21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

ხალ­ხის­თ­ვის სა­ჭი­რო და სა­სარ­გებ­ლო წა­მოწყე­ბა

spot_img

„მე და ძუ­კუს მუ­შა­ო­ბა გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი გვქონ­და. ძუ­კუ გა­დი­ო­და ხალ­ხ­ში, კრეფ­და სიმ­ღე­რებს, ეძებ­და მომ­ღერ­ლებს, ხო­ლო მე, რაც გა­მაჩ­ნ­და, ძუ­კუს საქ­მე­ზე ვხარ­ჯავ­დი. ის ხში­რად მეტყო­და: ნუ გე­ში­ნია, ჩე­მო დაო, მე მწამს, ისე­თი დრო დად­გე­ბა, რომ ჩემს მუ­შა­ო­ბას და­ა­ფა­სე­ბენ და მეც შევ­ძ­ლებ შე­ნი ამა­გი და­ვა­ფა­სოო“.

               ამო­ნა­რი­დი ნო­ტი­ოს მო­გო­ნე­ბი­დან

ნო­ტიო ლო­ლუა

1875-1958

 

მე-19 სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან სამ­წერ­ლო, პე­და­გო­გი­ურ და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ას­პა­რეზ­ზე გა­მოჩ­ნ­დ­ნენ ქარ­თ­ვე­ლი ქა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მო­წი­ნა­ვე იდე­ე­ბი­თა და საქ­მე­ე­ბით დროს უს­წ­რებ­დ­ნენ, იცოდ­ნენ შრო­მი­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის, ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის ფა­სი და მა­თი გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის და­უ­ღა­ლა­ვად იღ­ვ­წოდ­ნენ. ამი­ტო­მაც იმ­სა­ხუ­რე­ბენ პა­ტი­ვის­ცე­მა­სა და არ­და­ვიწყე­ბას მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის­გან. რამ­დე­ნი­მე მათ­გან­ზე უკ­ვე ვი­სა­უბ­რეთ, ამ­ჯე­რად ნო­ტიო (იგი­ვე ნა­ტო) ბახ­ვას ასუ­ლი ლო­ლუ­ას შე­სა­ხებ გი­ამ­ბობთ. იგი 1875 წელს და­ი­ბა­და სო­ფელ ქვა­ლონ­ში (ზუგ­დი­დის მაზ­რა). 9 წლის იყო, რო­ცა მა­მა გარ­და­ეც­ვა­ლა და დე­დამ ჯერ ფო­თის, ხო­ლო შემ­დეგ ბა­თუ­მის კერ­ძო სას­წავ­ლე­ბელ­ში მი­ა­ბა­რა, რო­მელ­საც სამ­კერ­ვა­ლო სა­ხე­ლოს­ნოც ჰქონ­და. სა­გუ­ლის­ხ­მოა, რომ მხო­ლოდ 14 წლი­სა იყო, რო­ცა სას­წავ­ლე­ბე­ლი და­ას­რუ­ლა, ფოთ­ში დაბ­რუნ­და და კერ­ძო სამ­კერ­ვა­ლო და­ა­არ­სა. მი­სი ეს პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნ­და – ათ ქალ­თან ერ­თად, რომ­ლე­ბიც მა­შინ­ვე შე­უ­ერ­თ­დ­ნენ ნო­ტი­ოს დაწყე­ბულ საქ­მეს – სამ­კერ­ვა­ლომ მა­ლე გა­ით­ქ­ვა სა­ხე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, ყვე­ლა შეკ­ვე­თა დრო­უ­ლად და ხა­რის­ხი­ა­ნად სრულ­დე­ბო­და.

მი­სი თა­ნა­მედ­რო­ვე გა­მო­ჩე­ნი­ლი სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ე­ბი ყო­ველ ახალ, ხალ­ხის­თ­ვის სა­ჭი­რო და სა­სარ­გებ­ლო წა­მოწყე­ბას უყოყ­მა­ნოდ უჭერ­დ­ნენ მხარს, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ კი­დეც. არც ნო­ტიო ლო­ლუ­ას საქ­მე დარ­ჩე­ნი­ლა მა­თი ყუ­რადღე­ბის მიღ­მა — ამ­ჯე­რად, ნი­კო ნი­კო­ლა­ძი­სა და იონა მე­უ­ნარ­გი­ას რჩე­ვი­თა და მხარ­და­ჭე­რით ნო­ტი­ომ, 1897 წელს, სა­ხე­ლოს­ნო კერ­ძო ექ­ვ­ს­თ­ვი­ან კურ­სე­ბად გარ­დაქ­მ­ნა, ხო­ლო თა­ვად, მა­თი­ვე თა­ნად­გო­მი­თა და სა­ხე­ლოს­ნო­ში შეგ­რო­ვე­ბუ­ლი მცი­რე თან­ხით, სას­წავ­ლებ­ლად გა­ემ­გ­ზავ­რა თბი­ლის­ში, სა­ი­და­ნაც უკ­ვე დიპ­ლო­მი­რე­ბუ­ლი დაბ­რუნ­და ატე­ლი­ე­ში, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან სწრა­ფად ფარ­თოვ­დე­ბო­და, იზ­რ­დე­ბო­და მას­წავ­ლე­ბელ­თა და მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა და, რო­მელ­საც სა­ბო­ლო­ოდ ეწო­და „ნო­ტიო ლო­ლუ­ას პრო­ფე­სი­უ­ლი კერ­ძო სას­წავ­ლე­ბე­ლი“.

მე-20 სა­უ­კუ­ნის და­საწყის­ში აქ ის­წავ­ლე­ბო­და ჭრა-კერ­ვა, ხატ­ვა-ხაზ­ვა, ხა­ლი­ჩე­ბის, წინ­დე­ბის, შა­ლე­უ­ლის ქსო­ვა, გა­მო­ჩე­ნილ მხატ­ვარ­თა, ხუ­როთ­მოძღ­ვარ­თა და მო­ქან­და­კე­თა ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის ოქ­რომ­კე­დით ამო­ქარ­გ­ვა და მოქ­სო­ვა. გარ­და ამი­სა, ის­წავ­ლე­ბო­და ქარ­თუ­ლი ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რა, არით­მე­ტი­კა, სა­მო­ქა­ლა­ქო ის­ტო­რია, რუ­სუ­ლი ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რა, გა­ლო­ბა-სიმ­ღე­რა და საღ­ვ­თო ის­ტო­რია.

რაც უფ­რო პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბო­და სას­წავ­ლე­ბე­ლი, მით უფ­რო ღი­ზი­ან­დე­ბოდ­ნენ ცა­რიზ­მის რე­აქ­ცი­ო­ნე­რი ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი – ბრა­ლი დას­დეს, სკო­ლას სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი ხა­სი­ა­თი აქ­ვ­სო, რა­კი რუ­სულ­თან შე­და­რე­ბით ქარ­თულ ენას ეძ­ლე­ვა უპი­რა­ტე­სო­ბაო, ყვე­ლა სა­გა­ნი ქარ­თუ­ლად ის­წავ­ლე­ბაო. ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, ნო­ტიო ჩვე­უ­ლი შე­მარ­თე­ბით გა­ნაგ­რ­ძობ­და საქ­მეს, ძმას­თან, ძუ­კუ ლო­ლუ­ას­თან ერ­თად აგე­ბულ სახ­ლ­ში, თა­ვი­სი­ვე პან­სი­ო­ნით. სკო­ლა მა­ლე სამ­წ­ლი­ა­ნი გახ­და, რაც თავ­ხე­დო­ბად შე­ა­ფა­სა რე­ჟიმ­მა და 1908 წელს მას დიპ­ლო­მი ჩა­მო­ერ­თ­ვა, თუმ­ცა, ერ­თ­გუ­ლი პე­და­გო­გი­უ­რი კო­ლექ­ტი­ვის, სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რის წყა­ლო­ბით, სკო­ლამ ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბა გა­ნაგ­რ­ძო. ფო­თის სა­ზო­გა­დო­ე­ბის შუ­ამ­დ­გომ­ლო­ბით ქა­ლა­ქის თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბამ, ნი­კო ნი­კო­ლა­ძი­სა და იონა მე­უ­ნარ­გი­ას ძა­ლის­ხ­მე­ვით, ნო­ტი­ოს სკო­ლას ყო­ველ­თ­ვი­უ­რი სუბ­სი­დია და­უ­ნიშ­ნა, რა­მაც კი­დევ უფ­რო მე­ტი ბიძ­გი მის­ცა მეს­ვე­უ­რებს, რომ სკო­ლის ავ­ტო­რი­ტეტ­ზე ეზ­რუ­ნათ. მა­შინ ხომ ასე­თი მხო­ლოდ ორი სკო­ლა იყო სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში – ქუ­თა­ის­ში კორ­ძა­ი­ას კერ­ძო სკო­ლა, ხო­ლო თბი­ლის­ში – ეკა­ტე­რი­ნე გა­ბაშ­ვი­ლის. ნო­ტი­ოს სას­წავ­ლებ­ლის ძი­რი­თა­დი კონ­ტინ­გენ­ტი გუ­რი­ი­დან და სა­მეგ­რე­ლო­დან იყო – ად­რე თურ­მე ქარ­გ­ვა მხო­ლოდ ეკა­ტე­რი­ნე ჭავ­ჭა­ვა­ძემ იცო­და და მი­სი მეშ­ვე­ო­ბით სწრა­ფა­დაც გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლა მთელ სა­მეგ­რე­ლო­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით ნო­ტიო ლო­ლუ­ას სკო­ლის წყა­ლო­ბით. თა­ვად ნო­ტი­ოს ოქ­რომ­კერ­დის ქსო­ვი­ლე­ბი­სა და ქარ­გ­ვის ნი­მუ­შებ­მა ამი­ერ­კავ­კა­სი­ის ხალ­ხ­თა ხე­ლოვ­ნე­ბი­სა და სპორ­ტის მე­ო­რე ოლიმ­პი­ა­და­ზე თვალ­სა­ჩი­ნო ად­გი­ლი და­იმ­კ­ვიდ­რა, დამ­თ­ვა­ლი­ე­რე­ბელ­თა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა.

   

ავად­სახ­სე­ნე­ბე­ლი 1921 წლი­დან კი ვი­თა­რე­ბა რა­დი­კა­ლუ­რად შე­იც­ვა­ლა – ნო­ტი­ოს სკო­ლა სა­ქა­ლა­ქო-სა­ფაბ­რი­კო სკო­ლად გა­და­კეთ­და და პრო­ფი­ლი და და­ნიშ­ნუ­ლე­ბაც შე­იც­ვა­ლა, თუმ­ცა ისიც უნ­და ით­ქ­ვას, რომ 1922 წელს ამ სკო­ლის და­მა­არ­სე­ბელს, საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მოღ­ვა­წე­ო­ბის 25 წლის იუბი­ლე გა­და­უ­ხა­და და პერ­სო­ნა­ლუ­რი პენ­სი­აც და­უ­ნიშ­ნა.

ვიდ­რე ნო­ტი­ოს შე­სა­ხებ თხრო­ბას და­ვას­რუ­ლებ, აუცი­ლებ­ლად ერ­თი ამ­ბა­ვიც უნ­და მო­გიყ­ვეთ. ზე­მოთ ვახ­სე­ნე, რომ სკო­ლა ნო­ტი­ო­სა და მი­სი ძმის სახ­ლ­ში ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებ­და-მეთ­ქი. ეს ამ­ბა­ვიც და-ძმის ურ­თი­ერ­თო­ბის გა­მორ­ჩე­უ­ლი ეპი­ზო­დის შე­სა­ხე­ბაა: ფო­თე­ლე­ბი­სათ­ვის კარ­გად ცნო­ბი­ლი ლოტ­ბა­რი ძუ­კუ ლო­ლუა ერ­თხელ ჯგუ­ფურ ჩხუბ­ში გა­რე­უ­ლა. სამ­წუ­ხა­როდ, ჩხუ­ბი მკვლე­ლო­ბით დას­რუ­ლე­ბუ­ლა და ძუ­კუს­თ­ვის 8-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უს­ჯი­ათ. დას – ნა­ტო ლო­ლუ­ას ძმის სა­პა­ტიმ­რო ვა­დის ნა­ხე­ვა­რი თა­ვის თავ­ზე აუღია და 4 წე­ლი, ძმის გვერ­დით, სა­კან­ში გა­უ­ტა­რე­ბია ისე, რომ ძმამ ამის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცო­და.

ასე­თი იყო ნო­ტიო ლო­ლუა, რო­გორც ადა­მი­ა­ნი და რო­გორც გან­მა­ნათ­ლე­ბე­ლი. ეს სა­პა­ტიო ტი­ტუ­ლი მან ნამ­დ­ვი­ლად და­იმ­სა­ხუ­რა თა­ვი­სი მოღ­ვა­წე­ო­ბით, იმით, რომ უმეც­რე­ბი­სა და უცო­დინ­რო­ბის და­სა­მარ­ცხებ­ლად იღ­ვა­წა, უს­წ­რებ­და დროს, იცო­და შრო­მი­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის ფა­სი… ამი­ტო­მაც არის პა­ტივ­სა­ცე­მი და მი­სა­ბა­ძი მი­სი ამა­გი ქვეყ­ნის წი­ნა­შე. მო­მა­ვალ­მა თა­ო­ბებ­მა აუცი­ლებ­ლად უნ­და იცოდ­ნენ სა­სა­ხე­ლო წი­ნაპ­რე­ბის შე­სა­ხებ და აფა­სებ­დ­ნენ მათ ამაგ­სა და თავ­და­დე­ბას. ამის ხორ­ც­შეს­ხ­მა რთუ­ლი არ უნ­და იყოს სკო­ლე­ბის­თ­ვის, სა­დაც არა­ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბას უფ­რო და უფ­რო მე­ტი დატ­ვირ­თ­ვა ენი­ჭე­ბა, რო­გორც მრა­ვალ­ფე­რო­ვან და მრავ­ლის­მომ­ც­ველ რე­სურსს მო­ზარ­დი თა­ო­ბის თვალ­სა­წი­ე­რის გა­ფარ­თო­ე­ბის­თ­ვის.

ნო­ტიო ლო­ლუა გარ­და­იც­ვა­ლა 1958 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში, და­საფ­ლა­ვე­ბუ­ლია ძმის, ძუ­კუ ლო­ლუ­ას გვერ­დით.

მა­სა­ლა მომ­ზა­დე­ბუ­ლია ლე­ლა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის სა­ავ­ტო­რო პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით 

განმანათლებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები (webbreeze.net)

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები