28 თებერვალი, პარასკევი, 2025

„ხიდ­ჩა­ტე­ხი­ლო­ბის“ სწავ­ლე­ბი­სათ­ვის

spot_imgspot_img
გულ­ვარ­დი ბოლ­ქ­ვა­ძე
ხუ­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ. კორ­ტო­ხის სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის უფ­რო­სი  მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის შე­მოქ­მე­დე­ბის შე­სა­ხებ შე­უძ­ლე­ბე­ლია გვქონ­დეს გარ­კ­ვე­უ­ლი წარ­მოდ­გე­ნა, თუ არ გან­ვი­ხი­ლავთ კი­დევ ერთ ნა­წარ­მო­ებს, რო­მე­ლიც მის პო­ე­ტურ მოღ­ვა­წე­ო­ბას თით­ქოს ამ­თავ­რებს. ეს გახ­ლავთ მოთხ­რო­ბა „ოთა­რა­ანთ ქვრი­ვი“. აქ კი­დევ ერ­თხელ გა­დაშ­ლი­ლია „ამ უთავ­ბო­ლო და უს­წორ-მას­წო­რო წუ­თი­სოფ­ლის სა­ჭირ­ბო­რო­ტო და წყევ­ლა-კრულ­ვი­ა­ნი სა­კითხე­ბი“.

ამ უს­წორ-მას­წო­რო წუ­თი­სოფ­ლის ერთ-ერ­თი სა­ჭირ­ბო­რო­ტო სა­კითხის გაშ­ლი­სათ­ვის ილი­ას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი აქვს თა­ვი­სი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პო­ე­ტუ­რი ხერ­ხი – ორი წო­დე­ბის – თა­ვა­დაზ­ნა­უ­რო­ბი­სა და და გლე­ხო­ბის და­პი­რის­პი­რე­ბა. თა­ვა­დაზ­ნა­უ­რო­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­ნი არი­ან არ­ჩი­ლი და მი­სი და კე­სო, გლე­ხე­ბი­სა – ოთა­რა­ანთ ქვრი­ვი და მი­სი შვი­ლი გი­ორ­გი.

და­იმ­ს­ხ­ვ­რა ბა­ტონ­ყ­მუ­რი წყო­ბი­ლე­ბა. ამ უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნეს მოვ­ლე­ნას დი­დი თუ პა­ტა­რა სი­ხა­რუ­ლით შე­ე­გე­ბა. თით­ქ­მის ყვე­ლა მწე­რალ­მა მას­ში გლე­ხო­ბის ბედ­ნი­ე­რი მო­მა­ვა­ლი და­ი­ნა­ხა, ილია კი დუმ­და. დუმ­და, რად­გან იცო­და, რომ უმი­წოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ გლე­ხო­ბას მძი­მე ჭა­პა­ნი უწინ­დე­ბუ­რად უნ­და ეწია. გა­დი­ო­და დრო… ცხოვ­რე­ბა­ში მარ­თ­ლაც დი­დი ცვლი­ლე­ბე­ბი ხდე­ბო­და; შე­იც­ვა­ლა თა­ვა­დაზ­ნა­ურ­თა და გლე­ხო­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა (ფსი­ქო­ლო­გი­აც). სწო­რედ ეს სა­კითხი გა­ა­შუ­ქა ილია ჭავ­ჭა­ვა­ძემ საქ­ვეყ­ნოდ ცნო­ბილ „ოთა­რა­ანთ ქვრივ­ში“, რო­მე­ლიც ბა­ტონ­ყ­მო­ბის გა­და­ვარ­დ­ნის შემ­დეგ და­ი­წე­რა (1887 წელს).

მოთხ­რო­ბა­ში ილი­ას­თ­ვის ჩვე­უ­ლი სიბ­რ­ძ­ნი­თა და სი­დინ­ჯი­თაა გა­ა­ნა­ლი­ზე­ბუ­ლი თა­ვა­დაზ­ნა­ურ­თა და გლე­ხო­ბის ურ­თი­ერ­თ­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, მა­თი მდგო­მა­რე­ო­ბა 1864 წლის რე­ფორ­მის შემ­დეგ. აქ ავ­ტორ­მა ნათ­ლად დაგ­ვა­ნა­ხა, რომ ბა­ტონ­სა და ყმას შო­რის უფ­ს­კ­რუ­ლია, ხი­დია ჩა­ტე­ხი­ლი.

„ოთა­რა­ანთ ქვრივ­ში“ მწე­რალ­მა გლე­ხო­ბი­სა და თა­ვა­დაზ­ნა­უ­რო­ბის და­კავ­ში­რე­ბა ადა­მი­ა­ნის ყვე­ლა­ზე დი­დი და ამა­მაღ­ლე­ბე­ლი გრძნო­ბით – სიყ­ვა­რუ­ლით გა­ნიზ­რა­ხა, მაგ­რამ ეს უზე­ნა­ე­სი გრძნო­ბაც უძ­ლუ­რი აღ­მოჩ­ნ­და, მათ შო­რის, ჩა­ტე­ხი­ლი ხი­დის გა­სა­მარ­თ­ლებ­ლად. „წმინ­და შუ­ქი გი­ორ­გის მშვე­ნი­ე­რი სუ­ლი­სა ამაო და უქ­მად-ღა ჯა­ვარ­სა­ვით ეფი­ნე­ბო­და ცივ კე­დელს“, რო­მე­ლიც კე­სოს გუ­ლის კა­რებს აჰ­ფა­რე­ბო­და. გი­ორ­გის „ბრმა გუ­ლი დახ­ვ­და გვა­რიშ­ვი­ლო­ბის ცხრაკ­ლი­ტუ­რით და­კე­ტი­ლი“.

ილი­ამ გი­ორ­გი ადა­მი­ა­ნის ყვე­ლა და­დე­ბი­თი თვი­სე­ბით შე­ამ­კო. მოთხ­რო­ბა­ში ამ­ბობს კი­დეც: „ერ­თი დო­ინ­ჯის შე­მოყ­რა­ღა აკ­ლია, თო­რემ თა­ვა­დიშ­ვი­ლია და თა­ვა­დიშ­ვი­ლი“ და, აი, ამ გა­მორ­ჩე­ულ პი­როვ­ნე­ბას, მაგ­რამ გლეხს, შე­უყ­ვარ­და თა­ვა­დის ქა­ლი კე­სო.

არ­ჩი­ლი და კე­სო „მო­ნა­ნიე აზ­ნა­უ­რე­ბი“ არი­ან. ისი­ნი არ ჰგვა­ნან თა­ვი­ანთ წი­ნაპ­რებს და ცდი­ლო­ბენ, მა­თი ცოდ­ვე­ბი გა­მო­ის­ყი­დონ. ნას­წავ­ლი, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი და-ძმა კარგ ურ­თი­ერ­თო­ბა­შია გლე­ხო­ბას­თან, მაგ­რამ მათ შო­რის უფ­ს­კ­რუ­ლია, ხი­დია ჩა­ტე­ხი­ლი და ამას ორი­ვე მხა­რე გრძნობს. გი­ორ­გიმ კე­სოს სიყ­ვა­რუ­ლის გამ­ხე­ლა იმი­ტომ ვერ გა­უ­ბე­და, რომ იცო­და, „ის ვინ და კე­სო ვინ?“

გი­ორ­გის ტრა­გი­კუ­ლი სიკ­ვ­დი­ლი გახ­და აუცი­ლე­ბე­ლი, რომ და-ძმას და­ბინ­დუ­ლი გო­ნე­ბა გა­ნა­თე­ბო­დათ, თვა­ლე­ბი ახე­ლო­დათ.

არ­ჩილ­მა მწა­რედ ამ­ხი­ლა კე­სო, თა­ვი­სი თა­ვი და მთე­ლი წო­დე­ბა, რო­მელ­მაც მათ გუ­ლის კა­რი და­უხ­შო და თვა­ლე­ბი და­უბ­რ­მა­ვა „ხიდ­გაღ­მა და­წე­რი­ლი ცხოვ­რე­ბის წიგ­ნის“ წა­სა­კითხად.

„ოთა­რანთ ქვრივ­ში“, ხიდ­ჩა­ტე­ხი­ლო­ბის პრობ­ლე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ილი­ას პო­ზი­ცი­ის გა­სარ­კ­ვე­ვად, მოს­წავ­ლე­ებს ერ­თხელ კი­დევ გა­ვახ­სე­ნებთ არ­ჩი­ლი­სა და კე­სოს დი­ა­ლოგს.

არ­ჩილ­მა ჰკითხა დას: „გაჰ­ყ­ვე­ბო­დი თუ არა გი­ორ­გის? – არ მიყ­ვარ­და და არ გავ­ყ­ვე­ბო­დი“ – უპა­სუ­ხა ქალ­მა და იგი იმ წუთ­ში გულ­წ­რ­ფე­ლი იყო, მა­გრამ ძმამ და­უ­რი­დებ­ლად  მი­ა­ხა­ლა: „არ გიყ­ვარ­და იმა­ვე მი­ზე­ზით, რა მი­ზე­ზი­თაც არ შე­ირ­თავ­დი… გლეხ­კა­ცი იყო… აბა, შე­ნი ტო­ლი კა­ცი ყო­ფი­ლი­ყო, სიყ­ვა­რულს ხომ მი­უხ­ვ­დე­ბო­დი“…

არ­ჩილ­მა აქ მი­სი წო­დე­ბის უმ­წე­ო­ბა და უსუ­სუ­რო­ბა გა­მო­ა­აშ­კა­რა­ვა, ცხა­დად და­ი­ნა­ხა, გლე­ხო­ბა­სა და თა­ვა­დებს შო­რის, ხა­ხა­და­ღე­ბუ­ლი უფ­ს­კ­რუ­ლია, ერთ ნა­პირ­ზე გლე­ხე­ბი დგა­ნან, მე­ო­რე­ზე – თა­ვა­დე­ბი და ერ­თ­მა­ნე­თის აღარ სჯე­რათ.

გლე­ხო­ბამ არ­ჩი­ლი­სა და კე­სოს წრფე­ლი ცრემ­ლიც ვერ და­ა­ფა­სა: „კა­ცი მო­იდ­ნეს და ქვე­ყა­ნას ამით უბა­მენ თვალ­საო“. დი­ახ, ორი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა იყო უფ­ს­კ­რუ­ლის სხვა­დას­ხ­ვა მხა­რეს და, მათ შო­რის, მარ­ტო „ბრტყე­ლი ენა მწიგ­ნობ­რო­ბი­სა და ხარ­ბი ხე­ლი გა­უ­მაძღ­რი­სა“-ღა მო­ცი­ქუ­ლობ­და.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არ­ჩილ­მა იცის, გლე­ხი ხან­და­ხან უწ­მინ­დუ­რი იყო არა მარ­ტო თა­ვი­სი ტყა­პუ­ჭით, არა­მედ გუ­ლი­თაც, მაგ­რამ არც ის ავიწყ­დე­ბა, რომ ეს მხო­ლოდ ქა­ფი იყო, ჭუჭყი „მდუ­ღა­რე ცხოვ­რე­ბი­სა, თავ­ზე მოგ­დე­ბუ­ლი“, ხო­ლო ძირ­ში კი – დაწ­მენ­დი­ლი, სუფ­თა. ასე რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, მა­შინ რამ შექ­მ­ნა იმის­თა­ნა კა­ცუ­რი კა­ცი, რო­გორც გი­ორ­გი იყო, ან იმის­თა­ნა დე­და­კა­ცი, რო­გო­რიც ოთა­რა­ანთ ქვრი­ვია?

„ჩვენ რაც ვართ, გა­კე­თე­ბულ­ნი ვართ, ისი­ნი კი შექ­მ­ნილ­ნი. ჩვენ დაბ­ლან­დუ­ლი ვართ, ისი­ნი კი გვი­რის­ტით შე­კე­რილ­ნი, იმ გვი­რის­ტით, რო­მე­ლიც ბუ­ნე­ბამ იცის და ბუ­ნე­ბა – ხომ იცი, ოს­ტა­ტია. ისი­ნი ჩა­კი­რულ­ნი არი­ან, ჩვენ – დონ­დ­ლო­ნი, დუ­ნე­ნი“ – ამ­ბობს არ­ჩი­ლი. იგი გლე­ხო­ბა­ში ხე­დავს ძა­ლას, რად­გან გრძნობს, რომ  ხო­ლოდ „იქა ჰდუღს ძარ­ღ­ვებ­ში მო­ა­რუ­ლი სის­ხ­ლი, იქა სცემს სი­ცოცხ­ლის ძარ­ღ­ვი­ცა“.

არ­ჩი­ლი და კე­სო გი­ორ­გი­ში მხო­ლოდ კარგ მო­ჯა­მა­გი­რეს ხე­დავ­დ­ნენ, ხო­ლო რო­ცა მას­ში „მშვე­ნი­ე­რი სუ­ლი“ და „თაყ­ვა­ნის­მ­ცე­მე­ლი ღირ­სე­ბა“ და­ი­ნა­ხეს, უკ­ვე გვი­ა­ნი იყო. „ცხოვ­რე­ბის ხიდ­გაღ­მა და­წე­რი­ლი წიგ­ნი“, რო­მე­ლიც მათ წინ გა­და­ეშ­ალათ და წა­კითხ­ვა ვერ შეძ­ლეს, შე­ე­წი­რა უწ­მინ­დეს სიყ­ვა­რულს და თან წა­ი­ღო წრფე­ლი, მხურ­ვა­ლე ცრემ­ლი კე­სო­სი, მათ კი თა­ვის გა­სა­კითხად და­უ­ტო­ვა: „არა ვნა­ნობ, არაო!“…

არ­ჩილს უნ­დო­და, კე­სოს­თ­ვის „ხიდ­ჩა­ტე­ხი­ლო­ბის“ არ­სი გა­ე­გე­ბი­ნე­ბი­ნა და გა­ა­გე­ბი­ნა კი­დეც, რა­მაც თა­ვა­დის ქალს გულ­წ­რ­ფე­ლი ცრემ­ლი ადი­ნა, მაგ­რამ უფ­ს­კ­რუ­ლის ამო­სავ­სე­ბად, ჩა­ტე­ხი­ლი ხი­დის გა­სამ­რ­თე­ლებ­ლად სა­ჭი­რო იყო, ყვე­ლას შე­ეგ­ნო ის, რა­საც იმ­ჟა­მად და-ძმის გო­ნე­ბა ჩაწ­ვ­და: „ეგ ცრემ­ლი­ა­ნი ცოდ­ნა უკა­ნა სწვავს და ჰბუ­გავს. წი­ნა ჰნა­მავს და ამ­წ­ვა­ნებს. ეგ ნა­მი რომ გა­ბევ­რ­დე­ბა, მდი­ნა­რე წყლად იქ­ცე­ვა და მთელს ტივს მო­ი­ტანს, რომ ჩვენს შო­რის ჩა­ტე­ხი­ლი ხი­დი გა­ამ­რ­თე­ლოს და ეგ­რე ორ­სავ ნა­პირს გა­ა­ერ­თი­ა­ნებს. ეგ ცრემ­ლი­ა­ნი ცოდ­ნა, თუ ცოდ­ნი­ა­ნი ცრემ­ლი უკა­ნი­სა, – შუ­ქია წი­ნი­სა და შუ­ქი ხომ… და­საწყი­სია გან­თი­ა­დი­სა“…

გა­უცხო­ე­ბა ყოვ­ლის­მომ­ც­ვე­ლი პრობ­ლე­მაა. ხი­დია ჩა­ტე­ხი­ლი არა მარ­ტო სხვა­დას­ხ­ვა წო­დე­ბა­თა შო­რის, არა­მედ ერ­თ­სა და იმა­ვე კლა­სის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა, ადა­მი­ან­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბას, დე­და-შვილს შო­რი­საც…

თუ გი­ორ­გი­სა და კე­სოს წო­დე­ბა თი­შავს, მა­შინ რა­ღამ გა­ა­ჩი­ნა უფ­ს­კ­რუ­ლი ოთა­რა­ანთ ქვრივ­სა და სო­სია მე­წის­ქ­ვი­ლეს შო­რის, რამ გა­ა­უცხო­ვა ისი­ნი ერ­თ­მა­ნე­თი­სათ­ვის?

რა მი­აჩ­ნია ილი­ას სა­ჭი­როდ „ხიდ­ჩა­ტე­ხი­ლო­ბის“, წუ­თი­სოფ­ლის ამ წყევ­ლაკ­რულ­ვი­ა­ნი სა­კითხის მო­საგ­ვა­რებ­ლად?

ამ სა­კითხ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ბო­ლოო დას­კ­ვ­ნის გა­მო­ტა­ნამ­დე, კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ მოს­წავ­ლე­ე­ებს დი­დი ილი­ას კი­დევ ერთ შე­გო­ნე­ბას მი­ვა­წო­დებთ, მღვდელს რომ ათ­ქ­მე­ვი­ნა „გლა­ხის ნა­ამ­ბობ­ში“: „რო­ცა, ჩე­მო ძმაო, ადა­მი­ანს პირს არი­დებ, მი­თამ ქრის­ტე-ღმერ­თი­სათ­ვის მო­გი­რი­დე­ბია პი­რი. იესომ ბრძა­ნა: – გან­კითხ­ვის დღეს გეტყ­ვი­თო: მწყურ­ვა­ლი ვი­ყა­ვი, არ მას­ვი­თო, მში­ე­რი ვი­ყა­ვი, არ მა­ჭა­მე­თო, შიშ­ვე­ლი ვი­ყავ, არ ჩა­მაც­ვი­თო, სნე­უ­ლი ვი­ყა­ვი, არ  მო­მი­ა­რე­თო, რო­ცა მეტყ­ვი­ა­ნო, უფა­ლო, სა­და გნა­ხეთ, რომ არ გიშ­ვე­ლე­თო? – მე გეტყ­ვით: – ყო­ვე­ლი გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი კა­ცი, თქვენ­გან არ­გა­კითხუ­ლი, მე ვი­ყა­ვიო, ესეა ძმაო! სხვა შენ­თ­ვის და შენ სხვის­თ­ვის, აი, გზა ცხოვ­რე­ბი­სა, აი, ხი­დი ცხო­ნე­ბი­სა, აი, გა­სა­ღე­ბი სა­მოთხი­სა!“…

ამ­გ­ვა­რად, ილი­ას გა­უცხო­ვე­ბის პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბის ერთ-ერთ აუცი­ლე­ბელ პი­რო­ბად სა­ზო­გა­დო­ე­ბის ზნე­ობ­რი­ვი სრულ­ყო­ფა, ადა­მი­ა­ნის ზნეს­რუ­ლო­ბა, სრულ­ქ­მ­ნი­ლე­ბა, „ღმერ­თ­თან მი­ახ­ლე­ბა“ მი­აჩ­ნია.

 

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი  ლი­ტე­რა­ტუ­რა:

♦ ქარ­თუ­ლი ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რა. მოს­წავ­ლის წიგ­ნი, მე-11 კლა­სი; ავ­ტო­რე­ბი: თაია ცხა­დაია, და­რე­ჯან კვან­ჭი­ა­ნი, თა­მარ ღო­ღო­ბე­რი­ძე, ნა­ნა კუ­ცია, ნა­ნა ღონ­ღა­ძე, ნა­თე­ლა მაღ­ლა­კე­ლი­ძე;

♦ ქარ­თუ­ლი ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რა. მას­წავ­ლებ­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კა. XIX სა­უ­კუ­ნის ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა IV;

♦ „ახა­ლი ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა“, II ტო­მი;

♦ რო­ზა დევ­და­რი­ა­ნი. ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის შე­მოქ­მე­დე­ბა.
spot_img

მკითხველთა კლუბი

წიგ­ნი, რო­მე­ლიც ეძღ­ვ­ნე­ბა წიგ­ნებს

მაკა ლდოკონენი     რას იტყო­დით ისეთ წიგ­ნ­ზე, რო­მელ­შიც ერ­თად იქ­ნე­ბო­და თავ­მოყ­რი­ლი ამ­ბე­ბი ბავ­შ­ვე­ბი­სა და მო­ზარ­დე­ბის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი წიგ­ნე­ბის შე­სა­ხებ, ამ წიგ­ნე­ბის და­წე­რი­სა და გა­მო­ცე­მის თავ­გა­და­სა­ვალ­საც მი­ა­დევ­ნებ­დით თვალს,...

ბლოგი

ლი­ტე­რა­ტუ­რა მა­კუ­ლა­ტუ­რის წნეხ­ში

ანა­ტოლ ფრან­სის „ან­გე­ლოზ­თა აჯან­ყე­ბა“ და ბო­ჰუ­მილ ჰრა­ბა­ლის „მე­ტის­მე­ტად აუტა­ნე­ლი მარ­ტო­ო­ბა“ რა­ო­დენ დი­დიც არ უნ­და იყოს წიგ­ნი, ის ოდეს­მე (და­წე­რის დროს ან მრა­ვა­ლი წლის შემ­დეგ) აუცი­ლებ­ლად...

კულტურა

სა­ხე­ლის გა­დარ­ჩე­ნა ტრა­დი­ცი­ებ­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში

გაბ­რი­ელ გარ­სია მარ­კე­სი - „გა­მოცხა­დე­ბუ­ლი სიკ­ვ­დი­ლის ქრო­ნი­კა“ ის­მა­ილ კა­და­რე - „გახ­ლე­ჩი­ლი აპ­რი­ლი“   სიკ­ვ­დი­ლი შემ­ზა­რა­ვი გარ­და­უ­ვა­ლო­ბაა, მაგ­რამ ასე არ ფიქ­რობ მა­შინ, რო­ცა საქ­მე ტრა­დი­ცი­ე­ბით გან­საზღ­ვ­რულ სიკ­ვ­დილ­ზე მიდ­გე­ბა,...

უმაღლესი განათლება

ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრი

შპს ბათუმის უმაღლესი საზღვაო საინჟინრო სასწავლებელი ანრი (ბუსსს ანრი), 20 წელიწადზე მეტია, ემსახურება საზღვაო განათლებას და მეზღვაურთა წვრთნას. სასწავლებელი, ეფუძნება რა პროფესიული განათლების, ასევე მეზღვაურთა...

პროფესიული განათლება

მო­ლო­დი­ნი გვაქვს, აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნე მას­წავ­ლე­ბელ­თა მო­ზიდ­ვას...

გა­მოქ­ვეყ­ნ­და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ჩარ­ჩო, რო­მელიც ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვაა სის­ტე­მის­თ­ვის და ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ეტა­პი­ცაა. დე­ტა­ლუ­რად დო­კუ­მენ­ტის ში­ნა­არ­ს­სა და სის­ტე­მის მას­წავ­ლე­ბელ­თა კა­რი­ე­რუ­ლი...
მსგავსი სიახლეები