კითხ­ვე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა. ეს სტრა­ტე­გია იმი­თა­ცაა სა­ინ­ტე­რე­სო, რომ სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა სხვა­დას­ხ­ვა მზა­ო­ბი­სა და სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ჯგუფს სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის შე­კითხ­ვე­ბი მივ­ცე. მა­გა­ლი­თად, ერთ ჯგუფს მივ­ცემ „პირ­და­პირ ტექ­ს­ტ­ში“ ტი­პის შე­კითხ­ვებს, მე­ო­რეს — „მე თვი­თონ“, მე­სა­მეს — „და­ფიქ­რ­დი და მო­ძებ­ნე“, მე­ოთხეს — „მე და ავ­ტო­რი“. ცხა­დია, შე­კითხ­ვე­ბის მოს­წავ­ლე­თა ჯგუ­ფე­ბის მი­ხედ­ვით გა­და­ნა­წი­ლე­ბა არა­თუ აუცი­ლე­ბე­ლი არაა, პი­რი­ქით. უკე­თე­სია, თუ მოს­წავ­ლე ყვე­ლა ტი­პის შე­კითხ­ვა­ზე მუ­შა­ობს და აკ­ვირ­დე­ბა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბებს მათ შო­რის.

თუ­კი კითხ­ვა­ში გა­წაფ­ვა ერთ-ერ­თი სა­მიზ­ნე აქ­ტი­ვო­ბაა გაკ­ვე­თილ­ზე, ტექ­ს­ტის გარ­კ­ვე­ულ ნა­წილს ხმა­მაღ­ლა წა­ვა­კითხებ მოს­წავ­ლე­ებს. ამ დროს შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ვი­ყე­ნო წყვი­ლებ­ში წა­კითხ­ვა, წყვი­ლებ­ში ერ­თობ­ლი­ვი წა­კითხ­ვა, გაგ­რ­ძე­ლე­ბე­ბით წა­კითხ­ვა ან/და სხვა რო­მე­ლი­მე მე­თო­დი კითხ­ვის გა­წაფ­ვის მე­თოდ­თა­გან… ცხა­დია, ამ მო­მენ­ტ­ში ყუ­რადღე­ბა გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლი მექ­ნე­ბა კითხ­ვა­ში პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე ბავ­შ­ვებ­ზე. სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში მივ­მარ­თავ ჩემ მი­ერ სა­მო­დე­ლო წა­კითხ­ვის ან­და ერ­თობ­ლი­ვი წა­კითხ­ვის ფორ­მატ­საც… მე­ო­რე ფა­ზა­ში „ჩაჩხე­რი­ლი“, „ჩად­გ­მუ­ლი“, „ჩა­შე­ნე­ბუ­ლი“ გა­წა­ფუ­ლი კითხ­ვის აქ­ტი­ვო­ბე­ბი, გარ­და იმი­სა, რომ ხელს შე­უწყობს კითხ­ვა­ში გა­წაფ­ვას, მოს­წავ­ლე­ებს და­ეხ­მა­რე­ბა ტექ­ს­ტის გა­გე­ბა-გა­აზ­რე­ბი­სა და მი­ცე­მუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბის ადეკ­ვა­ტუ­რად შეს­რუ­ლე­ბა­შიც. რაც მთა­ვა­რია, არ უნ­და და­მა­ვიწყ­დეს, რომ ზედ­მე­ტი აქ­ტი­ვო­ბით გაკ­ვე­თი­ლი არ გა­დავ­ტ­ვირ­თო. შე­სა­ბა­მი­სად, გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებ, რომ ამის დრო შე­იძ­ლე­ბა აღარც კი დამ­რ­ჩეს.

მე-2 ფა­ზის დას­კ­ვ­ნი­თი აქ­ტი­ვო­ბა იქ­ნე­ბა მი­ცე­მუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბის პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი. ამ მო­მენ­ტის­თ­ვის ჩვენ კვლავ აქ­ტი­უ­რად ვუბ­რუნ­დე­ბით ტექსტს. შე­საძ­ლოა, ეს აქ­ტი­ვო­ბა გა­და­ვი­ტა­ნო მე­სა­მე ფა­ზა­ზე, იმის­და მი­ხედ­ვით, რო­გორ გა­და­ნა­წილ­დე­ბა დრო გაკ­ვე­თილ­ზე. მე­სა­მე ფა­ზა­ზე გა­და­ტა­ნის შემ­თხ­ვე­ვა­ში უფ­რო მეტ დატ­ვირ­თ­ვას მივ­ცემ ჩემს უკუ­კავ­შირ­სა და შე­მა­ჯა­მე­ბელ ჩა­კითხ­ვა-და­ზუს­ტე­ბებს.

მე-3 ფა­ზა

(ამ ფა­ზის მი­ზა­ნია გაკ­ვე­თილ­ზე გა­და­ცე­მუ­ლი სა­მიზ­ნე ინ­ფორ­მა­ცი­ის, უნა­რის გან­მ­ტ­კი­ცე­ბა, ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­მოკ­ვე­თა. აქ­ვე ვა­ჯა­მებთ გაკ­ვე­თილს, ვმსჯე­ლობთ რეფ­ლექ­სი­უ­რი ხა­სი­ა­თის შე­კითხ­ვებ­ზე, ვა­ფა­სებთ მოს­წავ­ლე­ებ­სა და გაკ­ვე­თილს).

მე­სა­მე ფა­ზის­თ­ვის შე­ვარ­ჩევ იმ აქ­ტი­ვო­ბას, რო­მე­ლიც ლო­გი­კუ­რად და­ას­რუ­ლებს ჩემს გაკ­ვე­თილს. შე­იძ­ლე­ბა, ამ ფა­ზა­ზე მოს­წავ­ლე­ებს შევ­თა­ვა­ზო ტი­პუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბი:

და­ას­რუ­ლე წა­კითხუ­ლი მოთხ­რო­ბა (ორ­გა­ნი­ზე­ბის ფორ­მა აქაც და ქვე­მო­თაც და­მო­კი­დე­ბუ­ლია ჩვე­ნი კლა­სის სა­ჭი­რო­ე­ბებ­სა და გან­წყო­ბა­ზე).

და­ხა­ტე საკ­ვან­ძო მო­ნაკ­ვე­თის ილუს­ტ­რა­ცია.

წარ­მო­იდ­გი­ნე და აღ­წე­რე (და­წე­რე) პერ­სო­ნა­ჟის გას­ნ­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი საქ­ცი­ე­ლის შემ­თხ­ვე­ვა.

წარ­მო­ად­გი­ნეთ შერ­ჩე­უ­ლი ეპი­ზო­დის ინ­ს­ცე­ნი­რე­ბა (შე­საძ­ლოა, ეპი­ზო­დე­ბი მე და­ვუ­ნა­წი­ლო ჯგუ­ფებს).

უნ­და გა­ვით­ვა­ლის­წი­ნო დრო­ი­თი ფაქ­ტო­რი. მე­სა­მე ფა­ზა­ზე მი­ცე­მუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­საც გარ­კ­ვე­უ­ლი დრო სჭირ­დე­ბა და ამ და­ვა­ლე­ბე­ბის წარ­მოდ­გე­ნა-გა­და­მოწ­მე­ბა­საც. შე­სა­ბა­მი­სად, 45-წუ­თი­ან გაკ­ვე­თილ­ში შე­საძ­ლოა ამის მოს­წ­რე­ბა გა­ჭირ­დეს. გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი მაქვს, რომ სრულ­ფა­სოვ­ნად ასე და­გეგ­მი­ლი გაკ­ვე­თი­ლის წარ­მარ­თ­ვის­თ­ვის ორი 45 წუ­თი გახ­დეს აუცი­ლე­ბე­ლი. მთა­ვა­რია, არ გა­მი­ტა­ცოს გაკ­ვე­თი­ლის ე.წ. „სა­სი­ა­მოვ­ნო მო­მენ­ტებ­მა“ (რო­დე­საც ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან კარ­გად მი­დის, სწო­რედ იქაა ჩა­საფ­რე­ბუ­ლი მას­წავ­ლებ­ლის მტე­რი. ამ დროს მას­წავ­ლე­ბე­ლი ცდი­ლობს, რომ ეს პრო­ცე­სი გა­წე­ლოს, კი­დევ მე­ტად წარ­მო­ჩინ­დეს გაკ­ვე­თი­ლის ეს სა­უ­კე­თე­სო მხა­რე. დრო კი გარ­ბის და გაკ­ვე­თი­ლის ლო­გი­კურ დას­რუ­ლე­ბას, შე­ჯა­მე­ბას, რეფ­ლექ­სი­ას ვე­ღარ მო­ვას­წ­რებთ) და დრო­უ­ლად მო­ვაქ­ციო გაკ­ვე­თი­ლი და­გეგ­მილ კა­ლა­პოტ­ში.

ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მე­სა­მე ფა­ზა­ზე აუცი­ლებ­ლად უნ­და დამ­რ­ჩეს დრო შე­ჯა­მე­ბი­სა და რეფ­ლექ­სი­უ­რი შე­კითხ­ვე­ბის­თ­ვის:

რა ვის­წავ­ლეთ დღე­ვან­დელ გაკ­ვე­თილ­ზე?

რო­მე­ლი ეპი­ზო­დი და­გა­მახ­სოვ­რ­დათ გაკ­ვე­თი­ლი­დან?

რა იყო რთუ­ლი თქვენ­თ­ვის? რო­გორ გა­არ­თ­ვით თა­ვი ამ სირ­თუ­ლეს?

რა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ვი­ყე­ნოთ დღეს შეს­წავ­ლი­ლი სა­კითხი? ათ­ვი­სე­ბუ­ლი უნა­რი?

რა­ტომ ურ­ჩევ­დი მე­გო­ბარს ამ გაკ­ვე­თილ­ზე დას­წ­რე­ბას?

რო­გორ შე­ა­ფა­სებ­დით ჩვენს გაკ­ვე­თილს? ერ­თ­მა­ნეთს? სა­კუ­თარ თავს? მას­წავ­ლე­ბელს?

და სხვა.

არ უნ­და და­მა­ვიწყ­დეს მოს­წავ­ლე­თა შე­ფა­სე­ბაც. ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ მა­ინ­ც­და­მა­ინც ბო­ლო ორი წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მო­ვაცხა­დო მოს­წავ­ლე­თა სა­ქე­ბი წი­ნა­და­დე­ბე­ბი (ყო­ჩაღ! კარ­გად იმუ­შა­ვე! მო­მე­წო­ნა შე­ნი პრე­ზენ­ტა­ცია…) და/ან ქუ­ლე­ბი (შვი­დი, ცხრა, ათი, ათი, ცხრა…). არა. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ გაკ­ვე­თი­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში ორი-სა­მი მოს­წავ­ლის­თ­ვის „დავ­დებ“ გან­მა­ვი­თა­რე­ბელ უკუ­კავ­შირს. სა­მა­გა­ლი­თოდ, შე­მოგ­თა­ვა­ზებთ უკუ­კავ­შირს გა­წა­ფუ­ლი კითხ­ვის კომ­პე­ტენ­ცი­ის­თ­ვის:

„თე­ო­ნა, მო­მე­წო­ნა შენ მი­ერ წა­კითხუ­ლი მო­ნაკ­ვე­თი. ზო­მი­ე­რი სიჩ­ქა­რით წა­ი­კითხე და ინ­ტო­ნა­ცი­აც შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და პერ­სო­ნა­ჟის გან­წყო­ბას. მო­მეჩ­ვე­ნა, რომ რამ­დე­ნი­მე სიტყ­ვის წა­კითხ­ვი­სას ორ­ჯერ დაგ­ჭირ­და წა­კითხ­ვა. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ასეთ „რთულ“ სიტყ­ვებს ჯერ უხ­მოდ „გულ­ში“ წა­ი­კითხავ და მე­რე ხმა­მაღ­ლა. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში შე­საძ­ლოა, ცო­ტა შე­ყოვ­ნ­დე, მაგ­რამ უშეც­დო­მოდ გა­მო­გი­ვა წა­კითხ­ვა.“

ზო­გა­დად, შე­ფა­სე­ბა ერთ-ერ­თი რთუ­ლი კომ­პო­ნენ­ტია ქარ­თუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მის და ამის შე­სა­ხებ უფ­რო ვრცე­ლი სა­უ­ბა­რი იქ­ნე­ბო­და სა­სურ­ვე­ლი.

გი­ორ­გი ჭა­უ­ჭი­ძე

მარნეულის №2 საჯარო სკოლის

ქართული ენისა და ისტორიის მასწავლებელი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები