5 ოქტომბერი, შაბათი, 2024

დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კულ­ტუ­რის კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი სკო­ლა­ში

spot_img

ამ სა­ხელ­წო­დე­ბით, მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი, მას­წავ­ლე­ბელ­თა მე­ექ­ვ­სე ეროვ­ნულ კონ­ფე­რენ­ცი­ას, ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მას­პინ­ძ­ლობ­და. კონ­ფე­რენ­ცი­ის მი­ზა­ნი მას­წავ­ლე­ბელ­თა სა­უ­კე­თე­სო გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და პრაქ­ტი­კის გა­ზი­ა­რე­ბა და ფორ­მა­ლუ­რი და არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა იყო. მო­ნა­წი­ლე­ებ­მა ისა­უბ­რეს თე­მებ­ზე: რო­გორ და­იც­ვან ბავ­შ­ვე­ბი ციფ­რულ სამ­ყა­რო­ში, რა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა ბუ­ლინ­გი­სა და ჩაგ­ვ­რის წი­ნა­აღ­მ­დეგ, რო­გორ უნ­და გა­მო­ი­ყე­ნოს მას­წავ­ლე­ბელ­მა თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი სა­ინ­ტე­რე­სო გაკ­ვე­თი­ლის­თ­ვის და ა.შ.

„თქვენ, მას­წავ­ლებ­ლე­ბი, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და და­სა­ფა­სე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ხართ მთელ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ში და მინ­და, მად­ლო­ბა გა­და­გი­ხა­დოთ იმი­სათ­ვის, რომ უან­გა­როდ ემ­სა­ხუ­რე­ბით ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვანს — ჩვენს ბავ­შ­ვებს და მათ მო­მა­ვალს. — გა­ნაცხა­და კონ­ფე­რენ­ცი­ის გახ­ს­ნი­სას მი­ხე­ილ ბა­ტი­აშ­ვილ­მა. – ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ მე­ექ­ვ­სე კონ­ფე­რენ­ცია „დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კულ­ტუ­რის კომ­პე­ტენ­ცი­ებს“ ეძღ­ვ­ნე­ბა და ამ კუთხით მას­წავ­ლებ­ლე­ბი სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბას შეძ­ლე­ბენ, ამას­თან, მას­შ­ტა­ბე­ბი გა­ი­ზარ­და, რად­გან კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­ს­პერ­ტე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. თე­მა­ტი­კა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია და პრობ­ლე­მურ მი­მარ­თუ­ლე­ბებს მო­ი­ცავს — ეხე­ბა ბუ­ლინ­გის პრობ­ლე­მე­ბის გა­დაწყ­ვე­ტას, ინ­ტერ­ნეტ­სივ­რ­ცე­ში ბავ­შ­ვე­ბის უსაფ­რ­თხო­ე­ბას და ა.შ. ყვე­ლა ეს პრობ­ლე­მა რო­გორც თბი­ლი­სის, ისე რე­გი­ო­ნე­ბის პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის, იქ­ნე­ბა უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი, რად­გან სა­უ­კე­თე­სო გა­მოც­დი­ლე­ბის მა­გა­ლი­თებს მო­ის­მე­ნენ და იფიქ­რე­ბენ პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რის გზებ­ზე. დღე­ვან­დე­ლი დღე იმი­თაც არის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, რომ ჩვე­ნი პე­და­გო­გი ლა­დო აფხა­ზა­ვა, გლო­ბა­ლუ­რი ჯილ­დოს მი­ერ შერ­ჩე­ულ სა­უ­კე­თე­სო 50 მას­წავ­ლე­ბელს შო­რის მოხ­ვ­და. ეს უზარ­მა­ზა­რი წარ­მა­ტე­ბაა, ვუ­ლო­ცავ ლა­დო­საც და ყვე­ლას ამ სა­ერ­თა­შო­რი­სო აღიარებას.

და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი რე­ფორ­მის ფარ­გ­ლებ­ში, ჩვენ ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ, რომ სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო, კი­დევ უფ­რო ეფექ­ტუ­რი გახ­დეს და თქვე­ნი პრო­ფე­სია მე­ტად იყოს და­ფა­სე­ბუ­ლი. ვფიქ­რობ, ჩვენს პე­და­გო­გებს კი­დევ უფ­რო მე­ტი მხარ­და­ჭე­რა ექ­ნე­ბათ, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა სა­უ­კე­თე­სო პი­რო­ბე­ბი შე­ვუქ­მ­ნათ და ყვე­ლა­ფე­რი მი­მარ­თუ­ლი იყოს სკო­ლებ­ში სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე.“ — აღ­ნიშ­ნა მი­ნის­ტ­რ­მა.

 

მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რის, ბე­რი­კა შუ­კა­კი­ძის აზ­რით: „რაც უფ­რო ად­რე და­ვიწყებთ ბავ­შ­ვებ­თან დე­მოკ­რა­ტი­ულ კულ­ტუ­რა­ზე სა­უ­ბარს, რა თქმა უნ­და, მით უფ­რო ეფექ­ტი­ა­ნი იქ­ნე­ბა რო­გორც სკო­ლის­თ­ვის, ისე მთლი­ა­ნად სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის კულ­ტუ­რის და­ნერ­გ­ვა სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში. ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის ჩარ­ჩო ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლია არა­ძა­ლა­დობ­რივ და არა­დის­კ­რი­მი­ნა­ცი­ულ სას­კო­ლო გა­რე­მო­ზე. ყვე­ლას გვახ­სოვს გა­სუ­ლი წლის ტრა­გი­კუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი მო­ზარ­დ­თა ბუ­ლინ­გის შე­სა­ხებ და ამი­ტომ რაც უფ­რო ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან და­ვიწყებთ სკო­ლა­ში ამ სა­კითხებ­ზე აქ­ცენ­ტე­ბის გა­კე­თე­ბას, მით უფ­რო შე­ვუწყობთ ხელს ბუ­ლინ­გის, გან­სა­კუთ­რე­ბით გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი კი­ბერ­ბუ­ლინ­გის, შემ­ცი­რე­ბას. რე­სურ­სე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ პრო­ექ­ტის ფარ­გ­ლებ­ში შე­იქ­მ­ნა, ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლია სწო­რედ მსგავ­სი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ზე. ჩვენ მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით და­ვიწყებთ მას­წავ­ლე­ბელ­თა ფარ­თო­მას­შ­ტა­ბი­ან გა­დამ­ზა­დე­ბას ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, შე­ვეც­დე­ბით, წა­ვა­ხა­ლი­სოთ პე­და­გო­გე­ბი, რა­თა უფ­რო აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თონ პრო­ექ­ტის და­ნერ­გ­ვა­ში.“

დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კულ­ტუ­რის კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის ჩარ­ჩო გუ­ლის­ხ­მობს ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას — ადა­მი­ა­ნის ღირ­სე­ბე­ბი­სა და უფ­ლე­ბე­ბის, კულ­ტუ­რუ­ლი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის, დე­მოკ­რა­ტი­ის, სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბის, კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბის, თა­ნას­წო­რო­ბი­სა და კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის და­ფა­სე­ბას, რო­მელ­მაც უნ­და ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბოს კულ­ტუ­რუ­ლი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლო­ბი­სა და სხვა რწმე­ნე­ბი­სად­მი, მსოფ­ლ­მ­ხედ­ვე­ლო­ბე­ბისადმი, შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი­სა თუ პრაქ­ტი­კი­სად­მი შემ­წყ­ნა­რებ­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი­სათ­ვის მზა­ო­ბა, პა­ტი­ვის­ცე­მა, მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი აზ­როვ­ნე­ბა, პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა, გა­ნსხავავებული­სად­მი შემ­წყ­ნა­რებ­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. ევ­რო­საბ­ჭოს გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი ტურ­ბი­ონ იაგ­ლან­დი ამ­ბობს, რომ „კომ­პე­ტენ­ცი­ა­თა ჩარ­ჩო სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს წევრ სა­ხელ­მ­წი­ფო­ებს, მო­არ­გონ ისი­ნი სა­კუ­თარ სა­ჭი­რო­ე­ბებს და მხო­ლოდ მა­თი სა­ზო­გა­დო­ე­ბე­ბი­სათ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ კულ­ტუ­რულ კონ­ტუ­რებს.

ამ ჩარ­ჩოს სა­შუ­ა­ლე­ბით, მას­წავ­ლებ­ლე­ბი შეძ­ლე­ბენ, შთა­უ­ნერ­გონ მოს­წავ­ლე­ებს ისე­თი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი, რო­გო­რი­ცაა შემ­წყნა­რებ­ლო­ბა და სხვე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა, რა­თა ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დეთ რო­გორც სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბის, ასე­ვე სხვა­თა მი­მართ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბე­ბის აღ­ქ­მა“.

კონ­ფე­რენ­ცი­ის ფარ­გ­ლებ­ში მო­ეწყო „დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კულ­ტუ­რის კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის ჩარ­ჩოს“ და­ნერ­გ­ვის ხელ­შემ­წყო­ბი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის, ევ­რო­პის საბ­ჭოს მი­ერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი სამ­ტო­მე­უ­ლის ქარ­თუ­ლი თარ­გ­მა­ნე­ბის პრე­ზენ­ტა­ცია.

დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კულ­ტუ­რი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სწავ­ლე­ბის პროგ­რა­მის მე­ნე­ჯერ­მა, ნა­თია ნაც­ვ­ლიშ­ვილ­მა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კულ­ტუ­რის კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის და­ნერ­გ­ვა­სა და სწავ­ლა-სწავ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ძი­რი­თად თე­მებ­ზე ისა­უბ­რა და კონ­ფე­რენ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს გა­აც­ნო ევ­რო­პის საბ­ჭოს ახა­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კამ­პა­ნია „Free to Speak, Safe to lern“.

„მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მთა­ვა­რი სა­მიზ­ნე გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მაა, მარ­ტო მოს­წავ­ლე­სა და მას­წავ­ლე­ბელ­ზე არ გა­და­დის პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა, კვლე­ვებ­ში გა­მოკ­ვე­თი­ლია ყვე­ლა ის აქ­ტო­რი, ვინც ერ­თად ან ცალ-ცალ­კე უნ­და ზრუ­ნავ­დეს ჩარ­ჩოს და­ნერ­გ­ვა­ზე.“ — ამ­ბობს პროგ­რა­მის მე­ნე­ჯე­რი და კონ­ფე­რენ­ცი­ის შე­მა­ჯა­მე­ბე­ლ ინ­ფორ­მა­ცი­ად მას­წავ­ლებ­ლე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბის ხა­რისხს ასა­ხე­ლებს.

ნა­თია ნაც­ვ­ლიშ­ვი­ლი: „ძა­ლი­ან ბევ­რ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა­დას­ხ­ვა რე­გი­ო­ნის სკო­ლე­ბი­დან. კონ­ფე­რენ­ცი­ამ კი­დევ ერ­თხელ და­ა­დას­ტუ­რა, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით აქ­ტი­უ­რად მხო­ლოდ სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი უნ­და მუ­შა­ობ­დეს, არ არის მა­ინ­ც­და­მა­ინც სწო­რი მიდ­გო­მა — დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე უნ­და ზრუ­ნავ­დეს ყვე­ლა სა­ფე­ხუ­რის და საგ­ნის პე­და­გო­გი. შე­სა­ბა­მი­სად, კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ სხვა­დას­ხ­ვა საგ­ნის პე­და­გო­გე­ბი და წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო ძა­ლი­ან კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა რო­გორც კერ­ძო, ისე სა­ჯა­რო სკო­ლე­ბი­დან. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ მას­წავ­ლებ­ლებს ჰქონ­დათ სა­შუ­ა­ლე­ბა, დის­კუ­სი­ის ფორ­მატ­ში, და­ე­ზუს­ტე­ბი­ნათ, რა ხდე­ბა მა­თი კო­ლე­გის გაკ­ვე­თილ­ზე. ფაქ­ტობ­რი­ვად, კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე პე­და­გო­გებ­მა ბევ­რი სი­ახ­ლე გა­ი­გეს, რო­მლებ­საც პრაქ­ტი­კა­ში და­ნერ­გა­ვენ.

რო­ცა მსგავს ღო­ნის­ძი­ე­ბებს ვა­ტა­რებთ, გვა­ინ­ტე­რე­სებს შემ­დ­გო­მი ეტა­პი — ამით ხომ არ დას­რუ­ლ­და. პრაქ­ტი­კუ­ლად, ჩვენ ახალ საქ­მი­ა­ნო­ბას ვუყ­რით სა­ფუძ­ველს და ამი­ტომ მას­წავ­ლებ­ლებს კი­დევ უფ­რო დიდ მხარ­და­ჭე­რას ვუცხა­დებთ, იქ­ნე­ბა ეს დამ­ხ­მა­რე რე­სურ­სი, კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი ან გარ­კ­ვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ მა­თი გა­მოც­დი­ლე­ბის ხე­ლახ­ლა წარ­მოდ­გე­ნა უკ­ვე სხვა კო­ლე­გე­ბის­თ­ვის თუ სხვა აქ­ტი­ვო­ბე­ბი. ეს არის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის პრო­ცე­სი, რაც, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, მოგ­ვი­ტანს დე­მოკ­რა­ტი­ულ კულ­ტუ­რას.

კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე კი­დევ ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რამ მოხ­და — პირ­ვე­ლად გა­ვაჟ­ღე­რეთ ინ­ფორ­მა­ცია ევ­რო­პის საბ­ჭოს ახა­ლი კამ­პა­ნი­ის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რ­ძელ­დე­ბა და ხელს შე­უწყობს სკო­ლე­ბის ქსე­ლის შექ­მ­ნას არა მ­ხო­ლოდ ქვეყ­ნის შიგ­ნით, არა­მედ ევ­რო­საბ­ჭოს წევ­რი ქვეყ­ნე­ბის ფარ­გ­ლებ­ში. ჩვენ მათ ზო­გა­დი ინ­ფორ­მა­ცია მი­ვა­წო­დეთ, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში უფ­რო დაწ­ვ­რი­ლე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­ი­ღე­ბენ. სკო­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ, კამ­პა­ნი­ის ფარ­გ­ლებ­ში, გა­მოკ­ვე­თი­ლ თე­მებ­ზე (ბუ­ლინ­გი, ძა­ლა­დო­ბის პრე­ვენ­ცია, ფე­იკ­ნი­უ­სის­გან თა­ვის დაც­ვის პრე­ვენ­ცია, სკო­ლებ­ში კე­თილ­დღე­ო­ბა, თა­ნას­წო­რო­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი გა­რე­მოს შექ­მ­ნა და ა.შ.) ესა­უბ­რონ ქსელ­ში ჩარ­თულ სკო­ლებს ევ­რო­პის მას­შ­ტა­ბით, გა­ი­ზი­ა­რონ ერ­მა­ნე­თის გა­მოც­დი­ლე­ბა, ის­წავ­ლონ ერ­თ­მა­ნე­თის­გან, მო­ი­ფიქ­რონ გაც­ვ­ლი­თი პროგ­რა­მე­ბი. ყვე­ლა სა­სარ­გებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვას ხელს შე­ვუწყობთ, მე­ტიც, ევ­რო­პის საბ­ჭო ჰპირ­დე­ბა წელს სკო­ლებს, რომ ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი მხარ­დაჭ­ერი­ლი იქ­ნე­ბა რო­გორც რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით, ისე ფი­ნან­სუ­რად. თუმ­ცა, აუცი­ლებ­ლად აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ ფი­ნან­სურ მხარ­და­ჭე­რას მო­ი­პო­ვებს არა რო­მე­ლი­მე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რგო­ლი, არა­მედ სკო­ლა — მას­წავ­ლე­ბე­ლი/დი­რექ­ტო­რი/ მოს­წავ­ლე­თა თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბა.“

მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის სტან­დარ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და და­ნერ­გ­ვის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი მა­რი­კა სი­ხა­რუ­ლი­ძე, კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, პე­და­გო­გებს ციფ­რულ მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა­ზე ესა­უბ­რა — რო­გორ და­იც­ვან ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბი ციფ­რულ სამ­ყა­რო­ში. „ციფ­რუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა შე­და­რე­ბით ახა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა გახ­ლავთ, აქამ­დე ამ სა­კითხე­ბის მი­მო­ხილ­ვა გა­ნათ­ლე­ბა­ში მსოფ­ლიო მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის ქუდ­ქ­ვეშ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ახ­ლა დად­გინ­და ტერ­მი­ნი „ციფ­რუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა“, რომ­ლის პო­ლი­ტი­კა­ზე, ძი­რი­თა­დად, ევ­რო­საბ­ჭოს გა­ნათ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი მუ­შა­ობს, რო­მელ­თა­ნაც ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ძა­ლი­ან მჭიდ­როდ თა­ნამ­შ­რომ­ლობს. ევ­რო­საბ­ჭოს შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი აქვს ორი მსხვი­ლი დო­კუ­მენ­ტი, რომ­ლის და­ნერ­გ­ვის ნა­წი­ლი, ბუ­ნებ­რი­ვია, ჩვენც უნ­და გავ­ხ­დეთ. ზო­გა­დად, დარ­გი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და აქ­ტუ­ა­ლუ­რია. ეს არის არა მ­ხო­ლოდ საფ­რ­თხე­ებ­ზე სა­უ­ბა­რი, რო­მელ­ზე­დაც აქ­ცენ­ტი ჩემს თე­მა­ში გა­ვა­კე­თე, არა­მედ ზო­გა­დად ციფ­რულ სამ­ყა­რო­ში ქცე­ვი­თი ეთი­კის, ტო­ლე­რან­ტო­ბის, ადა­მი­ა­ნე­ბის სწო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის და ა.შ. შე­სა­ხებ. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ, მას­წავ­ლებ­ლებ­მა, სკო­ლამ, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, ყვე­ლამ ერ­თად და ბუ­ნებ­რი­ვია, სა­ხელ­მ­წი­ფომ უნ­და ვიზ­რუ­ნოთ იმა­ზე, რომ ბავ­შ­ვებ­მა, რომ­ლე­ბიც ციფ­რულ სამ­ყა­რო­ში ცხოვ­რო­ბენ და დღე­ვან­დე­ლი რე­ა­ლო­ბა არ შეესაბამება მო­მავ­ლისას, მაქ­სი­მა­ლუ­რად შეძ­ლონ კო­რექ­ტუ­ლად, ეთი­კუ­რად, უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვით, მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის მა­ღა­ლი უნა­რე­ბით, რე­სურ­სე­ბის სწო­რად გა­მო­ყე­ნე­ბით ამ ყვე­ლა­ფერ­თან გამ­კ­ლა­ვე­ბა. ეს მი­მარ­თუ­ლე­ბაც ამას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

აქ­ტუ­ა­ლუ­რია სა­კითხი, რო­გორ და­ვიც­ვათ ბავ­შ­ვე­ბი ციფ­რუ­ლი საფ­რ­თხე­ე­ბის­გან იმი­ტომ, რომ ეს სამ­ყა­რო სრუ­ლი­ად ღიაა. ამ პრო­ცეს­ში ძა­ლი­ან ბევ­რი მსხვი­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა იკ­ვე­თე­ბა, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად ემ­პი­რი­ულ დო­ნე­ზე ვი­ცით. მა­გა­ლი­თად, უმ­წ­ვა­ვე­სი პრობ­ლე­მაა კი­ბერ­ბუ­ლინ­გი. სამ­წუ­ხა­როდ, კი­ბერ­ბუ­ლინგს მსხვერ­პ­ლიც ჰყავს, თუმ­ცა, შე­იძ­ლე­ბა ბევ­რად მე­ტია მსხვერ­პლ­თა რა­ო­დე­ნო­ბა, ვიდ­რე ჩვენ ამის შე­სა­ხებ ვი­ცით. ჯერ­ჯე­რო­ბით შე­სა­ბა­მი­სი კვლე­ვე­ბი არ არ­სე­ბობს, არც მეც­ნი­ე­რუ­ლა­დაა გამ­ყა­რე­ბუ­ლი ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა. ახ­ლა და­იწყეს მას­ზე ფიქ­რი მეც­ნი­ე­რებ­მაც და გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მაც. მაგ­რამ რა­ღაც­ნა­ი­რად ფეხ­და­ფეხ უნ­და მივ­ყ­ვეთ და მაქ­სი­მა­ლუ­რად ვე­ცა­დოთ გა­ვაძ­ლი­ე­როთ ყვე­ლა კომ­პო­ნენ­ტი, მათ შო­რის, დაც­ვის ფილ­ტ­რე­ბი, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, სკო­ლებ­ში, მას­წავ­ლებ­ლებ­სა და მშობ­ლებ­ში; ვას­წავ­ლოთ მათ, რო­გორ და­იც­ვან ბავ­შ­ვე­ბი სხვა­დას­ხ­ვა უარ­ყო­ფი­თი ზე­წო­ლის­გან, რა შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყ­ვეს ამ ყვე­ლა­ფერს. გარ­და ამი­სა, მო­ვამ­ზა­დოთ თვი­თონ ბავ­შ­ვე­ბი და გა­ვაძ­ლი­ე­როთ საქ­მი­ა­ნო­ბა მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბი­სა და ციფ­რუ­ლი წიგ­ნი­ე­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა გა­და­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცეს­შია და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მას­ში ასა­ხუ­ლი არ არის ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა, არც მას­წავ­ლებ­ლის სტან­დარ­ტ­შია ასა­ხუ­ლი, რად­გან ეს დო­კუ­მენ­ტი სას­წავ­ლო გეგ­მის შემ­დეგ იწე­რე­ბა. მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, ამ სა­კითხ­ზე პო­ლი­ტი­კის დო­ნე­ზე მსჯე­ლო­ბა არ დაწყე­ბუ­ლა. ჩე­მი მოხ­სე­ნებაც, რო­მე­ლიც კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე წარ­ვად­გი­ნე, კვლე­ვაა, რო­მელ­საც რო­გორც ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის დოქ­ტო­რან­ტი ვა­ხორ­ცი­ე­ლებ. თუმ­ცა, ჩვენ მა­ინც ძა­ლი­ან ინ­ტე­ნ­სი­უ­რად ვმუ­შა­ობთ მსოფ­ლიო მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის და­ნერ­გ­ვა­ზე და აქ­ტი­უ­რად ვთა­ნამ­შ­რომ­ლობთ იუნეს­კოს შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხუ­რებ­თან.

ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კულ­ტუ­რის კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, წლე­ბია, აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობთ ევ­რო­საბ­ჭოს­თან და ლი­დე­რი სა­ხელ­მ­წი­ფოც კი ვართ. ჩვე­ნი თა­ოს­ნო­ბით არა­ერ­თი პრო­ექ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და ქვეყ­ნის დო­ნე­ზე. ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი კონ­ფე­რენ­ცია ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის გა­მოცხა­დე­ბის 60 წლის­თა­ვს მი­ვუძღ­ვე­ნით, რო­მე­ლიც 10 დე­კემ­ბერს აღი­ნიშ­ნა და მას­ში მას­წავ­ლებ­ლე­ბი ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით ჩა­ერ­თ­ვ­ნენ. დი­დია ინ­ტე­რე­სი ამ კონ­ფე­რენ­ცი­ი­სად­მი მა­თი მხრი­დან. ვფიქ­რობ, მარ­თ­ლაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო გა­მო­ვი­და, უცხო­ე­ლი ექ­ს­პერ­ტე­ბიც გვყავ­და მოწ­ვე­უ­ლი და მა­თაც გაგ­ვაც­ნეს თა­ვი­ან­თი გა­მოც­­დი­ლე­ბა, მერ­წ­მუ­ნეთ, ჩვე­ნი ქვეყ­ნი­და­ნაც ბევ­რი წა­ი­ღეს. უცხო­ელ­მა ექ­ს­პერ­ტებ­მა აღ­ნიშ­ნეს კი­დეც, თვალ­ნათ­ლივ ჩანს, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის და­ნერ­გ­ვა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბაა და კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ეს სა­ინ­ტე­რე­სო ჭრილ­ში იყო გა­მო­ტა­ნი­ლი.

ზო­გა­დად, კონ­ფე­რენ­ცია და­დე­ბი­თად შე­მიძ­ლია შე­ვა­ფა­სო არა იმი­ტომ, რომ ჩვენ გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ, არა­მედ იმი­ტომ, რომ დე­ტა­ლუ­რად გან­ვი­ხი­ლეთ ეს სა­კითხი ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბით, მათ შო­რის, სქე­მის კომ­პო­ნენ­ტის ჩათ­ვ­ლით. კონ­ფე­რენ­ცი­ის მე­ო­რე დღის ერ­თი სე­სია მთლი­ა­ნად მას მი­ეძღ­ვ­ნა, არ დარ­ჩე­ნი­ლა არც ერ­თი მსურ­ვე­ლი საგ­ნობ­რი­ვი ჯგუ­ფი ან საგ­ნის პე­და­გო­გი, ვი­საც არ მი­ე­ცა სა­შუ­ა­ლე­ბა, ესა­უბ­რა მის­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო თე­მა­ზე. ბევ­რი კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა გაგ­ვი­ზი­ა­რეს მას­წავ­ლებ­ლებ­მა. რაც მთა­ვა­რია, ეს არ იყო მხო­ლოდ სკო­ლის დო­ნე­ზე, აქ­ტი­უ­რად იყ­ვ­ნენ ჩარ­თუ­ლე­ბი უმაღ­ლე­სე­ბიც — მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო დო­ნე­ზე ისა­უბ­რეს, სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცათ გა­ნე­ხი­ლათ იმ პრო­ექ­ტე­ბის და­ნერ­გ­ვა, რომ­ლებ­საც სწო­რედ ჩვენ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით ახორ­ცი­ე­ლე­ბენ.“

გა­ნათ­ლე­ბის ექ­ს­პერ­ტ­ის, მარ­სე­ლო ტრა­ველ­ის აზრით, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია კონ­ფე­რენ­ცი­ას ყო­ველ­წ­ლი­უ­რი სა­ხე რომ აქვს. „კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე პე­და­გო­გებს სა­შუ­ა­ლე­ბა ეძ­ლე­ვათ ერ­თ­მა­ნეთს სა­უ­ე­თე­სო გა­მოც­დი­ლე­ბა გა­უ­ზი­ა­რონ, მეც ამ მიზ­ნით ჩა­მო­ვე­დი ჩი­ლე­დან. ჩვენ უნ­და შევ­ძ­ლოთ, რომ გა­ნათ­ლე­ბა უფ­რო მე­ტად მიმ­ზიდ­ვე­ლი გავ­ხა­დოთ მოს­წავ­ლის­თ­ვის“.

ცენ­ტ­რის დი­რექ­ტორ­მა, ბე­რი­კა შუ­კა­კი­ძემ მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ის კი­დევ უფ­რო წა­ხა­ლი­სე­ბა და­აა­ნონ­სა და გა­ნაცხა­და, რომ: „ვეც­დე­ბით, რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი ახალ­გაზ­რ­და შე­მო­ვიყ­ვა­ნოთ პრო­ფე­სი­ა­ში, ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ იმის­თ­ვის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა მე­ტად ენ­დოს სკო­ლას, რო­გორც ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ას და მას­წავ­ლე­ბელს, რო­გორც ამ ინ­სტი­ტუ­ცი­ის ქვა­კუთხედს“.

ლალი ჯელაძე

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები