„საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის №126/ნ ბრძანებაში ცვლილება შევიდა, რომელიც არეგულირებს საჯარო სკოლების (შემდგომში – სკოლა) მასწავლებელთა/მასწავლებლობის მაძიებელთა (შემდგომში – მასწავლებელი), ასევე სპეციალურ მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალურ ოდენობას და პირობებს.
ცვლილების თანახმად, სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატის სრული ოდენობა იქნება:
√ უფროსი მასწავლებლისათვის – 470 ლარი;
√ წამყვანი მასწავლებლისათვის – 850 ლარი;
√ მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლისათვის – 1150 ლარი.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანების (№187/ნ) სრული ვერსია „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ იხილეთ ბმულზე https://matsne.gov.ge/ka/document/view/4651816?fbclid=IwAR1TrMhz1F2XI40gETD2Pip3DNhoumBVQ82uLd6LAuUaKogPuhb_tLzEnX4&publication=0