24 ნოემბერი, კვირა, 2024

1300-ს მი­ნუს ერ­თი – დღე­ვან­დე­ლი მო­ცე­მუ­ლო­ბით… სქე­მის მო­ლო­დინ­ში თვალ­სა და ხელს შუა გამ­ქ­რა­ლი მო­ტი­ვა­ცია

spot_img

„გა­დავ­წყ­ვი­ტე წა­ვი­დე… ვიდ­რე კი­დევ ვუ­ყუ­რო რო­გორ მა­მად­ლი­ან მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუსს, რო­მელ­მაც ვე­რა­ნა­ი­რად ვერ გა­მა­თა­ნაბ­რა მას­წავ­ლე­ბელ­თან, თუმ­ცა, სპეც­მას­წავ­ლებ­ლად მუ­შა­ო­ბას ჰქონ­და დი­დი პლუ­სი — წე­ლი­წა­დის დრო­ე­ბი ვის­წავ­ლე ტყუ­ი­ლი და­პი­რე­ბე­ბით (ამ შე­მოდ­გო­მას, იმ გა­ზაფხულ­ზე, ალ­ბათ ზამ­თარ­ში, ზაფხულ­ში აუცი­ლებ­ლად). დი­დი მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვინც სირ­თუ­ლე­ე­ბის დროს სიტყ­ვი­ე­რად თუ ფი­ზი­კუ­რად მამ­ხ­ნე­ვებ­და, მო­ტი­ვა­ცია მქონ­და და მსურ­და ჩე­მი წვლი­ლი შე­მე­ტა­ნა სფე­რო­ში, რო­მე­ლიც სულ მთლად ახა­ლია და მუ­დამ ახ­ლად დარ­ჩე­ბა, თუ არ მი­ხე­დეს… დღეს უკ­ვე მი­მაჩ­ნია, რომ „მას­წავ­ლებ­ლის“ სტა­ტუ­სით დის­კ­რი­მი­ნი­რე­ბუ­ლი ვარ… ვერც უმა­დუ­რი ვერ ვიქ­ნე­ბი მთე­ლი რი­გი ადა­მი­ა­ნე­ბი­სა, ვინც იბ­რ­ძო­ლა, თუნ­დაც, ჩვე­ნი „მას­წავ­ლებ­ლო­ბის­თ­ვის.“ –ამ სიტყ­ვე­ბის ავ­ტო­რი სსიპ ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ნა­ხი­დუ­რის სა­ჯა­რო სკო­ლის  სპეცმას­წავ­ლე­ბე­ლი მა­რი­ნა ბა­ინ­დუ­რაშ­ვი­ლია.

ის მი­დის და არ­ჩე­ვანს საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლო­ბის სა­სარ­გებ­ლოდ აკე­თებს…

გეგ­მა ასე­თია: „საგ­ნის გა­მოც­და უნ­და ჩა­ვა­ბა­რო 10 კრე­დიტ­ზე, მე­რე უნ­და გა­ვი­ა­რო მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის 60-კრე­დი­ტი­ა­ნი პროგ­რა­მა ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და გავ­ხ­დე საგ­ნის მას­წავ­ლე­ბე­ლი. რე­ა­ლუ­რად, ხა­რის­ხი­ა­ნად მინ­და ვა­კე­თო საქ­მე, რო­მელ­შიც შე­სა­ბა­მის ანაზღა­უ­რე­ბას ავი­ღებ. სხვა გა­მო­სა­ვა­ლი ვერ ვი­პო­ვე, მე­ტი ანაზღა­უ­რე­ბა მჭირ­დე­ბა ჩე­მი შვი­ლის უკე­თე­სი მო­მავ­ლის­თ­ვის…

სა­განს ავირ­ჩევ, იქაც „დავ­ს­პეც­დე­ბი“, რა ვქნა, ვერ ვი­ძა­ლა­დებ და უგულ­ვე­ბელ­ვ­ყოფ ჩემს შვილს – ის იზ­რ­დე­ბა და ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, მა­ტე­რი­ა­ლუ­რი სიძ­ლი­ე­რე გვჭირ­დე­ბა. მიყ­ვარს სუ­ლით ხორ­ცამ­დე ჩე­მი საქ­მე, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნი ვარ და მჭირ­დე­ბა მა­ტე­რი­ა­ლუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა… წარ­მა­ტე­ბე­ბი ყვე­ლას! “

მა­რი­ნა ამ­ბობს, ამით ბევ­რის სათ­ქ­მე­ლი თქვა, რად­გან სა­ბო­ლო­ოდ გა­მო­იკ­ვე­თა, რომ მის კო­ლე­გებს თით­ქოს ვი­ღაც სჭირ­დე­ბო­დათ, ვინც პირ­ვე­ლი და­იწყებ­და სა­უ­ბარს… მე­რე ყვე­ლა აჰ­ყ­ვა. მი­სი აზ­რით, გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი ამ სიტყ­ვებ­ში არა­ფე­რია, რად­გან, „რე­ა­ლუ­რად, მარ­თ­ლაც ასეთ მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვართ სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბი და ამ სი­ტუ­ა­ცი­ას ვერ გა­ვექ­ცე­ვით – სათ­ქ­მე­ლი ბევ­რი დაგ­ვიგ­როვ­და, მაგ­რამ რო­გორც ჩანს, ყუ­რად არა­ვინ იღებს. ამას თუ იმ ინ­ფორ­მა­ცი­ა­საც და­ვა­მა­ტებთ, რო­მე­ლიც ახლა­ხან გავ­რ­ცელ­და სქე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მდგო­მა­რე­ო­ბა მარ­თ­ლაც გა­მო­უ­ვა­ლია – თუ სქე­მის ფარ­გ­ლებ­ში სპეც­მას­წავ­ლე­ბე­ლი ვერ და­ა­დას­ტუ­რებს კომ­პე­ტენ­ცი­ას, სის­ტე­მა აღარ აძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით საგ­ნის პე­და­გო­გე­ბის­გან, გა­ვი­დეს გა­მოც­და­ზე (3-ჯერ ექ­ნე­ბა გას­ვ­ლის უფ­ლე­ბა). საინ­ტე­რე­სოა, სის­ტე­მას სად ჰყავს ამ­დე­ნი კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი? მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ და­საქ­მე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა საგ­ნის მას­წავ­ლე­ბე­ლია და ეს პო­ზი­ცია მათ­თ­ვის ახა­ლი სფე­როა. დი­დი ალ­ბა­თო­ბით, უმე­ტე­სო­ბა ვერ ჩა­ა­ბა­რებს გა­მოც­დას, რად­გან სპეც­მას­წავ­ლებ­ლის ფუნ­ქ­ცია-მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ ცოდ­ნა­სა და უნა­რებს მო­ითხოვს. 2022 წლის­თ­ვის კი, სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის პრო­ცე­სი დას­რუ­ლე­ბუ­ლი უნ­და იყოს. ხო, იმი­ტომ რომ 2022 წლის­თ­ვის სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის პრო­ცე­სი დას­რუ­ლე­ბუ­ლი უნ­და იყოს!

1300 სპეც­მას­წავ­ლებ­ლი­დან ბევ­რ­ნი ვართ ილი­ას უნი­ვერ­სი­ტეტ­დამ­თავ­რე­ბუ­ლი სპეც­მას­წავ­ლე­ბე­ლი (კო­რექ­ცი­უ­ლი პე­და­გო­გი­კა) ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხისთ? თით­ზე ჩა­მო­სათ­ვ­ლე­ლი და თუ მა­თაც და­კარ­გავს სის­ტე­მა, მა­შინ ვინ დარ­ჩე­ბა სფე­რო­ში, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ისე­დაც კად­რე­ბის დე­ფი­ციტს გა­ნიც­დის? ერთ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან დე­ტალ­ზე მინ­და გა­ვა­მახ­ვი­ლო ყუ­რადღე­ბა – თა­ვი­დან, რო­ცა სქე­მა­ზე და­იწყო სა­უ­ბა­რი, ით­ქ­ვა, რომ ყვე­ლა დიპ­ლო­მი­რე­ბუ­ლი სპეც­მას­წავ­ლე­ბე­ლი სქე­მის ამოქ­მე­დე­ბის­თა­ნა­ვე, ავ­ტო­მა­ტუ­რად გახ­დე­ბო­და უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი. მე­რე აღ­მოჩ­ნ­და, რომ ეს მხო­ლოდ მა­გის­ტ­რის ხა­რის­ხის მქო­ნე სპეც­მას­წავ­ლებ­ლებს შე­ე­ხე­ბო­და. მიჩ­ნ­დე­ბა კითხ­ვა: ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხის მქო­ნე სპეც­მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მელ­საც 5-წლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს, სის­ტე­მამ არ უნ­და გან­მას­ხ­ვა­ვოს რო­მე­ლი­მე საგ­ნი­დან გად­მო­სუ­ლი პე­და­გო­გის­გან? (არა­ვის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გო არა­ფე­რი მაქვს!), ეს არ არის ჩე­მი დის­კ­რი­მი­ნა­ცია?

მოგ­ვა­ნი­ჭეს სტა­ტუ­სი, რო­მელ­მაც ვე­რა­ნა­ი­რად ვერ გაგ­ვა­თა­ნაბ­რა მას­წავ­ლე­ბელ­თან, თუნ­დაც, სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს არ­ჩევ­ნებ­ზე, არც წელს მოგ­ვ­ცეს ხმის უფ­ლე­ბა. რე­ა­ლუ­რად არ ცნობს სის­ტე­მა სპეც­მას­წავ­ლე­ბელს, რო­გორც მას­წავ­ლებ­ლის თა­ნას­წორ კადრს. შე­და­რე­ბა რომ გა­ვა­კე­თოთ, რა იყო ხუ­თი წლის წინ და რა არის დღეს, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბას და­ვი­ნა­ხავთ, თუნ­დაც, ტერ­მი­ნე­ბის დო­ნე­ზე. ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა, რო­გორც ტერ­მი­ნი, გა­ი­აზ­რეს ადა­მი­ა­ნებ­მა სკო­ლა­ში, მაგ­რამ ის, რა ძი­რი­თა­დი ამო­ცა­ნე­ბიც ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბას აქვს, თით­ქ­მის უძ­რა­ვია. გა­მუდ­მე­ბით გვი­წევს ვიბ­რ­ძო­ლოთ სა­კუ­თა­რი თა­ვის­თ­ვის და ბავ­შ­ვე­ბი, ამ ბრძო­ლა­ში, სადღაც უკან გვრჩე­ბი­ან. არა მხო­ლოდ სპეც­მას­წავ­ლებ­ლე­ბი, საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლე­ბიც ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან. სამ­წუ­ხა­როდ, სკო­ლა მას­წავ­ლებ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის გზად უფ­რო იქ­ცა, ვიდ­რე მოს­წავ­ლის.

ჩვენ­თ­ვის ანაზღა­უ­რე­ბის მო­მა­ტე­ბაც ისევ გა­ურ­კ­ვე­ვე­ლი დრო­ით გა­და­ი­დო, რად­გან, რო­გორც გვითხ­რეს, ისევ სქე­მას მი­ე­ბა ხელ­ფა­სე­ბის მა­ტე­ბა. 2019 სას­წავ­ლო წე­ლი სქე­მით უნ­და დაწყე­ბუ­ლი­ყო, ესეც ცრუ და­პი­რე­ბა აღ­მოჩ­ნ­და. ახ­ლა გვპირ­დე­ბი­ან, სქე­მა თურ­მე ზაფხულ­ში უნ­და ამოქ­მედ­დეს, მაგ­რამ არც ამის იმე­დი მაქვს, რად­გან თუ არ ვცდე­ბი 2021 წე­ლი შე­მოგ­ვა­პა­რეს. ძა­ლი­ან შე­უ­რაცხ­ყო­ფი­ლად ვგრძნობთ თავს, თუნ­დაც იმის გა­მო, რო­ცა გა­კეთ­და გა­ნაცხა­დი ვის მო­ე­მა­ტე­ბო­და ხელ­ფა­სი, ზუს­ტად ით­ქ­ვა, რომ ყვე­ლას, ვი­საც სტა­ტუ­სი აქვს, შემ­დ­გომ ჩა­მოშ­ლი­ლი იყო ვის რო­გორ — სა­ა­თე­ბის მი­ხედ­ვით; ასე­ვე, გან­მარ­ტე­ბუ­ლი იყო ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ი­სა და ტექ­ნი­კუ­რი პერ­სო­ნა­ლის სა­ხელ­ფა­სო მა­ტე­ბის შე­სა­ხებ. ჩვენ გვაქვს სტა­ტუ­სი, ანუ მო­ვი­აზ­რე­ბით ყვე­ლა­ში, ვინც ამ მა­ტე­ბით ისარ­გებ­ლებს, მაგ­რამ, არ გვაქვს სა­ფე­ხუ­რებ­რი­ვი სტა­ტუ­სი (ისევ და ისევ ჩვენ­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მი­ზე­ზე­ბის გა­მო), იმის გა­მო, რომ დღემ­დე ვერ ამოქ­მედ­და სპეც­მას­წავ­ლებ­ლის სქე­მა. თუმ­ცა, რო­გორც მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სის მქო­ნე პი­რებს, ჩვენც უნ­და შეგ­ვ­ხე­ბო­და 20-პრო­ცენ­ტი­ა­ნი მა­ტე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, სის­ტე­მამ ისევ ვერ დაგ­ვი­ნა­ხა, ვერც მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სით.

ჩე­მი ხელ­ფა­სი ახ­ლა 380 ლა­რია (ხელ­ზე ასა­ღე­ბი), და­ვა­კონ­კ­რე­ტებ, ამა­ში შე­დის ხუთ­წ­ლი­ა­ნი სტა­ჟის და­ნა­მა­ტი – მთე­ლი 15 ლა­რი.“

სჭირ­დე­ბა თუ არა სის­ტე­მას სპეც­მას­წავ­ლე­ბე­ლი? – ჩე­მი რეს­პონ­დენ­ტი ამ­ბობს, ცო­ტა ხნის წინ რომ მე­კითხა, მი­პა­სუ­ხებ­და, რომ „სის­ტე­მას აუცი­ლებ­ლად სჭირ­დე­ბა სპეც­მას­წავ­ლე­ბე­ლი, რად­გან ვერ იპო­ვით ქვე­ყა­ნას, რო­მე­ლიც ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის ერთ-ერთ ხელ­შემ­წყობ რგო­ლად სპე­ცი­ა­ლურ მას­წავ­ლე­ბელს არ მო­ი­აზ­რებ­დეს. თუმ­ცა, ჩვე­ნი რე­ფორ­მა­ტო­რე­ბი ამას ვერ ან არ ხე­და­ვენ. ახ­ლა კი ვიტყ­ვი, რო­გორც ჩანს, არ სჭირ­დე­ბა. სწო­რედ ამან გა­და­მაწყ­ვე­ტი­ნა წას­ვ­ლა. მეს­მის, რომ წას­ვ­ლა, ჩვე­ნი მხრი­დან, შე­იძ­ლე­ბა, ღა­ლა­ტის ტოლ­ფა­სია ბავ­შ­ვე­ბის მი­მართ. მერ­წ­მუ­ნეთ, ამას მეც ძა­ლი­ან გან­ვიც­დი და გუ­ლი მწყდე­ბა, რომ ასე­თი ნა­ბი­ჯი უნ­და გა­დავ­დ­გა, მაგ­რამ სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არ და­მი­ტო­ვეს. თან მიყ­ვარს ეს საქ­მე, ჩე­მი პრო­ფე­სიაა, რო­მე­ლიც უკ­ვე გამ­ჯ­და­რი მაქვს – უნი­ვერ­სი­ტეტ­შიც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ვის­წავ­ლე და ამ პრო­ფე­სი­ის და­უფ­ლე­ბა­ში ჩავ­დე მთე­ლი ჩე­მი ძა­ლის­ხ­მე­ვა. წლე­ბია სფე­როს ვემ­სა­ხუ­რე­ბი იმის მო­ლო­დინ­ში, რომ წელს თუ არა გა­ი­სად, ამ შე­მოდ­გო­მა­ზე თუ არა გა­ზაფხულ­ზე მა­ინც შე­იც­ვ­ლე­ბა რა­მე, მაგ­რამ არც ეს წე­ლი და არც ეს გა­ზაფხუ­ლი აღარ დად­გა. ეს უკ­ვე და­ცინ­ვააა. წინ ვე­ღარ ვხე­დავ პერ­ს­პექ­ტი­ვას, მა­მად­ლი­ან იმას, რომ მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი მომ­ცეს. დი­დი მად­ლო­ბა ამის­თ­ვის, მაგ­რამ სტა­ტუს­მა რე­ა­ლუ­რად არა­ფე­რი მომ­ცა კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის­თ­ვის (თუ არ ჩავ­თ­ვ­ლით, თა­ვის დრო­ზე, სტა­ტუ­სის მო­ნი­ჭე­ბით გაზ­რ­დილ ხელ­ფასს). პი­რი­ქით, ამ ცვლი­ლე­ბას უარ­ყო­ფი­თი მხა­რეც ჰქონ­და, 2018 წლი­დან, რო­დე­საც სტა­ტუ­სი მოგ­ვა­ნი­ჭეს, წაგ­ვარ­თ­ვეს და­მა­ტე­ბით 10 სა­ა­თის ჩა­ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა. საგ­ნობ­რი­ვი გაკ­ვე­თი­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბის უფ­ლე­ბის წარ­თ­მე­ვამ კი,  გა­მო­იწ­ვია სპეც­მას­წავ­ლებ­ლე­ბის გას­ვ­ლა სის­ტე­მი­დან, უმე­ტე­სო­ბამ საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლო­ბა არ­ჩია. რა თქმა უნ­და, ვემ­ხ­რო­ბი მო­საზ­რე­ბას, რომ სპე­ცი­ა­ლურ მას­წავ­ლე­ბელს არ ჰქონ­დეს საგ­ნობ­რი­ვი გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ტა­რე­ბის უფ­ლე­ბა, რად­გან ამით, ისევ ბავ­შ­ვე­ბის უფ­ლე­ბებს ვარ­ღ­ვევთ – ვაკ­ლებთ დროს იმათ, ვის­თ­ვი­საც სკო­ლა­ში ვმუ­შა­ობთ. მე­ო­რე მხრივ კი, ამას გა­მარ­თ­ლე­ბა არ აქვს, რად­გან მა­შინ ამის სა­ჭი­რო­ე­ბა არ უნ­და გვქონ­დეს და ეს უნ­და მოხ­დეს შე­სა­ბა­მი­სი ანაზღა­უ­რე­ბის ხარ­ჯ­ზე. გაზ­რ­დი­ლი ხელ­ფა­სით კი, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სის­ტე­მა შეძ­ლებს კად­რის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას.

ამას წი­ნათ რე­გი­ო­ნულ ტურს ვეს­წ­რე­ბო­დი. აღ­მოჩ­ნ­და, რომ იქ ერ­თა­დერ­თი კად­რი ვი­ყა­ვი, ვი­საც 5-წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა ჰქონ­და. ძი­რი­თა­დად, ტურ­ზე ორ­თ­ვი­ა­ნი, სამ­თ­ვი­ა­ნი ან ათ­თ­ვი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე სპეც­მას­წავ­ლებ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ. ბუ­ნებ­რი­ვია, რომ სის­ტე­მა ვე­ღარ აკა­ვებს კადრს უპერ­ს­პექ­ტი­ვო ად­გილ­ზე, თან, რაც მთა­ვა­რია, ძა­ლი­ან ბევრ რე­სურსს ხარ­ჯავს მათ გა­დამ­ზა­დე­ბა­ზე – რე­ა­ლუ­რად, მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ცენტრს არა­მიზ­ნობ­რი­ვი ხარ­ჯი გა­მოს­დის – მო­დის ახა­ლი ნა­კა­დი, რო­მელ­საც თა­ვი­დან სჭირ­დე­ბა დატ­რე­ნინ­გე­ბა. რა­ტომ? ეს კითხ­ვა თა­ვად არ უჩ­ნ­დე­ბათ?“ 

რო­გო­რია სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის რე­ა­ლუ­რი სა­მუ­შაო აღ­წე­რი­ლო­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე სკო­ლებ­ში? მა­რი­ნა ბა­ინ­დუ­რაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ სპეც­მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ულ სტან­დარტს არა­ფერს ერ­ჩის, უბ­რა­ლოდ, ეჭ­ვი აქვს, რომ ამ დო­კუ­მენტს არა­ვინ კითხუ­ლობს, ან კითხუ­ლო­ბენ და ისე ეს­მით, თით­ქოს:

ა) სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია, ჩა­ა­ტა­როს გაკ­ვე­თი­ლი, რო­ცა სხვა რო­მე­ლი­მე მას­წავ­ლებ­ლის გაკ­ვე­თი­ლი ცდე­ბა;

ბ) სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია, მი­ი­ღოს კლა­სი­დან „ხე­ლის­შემ­შ­ლე­ლი“ გა­მო­ძე­ვე­ბუ­ლი ბავ­შ­ვი რე­სურ­სო­თახ­ში და მას­თან იმუ­შა­ოს, კაც­მა არ იცის რა­ზე;

გ) სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია, კლა­სი­დან მო­შო­რე­ბით, იზ­რუ­ნოს სსსმ მოს­წავ­ლის მას­წავ­ლებ­ლის ემო­ცი­ურ მხა­რე­ზე;

დ) ვალ­დე­ბუ­ლია, აკე­თოს შა­ვი საქ­მე, ხელ­ფასს მა­ინც რა­ში იღებს;

ე) სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია, წე­როს და იკითხოს ისგ-ები;

ვ) სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია, სახ­ლ­ში გაჰ­ყ­ვეს საგ­ნის მას­წავ­ლე­ბელს,   თხოვ­ნი­თა და მუ­და­რით, რომ და­წე­როს ისგ;

ზ) ვალ­დე­ბუ­ლია, გა­ჩუმ­დეს და აკე­თოს ის, რა­საც უფ­რო­სი ეტყ­ვის… ;

თ) სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია, შინ სწავ­ლე­ბი­სას იყოს მულ­ტი­მას­წავ­ლე­ბე­ლი, აბა, რის­თ­ვი­საა სკო­ლა­ში;

ი) სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია, ბეჭ­დოს და საქ­მე აკე­თოს, სა­დაც უნ­და იქ და რო­გორც უნ­და ისე, აბა, სკო­ლას არ აქვს სახ­ს­რე­ბი პრინ­ტე­რი­სა და რე­სურ­სის შე­სა­ძე­ნად;

კ) სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია, ყვე­ლა სა­გა­ნი ას­წავ­ლოს სსსმ მოს­წავ­ლეს;

ლ) P.S. გა­ჩუმ­დეს!!! „მა­გან რა იცის, მო­სუ­ლა და ამ­ხე­ლა გა­მოც­დი­ლე­ბი­სა და პრაქ­ტი­კის მქო­ნეთ ჭკუ­ას ას­წავ­ლის.“

♦ ♦ ♦

სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბის შე­საც­ვ­ლე­ლად, თუნ­დაც ერ­თი მას­წავ­ლებ­ლის (კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რის) სკო­ლი­დან წას­ვ­ლა სის­ტე­მას და­ა­ზა­რა­ლებს, მით უფ­რო, რო­ცა ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა ქვე­ყა­ნა­ში ისევ ერ­თე­უ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის იმედ­ზე დგას. დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი სქე­მის მო­ლო­დინ­ში კი, ვინ იცის, რამ­დე­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი მი­ი­ღებს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას, რა­მაც, შე­საძ­ლოა, სე­რი­ო­ზუ­ლი რღვე­ვე­ბიც კი გა­მო­იწ­ვი­ოს. ბუ­ნებ­რი­ვი­ცაა, რად­გან გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა მას­წავ­ლე­ბელ­ზე დგას და ყო­ვე­ლი კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რი მის­თ­ვის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სია, მით უმე­ტეს, რო­ცა გა­მოც­დი­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლე­ბი მარ­თ­ლა თით­ზე ჩა­მო­სათ­ვ­ლელ­ნი არი­ან. 1300-ს მი­ნუს ერ­თი… დღე­ვან­დე­ლი მო­ცე­მუ­ლო­ბით, სქე­მის ამოქ­მე­დე­ბამ­დე (მათ პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ზრუნ­ვის დაწყე­ბამ­დე) კი, რო­გორც ჩანს, ახალ­მა „ჭირ­მა“ უკ­ვე თა­ვი იჩი­ნა, რად­გან „მას­წავ­ლე­ბელს, რო­მე­ლიც მი­დის“, ბევ­რი თა­ნა­მო­აზ­რე გა­მო­უჩ­ნ­და და ის მცი­რე მო­ტი­ვა­ცი­აც კი, რაც აქამ­დე ჰქონ­დათ (თუ ჰქონ­დათ), თვალ­სა და ხელს შუა ქრე­ბა, სპეც­მას­წავ­ლებ­ლის სქე­მის ამოქ­მე­დე­ბა კი – ისევ გა­ზაფხუ­ლის იმე­დად.

მოამზადა ლა­ლი ჯე­ლა­ძემ

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები