12 თებერვალი, ოთხშაბათი, 2025

100 წლის ის­ტო­რია მარ­ტო მდი­დარ ტრა­დი­ცი­ას არ ნიშ­ნავს

spot_imgspot_img
გუ­რამ მარ­კო­ი­ძე

 

ადა­მი­ა­ნის მეხ­სი­ე­რე­ბა მრა­ვალ კარ­გად თუ ავად მო­სა­გო­ნარ ამ­ბავს ინა­ხავს, ზო­გა­დად, ცხოვ­რე­ბა მუდ­მივ ცვა­ლე­ბა­დო­ბა­შია, თვა­ლის­მომ­ჭ­რე­ლი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა ყვე­ლა­ფერს რო­დი უტო­ვებს ად­გილს კა­ცობ­რი­ო­ბის ხსოვ­ნა­ში, მაგ­რამ არ­სე­ბობს დღე, თვე თუ წე­ლი, რო­მე­ლიც წა­რუშ­ლელ კვალს ტო­ვებს ადა­მი­ა­ნის მეხ­სი­ე­რე­ბა­ში, რო­მელ­თა და­ვიწყე­ბა მას არ შე­უძ­ლია.

სწო­რედ ასეთ წელს გა­ნე­კუთ­ვ­ნე­ბა 1924 წე­ლი, ერ­თი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი წე­ლი აგა­რის ის­ტო­რი­ა­ში, წე­ლი, რო­ცა გა­იხ­ს­ნა პირ­ვე­ლი სკო­ლა, პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი ცოდ­ნის ტა­ძა­რი. თუმ­ცა, აუცი­ლე­ბე­ლია აღი­ნიშ­ნოს ის ავ­ბე­დი­თი პე­რი­ო­დი, რო­მელ­მაც აჭა­რის და გან­სა­კუთ­რე­ბით ზე­მო აჭა­რის ის­ტო­რი­ას თა­ვი­სი უარ­ყო­ფი­თი კვა­ლი და­აჩ­ნია, ეს ის 300 წე­ლია, რო­ცა სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბა კი არა, ქარ­თუ­ლად სა­უ­ბა­რიც ეკ­რ­ძა­ლე­ბო­დათ აქა­ურ ქარ­თ­ვე­ლებს. სამ­წუ­ხა­რო და გა­საკ­ვი­რია, რა თქმა უნ­და, ის ფაქ­ტი, რომ ტბელ აბუ­სე­რი­ძის გამ­ზ­რ­დელ კუთხე­ში ქარ­თუ­ლი წე­რა-კითხ­ვის მცოდ­ნე ადა­მი­ა­ნი თით­ქ­მის აღარ მო­ი­ძებ­ნე­ბო­და ან თუ ვინ­მემ იცო­და, ვერც კი ამ­ხელ­და ამას, აქ სწავ­ლა მხო­ლოდ არა­ბუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და მედ­რე­სე­ებ­ში. ამან სე­რი­ო­ზუ­ლი და­ღი და­ას­ვა ზე­მო აჭა­რის სწავ­ლა-გა­ნათ­ლე­ბის საქ­მეს, თუმ­ცა არა­მარ­ტო ამ საქ­მეს, არა­მედ ეროვ­ნუ­ლი იდენ­ტო­ბის ყვე­ლა კრი­ტე­რი­უმ­საც.

ეთ­ნოგ­რა­ფი თე­დო სა­ხო­კია, რო­ცა მოგ­ვითხ­რობს თა­ვი­სი მოგ­ზა­უ­რო­ბის შე­სა­ხებ ზე­მო აჭა­რა­ში, ამ­ბობს, რომ ქარ­თუ­ლად თით­ქ­მის არ სა­უბ­რობ­დ­ნენ. აღ­ნიშ­ნავს იმა­საც, რომ ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და იმ ბილ­წ­სიტყ­ვა­ო­ბის მოს­მე­ნაც კი, რო­ცა ხუ­ლო­ში ბავ­შ­ვი ქარ­თუ­ლად იგი­ნე­ბო­და.

ეს ის წლე­ბია, რო­დე­საც წე­რა-კითხ­ვის გა­მავ­რ­ცე­ლე­ბელ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ და­იწყო ზრუნ­ვა წე­რა-კითხ­ვის გავ­რ­ცე­ლე­ბა­ზე – გა­იხ­ს­ნა ქოხ-სამ­კითხ­ვე­ლო­ე­ბი, მო­იწ­ვი­ეს მას­წავ­ლებ­ლე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა­დას­ხ­ვა კუთხი­დან და და­იწყო მო­სახ­ლე­ო­ბის ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი ჩარ­თ­ვა სწავ­ლი­სა და სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში. რა­კი ამ მიდ­გო­მამ სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გი ვერ გა­მო­ი­ღო, იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დ­ნენ, სკო­ლე­ბი გა­ეხ­ს­ნათ. ჩვენს რე­გი­ონ­ში, პირ­ვე­ლად, ღორ­ჯომ­ში გა­იხ­ს­ნა პირ­ვე­ლი დაწყე­ბი­თი სკო­ლა და ამის შემ­დეგ, ნელ-ნე­ლა,  სხვა კომ­პაქ­ტუ­რად და­სახ­ლე­ბულ უბ­ნებ­ში. მათ შო­რის აგა­რა­შიც (1924წ.), ჩა­ხალ შა­ვა­ძის სახ­ლ­ში. ზე­პი­რი გად­მო­ცე­მით, ამ სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი­დან, ჩემ­თ­ვის მხო­ლოდ ალი­ოს­მან მარ­კო­ი­ძის სა­ხე­ლი და გვა­რია ცნო­ბი­ლი. პირ­ველ მას­წავ­ლებ­ლე­ბად კი მოწ­ვე­უ­ლი იყო ორი ქალ­ბა­ტო­ნი — ვინ­მე დეს­პი­ნა და ლიუდ­მი­ლა, მა­თი გვა­რე­ბი უც­ნო­ბია. 30-იან წლებ­ში მათ მოწ­ვე­უ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი ქიშ­ვარდ გუ­გუშ­ვი­ლი მი­ე­მა­ტე­ბა.

1938 წლი­დან უკ­ვე სა­ჭი­რო ხდე­ბა სკო­ლის 8-წლი­ა­ნად გა­და­კე­თე­ბა. ომის წი­ნა პე­რი­ოდ­ში ამ სკო­ლის მას­წავ­ლებ­ლად მუ­შა­ო­ბას იწყებს ლან­ჩხუ­თის მკვიდ­რი ვლა­დი­მერ მეგ­რე­ლა­ძე, რო­მელ­საც მთე­ლი სო­ფე­ლი ვა­ლო­დია მეგ­რე­ლა­ძე­თი იც­ნობს. შემ­დეგ ომ­ში გა­იწ­ვი­ეს, ომი რომ დამ­თავ­რ­და, ის კვლავ აგა­რის სკო­ლას და­უბ­რუნ­და (ამ­ჯე­რად ცოლ­თან ერ­თად), სკო­ლის დი­რექ­ტო­რის რან­გ­ში. მათ აქ შე­ე­ძი­ნათ შვი­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც აგა­რის სკო­ლა და­ამ­თავ­რეს, ანუ 1971 წლამ­დე ცხოვ­რობ­დ­ნენ და მოღ­ვა­წე­ობ­დ­ნენ აგა­რა­ში.

50-იან წლებ­ში აგა­რის სკო­ლა­ში მუ­შა­ო­ბა და­იწყეს ქალ­ბა­ტო­ნებ­მა: სა­შა ხა­ჟო­მი­ამ და ბა­ბუ­ცა ბა­ხი­ამ. სა­შა ხა­ჟო­მია, 4 წლის შემ­დეგ, აგა­რა­ში გათხოვ­და, ად­გი­ლობ­რივ მკვიდრ ომერ მარ­კო­ი­ძე­ზე, შე­ე­ძი­ნათ შვი­ლი და სი­ცოცხ­ლის ბო­ლომ­დე აგა­რა­ში დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის მას­წავ­ლებ­ლად მუ­შა­ობ­და.

1958 წელს, სა­ჭი­რო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, აგა­რის სკო­ლა სა­შუ­ა­ლო სკო­ლად გა­და­კეთ­და. 60-იანი წლე­ბი­დან მას და­უბ­რუნ­დ­ნენ ად­გი­ლობ­რი­ვი კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც ბა­თუ­მის მა­შინ­დელ პე­და­გო­გი­ურ ინ­ს­ტი­ტუტ­ში მი­ი­ღეს გა­ნათ­ლე­ბა: ალექ­სან­დ­რე ბე­რი­ძე, არ­ჩილ მგე­ლა­ძე, ბე­ჟან მარ­კო­ი­ძე, გი­ვი მგე­ლა­ძე, არ­ჩილ მარ­კო­ი­ძე, ვახ­ტანგ ბოლ­ქ­ვა­ძე, თენ­გიზ მუ­შარ­ბა­ძე და პირ­ვე­ლი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე ად­გი­ლობ­რი­ვი ქალ­ბა­ტო­ნი – ჟუ­ჟუ­ნა ვა­შაყ­მა­ძე.

ვლა­დი­მერ მეგ­რე­ლა­ძის წას­ვ­ლის შემ­დეგ, 1971 წლი­დან 1974 წლამ­დე, სკო­ლის დი­რექ­ტო­რი იყო ალექ­სან­დ­რე ბე­რი­ძე; 1974 წლი­დან 1976 წლამ­დე – არ­ჩილ მარ­კო­ი­ძე, 1976-77 წლებ­ში – მურ­მან აბუ­ლა­ძე,  ხო­ლო 1977-79 წლებ­ში – არ­ჩილ მგე­ლა­ძე, 1979 წლი­დან 1981 წლამ­დე, აგა­რის სა­შუ­ა­ლო სკო­ლის დი­რექ­ტო­რად მუ­შა­ო­ბას აგ­რ­ძე­ლებს მაყ­ვა­ლა ვე­რუ­ლი­ძე. სწო­რედ ამ დროს და­იწყო აგა­რა­ში კა­პი­ტა­ლუ­რი სკო­ლის მშე­ნებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც 1982 წელს დას­რულ­და, რო­ცა არ­ჩილ მგე­ლა­ძე უბ­რუნ­დე­ბა სკო­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბას, შემ­დეგ, 1986 წლი­დან 2017 წლამ­დე, სკო­ლის დი­რექ­ტო­რე­ბი იყ­ვ­ნენ: ოთარ წუ­ლუ­კი­ძე, ნო­დარ შა­ვა­ძე, გი­ვი მგე­ლა­ძე, არ­ჩილ მგე­ლა­ძე, ვა­ჟა მარ­კო­ი­ძე, რო­მე­ლიც 2017 წლი­დან იც­ვ­ლის საცხოვ­რე­ბელ ად­გილს და ამის შემ­დეგ, დღემ­დე, სკო­ლის დი­რექ­ტო­რი გახ­ლა­ვართ მე – გუ­რამ მარ­კო­ი­ძე.

სა­უ­კუ­ნო­ვან­მა სკო­ლამ დი­დი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ში, მის ბუ­დე­ში მრა­ვა­ლი სა­ხე­ლო­ვა­ნი ახალ­გაზ­რ­და აღი­ზარ­და, რო­მელ­თაც სხვა­დას­ხ­ვა დარ­გ­ში ღირ­სე­უ­ლად გა­მო­ი­ჩი­ნეს თა­ვი. გან­ვ­ლი­ლი 100 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენს სკო­ლას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და 150-ზე მე­ტი მას­წავ­ლე­ბე­ლი, ამ კედ­ლებ­ში აღი­ზარ­და და დაფ­რ­თი­ან­და 1000-ობით მოს­წავ­ლე, არა­ერ­თი ოქ­რო­სა და ვერ­ცხ­ლის მე­და­ლო­სა­ნი. ძა­ლი­ან ბევ­რ­მა მი­ი­ღო უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა, ამ სკო­ლამ გა­ზარ­და არა­ერ­თი მეც­ნი­ე­რი, დოქ­ტო­რი, პრო­ფე­სო­რი, ასე­ვე ბევ­რი სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი, ბევ­რიც უცხო­ეთ­ში აგ­რ­ძე­ლებს სწავ­ლა­სა და მოღ­ვა­წე­ო­ბას.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეკო­მიგ­რა­ცი­ამ ბევ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი თუ მოს­წავ­ლე, ნებ­სით თუ უნებ­ლი­ეთ, წა­არ­თ­ვა ჩვენს სო­ფელ­სა და სკო­ლას, აგა­რის სა­ჯა­რო სკო­ლა შე­უ­ჩე­რებ­ლად აგ­რ­ძე­ლებს სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, იმ 98 მოს­წავ­ლის­თ­ვის, ვინც ჩვე­ნი სოფ­ლი­სა და ქვეყ­ნის ღირ­სე­უ­ლი მო­მა­ვა­ლი უნ­და იყოს.

100 წლის ის­ტო­რია მარ­ტო მდი­დარ ტრა­დი­ცი­ას არ ნიშ­ნავს, ეს უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაა თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის­თ­ვის. ასე რომ, ვი­სურ­ვებ, კვლა­ვაც გაგ­ვეგ­რ­ძე­ლე­ბი­ნოს ეს მი­სია – აღ­გ­ვე­ზარ­დოს წიგ­ნი­ე­რი, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი და მი­ზან­და­სა­ხუ­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ვის წვლილს შე­ი­ტა­ნენ ჩვე­ნი ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

 

spot_img

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები