21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

ხევსურეთს ვიყავ…

spot_img

თაია ჭინ­ჭა­რა­უ­ლის „მა­ძა­ხუ­რას“ შე­სა­ხებ

ლეილა ხონელიძე

სსიპ ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის ქა­ლაქ ფო­თის №5 სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი

გრ.რო­ბა­ქი­ძის ცნო­ბი­ლი ლექ­სის („ყივ­ჩა­ღეთს ვი­ყავ“) ანა­ლო­გი­ით და­წე­რილ­მა სა­თა­ურ­მა რომ არ შე­გაც­დი­ნოთ, არა, იმ ზღაპ­რულ სამ დღეს არ ვგუ­ლის­ხ­მობ, ორი­ო­დე წლის წინ საყ­ვა­რელ მე­გობ­რებ­თან ერ­თად რომ ვი­მოგ­ზა­უ­რე ხევ­სუ­რეთ­ში და იქი­დან ჩა­მო­ყო­ლი­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი დღემ­დე არ გამ­ნე­ლე­ბია. ამ­ჯე­რად თაია ჭინ­ჭა­რა­უ­ლის მომ­ც­რო, მაგ­რამ ემო­ცი­ე­ბით სავ­სე წიგ­ნის, „მა­ძა­ხუ­რას“, წყა­ლო­ბით ვი­მოგ­ზა­უ­რე სო­ფელ ანა­ტორ­ში, მუ­ცოს წყლი­სა და არ­ღუ­ნის შე­სა­ყარ­თან, აცეხ­ში, თეთ­რ­წყ­ლებ­ში, ბა­რი­სა­ხო­ში, მა­ღა­როს­კარ­ში, სამ­ზე­ვა­ნა­ის გორ­ზე, თი­ა­ყათ წყა­რო­ზე, ხო­ნის­ჭა­ლა­ში, ხი­დო­ტა­ნის ქედ­ზე, აწუნ­თის უღელ­ტე­ხილ­ზე, ჯო­ყო­ლა­სა და აღა­ზას ჯა­რე­გა­ში.

…ვინ არ გა­ვი­ცა­ნი – თი­ნა­თინ არა­ბუ­ლი და ლე­კოთ მი­ხა, მე­ქია, სამ­ძი­მარ ქის­ტა­უ­რი, ლექ­სო ჭინ­ჭა­რა­უ­ლი, ლა­დო ჭინ­ჭა­რა­უ­ლი, შუ­ქია, იმე­და… რამ­დე­ნი სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბა­ვი მო­ვის­მი­ნე – „სხვი­სი სი­ცოცხ­ლის გა­და­სარ­ჩე­ნად“ ცოცხ­ლად თვით­და­მარ­ხ­ვი­სა (ანა­ტო­რის აკ­ლ­და­მე­ბი) თუ მტრის და­ტი­რე­ბი­სა, გო­დერ­ძი ჩო­ხელ­თან შეხ­ვედ­რი­სა თუ ქის­ტი ტყვი­სად­მი ხევ­სუ­რე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­სა, სვა­ნეთ­ში სტუმ­რო­ბი­სა თუ ცხრა აპ­რი­ლი­სა, მიც­ვა­ლე­ბულ­თა სუ­ლე­ბი­სათ­ვის პა­ტი­ვის მი­გე­ბი­სა თუ მი­ხას და­კარ­გ­ვა-გა­მო­ჩე­ნი­სა, ივ­ლის­ში მო­სუ­ლი შუ­აწ­ვი­ვამ­დე თოვ­ლი­სა თუ ფე­რე­იდ­ნე­ლე­ბის სტუმ­რო­ბი­სა. რო­მე­ლი ერ­თი ჩა­მოვ­თ­ვა­ლო!

რამ­დე­ნი ცნო­ბი­ლი თუ ბევ­რის­თ­ვის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი და მი­უ­ღე­ბე­ლი ადათ-წე­სიც გა­ა­ცოცხ­ლა ავ­ტორ­მა:

• „ქის­ტე­ბი რომ არა­ვი­თარ შემ­თხ­ვე­ვა­ში ცხენ­ზე ამ­ხედ­რე­ბულ­ნი არ გა­ივ­ლიდ­ნენ სო­ფელ­ზე, ჩა­მოქ­ვე­ით­დე­ბოდ­ნენ და ამ ჟეს­ტით გა­მო­ხა­ტავ­დ­ნენ პა­ტი­ვის­ცე­მას“;

• „სის­ხ­ლის აღე­ბის, მტრო­ბის, და­უნ­დობ­ლო­ბი­სა და სიმ­კაც­რის გვერ­დით“ რომ „არა­სო­დეს და­ა­ბამ­დ­ნენ ტყვეს, არ მის­ცემ­დ­ნენ ბალღს მი­სი გა­მას­ხა­რა­ვე­ბის უფ­ლე­ბას“;

• „უხუ­ცე­სე­ბი, სახ­ლ­ში შე­მო­სულ ორი წლი­სას, ფეხ­ზე აუდ­გე­ბოდ­ნენ და ასე ას­წავ­ლიდ­ნენ ადა­მი­ა­ნის პა­ტი­ვის­ცე­მას, უფ­როს-უმ­ც­რო­სო­ბას“;

• სამ­რე­ლო­ში (სახ­ლის გა­რეთ პა­ტა­რა, სი­პე­ბით აშე­ნე­ბულ სამ­ყოფ­ში) რომ არა­ა­და­მი­ა­ნურ პი­რო­ბებ­ში, მარ­ტო­ნი მშო­ბი­ა­რ­ობ­დ­ნენ ხევ­სუ­რი ქა­ლე­ბი;

• ქმრი­სა და შვი­ლის გლო­ვა რომ სირ­ცხ­ვი­ლად ით­ვ­ლე­ბო­და; მიც­ვა­ლე­ბულ­თა სუ­ლებს რომ უფ­რო მეტ პა­ტივს მი­ა­გებ­დ­ნენ, ვიდ­რე სამ­ზე­ოს მყო­ფებს;

• მა­მას რომ შვი­ლი ხელ­ში აეყ­ვა­ნა, სირ­ცხ­ვი­ლად რომ ით­ვ­ლე­ბო­და…

რამ­დე­ნი სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბა­ვი ამოჰ­ყ­ვა ავ­ტორს მო­გო­ნე­ბა­თა სკივ­რის სიღ­რ­მი­დან… არა, მე არ მო­გიყ­ვე­ბით, ეს თქვენ უნ­და წა­ი­კითხოთ, მხო­ლოდ ერთ პა­ტა­რა ჩა­ნა­ხატს გა­გი­ზი­ა­რებთ – „პი­რი­ქი­თა ხევ­სუ­რე­თის სო­ფელ შა­ტილ­ში სა­ხად­მა იქ მცხოვ­რებ­თა ლა­მის ნა­ხე­ვა­რი შე­ი­წი­რა.ერთ დი­ლას მე­ზობ­ლებ­მა სიმ­ღე­რა გა­ი­გო­ნეს გვერ­დი­თა ოჯა­ხი­დან. ალ­ბათ, ამ­დე­ნი ჭი­რი­სა­გან გა­გიჟ­დ­ნე­ნო, იფიქ­რეს და გას­ძა­ხეს:

◊ რას სჩა­ი­თავ, გონ ხო არ დაჰ­კარ­გე­თავ?!

◊ სიკ­ვ­დილს ვა­ში­ნებ­თო! – არ არის პო­ე­ზია?

ან ეს სიტყ­ვე­ბი: „თხა­ვა­ცა­ო­ბა“ (სა­კუ­თარ სი­ცელ­ქე-სი­ლა­ღეს ასე მო­იხ­სე­ნი­ებს ავ­ტო­რი);

„უჩ­ქუ­მა­რი“ (უთ­ქ­მე­ლი, ჩუ­მად მყო­ფი);

„მარ­ღ­ვი­ე­ლი“ (ამ­რევ-დამ­რე­ვი, მო­უს­ვე­ნა­რი);

„პორ­ნი­ლას და­ჭე­რა“ (სიზ­მარ­ში სა­ბე­დოს სა­ნა­ხა­ვად მა­რი­ლი­ა­ნი კვე­რე­ბის ჭა­მა);

„სწორთ მო­სას­ხ­ლე­ტი“ (საწყე­ვა­რი სიტყ­ვა – სა­სიკ­ვ­დი­ლე);

„მო­უქ­რის­ტი­ან­და“ (მა­გა­ლი­თად, ჭრი­ლო­ბამ შე­ხორ­ცე­ბი­სა­კენ იბ­რუ­ნა პი­რი);

„ხელ­ტო­ტა­ო­ბა“ (მსუ­ბუ­ქი ჭი­და­ო­ბის­მაგ­ვა­რი მოქ­მე­დე­ბა);

„გაღ­მა-შაღ­მა“ (გაღ­მა – მდი­ნა­რის დი­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ვა­ლი, შაღ­მა – სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გოდ) – აქაც, რო­მე­ლი ერ­თი ჩა­მოვ­თ­ვა­ლო?

უბ­რა­ლო, სა­და, სა­ო­ცა­რი იუმო­რით გა­ჯე­რე­ბუ­ლი, ემო­ცი­ე­ბით სავ­სე თხრო­ბა გაგ­ვახ­სე­ნებს, რომ „ამ ჩა­ჩუ­მე­ბულ, ადა­მი­ა­ნე­ბის ლო­დი­ნით დაღ­ლილ-გა­ჯავ­რე­ბულ ხევ­სუ­რეთ­ში ოდეს­ღაც სი­ცოცხ­ლე ჩქეფ­და, კა­ნო­ნე­ბით, სი­მარ­თ­ლით, სირ­ცხ­ვილ-ნა­მუ­სით, სიმ­კაც­რი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით და­ლა­გე­ბუ­ლი“ და ამ სი­ცოცხ­ლის ფრაგ­მენ­ტებს გვი­ხა­ტავს თაია ჭინ­ჭა­რა­უ­ლი „არ­ღუ­ნის პი­რებ­ზე თმა­ში ალაგ-ალაგ ჩა­მა­ლულ-ჩაწ­ნუ­ლი ყვა­ვი­ლე­ბი­ვით გაბ­ნე­უ­ლი, მთის მზით გა­ხუ­ნე­ბუ­ლი მოს­ტა­ფი­ლოს­ფ­რო ყა­ყა­ჩო­ე­ბის“ მსგავ­სად.

„მა­ძა­ხუ­რას“ ერთ-ერ­თ­მა მკითხ­ველ­მა იკითხა ამას წი­ნათ: „მა­ძა­ხუ­რას“ გულ­მ­ზი­ან­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბა ხომ არ ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბო­თო? ჰო­და, ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ალ­ბათ, იმას ურ­ჩევ­და ყვე­ლას, ვი­საც ეს პა­ტა­რა წიგ­ნი ჯე­რაც არ წა­უ­კითხავს, რაც ნა­ნა ქე­ლე­ხი­ძემ ურ­ჩია და მეც მი­სი სიტყ­ვე­ბით და­ვამ­თავ­რებ: „გა­დით ერ­თი დღით ბე­ტო­ნე­ბის სა­გი­ჟე­თი­დან, იმოგ­ზა­უ­რეთ მთა­ში, გახ­დით ცო­ტა ხნით ხევ­სუ­რე­ბი, მო­გე­წო­ნე­ბათ ძა­ლი­ან!“

დას­ტურ!

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები