28 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

ჭა რომ არ დაშ­რეს

spot_img

 

 

ლეილა ხონელიძე

სსიპ ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის ქა­ლაქ ფო­თის №5 სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

ამას წი­ნათ რუ­სუ­დან გაბ­როშ­ვი­ლის ერ­თი მი­ნი­მა წა­ვი­კითხე:

ჭა

მა­შინ

დაშ­რა,

რო­ცა

მის­გან

წყალს

არ

იღებ­დ­ნენ…

ბევ­რი რამ გა­მახ­სენ­და, პირ­ვე­ლად კი, ალბთ, ის, რა უც­ნა­უ­რე­ბი ვართ ადა­მი­ა­ნე­ბი — მარ­თა­ლია, სი­ა­მა­ყით ვაცხა­დებთ, რომ ილი­ას გზას მივ­ყ­ვე­ბით, მის ნა­აზ­რევს პა­ტივს ვცემთ, ხში­რად ვი­მოწ­მებთ მის ცი­ტა­ტებს, ყვე­ლა კლას­ში ვას­წავ­ლით ილი­ას ერთ ან რამ­დე­ნი­მე ნა­წარ­მო­ებს, ილი­ას ვუ­წო­დებთ „ეპო­ქა­ლურ“ პი­როვ­ნე­ბას, ლა­მის არის, სადღეგ­რ­ძე­ლო­საც არ ვამ­ბობთ ხოლ­მე ილი­ა­სე­უ­ლი „სა­მი ღვთა­ებ­რი­ვი სა­უნ­ჯის“ ხსე­ნე­ბის გა­რე­შე… მაგ­რამ… კარ­გად რომ დავ­ფიქ­რ­დე­ბით, ისევ ეჭ­ვის ჭია აგ­ვი­ფუთ­ფუთ­დე­ბა — მარ­თ­ლა ილი­ას გზას მივ­ყ­ვე­ბით? მარ­თ­ლა კარ­გად ვიც­ნობთ ილი­ას პი­როვ­ნე­ბა­სა და შე­მოქ­მე­დე­ბას? მარ­თ­ლა ზნე­ობ­რივ ორი­ენ­ტი­რად მიგ­ვაჩ­ნია ილია? პა­სუ­ხიც გაკ­რ­თე­ბა ხოლ­მე ფიქ­რებ­ში — თუ ასეა, მა­შინ რა­ტომ ვართ ასე? (უბად­რუ­კი კა­ლამ­ბუ­რის­თ­ვის — ბო­დი­ში).

ყო­ვე­ლი წლის ნო­ემ­ბერ­ში, კი­დევ ერ­თხელ ვიხ­სე­ნებთ ხოლ­მე ილი­ას, ვცდი­ლობთ, სხვა­დას­ხ­ვა ღო­ნის­ძი­ე­ბა მი­ვუძღ­ვ­ნათ, კი­დევ ერ­თხელ მი­ვაბ­რუ­ნოთ ბავ­შ­ვე­ბი მის შე­მოქ­მე­დე­ბას­თან, ვე­სა­უბ­როთ მის დიდ ღვაწ­ლ­სა და მარ­თ­ლაც „ღვწა­სა“ და წვა­ში გა­ტა­რე­ბულ სი­ცოცხ­ლე­ზე. ჰო­და, ილი­ას ჭა რომ არ დაშ­რეს, ისევ რომ ვიხ­მი­ოთ მი­სი წყა­ლი, ამ­ჯე­რად, გა­დავ­წყ­ვი­ტე, მი­სი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ ჩა­მე­ტა­რე­ბი­ნა ვიქ­ტო­რი­ნა, რომ­ლი­თაც მე­თერ­თ­მე­ტეკ­ლა­სე­ლე­ბი გა­მოს­ც­დიდ­ნენ თავს, რამ­დე­ნად კარ­გად იც­ნობ­დ­ნენ ილი­ას.მოს­წავ­ლე­ებს წი­ნას­წარ ვურ­ჩიე წა­სა­კითხად ის რამ­დე­ნი­მე წიგ­ნი, რომ­ლე­ბი­და­ნაც სა­ვიქ­ტო­რი­ნო კითხ­ვე­ბის შედ­გე­ნას ვა­პი­რებ­დი. აი, ისი­ნიც:

♦ აკა­კი ბაქ­რა­ძე, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე (ილუს­ტ­რი­რე­ბუ­ლი ბი­ოგ­რა­ფი­ე­ბის სე­რი­ი­დან);

♦ აკა მორ­ჩი­ლა­ძე, „ქარ­თუ­ლის რვე­უ­ლე­ბი“;

♦ კრე­ბუ­ლი „ილი­ას სიკ­ვ­დი­ლი და და­საფ­ლა­ვე­ბა“;

♦ „თან სა­კითხა­ვის“ სე­რი­ით გა­მო­ცე­მუ­ლი „180 ამ­ბა­ვი ილი­ა­ზე“ (და, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სას­კო­ლო პროგ­რა­მა­ში შე­სუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი).

ამის შემ­დეგ კი გა­ი­მარ­თა ვიქ­ტო­რი­ნაც, რომ­ლის კითხ­ვე­ბიც ამ­გ­ვა­რი იყო:

1) ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის ამ გმირ­მა ობ­ლო­ბის სიმ­წა­რეც იგე­მა, მა­მი­ნაც­ვ­ლის სი­სას­ტი­კეც, შიმ­ში­ლიც, წყურ­ვი­ლიც, ცე­მა-ტყე­პაც, უბი­ნა­ო­ბაც, უფუ­ლო­ბაც, უნუ­გე­შო­ბაც; გულ­ნამ­ცე­ცაც იყო, ჯი­უ­ტიც, „თვით­რ­ჯუ­ლიც“, სხვი­სი სი­ცოცხ­ლის წარ­თ­მე­ვა­შიც ერია ხე­ლი და მა­საც წა­არ­თ­ვეს სი­ცოცხ­ლე. და­ა­სა­ხე­ლეთ, რო­მე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის რო­მე­ლი გმი­რია ეს?

2) და­ა­სა­ხე­ლეთ ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის გმი­რი, რო­მელ­მაც და­ამ­ტ­კი­ცა, რომ მოს­კო­ვი კი არა, პე­ტერ­ბურ­გია მთე­ლი რუ­სე­თის გუ­ლი.

3) როზ­გ­ქ­ვეშ გა­ტა­რე­ბუ­ლი­ვით ან დიდ­ჩინ­მი­ღე­ბუ­ლი­ვით და­დუ­მე­ბუ­ლი „გმი­რი“ ილი­ას ნა­წარ­მო­ე­ბი­დან.

4) შუ­ა­მა­ვა­ლი ღმერ­თ­სა და კაცს შო­რის, ღვთის სიტყ­ვის ადა­მი­ა­ნე­ბამ­დე მომ­ტა­ნი, მა­მუ­ლის უბე­დუ­რე­ბით გულ­და­და­გუ­ლი, ქარ­თ­ველ­თა ტან­ჯ­ვის ცრემ­ლის მომ­წ­მენ­დი, არამ­ხო­ლოდ სმე­ნის და­სატ­კ­ბო­ბად მოვ­ლე­ნი­ლი ამ­ქ­ვეყ­ნად — ვინ უნ­და იყოს ასე­თი, ილი­ას აზ­რით?

5) და­ას­რუ­ლეთ ცი­ტა­ტა: „სა­მი ღვთა­ებ­რი­ვი სა­უნ­ჯე დაგ­ვ­რ­ჩა ჩვენ მა­მა პა­პა­თა­გან: …“

6) ვის შე­სა­ხებ წერ­და ილია თა­ვის გა­მო­ცა­ნებ­ში:

„მო­ხუ­ცია იგი ჯმუ­ხი,

პი­რად ბად­რი, ტან­და­ბა­ლი,

საქ­მით წმინ­და, გულ­მ­ხურ­ვა­ლე,

სიტყ­ვატ­კ­ბი­ლი, ჭკვა­მა­ღა­ლი.

ძველ­თა­გა­ნა ეგ­ღა დარ­ჩა

გრძნო­ბით სავ­სე, გო­ნი­ე­რი,

მაგ­რამ გა­უ­ბე­და­ვია,

თუმ­ცა უყ­ვარს თვი­სი ერი.

ის ძვე­ლის და ახ­ლის შუა

შე­მა­ერ­თა­ვი ხი­დია,

მაგ­რამ ამ კარ­გ­საც ქვე­ყა­ნა

ზოგ­ჯერ ფე­ხებ­ზე ჰკი­დია“.

7) რა კავ­ში­რი აქვთ ერ­თ­მა­ნეთ­თან ცნო­ბილ რუს კომ­პო­ზი­ტორ პეტ­რე ჩა­ი­კოვ­ს­კი­სა და ილია ჭავ­ჭა­ვა­ძეს?

8) ვი­სი სიტყ­ვე­ბია: „ილი­ას მკვლე­ლებს რომ შე­ეძ­ლოთ, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მოჰ­კ­ლავ­დ­ნენ!“

9) და­ა­სა­ხე­ლეთ გა­ზე­თი და ჟურ­ნა­ლი, რომ­ლებ­შიც იბეჭ­დე­ბო­და ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის შე­უ­რაცხ­მ­ყო­ფე­ლი და ცი­ლის­მ­წა­მებ­ლუ­რი წე­რი­ლე­ბი.

10) „თუ სა­ქარ­თ­ვე­ლოს სიკ­ვ­დი­ლი არ უწე­რია, შენც იმას­თან ერ­თად უკ­ვ­და­ვი ხარ!“ — ვინ მი­მარ­თა ასე უკა­ნას­კ­ნელ გზა­ზე მი­მა­ვალ ილი­ას?

11) ვის შე­სა­ხებ თქვა ილი­ამ სიტყ­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც ერ­თ­გ­ვა­რად წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლუ­რი აღ­მოჩ­ნ­და: „არა, ჩვენ, ძვე­ლებ­მა, ახ­ლა კა­ლა­მი უნ­და ძირს დავ­ს­დ­ვათ! გზა კი …..-ს უნ­და და­ვუთ­მოთ!

12) და­ა­სა­ხე­ლეთ „დღე, რო­დე­საც ვერ მოკ­ლეს ილია!“

13) თსუ-ს რექ­ტო­რი, ნი­კო კეცხო­ვე­ლი, რო­დე­საც სტუ­დენ­ტებს ილი­ას აც­ნობ­და, აუცი­ლებ­ლად წა­იყ­ვან­და ერთ ად­გი­ლას და ეუბ­ნე­ბო­და მათ: „ეს ის ად­გი­ლია, სა­დაც… ვერ მოკ­ლეს ილია!“ სად ამ­ბობ­და იგი ამ სიტყ­ვებს?

14) ლელთ ღუ­ნი­ას აზ­რით, „…ერო­ბა და­ი­შა­ლის, მე­ძავ-მრუ­შო­ბაი ჩა­მო­ვარ­დის, ხარ­ბო­ბაი, ან­გა­რი გვე­რივ­ნის, ერ­თ­სუ­ლო­ბაი და­ვარ­დის, მტრო­ბა-ბძარ­ვაი გახ­შირ­დის“… რო­დის?

ა) აწი­ნა; ბ) ად­რი­და.

15) „არის ორი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, რომ­ლის კა­რიც მუ­დამ ღია უნ­და იყოს ყვე­ლას­თ­ვის და შიგ შეს­ვ­ლა — უფა­სო. ეს გახ­ლავთ…“ (და­ას­რუ­ლეთ, რო­მელ „ორ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას“ გუ­ლის­ხ­მობ­და ილია.)

16) რის შე­სა­ხებ უთხ­რა ერთ-ერ­თ­მა გლეხ­მა ილი­ას: ილი­ავ, გა­ჩუმ­დი! და რო­ცა ილი­ამ უპა­სუ­ხა, ვერ გავ­ჩუმ­დე­ბიო, გა­უ­მე­ო­რა: ილი­ავ, გა­ჩუმ­დი, თო­რემ ჩვენ გავ­ჩუმ­დე­ბი­თო!

17) რა უპა­სუ­ხა ილი­ამ კითხ­ვა­ზე: რა­ტომ არის, რომ აკა­კი შენ­ზე ძვირს ლა­პა­რა­კობს და შენ სულ აქე­ბო?

18) ზა­ქა­რია ჭი­ჭი­ნა­ძე იგო­ნებ­და: „სა­ბაშ­ვი­ლის ღვი­ნის სარ­დაფ­ში ვი­ყა­ვი პუ­რის საჭ­მე­ლად, ჩემ­თ­ვის ცალ­კე ვი­ჯე­ქი. იქ­ვე, მე­ო­რე მა­გი­და­ზე, ყმაწ­ვი­ლე­ბი ის­ხ­დ­ნენ, მი­ვუ­ახ­ლოვ­დი იმათ მა­გი­დას და და­ვიწყე ილი­ას ქე­ბა-დი­დე­ბა!“ რა უპა­სუ­ხეს ახალ­გაზ­რ­დებ­მა ზა­ქა­რია ჭი­ჭი­ნა­ძეს?

19) ვის ეკუთ­ვ­ნის ილი­ას გას­ვე­ნე­ბი­სას ნათ­ქ­ვა­მი სიტყ­ვე­ბი: „მეც მა­ლე მო­ვალ შენ­თან, ილია!“

20) „ხალ­ხი, წუ­თის წი­ნად სულ­გა­ნა­ბუ­ლი, ეხ­ლა მხი­ა­რუ­ლად ჰყა­ყა­ნებ­და და ლაზღან­და­რობ­და კი­დეც. და­ირ­ღ­ვა ხალ­ხის გრო­ვა, და­ი­შა­ლა და გა­ი­შა­ლა მინ­დორ­ზედ. ყვე­ლამ თა­ვის სახ­ლი­სა­კენ გას­წია სრუ­ლი­ად კმა­ყო­ფილ­მა, რომ ეს სა­მარ­ცხ­ვი­ნო და გუ­ლის ამაზ­რ­ზე­ნი თა­მა­შა ნა­ხა,“ – რო­მელ სა­ნა­ხა­ო­ბას უწო­დებს ილია სა­მარ­ცხ­ვი­ნო­სა და გუ­ლის ამაზ­რ­ზენს?

21) არის ორი რამ, რო­მელ­თა­გა­ნაც ერ­თი, ილი­ას აზ­რით, „ჭკუ­ამ იცის და შე­საწყ­ნა­რე­ბე­ლია, მე­ო­რე – ურ­ცხ­ვო­ბამ და საწყე­ნია“. და­ა­სა­ხე­ლეთ ეს ორი რამ.

22) რა ერ­ქ­ვა ოთა­რა­ანთ ქვრი­ვის ქი­სას, რო­მელ­შიც ინა­ხავ­და „მო­ჯა­მა­გი­რის სა­ჯა­მა­გი­რო ფულ­სა?“

ა)“ბა­რა­ქა­ლა ქი­სა“; ბ) „სა­ჭირ­ნა­ხუ­ლო“;

გ) „მი­ე­ცი და მო­გე­ცე­სო“; დ) „ფარ­სი­ღას ქარ­ვას­ლა“.

23) რა არის, ოთა­რა­ანთ ქვრი­ვის აზ­რით, „მო­სა­კი­დე­ბე­ლი ჩან­გა­ლი, რომ გუ­ლი ან აქეთ მის­წი­ოს, ან იქით“, ობი რომ არ მო­ე­კი­დოს, „რო­გორც კი­დო­ბან­ში და­ვიწყე­ბულ პურ­სა“?

ა) სა­მურ­ვე­ლი; ბ) გუ­ლის ფხა­ნა; გ) სიტყ­ვა; დ) ქე­ბა.

24) რა ერ­ქ­ვა ოთა­რა­ანთ ქვრი­ვის ქმარს? ა) ოთა­რი ბ)ფი­ლი­პე გ) თევ­დო­რე დ) სო­სია.

25) ილი­ას გმი­რი, რომ­ლის და­ბა­დე­ბის დღე­ზეც დე­და­მი­სი გარ­და­იც­ვა­ლა.

ვიქ­ტო­რი­ნის კითხ­ვებ­ზე პა­სუ­ხე­ბის გა­ცე­მა მოს­წავ­ლე­ებს არ გას­ჭირ­ვე­ბი­ათ. ჩემს კო­ლე­გებს უკე­თე­სი კითხ­ვე­ბის შედ­გე­ნაც შე­ეძ­ლე­ბათ, მე ჩე­მი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­გი­ზი­ა­რეთ, იქ­ნებ, გა­მო­გად­გეთ!

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები