მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ ქვეყანაში შეზღუდვების ნაწილი 8 თებერვლიდან, ნაწილი კი 15 თებერვლიდან იხსნება.
ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან – თბილისში, რუსთავსა და ქუთაისშიც – მთელი საქართველოს მასშტაბით –
- აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა (თბილისის მეტრო, ავტობუსები, ე.წ. სამარშრუტო ტაქსები) – გარდა შაბათ-კვირისა;
- გაიხსნება ღია და დახურული ბაზრობები – გარდა შაბათ-კვირისა;
ერთი კვირის შემდეგ, 15 თებერვლიდან – თბილისში, რუსთავსა და ქუთაისშიც, მთელი საქართველოს მასშტაბით:
- ბავშვები სწავლას საკლასო ოთახებში გააგრძელებენ (ამასთან, მშობლებს კვლავაც ექნებათ უფლება, სურვილის შემთხვევაში, აირჩიონ დისტანციური სწავლება);
- კვების ობიექტები სტუმრების მიღებას ღია სივრცეებში შეძლებენ – გარდა შაბათ-კვირისა;
მკაცრდება სანქცია პირბადის ტარების წესის დარღვევაზე და, მეორედ დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმა გაიზრდება.