29 მარტი, პარასკევი, 2024
spot_img

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე: საგამოცდო პროცესი ხვალიდან ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. ყველა საგამოცდო ცენტრი უკვე მზად არის აბიტურიენტების მისაღებად.

მინდა კიდევ ერთხელ მოგმართოთ თხოვნით, რომ ყურადღებით გაეცნოთ საგამოცდო ბარათზე მითითებულ გამოცდის თარიღს, სესიაზე გამოცხადების დროს და საგამოცდო ცენტრის მისამართს. ცენტრში წასაღებად მოამზადეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და საგამოცდო ბარათი. სურვილის შემთხვევაში თან იქონიეთ წყალი, საკუთარი შავი გელიანი კალამი და სათადარიგო პირბადე. ტესტირების წინა საღამოს, გირჩევთ, დაისვენოთ.

ცენტრში დაგხვდებათ კეთილგანწყობილი პერსონალი. ისინი იზრუნებენ, რომ პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების მიუხედავად, შეგიქმნან გარემო, სადაც მაქსიმალურად შეძლებთ გამოავლინოთ თქვენი ცოდნა და შესაძლებლობები.

მინდა წარმატება გისურვოთ საგამოცდო პროცესში ჩართული თითოეული ადამიანის სახელით!

 

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები