24 ნოემბერი, კვირა, 2024

ჯე­ო­ლა­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა USAID-ის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მის სა­ზაფხუ­ლო ონ­ლა­ინ სკო­ლა­ში

spot_img

USAID-ის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის ახა­ლი პროგ­რა­მა სა­ქარ­თ­ვე­ლოს სკო­ლებ­ში წარ­მა­ტე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. პროგ­რა­მა­ში, მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით, ჩარ­თუ­ლია 650 სკო­ლა, რო­მელ­თა მოს­წავ­ლე­ე­ბი, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გო­გე­ბი და ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის წევ­რე­ბი, შემ­დე­გი 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მრა­ვალ სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ტი­ვო­ბას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ.

პროგ­რა­მის მი­ზა­ნია მა­ღა­ლი მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი შეგ­ნე­ბის, სა­მო­ქა­ლა­ქო პრო­ცე­სებ­ში ჩარ­თუ­ლი ახალ­გაზ­რ­დე­ბის აღ­ზ­რ­და. პროგ­რა­მა ით­ვა­ლის­წი­ნებს ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის და­ნერ­გ­ვას სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში, სკო­ლა­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კულ­ტუ­რის და­ნერ­გ­ვის ხელ­შეწყო­ბას, ბიზ­ნე­სი­სა და სკო­ლე­ბის და­კავ­ში­რე­ბას.

USAID-ის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მა ხორ­ცი­ელ­დე­ბა PH INTERNATIONAL სა­ქარ­თ­ვე­ლოს მი­ერ, აშშ სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს (USAID) და­ფი­ნან­სე­ბი­თა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მხარ­და­ჭე­რით. პროგ­რა­მის პარ­ტ­ნი­ო­რე­ბი არი­ან: სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გოგ­თა ფო­რუ­მი, გი­ვი ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ამე­რი­კუ­ლი აკა­დე­მია თბი­ლის­ში, ჯე­ო­ლა­ბი, რე­ზო­ნან­სი (აშშ) და 11 რე­გი­ო­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია.

ამ­ჯე­რად, USAID-ის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მის ერთ-ერ­თი პარ­ტ­ნი­ო­რის – ჯე­ო­ლა­ბის საქ­მი­ა­ნო­ბას და სა­ზაფხუ­ლო ონ­ლა­ინ სკო­ლის მუ­შა­ო­ბას გა­გაც­ნობთ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ზაფხუ­ლო ონ­ლა­ინ სკო­ლა, 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ყო­ველ ზაფხულს ჩა­ტარ­დე­ბა.

რა არის ჯე­ო­ლა­ბი? ჯე­ო­ლა­ბი ინო­ვა­ცი­ე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ლა­ბო­რა­ტო­რია და სას­წავ­ლო ცენ­ტ­რია, სა­დაც ის­წავ­ლე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი: პროგ­რა­მი­რე­ბა, დი­ზა­ი­ნი, ციფ­რუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბი. ჯე­ო­ლა­ბი და­არ­ს­და 2015 წელს და მას შემ­დეგ არა­ერ­თი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პრო­ექ­ტი გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბია, 2017 წლი­დან კი ჰიბ­რი­დულ რე­ჟიმ­ში ატა­რებს კურ­სებს ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით. აქ შექ­მ­ნილ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სებს მას­წავ­ლებ­ლე­ბი სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში იყე­ნე­ბენ, დაწყე­ბით კლა­სებ­ში.

მო­ბი­ლუ­რი და ვე­ბაპ­ლი­კა­ცი­ე­ბის ლა­ბო­რა­ტო­რია ჯე­ო­ლა­ბი USAID-ის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მის ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პარ­ტ­ნი­ო­რია, რომ­ლის დახ­მა­რე­ბი­თაც, შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის და­ნერ­გ­ვა სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში.

USAID-ის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მამ სა­ზაფხუ­ლო ონ­ლა­ინ სკო­ლა ჯე­ო­ლაბ­თან პარ­ტ­ნი­ო­რო­ბის ფარ­გ­ლებ­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. მოს­წავ­ლე­ე­ბი, დის­ტან­ცი­ურ ფორ­მატ­ში, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის სა­კითხებ­სა და ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის საწყი­სებს გა­ეც­ნენ.

ლა­ნა ლა­ბა­ძე, ჯე­ო­ლა­ბის აღმასრულებელი დი­რექ­ტო­რი: „ჯე­ო­ლა­ბი USAID-ის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მა­ში ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პო­ნენ­ტი­თაა ჩარ­თუ­ლი. ჯე­ო­ლაბ­ში შე­იქ­მ­ნე­ბა პლატ­ფორ­მა, რო­მე­ლიც გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში. ძი­რი­თა­დი ჩარ­თუ­ლო­ბა კი ეთ­მო­ბა ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სწავ­ლე­ბას, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს რამ­დე­ნი­მე ეტაპს, რაც მოს­წავ­ლე­ებს შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს, ნუ­ლი­დან და­იწყონ სწავ­ლა შემ­დე­გი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით: ვებ­დი­ზა­ი­ნი, თა­მა­შე­ბის დე­ვე­ლოპ­მენ­ტი და მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცი­ე­ბის დე­ვე­ლოპ­მენ­ტი; შე­საძ­ლებ­ლო­ბა ექ­ნე­ბათ, გა­იღ­რ­მა­ონ ცოდ­ნა ამა­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბით და შეძ­ლონ რე­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბის შექ­მ­ნა. მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა, ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ცოდ­ნით თა­ვად შეძ­ლონ ელექ­ტ­რო­ნუ­ლი რე­სურ­სე­ბის შექ­მ­ნა, რომ­ლე­ბიც მათ თა­ნა­ტო­ლებ­სა და უფ­რო­სებს ციფ­რულ სამ­ყა­რო­ში ნა­ვი­გა­ცი­ა­ში ან პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა­ში და­ეხ­მა­რე­ბა, ამას­თა­ნა­ვე, და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბას­თან, არ­სე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის გა­დაწყ­ვე­ტებ­სა თუ ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის სა­კითხებ­თან“.

USAID-ის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ამ პროგ­რა­მა­ში ჩარ­თუ­ლი სკო­ლე­ბის VII-XII კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ებს აქვთ. რო­გორც ჯე­ო­ლა­ბის აღმასრულებელმა დი­რექ­ტორ­მა, ლა­ნა ლა­ბა­ძემ გვითხ­რა, მიმ­დი­ნა­რე ონ­ლა­ინ სკო­ლა­ში და­გეგ­მილ­ზე (200 მოს­წავ­ლე) მე­ტი – 286 მოს­წავ­ლე მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

სა­ზაფხუ­ლო ონ­ლა­ინ სკო­ლის ფარ­გ­ლებ­ში, მოს­წავ­ლე­ე­ბი სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბი­დან ეც­ნო­ბი­ან ისეთ თე­მებს რო­გო­რე­ბი­ცაა: ციფ­რუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა, ფი­ნან­სუ­რი წიგ­ნი­ე­რე­ბა, კი­ბერ­ჰი­გი­ე­ნა, კი­ბე­რუ­საფ­რ­თხო­ე­ბა, კი­ბერ­ბუ­ლინ­გი, მე­დია და ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი წიგ­ნი­ე­რე­ბა; ამავ­დ­რო­უ­ლად, შე­ის­წავ­ლი­ან ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის საწყი­სებს სა­მი მი­მარ­თუ­ლე­ბით: ვებ­დი­ზა­ი­ნი, თა­მა­შე­ბის დე­ვე­ლოპ­მენ­ტი და მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცი­ე­ბის დე­ვე­ლოპ­მენ­ტი; და­სას­რულს კი, შექ­მ­ნი­ან მი­ნი-პრო­ექ­ტებს.

„ონ­ლა­ინ სკო­ლე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, მიმ­დი­ნა­რე­ობს მუ­შა­ო­ბა სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის ვებ­პორ­ტალ­ზე, სა­დაც გან­თავ­ს­დე­ბა კურ­სე­ბი ვებ­დი­ზა­ი­ნის, მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცი­ე­ბი­სა და თა­მა­შე­ბის დე­ვე­ლოპ­მენ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ასე­ვე, იქ­მ­ნე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლი კურ­სი – პრო­ექ­ტე­ბის ლა­ბო­რა­ტო­რია და ჩა­ტარ­დე­ბა ჰა­კა­თო­ნე­ბი,“ – გვი­ამ­ბობს ჯე­ო­ლა­ბის დი­რექ­ტო­რი ლა­ნა ლა­ბა­ძე, რო­მე­ლიც მი­იჩ­ნევს, რომ მოს­წავ­ლე­ებს, ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის შეს­წავ­ლა დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბი­დან შე­უძ­ლი­ათ. „არ­სე­ბობს პროგ­რა­მე­ბი, რო­მელ­თა დახ­მა­რე­ბი­თაც შე­საძ­ლე­ბე­ლია ვი­ზუ­ა­ლუ­რი პროგ­რა­მი­რე­ბა, რაც ბავ­შ­ვებს ლო­გი­კუ­რი აზ­როვ­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში ეხ­მა­რე­ბა. პროგ­რა­მა­ში მუ­შა­ო­ბა მათ­თ­ვის, ერ­თ­დ­რო­უ­ლად, სა­ხა­ლი­სო და სა­ინ­ტე­რე­სოა.

ამას­თა­ნა­ვე, თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად, ინ­ფორ­მა­ცი­ის ნა­კა­დი მუდ­მი­ვად იზ­რ­დე­ბა. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მოს­წავ­ლე­ებ­მა სას­კო­ლო ასა­კი­დან­ვე იცოდ­ნენ ინ­ფორ­მა­ცი­ის ანა­ლი­ზი; შეძ­ლონ პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ის, სო­ცი­ა­ლუ­რი, ეთი­კუ­რი და უსაფ­რ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის დაც­ვა; გა­ნი­ვი­თა­რონ კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის უნა­რი და თა­ვად შეძ­ლონ ელექ­ტ­რო­ნუ­ლი რე­სურ­სე­ბის შექ­მ­ნა“.

პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, ჯე­ო­ლა­ბი სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პე­და­გო­გე­ბის­თ­ვის სპე­ცი­ა­ლურ ტრე­ნინგს ჩა­ა­ტა­რებს, სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბის შე­სა­ხებ. ასე­ვე, გა­ი­მარ­თე­ბა ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ვორ­ქ­შო­პი, სა­დაც სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის სა­კითხე­ბი და ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი გა­ერ­თი­ან­დე­ბა. „მას­წავ­ლებ­ლე­ბი, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის სა­კითხებ­თან ერ­თად, გა­ეც­ნო­ბი­ან თუ რა პლატ­ფორ­მე­ბი არ­სე­ბობს, რო­მელ­საც ინ­ტე­რაქ­ტი­უ­რი სას­წავ­ლო პრო­ცე­სის წარ­მარ­თ­ვის­თ­ვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ. ასე­ვე გა­ეც­ნო­ბი­ან ელექ­ტ­რო­ნუ­ლი რე­სურ­სე­ბის შე­საქ­მ­ნელ პლატ­ფორ­მებს,“ – ამ­ბობს ლა­ნა ლა­ბა­ძე.

USAID-ის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის ახა­ლი პროგ­რა­მის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი სა­ზაფხუ­ლო ონ­ლა­ინ­ს­კო­ლის­გან ბევ­რი ნი­ჭი­ე­რი ახალ­გაზ­რ­დის აღ­მო­ჩე­ნას ელი­ან, რომ­ლე­ბიც მა­თი რე­გი­ო­ნის­თ­ვის თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ინ­ტე­რე­სო და ინო­ვა­ცი­ურ პრო­ექ­ტებს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ.  ჯეოლაბის დირექტორი იმედს გამოთქვამს, რომ ონ­ლა­ინ სკო­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ბავ­შ­ვე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბა ამაღ­ლ­დე­ბა და იქ­ნე­ბი­ან უფ­რო მე­ტად და­ცუ­ლე­ბი ციფ­რულ სივ­რ­ცე­ში, შეძ­ლე­ბენ პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ის, სო­ცი­ა­ლუ­რი, ეთი­კუ­რი და უსაფ­რ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის დაც­ვას. გა­დას­ცე­მენ ამ უნა­რებს და ცნო­ბი­ე­რე­ბას თა­ნა­ტო­ლებს. „ამას­თა­ნა­ვე, ბევრ ბავშვს და­ვა­ინ­ტე­რე­სებთ თა­ნა­მედ­რო­ვე პრო­ფე­სი­ე­ბით, გა­ვაც­ნობთ ამ სფე­რო­ში არ­სე­ბულ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს. სა­მო­მავ­ლოდ კი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი უნა­რე­ბით და მა­ღა­ლი მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი შეგ­ნე­ბით შეძ­ლე­ბენ ინო­ვა­ცი­უ­რი პრო­ექ­ტე­ბის შექ­მ­ნას. იქ­ნე­ბი­ან იმ უნა­რე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლე­ბი რაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ა­ნის­თ­ვის“.

სა­ზაფხუ­ლო ონ­ლა­ინ სკო­ლა­ში USAID-ის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მის პარ­ტ­ნი­ო­რი სკო­ლე­ბის 300-მდე მოს­წავ­ლე მო­ნა­წი­ლე­ობ­და. მათ სა­ინ­ტე­რე­სო ლექ­ცი­ე­ბი მო­ის­მი­ნეს შემ­დეგ თე­მებ­ზე: ციფ­რუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა, მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბა და ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი წიგ­ნი­ე­რე­ბა, კი­ბერ­ჰი­გი­ე­ნა და კი­ბე­რუ­საფ­რ­თხო­ე­ბა; კი­ბერ­ბუ­ლინ­გის პრე­ვენ­ცია; ფი­ნან­სუ­რი წიგ­ნი­ე­რე­ბა; ვებ­დი­ზა­ი­ნი; თა­მა­შე­ბის დე­ვე­ლოპ­მენ­ტი; მო­ბი­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცი­ე­ბის დე­ვე­ლოპ­მენ­ტი.

ჯე­ო­ლა­ბის პარ­ტ­ნი­ო­რო­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სა­ზაფხუ­ლო ონ­ლა­ინ სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი, მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნი­სა და უნა­რე­ბის პრაქ­ტი­კა­ში გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად, პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, მა­თი სურ­ვი­ლი­სა­მებრ შერ­ჩე­ულ თე­მა­ზე, პრო­ექ­ტებს მო­ამ­ზა­დე­ბენ.

ჯე­ო­ლა­ბის სა­ზაფხუ­ლო ონ­ლა­ინ სკო­ლის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი გაგ­ვი­ზი­ა­რეს:

მარ­თა მამ­სი­კაშ­ვი­ლი ილია ვე­კუ­ას სა­ხე­ლო­ბის ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის თბი­ლი­სის №42 სა­ჯა­რო სკო­ლის IX კლა­სის მოს­წავ­ლეა. სა­ზაფხუ­ლო ონ­ლა­ინ სკო­ლა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ციფ­რუ­ლი სამ­ყა­როს მი­მარ­თუ­ლე­ბით უფ­რო მე­ტი ცოდ­ნის მი­ღე­ბის გა­მო გა­დაწყ­ვი­ტა. ონ­ლა­ინ სკო­ლა­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ნო­ბი­სას, შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი თე­მით – კი­ბე­რუ­საფ­რ­თხო­ე­ბა – და­ინ­ტე­რეს­და: „ვი­ნა­ი­დან ჩვენს თა­ო­ბას უწყ­ვე­ტი შე­ხე­ბა აქვს ციფ­რულ სამ­ყა­როს­თან, ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებ­და, რო­გორ შე­მეძ­ლო თა­ვის დაც­ვა ყო­ველ­დღი­უ­რი საქ­მის კე­თე­ბი­სას. გარ­და ამი­სა, პრო­ექ­ტი კი­დევ ერ­თი გა­მოწ­ვე­ვა იყო რო­გორც შე­მეც­ნე­ბის, ასე­ვე ახა­ლი, სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნე­ბის გაც­ნო­ბის კუთხით.

სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, ჩემ­თ­ვის ყვე­ლა ლექ­ცია გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად სა­ინ­ტე­რე­სო, ამომ­წუ­რა­ვი პა­სუ­ხე­ბით, მრავ­ლის­მომ­ც­ვე­ლი იყო. ყო­ველ დღე ვმსჯე­ლობ­დით ისეთ თე­მებ­ზე, რომ­ლე­ბიც ცხოვ­რე­ბა­ში ძა­ლი­ან გა­მოგ­ვად­გე­ბა. თუმ­ცა, ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ზე და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი მე­დი­ა­წიგ­ნი­ე­რე­ბის ლექ­ცი­ე­ბი იყო, სა­დაც ვსა­უბ­რობ­დით ციფ­რულ სივ­რ­ცე­ში გავ­რ­ცე­ლე­ბულ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე, მის შე­დე­გებ­სა და ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცი­ის ქსელ­ში გავ­რ­ცე­ლე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის გზებ­ზე.

ყვე­ლა­ზე დი­დი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, რაც ამ პრო­ექ­ტ­მა მომ­ცა, არის ის, რომ ვის­წავ­ლე რო­გორ და­ვიც­ვა თა­ვი ინ­ტერ­ნე­ტის გა­მო­ყე­ნე­ბი­სას, რაც ,რა თქმა უნ­და, თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის­თ­ვის, XXI სა­უ­კუ­ნის ადა­მი­ა­ნის­თ­ვის, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რად­გან, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის თავ­ბ­რუ­დამ­ხ­ვე­ვი გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­ზე, აუცი­ლებ­ლად უნ­და ვი­ცო­დეთ კი­ბერ საფ­რ­თხო­ე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თი­თო­ე­უ­ლი ლექ­ტო­რი თა­ვი­სი საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, აქ­ტი­უ­რი და ჩვენ­და­მი თბი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და. ისი­ნი ამომ­წუ­რავ ინ­ფორ­მა­ცი­ას გვაწ­ვ­დიდ­ნენ გან­სა­ხილ­ველ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ერ­თად ვმსჯე­ლობ­დით სა­კითხის კარგ და ცუდ მხა­რე­ებ­ზე. გან­სა­კუთ­რე­ბით და­მა­მახ­სოვ­რ­და ლე­ლე მა­ი­სუ­რა­ძის ვებ­დი­ზა­ი­ნის ლექ­ცი­ე­ბი, სა­დაც უამ­რა­ვი  სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია და გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე. ვფიქ­რობ, პრო­ექ­ტი და­მეხ­მა­რა რო­გორც ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა­ში, ასე­ვე პი­როვ­ნულ გან­ვი­თა­რე­ბა­ში. ამ კუთხით, თი­თო­ე­უ­ლი ლექ­ცია მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო ჩემ­თ­ვის. ცოდ­ნას, რო­მე­ლიც ამ პრაქ­ტი­კი­დან და­მიგ­როვ­და, უკ­ვე ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში ვი­ყე­ნებ, ვა­მოწ­მებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის სან­დო­ო­ბას. შე­მიძ­ლია სა­კუ­თა­რი თა­ვიც და­ვიც­ვა ციფ­რულ სამ­ყა­რო­ში გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი საფ­რ­თხის­გან და სხვა­საც და­ვეხ­მა­რო“.

თეკ­ლა ნაგ­ლი­აშ­ვი­ლი მცხე­თის №2 სა­ჯა­რო სკო­ლის XI კლა­სის მოს­წავ­ლეა. სა­ზაფხუ­ლო ონ­ლა­ინ სკო­ლა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­მო­საც­დე­ლად გა­დაწყ­ვი­ტა, ციფ­რულ სფე­რო­ში უკეთ გა­სარ­კ­ვე­ვად და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი მე­ტი ცოდ­ნის შე­სა­ძე­ნად: „ვი­ცო­დი, პრო­ექ­ტ­ში შევ­ძ­ლებ­დი მე­ტად გან­ვი­თა­რე­ბას და უფ­რო მე­ტის გა­გე­ბას ვებ­დი­ზა­ინ­ზე. და­ვეს­წა­რი სხვა­დას­ხ­ვა ტრე­ნინგს, თი­თო­ე­უ­ლი სა­ინ­ტე­რე­სო იყო, მაგ­რამ მათ შო­რის, ციფ­რულ მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას და მის ტრე­ნერს, ქალ­ბა­ტონ ხა­თუ­ნა ცი­ხე­ლაშ­ვილს გა­მოვ­ყოფ­დი. მი­სი ლექ­ცი­ე­ბი უაღ­რე­სად სა­ინ­ტე­რე­სო იყო. ჩვენ­და­მი მი­სი პო­ზი­ტი­უ­რი გან­წყო­ბა გვაძ­ლევ­და სა­შუ­ა­ლე­ბას, თა­ვი­სუფ­ლად გა­მოგ­ვე­ხა­ტა ჩვე­ნი აზ­რი. პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ჩემ­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო, რად­გან მი­ღე­ბულ ცოდ­ნას არა მარ­ტო ჩემ­თ­ვის გა­მო­ვი­ყე­ნებ, არა­მედ ამ სფე­რო­თი და­ინ­ტე­რე­სე­ბულ თა­ნა­ტო­ლებ­საც გა­ვუ­ზი­ა­რებ“.

სა­თე­ნიკ გომ­ცი­ა­ნი ნი­ნოწ­მინ­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ეშ­ტი­ის №2 სა­ჯა­რო სკო­ლის X კლა­სის მოს­წავ­ლეა, რო­მელ­საც სა­ზაფხუ­ლო ონ­ლა­ინ სკო­ლა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბამ და სიყ­ვა­რულ­მა გა­და­აწყ­ვე­ტია: „რო­ცა გა­ვი­გე პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და, რად­გან ეს იყო შან­სი, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით კი­დევ უფ­რო გა­მეღ­რ­მა­ვე­ბი­ნა ცოდ­ნა. ასეც მოხ­და, ონ­ლა­ინ სკო­ლის გაკ­ვე­თი­ლე­ბი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო და მრავ­ლის­მომ­ც­ვე­ლი იყო, უამ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცია მი­ვი­ღე და გა­ვიღ­რ­მა­ვე ცოდ­ნა. ჩე­მი და­ინ­ტე­რე­სე­ბა ვებ­დი­ზა­ი­ნის გაკ­ვე­თილ­მა გა­მო­იწ­ვია. სი­ა­მოვ­ნე­ბით ვის­მენ­დი ლექ­ცი­ებს და ვას­რუ­ლებ­დი მო­ცე­მულ სა­მუ­შა­ოს. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა ჩემ­ზე ვებ­დი­ზა­ი­ნის ტრე­ნერ­მა, ლი­ლე მა­ი­სუ­რა­ძემ. არა­სო­დეს და­მა­ვიწყ­დე­ბა მი­სი ლექ­ცი­ე­ბი და ზო­გა­დად, ონ­ლა­ინ სკო­ლის პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში შე­ძე­ნი­ლი ცოდ­ნა. ჩე­მი სურ­ვი­ლია, მო­მა­ვალ­ში, სწო­რედ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ვაგ­რ­ძე­ლო სწავ­ლა.

დი­დი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ყვე­ლას, პროგ­რა­მის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს იმის­თ­ვის, რომ სი­ახ­ლე­ე­ბის და­უფ­ლე­ბის, გან­ვი­თა­რე­ბი­სა და სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნე­ბის გაც­ნო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მოგ­ვე­ცა“.

 

 

მო­ამ­ზა­და მა­კა ყი­ფი­ან­მა

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები