27 ივლისი, შაბათი, 2024

რეანიმაციაში პაციენტების რაოდენობა მცირდება, ბავშვების შემთხვევების უმრავლესობა მსუბუქი და საშუალო სიმძიმისაა

spot_img

საქართველოში ახალ პიკს მიაღწია კორონავირუსით ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა. სამთავრობო საიტზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში ჩატარებული 85 191 ტესტირებიდან დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 24 201 შემთხვევა. ეს ორწლიანი პანდემიის განმავლობაში, საქართველოსთვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 36 პაციენტი. 10 732-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 24 201 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 11 800 შემთხვევა, აჭარა – 2 204, იმერეთი – 3 134, ქვემო ქართლი – 1 199, შიდა ქართლი – 1 461, გურია – 473, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 1 628, კახეთი – 1 059, მცხეთა-მთიანეთი – 683, სამცხე-ჯავახეთი – 471, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 89.

თამარ გაბუნიას განცხადებით საწოლფონდის 35% თავისუფალია, რეანიმაციაში პაციენტების რაოდენობა მცირდება, ბავშვების შემთხვევების უმრავლესობა მსუბუქი და საშუალო სიმძიმისაა. ტესტირების პროგრამა კი, გრძელდება ისე, როგორც ეს პირველ თებერვლამდე იყო.

„ჰოსპიტალურ სექტორში 8200-მდე საწოლი გვაქვს მობილიზებული. მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევების სწრაფი მატება გვაქვს, ჰოსპიტალურ სექტორში თავისუფალი საწოლები არის 35%-მდე. კარგია ის, რომ რეანიმაციაში პაციენტების რაოდენობა მცირდება. 263 პაციენტი იტარებს მკურნალობას რეანიმაციაში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში არის 1048 პაციენტი. მობილიზებულია ასევე, ცალკე ბავშვებისთვის საწოლფონდი და ბავშვების შემთხვევების უმრავლესობა არის მსუბუქი და საშუალო სიმძიმის. დაყოვნების საშუალო ხანგრძლივობა არის 1-დან 3 დღემდე.

რაც შეეხება პირველად ჯანდაცვას, დღეიდან შევიდა კიდევ ერთი ცვლილება და სრულად დეცენტრალიზებულ მოდელზე გადავედით, რაც ნიშნავს იმას, რომ თითოეულ მოქალაქეს შეუძლია მეთვალყურეობა მიიღოს თავისივე ოჯახის ექიმისგან. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმულ პირებში, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებში, რომლებმაც იციან, ვინ არის მათი ოჯახის ექიმი და როგორც კი დიაგნოზი დაუდასტურდებათ, შეუძლიათ ოჯახის ექიმს დაუკავშირდნენ და მისგან მიიღონ რჩევა. ტესტირებების პროგრამა გრძელდება ისევე, როგორც ეს გასული თვეების განმავლობაში იყო. უსიმპტომო პირებში ჩვენ ვნახეთ 20-23% შემთხვევებისა დასტურდებოდა, ამდენად ეს პროგრამა გაგრძელდება,“ – განაცხადა გაბუნიამ.

 

 

 

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები