24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

ონლაინ სწავლებას 36202 მოსწავლე ირჩევს

spot_img

ონლაინ სწავლებაზე გადასვლის მსურველთა რაოდენობა კვირიდან კვირამდე საგრძნობლად იზრდება. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ მოწოდებული ხუთშაბათის მონაცემების მიხედვით, დარეგისტრირებულია 36202 მოსწავლე, ხოლო 4031-მა გააუქმა რეგისტრაცია.

გასული კვირის მონაცემებთან შედარებით, მიმდინარე კვირაში ონლაინ სწავლება 12 ათასით მეტმა მოსწავლემ აირჩია – წინა ხუთშაბათს 24 ათასამდე მოსწავლე დარეგისტრირდა.

მზარდი სტატისტიკის მიუხედავად, კვირის დასაწყისში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ჯერჯერობით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება, რადგან სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ანალიზის მიხედვით, 2300-მდე სკოლის პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც გადასულია ონლაინ სწავლებაზე, დაბალია. აქედან გამომდინარე, სკოლებთან მიმართებაში, ისევ საჭიროდ ჩაითვალა დაკვირვება. მთავარი სლოგანი, რასაც დაავადებათა კონტროლის ცენტრი უჭერს მხარს, არის: სხვა სფეროებთან შედარებით, სკოლის დახურვაზე ყველაზე გვიან უნდა იქნეს მიღებული გადაწყვეტილება და ყველაზე ადრე უნდა იყოს გახსნილი“. – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ: 

♦ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია ყოველ ხუთშაბათს, 00:00-18:00 საათის შუალედში.

♦ვინც შემოდგომის სემესტრში აირჩია დისტანციური სწავლების ფორმატი და არ გაუუქმებია, ხელახალი რეგისტრაცია საჭირო აღარ არის.

 

 

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები