21 დეკემბერი, შაბათი, 2024

17 ივნისს სკოლები სამეურვეო საბჭოებს აირჩევენ

spot_img

 

17 ივნისს საქართველოს საჯარო სკოლებში თვითმმართველობის უმაღლესი არჩევითი ორგანოს – სამეურვეო საბჭოს არჩევნები ჩატარდება. ამ თემასთან დაკავშირებით, 4 ივნისს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ირინა აბულაძემ, პრესკონფერენცია გამართა.

სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია 5 ივნისს დაიწყება და 11 ივნისს დასრულდება. ეს არის რიგით მეხუთე არჩევნები (პირველი არჩევნები 2006 წელს ჩატარდა). სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაში შედიან მასწავლებლები, მოსწავლეთა მშობლები და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული წარმომადგენელი.

სამეურვეო საბჭოს წევრებს მშობლები და პედაგოგები ირჩევენ. ყოველ ამომრჩეველს აქვს ერთი ხმის უფლება. მოსწავლის მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს აქვს ერთი ხმა თითო მოსწავლეზე.

სკოლის სამეურვეო საბჭო ირჩევს სკოლის დირექტორს,  სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს სკოლის შინაგანაწესს, ბიუჯეტს, ირჩევს დისციპლინურ კომიტეტს, ითანხმებს სასკოლო სასწავლო გეგმას და ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. სამეურვეო საბჭოში მასწავლებლებისა და მოსწავლეთა მშობლების არჩევა  3 წლის ვადით ხდება.

სამეურვეო საბჭო სკოლის მმართველობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია. სკოლები სამეურვეო საბჭოში თანაბარი რაოდენობით ირჩევენ მშობლებსა და პედაგოგებს. ასევე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ადგილობრივ თვითმმართველობას უფლება აქვს სამეურვეო საბჭოში თავისი წარმომადგენელი ჰყავდეს.

„სამინისტრო, სამეურვეო საბჭოების არჩევნების ორგანიზებისა და ჩატარების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, არჩევნების პროცესზე დაკვირვებას საქართველოს ყველა რეგიონში ახორციელებს. სამეურვეო საბჭოს არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით დასწრება სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ წევრებს შეუძლიათ, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებსაც სურვილი აქვთ ჩაერთონ პროცესებში და თვალი მიადევნონ არჩევნებს, მათ რეგისტრაცია სკოლის საარჩევნო კომისიაში უნდა განახორციელონ“, – განაცხადა ირინა აბულაძემ.

ახლო მომავალში იგეგმება „ზოგადი განათლების შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანა, რომელიც სამეურვეო საბჭოების უფლებებსა და როლს გაზრდის.

მინისტრის მოადგილემ მშობლებს მოუწოდა, რომ გააქტიურდნენ და გაიარონ რეგისტრაცია მონაწილეობის მისაღებად: „მიშვნელოვანია გავიაზროთ სამეურვეო საბჭოში აქტიური მშობლების ჩართულობა, რადგან ეს სკოლის ცხოვრების ყველა მიმართულებას ეხება.“ მისივე თქმით, სამინისტრო პარალელურად მუშაობს   საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე, სადაც სამეურვეო საბჭოს როლი იქნება გაზრდილი – „ეს ჩვენ მოგვცემს შესაძლებლობას, რესურს ცენტრებთან და სკოლებთან ერთად მშობლების როლი გაიზარდოს და მეტად აქტიური როლი ითამაშონ სკოლის განვითარებაში“ – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, სამეურვეო საბჭოების არჩევნების ორგანიზებისა და ჩატარების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, არჩევნების პროცესზე დაკვირვებას საქართველოს ყველა რეგიონში ახორციელებს.

სამეურვეო საბჭოს არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით დასწრება სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ წევრებს შეუძლიათ, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებსაც სურვილი აქვთ ჩაერთონ პროცესებში და თვალი მიადევნონ არჩევნებს, მათ რეგისტრაცია სკოლის საარჩევნო კომისიაში უნდა განახორციელონ.

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები