5 ოქტომბერი, შაბათი, 2024

1 ივლისიდან მასწავლებლის ანაზღაურების ახალი სისტემა ამოქმედდება

spot_img

1 ივლისიდან მასწავლებელთა ხელფასების ზრდას გიორგი ამილახვარი ადასტურებს საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილ წერილობით მოხსენებაში და აღნიშნავს, რომ 2024 წლის 1 ივლისიდან მასწავლებლების შრომის ანაზღაურება გადადის ახალ სახელფასო სისტემაზე, რომლის მთავარი პრინციპი ხარისხიანი განათლების უზრუნველსაყოფად სამართლიანი, გამჭვირვალე ანაზღაურების სისტემის შექმნაა.

ახალი სახელფასო სისტემით ყველა მასწავლებელს ანაზღაურება გაეზრდება, ბუნებრივია, მაღალი საათობრივი დატვირთვის შემთხვევაში, ზრდა უფრო დიდი იქნება და სრულ განაკვეთზე მყოფ მასწავლებლების 70%-ს ანაზღაურება, საშუალოდ, 500 ლარით გაეზრდება.

ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის მიზნით, ბუნებრივია, სისტემა შეიმუშავებს მხარდამჭერ მექანიზმებს, რათა მასწავლებლებმა შეძლონ პროფესიული განვითარება და კარიერული წინსვლა.

მკითხველთა კლუბი

მე ვარ…

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები