23 ნოემბერი, შაბათი, 2024

18 უმაღლესი სასწავლებელი აცხადებს მიღებას მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე

spot_img

გამოქვეყნდა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების ცნობარი, რომელიც განკუთვნილია მათთვის, ვისაც დადასტურებული აქვთ საგნის კომპეტენცია და უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად სურთ მასწავლების მომზადების (60-კრედიტიანი) საგანმანათლებლო  პროგრამის გავლა.

ცნობარში შესული 18 უმაღლესი სასწავლებლიდან, სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსებულ პირთა რაოდენობის მიხედვით (200 პირი), პირველი ადგილი, წელს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტს უჭირავს, შემდეგ მოსდევს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თითოულის განაცხადის მიხედვით, 180 აპლიკანტი დაფინანსდება სახელმწიფო სასწავლო გრანტით.

დეტალური ინფორმაცია, რომელ უმაღლეს სასწავლებლებს აქვთ გამოცხადებული მიღება, 2024-2025 სასწავლო წლისთვის, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე და რა პირობებს სათავზობენ მსურველებს იხილეთ ➡️ ცნობარში

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები