19 მარტი, სამშაბათი, 2024
spot_img

წარმოგიდგენთ 2021 წლის გრიფირებულ სახელმძღვანელოებს

 

გამომცემლობა „ინტელექტი“ 

მათემატიკა

მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლე IX კლა­სის მა­თე­მა­ტი­კის სწავ­ლა-სწავ­ლე­ბა­ში!

თქვენ­თ­ვის კარ­გად ცნო­ბი­ლი გა­მომ­ცემ­ლო­ბა „ინ­ტე­ლექ­ტი“ და მა­თე­მა­ტი­კის სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ავ­ტო­რე­ბი: გუ­რამ გო­გიშ­ვი­ლი, თე­ი­მუ­რაზ ვეფხ­ვა­ძე, ია მე­ბო­ნია და ლა­მა­რა ქურ­ჩიშ­ვი­ლი გთა­ვა­ზო­ბენ მა­თე­მა­ტი­კის სა­ხელ­მძღ­ვა­ნე­ლო­თა გრი­ფი­რე­ბის სა­ექ­ს­პერ­ტო კო­მი­სი­ის მი­ერ უმაღ­ლე­სი ქუ­ლით შე­ფა­სე­ბულ, თა­ნა­მედ­რო­ვე ტი­პის, მა­ღა­ლი დო­ნის ორი­გი­ნა­ლურ სას­წავ­ლო წიგ­ნებს: მოს­წავ­ლის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­სა და მას­წავ­ლებ­ლის წიგნს.

ახალ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში სას­წავ­ლო მა­სა­ლა შედ­გე­ნი­ლია ამა­ვე ავ­ტო­რე­ბის წი­ნა წლებ­ში გრიფ­მი­ნი­ჭე­ბუ­ლი IX კლა­სის მა­თე­მა­ტი­კის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს არ­სე­ბი­თად გა­ნახ­ლე­ბის, გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­სა და ში­ნა­არ­სობ­რი­ვი სრულ­ყო­ფის სა­ფუძ­ველ­ზე, ახა­ლი სას­წავ­ლო სტან­დარ­ტი­სა და წლი­უ­რი სას­წავ­ლო გეგ­მის სრუ­ლი შე­სა­ბა­მი­სო­ბით, ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის სუ­ლის­კ­ვე­თე­ბით.

სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და ექ­ს­პერ­ტ­თა მო­საზ­რე­ბე­ბი: ცალ­კეა გა­მო­ყო­ფი­ლი საკ­ლა­სო და სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბე­ბი, რომ­ლებ­შიც მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის მი­საწ­ვ­დო­მი ფორ­მით წარ­მოდ­გე­ნი­ლია სირ­თუ­ლის სხვა­დას­ხ­ვა დო­ნის, მე­თო­დუ­რად გა­მარ­თუ­ლი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სო მა­სა­ლა; კომ­პ­ლექ­სუ­რი საპ­რო­ექ­ტო აქ­ტი­ვო­ბე­ბი; და­მა­ტე­ბი­თი და შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ამო­ცა­ნე­ბი; ამო­ცა­ნე­ბი თვით­შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მე­ო­რე­ბის­თ­ვის.

წიგ­ნ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია სას­წავ­ლო მა­სა­ლა და აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რო­მელ­თა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი გა­აზ­რე­ბა მოს­წავ­ლე­თა მა­თე­მა­ტი­კუ­რი გა­ნათ­ლე­ბი­სა და შე­ძე­ნი­ლი ცოდ­ნის პრაქ­ტი­კა­ში გა­მო­ყე­ნე­ბის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვი­საა აუცი­ლე­ბე­ლი. სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს სტრუქ­­ტუ­რა­ცა და ვი­ზუ­ა­ლუ­რი მხა­რეც ხელს უწყობს მა­სა­ლის აღ­ქ­მა-გა­აზ­რე­ბას.

არ­სე­ბი­თი და უაღ­რე­სად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი გა­ნი­ცა­და მას­წავ­ლებ­ლის წიგ­ნ­მა — წარ­მოდ­გე­ნი­ლია ყო­ვე­ლი გაკ­ვე­თი­ლის სცე­ნა­რი, ამოხ­ს­ნი­ლია თით­ქ­მის ყვე­ლა ამო­ცა­ნა, ამას­თა­ნა­ვე, მი­თი­თე­ბუ­ლია ამო­ცა­ნე­ბის ამოხ­ს­ნის სხვა­დას­ხ­ვა ხერ­ხი. მოს­წავ­ლე­თა მო­ტი­ვა­ცი­ის გაზ­რ­დას ემ­სა­ხუ­რე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლი ში­ნა­არ­სის ამო­ცა­ნე­ბი; აქ­ვეა სა­რე­კო­მენ­და­ციო და­ვა­ლე­ბე­ბი შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი წე­რე­ბის­თ­ვის; სა­თა­ნა­დო გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი და გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბე­ბი; მი­თი­თე­ბე­ბი სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში და­მა­ტე­ბი­თი (ბეჭ­დუ­რი და ელექ­ტ­რო­ნუ­ლი) რე­სურ­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­სა­ხებ. ზო­გი­ერ­თი მა­სა­ლა კი მას­წავ­ლებ­ლის თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნის გაღ­რ­მა­ვე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

ეს წიგ­ნი მას­წავ­ლე­ბელს ერ­თ­გულ და ნა­ყო­ფი­ერ მეგ­ზუ­რო­ბას გა­უ­წევს სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში. მას­წავ­ლებ­ლე­ბი უთუ­ოდ დარ­წ­მუნ­დე­ბი­ან, რომ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბით შე­იძ­ლე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი აკა­დე­მი­უ­რი დო­ნის კლას­ში წარ­მა­ტე­ბით წა­რი­მარ­თოს სას­წავ­ლო პრო­ცე­სი და ისი­ნი შეძ­ლე­ბენ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნონ მოს­წავ­ლე­თა იმ უნა­რე­ბი­სა და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ში, რომ­ლე­ბიც ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მი­სა და სტან­დარ­ტის მიზ­ნებ­შია გაცხა­დე­ბუ­ლი.

მუსიკა

მუ­სი­კის სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ავ­ტო­რი მა­რი­კა ჩიკ­ვა­ი­ძე, გა­მომ­ცემ­ლო­ბა „ინ­ტე­ლექ­ტ­თან“ ერ­თად, წარ­მო­გიდ­გენთ 2021 წლის სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის კონ­კურ­ს­ში გრიფ­მი­ნი­ჭე­ბულ მე-9 კლა­სის მუ­სი­კის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს.

ნაშ­რო­მი შე­ი­ცავს შემ­დეგ კომ­პო­ნენ­ტებს: მოს­წავ­ლის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო; მას­წავ­ლებ­ლის წიგ­ნი; ელექ­ტ­რო­ნუ­ლი რე­სურ­სი. სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს ში­ნა­არ­სი ემ­ყა­რე­ბა: თა­ნა­მედ­რო­ვე კონ­ცეფ­ცი­ებს; მოს­წავ­ლე­თათ­ვის ნაც­ნობ სამ­ყა­როს.

ვფიქ­რობთ,   სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო მო­ზარდს და­ეხ­მა­რე­ბა ფიქ­რი­სა და პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის პრო­ცეს­ში, გა­ა­ფარ­თო­ებს მის მუ­სი­კა­ლურ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს, ინ­ტე­ლექტს. ამას­თა­ნა­ვე, ჩა­მო­უ­ყა­ლი­ბებს და გა­ნუ­ვი­თა­რებს სხვა­დას­ხ­ვა სა­ჭი­რო უნარ-ჩვე­ვას.

მო­ზარდს, მი­სი აღ­ქ­მი­თი უნა­რე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, და­ეხ­მა­რე­ბა მუ­სი­კის მი­მართ ინ­ტე­რე­სის გაღ­ვი­ვე­ბა­ში, სის­ტე­მა­ში მო­იყ­ვანს მის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, შე­უქ­მ­ნის წარ­მოდ­გე­ნას სხვა­დას­ხ­ვა ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი მოვ­ლე­ნი­სა და ადა­მი­ა­ნის ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­როს შე­სა­ხებ, რაც ესო­დენ თა­ვი­სე­ბურ ასახ­ვას პო­უ­ლობს მუ­სი­კა­ლურ მხატ­ვ­რულ სა­ხე­ებ­ში.

სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში მა­სა­ლა წარ­მოდ­გე­ნი­ლია მოკ­ლე, ლა­კო­ნი­უ­რი, ად­ვი­ლად წა­სა­კითხი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ხით. ვცდი­ლობთ, მკითხ­ველ­თან, ანუ მოს­წავ­ლეს­თან გავ­მარ­თოთ დი­ა­ლო­გი. ამ მიზ­ნით ტექ­ს­ტი და­ნა­წევ­რე­ბუ­ლია, და­ყო­ფი­ლია, ჩარ­თუ­ლია კითხ­ვე­ბი. რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მუ­სი­კის გაკ­ვე­თი­ლებ­ზე მთა­ვარ პრინ­ცი­პად მიგ­ვაჩ­ნია ვას­წავ­ლოთ მოს­წავ­ლე­ებს მუ­სი­კა­ზე სა­უ­ბა­რი.

ქართული, როგორც მეორე ენა

2021 წელს გრიფ­მი­ნი­ჭე­ბუ­ლი მე-7 და მე-8 კლა­სე­ბის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი გან­კუთ­ვ­ნი­ლია არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი და ქარ­თუ­ლი ენის შეს­წავ­ლის მსურ­ვე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის და წარ­მო­ად­გენს I-VI კლა­სე­ბის გრიფ­მი­ნი­ჭე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის სე­რი­ის გაგ­რ­ძე­ლე­ბას. კომ­პ­ლექ­ტ­ში შე­დის: მოს­წავ­ლის წიგ­ნი, მოს­წავ­ლის რვე­უ­ლი, მას­წავ­ლებ­ლის წიგ­ნი და აუდი­ო­დის­კი.

ავ­ტო­რე­ბი: ეთერ მეს­ტ­ვი­რიშ­ვი­ლი და მაია ოღ­რა­პიშ­ვი­ლი

წიგ­ნე­ბი და­მუ­შა­ვე­ბუ­ლია ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მოთხოვ­ნა­თა და თა­ნა­მედ­რო­ვე გა­მოწ­ვე­ვე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში მო­ცე­მუ­ლი მა­სა­ლა გად­მო­ცე­მუ­ლია მოს­წავ­ლის­თ­ვის გა­სა­გებ, ცხოვ­რე­ბი­სე­ულ კონ­ტექ­ს­ტებ­თან ახ­ლოს მდგო­მი მა­გა­ლი­თე­ბით.

სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო შე­ი­ცავს სა­ვარ­ჯი­შო­ებს, მა­გა­ლი­თებს, ამო­ცა­ნებს, კომ­პ­ლექ­სურ და­ვა­ლე­ბებს და მოს­წავ­ლეს უბიძ­გებს მი­ვი­დეს გან­ზო­გა­დე­ბამ­დე, რო­მე­ლიც მკვიდ­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბის სა­ხით არის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი. სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში ყო­ვე­ლი მომ­დევ­ნო თე­მა ეფუძ­ნე­ბა წი­ნა თე­მებ­ში და­მუ­შა­ვე­ბულ/შე­ძე­ნილ ცოდ­ნას, გა­ნამ­ტ­კი­ცებს და ავი­თა­რებს მას. მო­ცე­მუ­ლი მა­სა­ლა გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლია მოს­წავ­ლის რვე­ულ­ში მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბით.

წარ­მოდ­გე­ნი­ლი მა­სა­ლა კარ­გად ასა­ხავს ენობ­რივ-კულ­ტუ­რულ თვით­მ­ყო­ფა­დო­ბას. მოს­წავ­ლე­ე­ბი ეც­ნო­ბი­ან ქცე­ვი­სა და მეტყ­ვე­ლე­ბის ეტი­კეტს. მო­ცე­მუ­ლია სო­ცი­ო­კულ­ტუ­რუ­ლი რე­ა­ლი­ე­ბი, ზნე-ჩვე­უ­ლე­ბე­ბი, ტრა­დი­ცი­ე­ბი, ეროვ­ნუ­ლი და რე­ლი­გი­უ­რი დღე­სას­წა­უ­ლე­ბი და სხვ.

მას­წავ­ლებ­ლის წიგ­ნ­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია ყვე­ლა თა­ვის მატ­რი­ცა და თი­თო­ე­უ­ლი გაკ­ვე­თი­ლის სა­რე­კო­მენ­და­ციო სცე­ნა­რი, რაც მას­წავ­ლე­ბელს და­ეხ­მა­რე­ბა სას­წავ­ლო პრო­ცე­სის უკეთ და­გეგ­მ­ვა­ში.

აფხაზური ენა და ლიტერატურა

აფხა­ზუ­რი სკო­ლე­ბის დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ებს უკ­ვე აქვთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, 2021-2022 სას­წავ­ლო წლი­დან, აფხა­ზუ­რი ენა შე­ის­წავ­ლონ ახა­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბით.

რი­ტა ამიჭ­ბა-მარ­ღა­ნია და ირ­მა ოსია, გა­მომ­ცემ­ლო­ბა „ინ­ტე­ლექ­ტ­თან“ ერ­თად, წარ­მო­გიდ­გენთ 2021 წელს გრიფ­მი­ნი­ჭე­ბულ აფხა­ზუ­რი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებს I-IV კლა­სე­ბი­სათ­ვის. თი­თო­ე­უ­ლი კლა­სის კომ­პ­ლექ­ტ­ში შე­დის: მოს­წავ­ლის წიგ­ნი და მას­წავ­ლებ­ლის წიგ­ნი.

აფხა­ზუ­რი ენა და ტრა­დი­ცი­ე­ბი ხომ ჩვე­ნი სა­ერ­თო, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი კულ­ტუ­რის ნა­წი­ლი და სიმ­დიდ­რეა.

გამომცემლობა „სწავლანი“

 

 

გამომცემლობა ოცდამეერთე

გამომცემლობა „საქართველოს მაცნე“

 

 

ფი­ზი­კა IX კლა­სი

ავ­ტორ­თა ჯგუ­ფი წარ­მო­გიდ­გენთ ფი­ზი­კის IX კლა­სის ახალ გრი­ფი­რე­ბულ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით მოხ­ვ­და სა­ხელ­მ­წი­ფო შეს­ყიდ­ვებ­ში. ეს ნიშ­ნავს, რომ 2021-2022 სას­წავ­ლო წელს რო­გორც კერ­ძო, ასე­ვე სა­ჯა­რო სკო­ლებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ, IX კლას­ში ფი­ზი­კა ამ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­თი ას­წავ­ლონ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს ოთხი­ვე თა­ნა­ავ­ტო­რი, მრა­ვა­ლი წე­ლია, თბი­ლი­სის სხვა­დას­ხ­ვა სკო­ლა­ში ვე­წე­ვით პე­და­გო­გი­ურ მოღ­ვა­წე­ო­ბას, რა­მაც დაგ­ვა­ნა­ხა ფი­ზი­კის სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის მრა­ვა­ლი პრობ­ლე­მა. სწო­რედ ამან გა­ა­ჩი­ნა იდეა, შეგ­ვექ­მ­ნა ფი­ზი­კის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­თა სე­რია. გა­სულ ორ წე­ლი­წად­ში უკ­ვე შევ­ქ­მე­ნით ფი­ზი­კის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო VII და VIII კლა­სელ­თათ­ვის, ეს სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო კი რი­გით მე­სა­მეა.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ფი­ზი­კა სა­ინ­ტე­რე­სო, მაგ­რამ მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის ერთ-ერ­თი „უხერ­ხუ­ლი“ სა­გა­ნია. ჩვენ მიზ­ნად და­ვი­სა­ხეთ ეს იარ­ლი­ყი ფი­ზი­კი­სათ­ვის ნა­წი­ლობ­რივ მა­ინც მოგ­ვეხ­ს­ნა. ამი­ტომ წიგ­ნ­ში მა­სა­ლა ისეა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რომ იგი მოს­წავ­ლე­თა რაც შე­იძ­ლე­ბა ფარ­თო წრი­სათ­ვის გა­სა­გე­ბი და სა­ინ­ტე­რე­სო იყოს. ყო­ვე­ლი პა­რაგ­რა­ფი იმ­გ­ვა­რა­დაა აგე­ბუ­ლი, რომ მი­სი და­საწყი­სი ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლია, თხრო­ბი­თი ხა­სი­ა­თი აქვს, კითხ­ვე­ბი კი, ძი­რი­თა­დად, პა­რაგ­რა­ფის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში­ა ­გა­და­ტა­ნი­ლი. მა­სა­ლის ასე­თი მი­წო­დე­ბა მოს­წავ­ლეს უად­ვი­ლებს თე­მის და­მო­უ­კი­დებ­ლად და­მუ­შა­ვე­ბას, რაც გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტუ­ა­ლუ­რია მა­შინ, რო­ცა მოს­წავ­ლე გაკ­ვე­თილს ვერ ეს­წ­რე­ბა.

სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო შედ­გე­ბა სა­მი თა­ვი­სა­გან: I — თა­ნა­ბა­რი და არა­თა­ნა­ბა­რი მოძ­რა­ო­ბა. მრუდ­წი­რუ­ლი მოძ­რა­ო­ბა (16 პა­რაგ­რა­ფი); II — ნი­უ­ტო­ნის კა­ნო­ნე­ბი და მა­თი გა­მო­ყე­ნე­ბა (20 პა­რაგ­რა­ფი) და III — მუდ­მი­ვო­ბის კა­ნო­ნე­ბი. სტა­ტი­კა (8 პა­რაგ­რა­ფი). ყო­ვე­ლი პა­რაგ­რა­ფის ბო­ლოს ცალ­კეა გა­მო­ყო­ფი­ლი პა­რაგ­რა­ფი­დან გა­მომ­დი­ნა­რე დას­კ­ვ­ნე­ბი (მკვიდ­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბი) და სა­კონ­ტ­რო­ლო კითხ­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც მი­უ­თი­თე­ბენ მოს­წავ­ლეს, თუ რა­ზე გა­ა­მახ­ვი­ლოს ყუ­რადღე­ბა ამ პა­რაგ­რაფ­ში. ასე­ვე გან­ხი­ლუ­ლია მრა­ვა­ლი ცდა (მათ შო­რის სა­ში­ნაო) და რამ­დე­ნი­მე პრო­ექ­ტი, რომ­ლე­ბიც ად­ვი­ლად აღ­საქ­მე­ლია და ხელს უწყობს მოს­წავ­ლეს სა­კითხის უკეთ გა­აზ­რე­ბა­ში.

პა­რაგ­რა­ფე­ბის ბო­ლოს გარ­ჩე­უ­ლია სა­შუ­ა­ლო სიძ­ლი­ე­რის ამო­ცა­ნა („ერ­თად ამოვ­ხ­ს­ნათ ამო­ცა­ნა“), ხო­ლო შემ­დეგ, და­ვა­ლე­ბის სა­ხით, მო­ცე­მუ­ლია კი­დევ 10 ამო­ცა­ნა. სა­მი­ვე თა­ვის ბო­ლოს მო­ცე­მუ­ლია „თა­ვის შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი კითხ­ვე­ბი და ამო­ცა­ნე­ბი“, ერ­თად — 135 ამო­ცა­ნა. წიგ­ნ­ში სულ 569 ამო­ცა­ნა და კითხ­ვა-ამო­ცა­ნაა, ამი­ტომ მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, და­მა­ტე­ბით, ამო­ცა­ნა­თა კრე­ბუ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბა არ არის, რაც მათ­თ­ვის მო­ხერ­ხე­ბუ­ლი­ცაა. სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო გათ­ვ­ლი­ლია და­სა­ხუ­ლი მიზ­ნის მიღ­წე­ვა­ზე შე­და­რე­ბით მოკ­ლე გზით, მი­სი ენა ასა­კის შე­სა­ბა­მი­სი და გა­სა­გე­ბია.

სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს თან ერ­თ­ვის მას­წავ­ლებ­ლის წიგ­ნი, რო­მე­ლიც კარ­გი გზამ­კ­ვ­ლე­ვია მას­წავ­ლე­ბელ­თათ­ვის. მას­ში ყუ­რადღე­ბა გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლია გაკ­ვე­თი­ლის და­გეგ­მ­ვა­ზე,

სა­კითხე­ბის მკვიდრ წარ­მოდ­გე­ნებ­ზე, გა­ცე­მუ­ლია პა­სუ­ხი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში დას­მულ ყვე­ლა კითხ­ვა­ზე, დაწ­ვ­რი­ლე­ბი­თაა ამოხ­ს­ნი­ლი ყვე­ლა ამო­ცა­ნა, მო­ცე­მუ­ლია კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის ნი­მუ­შე­ბი ყვე­ლა სა­მიზ­ნე თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც ზუსტ თან­ხ­ვედ­რა­შია გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის“ მოთხოვ­ნებ­თან. აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია შევ­ქ­მ­ნათ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სას­კო­ლო-სას­წავ­ლო გეგ­მა-კუ­რუ­კუ­ლუ­მი.

არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბამ­დე, წიგ­ნის უკეთ გაც­ნო­ბის მიზ­ნით, გან­ზ­რა­ხუ­ლი გვაქვს მო­გა­წოდოთ ის რო­გორც ელექ­ტ­რო­ნუ­ლი, ასე­ვე და­ბეჭ­დი­ლი სა­ხით. არ­ჩე­ვა­ნი კი თქვენ­ზეა!

და­ინ­ტე­რე­სე­ბის შემ­თხე­ვა­ში და­უ­კავ­შირ­დით ავ­ტორ­თა ჯგუფს შემ­დეგ ნო­მერ­ზე:
591 95 90 63

სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს ავ­ტო­რე­ბი:

მე­რაბ ტუ­ღუ­ში — შპს „მე­ექ­ვ­სე სა­ავ­ტო­რო სკო­ლის“ ფი­ზი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი;

თე­ი­მუ­რაზ შენ­გე­ლია — არა­სა­ხელ­მ­წი­ფო სა­ე­რო ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­შუ­ა­ლო სკო­ლა „მერ­მი­სის“ ფი­ზი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი;

თე­მურ შენ­გე­ლია — ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი სკო­ლის ფი­ზი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი;

გი­ორ­გი ლო­მი­ძე — ვ. კო­მა­რო­ვის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის 199-ე სა­ჯა­რო სკო­ლის ფი­ზი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი.

მოგ­ვ­ძებ­ნეთ facebook-ზე: „ფი­ზი­კა — ტუ­ღუ­ში, შენ­გე­ლია, შენ­გე­ლია, ლო­მი­ძე

ქიმია IX კლა­სი

მას­წავ­ლებ­ლის წიგ­ნი

გან­კუთ­ვ­ნი­ლია IX კლა­სის ქი­მი­ის მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის. წიგ­ნი არის დამ­ხ­მა­რე მა­სა­ლა, რო­მე­ლიც მას­წავ­ლებ­ლებს ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის სტან­დარ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბის მიღ­წე­ვა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.

მას­წავ­ლებ­ლის წიგ­ნ­ში მო­ცე­მუ­ლია:

⇒ თე­მე­ბი­სა და შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ცხრი­ლე­ბი;

⇒ წლი­უ­რი სას­წავ­ლო პროგ­რა­მის/სას­კო­ლო კუ­რი­კუ­ლუ­მის აგე­ბის პრინ­ცი­პე­ბი;

⇒ქი­მი­ის, რო­გორც სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნის, სწავ­ლე­ბის სპე­ცი­ფი­კუ­რი მიდ­გო­მე­ბი;

⇒ კოგ­ნი­ტუ­რი უნა­რე­ბი და სწავ­ლე­ბის სტრა­ტე­გი­ე­ბი;

⇒ თე­მა­ტუ­რი მატ­რი­ცე­ბი, რო­მელ­შიც დე­ტა­ლუ­რა­დაა აღ­წე­რი­ლი კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის ნი­მუ­შე­ბი თე­მე­ბის მი­ხედ­ვით და მა­თი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ეტა­პე­ბი;

⇒ სტან­დარ­ტის შე­დე­გე­ბის მიღ­წე­ვი­სა და წიგ­ნის ში­ნა­არ­სის ურ­თი­ერ­თ­კავ­ში­რის რუ­კა;

⇒ გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი და გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის ნი­მუ­შე­ბი შე­სა­ბა­მი­სი შე­ფა­სე­ბის რუბ­რი­კე­ბით;

⇒ გრა­ფი­კუ­ლი მა­ორ­გა­ნი­ზებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ხელს შე­უწყობს ქი­მი­ის შეს­წავ­ლის პრო­ცე­სის გა­მარ­ტი­ვე­ბას;

⇒ პრობ­ლე­მა­ზე და­ფუძ­ნე­ბულ სწავ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი;

⇒ და­მა­ტე­ბი­თი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სე­ბი.

ვფიქ­რობთ, წიგ­ნ­ში მო­ცე­მუ­ლი მა­სა­ლა მას­წავ­ლე­ბელს და­ეხ­მა­რე­ბა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი მიზ­ნე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბა­ში. წიგ­ნ­ში მო­ცე­მულ ნი­მუ­შებ­ში დე­ტა­ლუ­რა­დაა აღ­წე­რი­ლი კვლე­ვა-ძი­ე­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის მა­გა­ლი­თე­ბი, რაც გა­უ­ად­ვი­ლებს მას­წავ­ლე­ბელს უკეთ და­გეგ­მოს თი­თო­ე­უ­ლი თე­მის გაკ­ვე­თი­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სი აქ­ტი­ვო­ბე­ბი.

მოს­წავ­ლის წიგ­ნის

შექ­მ­ნი­სათ­ვის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მა, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხ­მობს სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სის წარ­მარ­თ­ვას ყო­ფა-ცხოვ­რე­ბა­სა და გა­რე­მოს­თან მჭიდ­რო კავ­შირ­ში, მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მოთხოვ­ნა­თა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და და­მო­უ­კი­დებ­ლად მუ­შა­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი გა­მო­ყე­ნე­ბით.

მოს­წავ­ლის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში, ტექ­ს­ტის ბეჭ­დურ ნა­წილ­თან ერ­თად, გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია ილუს­ტ­რა­ცი­ე­ბი, მო­დე­ლე­ბი, ცხრი­ლე­ბი, გრა­ფი­კე­ბი. გაკ­ვე­თილ­ზე და და­ვა­ლე­ბებ­ში მოს­წავ­ლე­ებს მო­ეთხო­ვე­ბათ მათ­თ­ვის ცნო­ბი­ლი სა­ყო­ფაცხოვ­რე­ბო საგ­ნე­ბის, მა­სა­ლე­ბი­სა თუ ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის არა­ორ­გა­ნულ და ორ­გა­ნულ ნა­ერ­თ­თა კლა­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბა და პი­რი­ქით. სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში წარ­მო­ჩე­ნილ თე­მებ­ში გან­მარ­ტე­ბუ­ლია მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის პრინ­ცი­პე­ბი, მა­თი კავ­ში­რი მი­ლე­ვა­დი და გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ის წყა­რო­ე­ბი­სა და წი­ა­ღი­სე­უ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბას­თან.

სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო აგე­ბუ­ლია კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვიზ­მის ძი­რი­თა­დი პრინ­ცი­პე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, წარ­მოდ­გე­ნი­ლია თე­მე­ბის შე­სა­ბა­მი­სი დეკ­ლა­რა­ტი­უ­ლი, პრო­ცე­დუ­რუ­ლი და პი­რო­ბი­სე­უ­ლი კითხ­ვე­ბი, სა­ვარ­ჯი­შო­ე­ბი, შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი და კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც გათ­ვ­ლი­ლია სხვა­დას­ხ­ვა სა­აზ­როვ­ნო უნა­რებ­ზე. მოს­წავ­ლის წიგნს თან ახ­ლავს საც­ნო­ბა­რო მა­სა­ლა (პე­რი­ო­დუ­ლო­ბის ცხრი­ლი, მე­ტალ­თა აქ­ტი­უ­რო­ბის მწკრი­ვი, ხსნა­დო­ბის ცხრი­ლი; ხში­რად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ერ­თე­უ­ლე­ბი და სხვ.). მოს­წავ­ლის წიგ­ნ­ში მო­ცე­მუ­ლი პი­რო­ბი­თი აღ­ნიშ­ვ­ნე­ბი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და­ვა­ლე­ბე­ბი ხელს შე­უწყობს სწავ­ლის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, რო­გო­რიც არის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მუ­შა­ო­ბის უნა­რი.

მუსიკა IX კლა­სი

მე-9 კლას­ში, სას­წავ­ლო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მოს­წავ­ლე­ე­ბი შე­ის­წავ­ლი­ან შემ­დეგ თე­მებს:

თე­მა­ტუ­რი ბლო­კი: მუ­სი­კა სამ­ყა­რო­ში და სამ­ყა­რო მუ­სი­კა­ში

თე­მა: მი­თი და რე­ა­ლო­ბა მუ­სი­კა­ში

თე­მა­ტუ­რი ბლო­კი: მუ­სი­კა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და სა­ზო­გა­დო­ე­ბა მუ­სი­კა­ში

თე­მა: სო­ცი­ა­ლუ­რი კა­ტაკ­ლიზ­მე­ბი მუ­სი­კა­ში

თე­მა­ტუ­რი ბლო­კი: მე მუ­სი­კა­ში და მუ­სი­კა ჩემ­ში

თე­მა: გმი­რი და ან­ტიგ­მი­რი მუ­სი­კა­ში

მუ­სი­კის საგ­ნის სას­წავ­ლო კომ­პ­ლექ­ტი შე­ი­ცავს: მოს­წავ­ლის, მას­წავ­ლებ­ლის წიგ­ნებ­სა და ელექ­ტ­რო­ნულ რე­სურსს — აუდიო- და ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რებს, რომ­ლე­ბიც მო­თავ­სე­ბუ­ლია ცალ-ცალ­კე სა­ქა­ღალ­დე­ებ­ში თი­თო­ე­უ­ლი გაკ­ვე­თი­ლი­სა და აქ­ტი­ვო­ბე­ბის მი­ხედ­ვით.

სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში, პე­რი­ო­დუ­ლად, ხდე­ბა წი­ნა წლებ­ში გან­ხი­ლუ­ლი მა­სა­ლი­დან ცოდ­ნის გა­მე­ო­რე­ბა/გა­აქ­ტი­უ­რე­ბა გაკ­ვე­თი­ლის თე­მის შე­სა­ბა­მის კონ­ტექ­ს­ტ­ში.

მას­წავ­ლებ­ლის წიგ­ნი მო­ი­ცავს:

⇒ კო­მენ­ტა­რებს მოს­წავ­ლის წიგ­ნის სა­გაკ­ვე­თი­ლო პა­რაგ­რა­ფებ­ზე;

⇒ ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მას­თან შე­სა­ბა­მის თე­მა­ტურ რუ­კებს (მატ­რი­ცებს);

⇒ სა­ერ­თო რე­კო­მენ­და­ცი­ებს სა­გაკ­ვე­თი­ლო სცე­ნა­რე­ბის­თ­ვის;

⇒ გაკ­ვე­თი­ლის სცე­ნა­რებს (ნი­მუ­შებს);

⇒ შე­ფა­სე­ბის რუბ­რი­კე­ბის ნი­მუ­შებს;

⇒ კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბე­ბის ნი­მუ­შებს;

⇒ აუდიო- და ვი­დე­ო­რე­სურ­სებს.

ვფიქ­რობთ, ჩვენ მი­ერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი სას­წავ­ლო კომ­პ­ლექ­ტის თი­თო­ე­უ­ლი კომ­პო­ნენ­ტის ამომ­წუ­რა­ვად და სრულ­ყო­ფი­ლად გა­მო­ყე­ნე­ბა სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გის მიღ­წე­ვის სა­წინ­და­რია.

მოს­წავ­ლის წიგ­ნი

უდი­დე­სი ემო­ცი­უ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის მქო­ნე მუ­სი­კა, სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, გად­მო­ცე­მე­ბი­სა და მი­თე­ბის თან­მ­დე­ვი იყო. უხ­სო­ვა­რი დრო­ი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, მუ­სი­კა დღე­სას­წა­უ­ლე­ბი­სა და რი­ტუ­ა­ლე­ბის სა­ვალ­დე­ბუ­ლო ატ­რი­ბუ­ტია.

მოს­წავ­ლის წიგ­ნის პირ­ველ ნა­წილ­ში მიზ­ნად და­ვი­სა­ხეთ მი­თი­სა და მუ­სი­კის არ­სის მსგავ­სე­ბის გა­მოვ­ლე­ნა — რა არის მი­თი, რა სა­ხით ვლინ­დე­ბა ის ხე­ლოვ­ნე­ბა­ში და, გან­სა­კუთ­რე­ბით, მუ­სი­კა­ში. მო­გითხ­რობთ სა­ინ­ტე­რე­სო მი­თებ­სა და რი­ტუ­ა­ლებ­ზე, რო­მელ­თა მი­ხედ­ვით გა­ვეც­ნო­ბით მსოფ­ლიო ხალ­ხ­თა კულ­ტუ­რას. მო­ვის­მენთ და ვი­სა­უბ­რებთ მი­თო­ლო­გი­ურ თე­მა­ზე შექ­მ­ნილ მუ­სი­კა­ლურ ნა­წარ­მო­ე­ბებ­ზე, გან­ვი­ხი­ლავთ თა­ნა­მედ­რო­ვე მი­თო­ლო­გი­ურ პერ­სო­ნა­ჟებს; გა­ვი­გებთ, რა ხერ­ხე­ბით გად­მო­ი­ცე­მა მით­ში არ­სე­ბუ­ლი აზ­რი, ში­ნა­არ­სი, რით ემ­ს­გავ­სე­ბა გად­მო­ცე­მის ეს ხერ­ხე­ბი მუ­სი­კის მხატ­ვ­რულ ხერ­ხებს.

სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს მე­ო­რე და მე­სა­მე თა­ვებ­ში მო­ცე­მუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი დაგ­ვეხ­მა­რე­ბა: რო­გორ ამო­ვიც­ნოთ მუ­სი­კა­ში სო­ცი­ა­ლუ­რი კა­ტაკ­ლიზ­მე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ინ­ტო­ნა­ცი­ე­ბი; რო­მელ მუ­სი­კა­ლურ-გა­მომ­სახ­ვე­ლო­ბით ხერ­ხებს მი­მარ­თა­ვენ კომ­პო­ზი­ტო­რე­ბი მუ­სი­კა­ში გმი­რი­სა და ან­ტიგ­მი­რის მხატ­ვ­რუ­ლი სა­ხის გად­მო­სა­ცე­მად. ყო­ვე­ლი­ვე ამის აღ­საქ­მე­ლად და­გეხ­მა­რე­ბათ მუ­სი­კის მე-9 კლა­სის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში მო­ცე­მუ­ლი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი აქ­ტი­ვო­ბე­ბი, მდი­და­რი აუდიო- და ვი­დე­ო­მა­სა­ლა. გი­სურ­ვებთ წარ­მა­ტე­ბას. პა­ტი­ვის­ცე­მით, ავ­ტო­რი — ლია სუ­ლაქ­ვე­ლი­ძე

 

გამომცემლობა „კლიო“

 

 

გამომცემლობა „დიოგენე“

 

გეოგრაფია

სახელმძღვანელოს ნახვა და გადმოწრა შეგიძლიათ აქ ⇒ http://bit.ly/გეოგრაფია_9

სახელმძღვანელოს ავ­ტო­რე­ბი:

ზუ­რა ჯიშ­კა­რი­ა­ნი — თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სა და ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სო­ცი­ა­ლუ­რი ფსი­ქო­ლო­გი­ის მა­გის­ტ­რი.   გე­ოგ­რა­ფი, „ნი­უ­ტო­ნის თა­ვი­სუ­ფა­ლი სკო­ლის“ უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი;

ირ­მა კუ­ჭა­ვა —  თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ზი­კუ­რი გე­ოგ­რა­ფი­ი­სა და გა­რე­მოს დაც­ვის მა­გის­ტ­რი.   გე­ოგ­რა­ფი, „ნი­უ­ტო­ნის თა­ვი­სუ­ფა­ლი სკო­ლის“ უფ­რო­სი მას­წავ­ლე­ბე­ლი.

მოქალაქეობა 

სახელმძღვანელოს ნახვა და გადმოწრა შეგიძლიათ აქ ⇒ http://bit.ly/მოქალაქეობა_9

სახელმძღვანელოს ავ­ტო­რები:

სოფიო ბაჩილავა — სკოლა „ოპიზას“ სამოქალაქო განათლების მასწავლებელი, სოციალური მუშაობის მაგისტრი, პროექტ „ტელესკოლის“ მასწავლებელი, სა­მო­ქა­ლაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის თბილისის რეგიონალური საბჭოს წევრი. 2013-2017 წლებში სასკოლო სამოქალაქო განათლების კლუბების კოორდინატორი. 2021 წელს გახ­და წლის სა­უ­კე­­თე­სო მას­წავ­ლე­ბე­ლი და შე­ვი­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლე­ბელ­თა ათე­ულ­ში;

დავით ლოსაბერიძე — დოქტორი ისტორიაში, ევროპის საბჭოს ადგი­ლობრ­ივი ­თვი­თმ­მარ­თ­ვე­ლობის ევროპული ქარტიის ექსპერტთა ჯგუფის წევრი, ად­გი­ლობ­რი­ვი დე­მოკ­რა­ტიის ქსე­ლის გამგეობის თავმჯდომარე, კავკასიის უნი­ვერ­სი­ტეტის პროფესორი;

მინ­დია გო­გო­ჭუ­რი — თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ეკო­ნო­მი­კის ფა­კულ­ტე­ტის ბა­კა­ლავ­რი. გავ­ლი­ლი აქვს თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სი­უ­ლი პროგ­რა­მა Certified Financial Manager. აქვს ფი­ნან­სე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბის 15-წლიანი გამოცდილება, ამჟამად ბორან მაინინგ ენდ კო.-ს დირექტორი.

 

ფიზიკა

სახელმძღვანელოს ნახვა და გადმოწრა შეგიძლიათ აქ ⇒ http://bit.ly/ფიზიკა_9

სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს ავ­ტო­რი:

ქე­თე­ვან ტა­ტიშ­ვი­ლი — ბაქ­ს­ვუ­დის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლის ფი­ზი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი, რამ­დე­ნი­მე ტრე­ნინგ-მო­დუ­ლის თა­ნა­ავ­ტო­რი, ბუ­ნე­ბის, ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლე­ბი­სა და ფი­ზი­კის გრი­ფი­რე­ბუ­ლი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის, სა­ა­ტეს­ტა­ტო გა­მოც­დე­ბის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი დამ­ხ­მა­რე სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ავ­ტო­რი.

 

ისტორია

სახელმძღვანელოს ნახვა და გადმოწრა შეგიძლიათ აქ ⇒ http://bit.ly/ისტორია_9

სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს ავ­ტო­რე­ბი:

ნა­ტა ახ­მე­ტე­ლი — „ნი­უ­ტო­ნის თა­ვი­სუ­ფა­ლი სკო­ლის“ პე­და­გო­გი, სა­ზო­გადოებრივი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის კა­თედ­რის ხელმძღვანელი. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო მას­წავ­ლებ­ლის სახ­ლის ტრე­ნე­რი. ავ­ტო­რი ის­ტო­რი­ის სას­კო­ლო, ასე­ვე სა­ა­ტეს­ტა­ტო და ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი­სათ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი დამ­ხ­მა­რე სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი­სა;

ბე­სიკ ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძე — აკა­დე­მი­უ­რი დოქ­ტო­რი ის­ტო­რი­ა­ში, არ­ქე­ო­ლო­გი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბის კვლე­ვის ცენ­ტ­რის უფ­რო­სი მეც­ნი­ერ-თა­ნამ­შ­რო­მე­ლი, გ. რა­მიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ქ. თბი­ლი­სის №20 სა­ჯა­რო სკო­ლის მენ­ტო­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი, ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ლექ­ტო­რი, ავ­ტო­რი ის­ტო­რი­ის სას­კო­ლო, დამ­ხ­მა­რე და მე­თო­დუ­რი სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის და 50-მდე სა­მეც­ნი­ე­რო პუბ­ლი­კა­ცი­ი­სა;

არ­ჩილ თა­ბუ­კაშ­ვი­ლი — მე­დი­ე­ვის­ტი­კის მა­გის­ტ­რი, „ნი­უ­ტო­ნის თა­ვი­სუ­ფა­ლი­ლი სკო­ლის“ ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი, ილი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ლინ­გ­ვის­ტურ კვლე­ვა­თა ინ­ს­ტი­ტუ­ტის ასის­ტენტ-მკვლე­ვა­რი, გა­ნათ­ლე­ბის ცენტრ „რე­ნო­მეს“ ის­ტო­რი­ის ტრე­ნე­რი, ააიპ „სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბის ტრე­ნინგ ცენ­ტ­რის“ დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი;

ნა­თია ფირ­ცხა­ლა­ვა — სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის სა­დიპ­ლო­მო პროგ­რა­მის ევ­რო­პუ­ლი სკო­ლის ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი, ის­ტო­რი­ის მას­წავ­ლე­ბელ­თა ტრე­ნე­რი, ევ­როკ­ლი­ოს წევ­რი.

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები