ბავშვებო, დღეს 12-სა და 13-ზე ვისაუბრებთ. ბუნებრივია, მათემატიკოსებისთვის 12 და 13 იგივენაირი რიცხვებია, როგორიც სხვა დანარჩენი. ამ რიცხვების ჩვეულებრიობას ამტკიცებს ერთმანეთის საწინააღმდეგო მოსაზრებები, რომლებსაც გაეცნობით ამ პატარა სტატიაში. როცა ამ ინფორმაციით იქნებით აღჭურვილი, ბევრად უფრო იოლად გაუმკლავდებით ცრურწმენას…
რიცხვი 12. ეს რიხვი მისტიკურია. გავიხსენოთ, რომ ქრისტეს 12 გამორჩეული მოწაფე ჰყავდა, რომლებსაც მოციქულებს ვუწოდებთ. ზოდიაქოს ნიშანიც 12-ია. წელიწადში 12 თვეა. საათების უმეტესობის ციფერბლატზე 12 დანაყოფია, ადამიანს აქვს 12 წყვილი ნეკნი, სოლომონის ცნობილი ტაძარი 12 ნაწილისგან შედგებოდა, დავითის ვარსკვლავს აქვს 12 კუთხე, ჰერაკლემ ჩაიდინა 12 გმირობა, ევროკავშირის დროშაზე 12 ვარსკვლავია, ნაფიც მსაჯულთა რიცხვი 12-ია…
რიცხვი 13. ქართველებს გვეამაყება, რომ მე-6 საუკუნეში ასურეთიდან 13 დიდი მამა გვეწვია. თუმცა, არსებობს დაავადება ტრისკაიდეკაფობია – 13-ის შიში. სწორედ ამის გამო ვერ ნახავთ ამერიკის შეერთებულ შტატებში N13 ავტობუსსა და ცათამბრჯენში მე-12-დან მე-14 სართულს უკავშირდებით, საფრანგეთში ამავე ნომრით – სახლს, ზოგიერთ თვითმფრინავში – სამგზავრო სავარძელს, ზოგ სასტუმროში არ არის N13. ზოგიერთ შემთხვევაში ადამიანთა ცრურწმენებს აქვს საფუძველი: 1970 წელს ამერიკულმა „აპოლონ 13-მა“ სტარტი აიღო 13 საათსა და 13 წუთზე, მთვარეზე მიღწევამდე კაბინაში ჟანგბადის ბალონი აფეთქდა და ეკიპაჟი იძულებული გახდა, ექსპედიცია შეეწყვიტა. ანტიკურ პერიოდში, გავრცელებული მოსაზრებით, საქმიანობის დაწყება არ იყო მიზანშეწონილი, თუმცა მაიასა და აცტეკების ტომებში რიცხვ 13-ს ეთაყვანებოდნენ. მათი აზრით, ცა 13 ნაწილისგან შედგება და თითოეულს თავისი ღმერთი ჰყავს. 13-ს იღბლიან რიცხვად შეიძლება განვიხილით გერმანელი კომპოზიტორის, ვაგნერის მაგალითზე (დაიბადა 1813 წელს, 13 წლისამ დაასრულა მუსიკალური სასწავლებელი, დაწერა 13 ოპერა, მისი სახელისა და გავრის ლათინური ტრანსკრიპცია 13 ასოსგან შედგება) და ასევე, ლუდოვიკო მე-13-ც თვლიდა, რომ ეს რიცხვი კარგის მომასწავებელი იყო. იტალიელი მომღერალი ენრიკო კარუზო, გადმოცემის მიხედვით, მუდამ ატარებდა 13-ის საწინააღმდეგო თილისმას მედალიონით. მისტიკოსები ამბობენ, რომ ყველაზე საშიში 13 მაშინაა, როცა ეს რიცხვი ემთხვევა წითელ პარასკევს (აღდგომის წინა პარასკევი).
ხათუნა სვანაძე – ფარცხანაყანევის N1 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი