5 თებერვალი, ოთხშაბათი, 2025

12 წლამდე ბავშვებს განსხვავებული დოზის ვაქცინა სჭირდებათ

spot_imgspot_img

ვაქცინაციის საბჭოს დღევანდელ სხდომაზე საქართველოში კოვიდ 19-ის ვაქცინაციის განხორციელების ეროვნული გეგმა განიხილეს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ამ გეგმის მიხედვით, გათვალისწინებულია 12 წლამდე ბავშვების განსხვავებული დოზით, ე.წ. ბუსტერ დოზით ვაქცინაცია და სრული მოსახლეობის 70%-ის აცრა.

„ბავშვთა ასაკის ვაქცინები გეგმითაა გათვალისწინებული, 12 წლის ზემოთ უკვე ისედაც მიმდინარეობს, 12 წლამდე ბავშვებს განსხვავებული დოზის ვაქცინა სჭირდებათ, რომელიც შესულია გეგმის ნაწილში და ჩვენ, ამასთან დაკავშირებით, მწარმოებლებთან წინასწარი მოლაპარაკება გვაქვს,“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის განაცხადებით, ყოველდღიურად, 3-4 ათასი ბავშვი ინფიცირდება: „15%-ია ბავშვების ინფიცირების მაჩვენებელი. 10 ათასი ინფიცირებულის შემთხვევაში, საქართველოში, ნიშნავს, რომ 1500 ბავშვია ყოველდღე ინფიცირებული. როცა ამაზე ორჯერ და სამჯერ მაღალი მაჩვენებელი გვაქვს, გამოდის, რომ ყოველდღიურად 3-4 ათასი ბავშვი ინფიცირდება საქართველოში“.

მისივე თქმით, მარტში მოსალოდნელია მულტისისტემური ანთებითი სინდრომით მომართვიანობის ზრდა, რადგან ყველაზე სერიოზული გართულება, რასაც კორონავირუსი იწვევს ბავშვებში, ეს არის მულტისისტემური ანთებითი სინდრომი, რომელიც ვირუსის მწვავე ფაზის გადატანიდან 4-6 კვირის შემდეგ ვითარდება.

„როდესაც ვამბობთ, რომ იანვრის ბოლოს და თებერვლის დასაწყისში საქართველოში მეექვსე ტალღის პიკი იქნება, მოლოდინი გვაქვს, რომ მარტის თვე გამორჩეული იქნება პოსტკოვიდური გართულებების მხრივ. მარტში ველოდებით მიმართვიანობის ზრდას, მულტისისტემური ანთებითი სინდრომით. ამ პაციენტების მართვა მხოლოდ სტაციონარებშია შესაძლებელი “, – აცხადებს ივანე ჩხაიძე.

spot_img

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები