21 თებერვალი, პარასკევი, 2025

წიგ­ნი, რო­მე­ლიც ეძღ­ვ­ნე­ბა წიგ­ნებს

spot_imgspot_img

მაკა ლდოკონენი

 

 

რას იტყო­დით ისეთ წიგ­ნ­ზე, რო­მელ­შიც ერ­თად იქ­ნე­ბო­და თავ­მოყ­რი­ლი ამ­ბე­ბი ბავ­შ­ვე­ბი­სა და მო­ზარ­დე­ბის­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი წიგ­ნე­ბის შე­სა­ხებ, ამ წიგ­ნე­ბის და­წე­რი­სა და გა­მო­ცე­მის თავ­გა­და­სა­ვალ­საც მი­ა­დევ­ნებ­დით თვალს, გა­იც­ნობ­დით პერ­სო­ნა­ჟე­ბის პრო­ტო­ტი­პებს, მწერ­ლებ­ზე კი სა­ო­ცარ და შ­თა­მა­გო­ნე­ბელ ის­ტო­რი­ებს წა­ი­კითხავ­დით?

მწე­რალ­მა და მას­წავ­ლე­ბელ­მა მა­კა ლდო­კო­ნენ­მა სწო­რედ ასე­თი სა­ინ­ტე­რე­სო, ყვე­ლა­სათ­ვის სა­ჭი­რო და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი წიგ­ნი და­წე­რა.

„რა ვი­კითხოთ მოს­წავ­ლე­ებ­თან და შვი­ლებ­თან, მას­წავ­ლებ­ლებ­თან და მშობ­ლებ­თან ერ­თად“ (გა­მომ­ცემ­ლო­ბა „ინ­ტე­ლექ­ტი“, 2021), რო­მე­ლიც დამ­ხ­მა­რე სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოა ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში სა­შუ­ა­ლო სკო­ლე­ბის­თ­ვის, სა­ჩუ­ქა­რია იმ ბავ­შ­ვე­ბი­სა და მო­ზარ­დე­ბის­თ­ვის, რომ­ლე­ბიც ყო­ველ­დღი­უ­რად ეძე­ბენ ახალ-ახალ წიგ­ნებს და მა­თი გაც­ნო­ბის სურ­ვი­ლით არი­ან ატა­ცე­ბუ­ლე­ბი; ეს წიგ­ნი და­ეხ­მა­რე­ბათ იმ მოს­წავ­ლე­ებ­საც, რომ­ლე­ბიც ფიქ­რო­ბენ, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია, კითხ­ვა სა­სი­ა­მოვ­ნო პრო­ცე­სი იყოს; ისი­ნი აღ­მო­ა­ჩე­ნენ, რომ ყო­ველ­თ­ვის შე­იძ­ლე­ბა იპო­ვონ თა­ვი­ანთ ინ­ტე­რე­სებ­სა და სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი წიგ­ნი, რო­მე­ლიც მათ ჯა­დოს­ნურ თავ­გა­და­სა­ვალ­ში ჩა­ით­რევს. „რა ვი­კითხოთ ერ­თად“ და­ეხ­მა­რე­ბათ ისეთ მშობ­ლებ­საც, რომ­ლე­ბიც მუ­დამ ცდი­ლო­ბენ შვი­ლებ­ში კითხ­ვი­სად­მი ინ­ტე­რე­სი გა­აღ­ვი­ვონ ან  აინ­ტე­რე­სებთ, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მათ სწო­რედ ის ავ­ტო­რე­ბი შე­აყ­ვა­რონ, რომ­ლე­ბი­თაც ბავ­შ­ვო­ბა­ში თა­ვად იყ­ვ­ნენ მო­ნუს­ხუ­ლე­ბი; ეს წიგ­ნი არ ივიწყებს მას­წავ­ლებ­ლებს და შე­საძ­ლოა, მათ­თ­ვის მაშ­ველ რგო­ლა­დაც იქ­ცეს, რად­გან მას­წავ­ლებ­ლე­ბი მა­კა ლდო­კო­ნე­ნის წიგ­ნ­ში არა მარ­ტო წიგ­ნე­ბი­სა და მწერ­ლე­ბის შე­სა­ხებ წა­ი­კითხა­ვენ, არა­მედ შეძ­ლე­ბენ, და­გეგ­მონ მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი, ყვე­ლა­სათ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო გაკ­ვე­თი­ლე­ბი, გა­ა­ცოცხ­ლონ ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გმი­რე­ბი, მოს­წავ­ლე­ებს უჩ­ვე­ნონ თე­მა­ტუ­რი ფილ­მე­ბი და ანი­მა­ცი­ე­ბი და მათ­თან ის სათ­ქ­მე­ლი მი­ი­ტა­ნონ, რომ­ელიც ყვე­ლა­ზე მე­ტად სჭირ­დე­ბათ.

„რა ვი­კითხოთ ერ­თად“ სა­მი ნა­წი­ლის­გან შედ­გე­ბა. პირ­ვე­ლი და მე­ო­რე ნა­წი­ლი მო­ი­ცავს წე­რი­ლებს ქარ­თუ­ლი და უცხო­უ­რი სა­ბავ­შ­ვო წიგ­ნე­ბის შე­სა­ხებ, მე­სა­მე ნა­წილ­ში კი გვხვდე­ბა წე­რი­ლე­ბი გაკ­ვე­თი­ლე­ბის, ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და წიგ­ნი­ე­რე­ბის თე­მა­ზე.

✍️ ქარ­თ­ვე­ლი სა­ბავ­შ­ვო მწერ­ლე­ბი

თუ ოდეს­მე ვინ­მე და­ნა­ნე­ბით იტყ­ვის, რა კარ­გი იქ­ნე­ბო­და, ჩვენც გვყო­ლო­და ას­ტ­რიდ ლინ­დ­გ­რე­ნის, პა­მე­ლა ტრე­ვერ­სის, ტუ­ვე იან­სო­ნის ან მო­რის დრი­უ­ო­ნის  მსგავ­სი სა­ბავ­შ­ვო მწერ­ლე­ბიო, თა­მა­მად უთხა­რით, რომ ჩვენ ბრწყინ­ვა­ლე სა­ბავ­შ­ვო ავ­ტო­რე­ბი გვყავ­და და გვყავს! მა­კა ლდო­კო­ნე­ნის წიგ­ნი სწო­რედ ასე­თი მწერ­ლი­სა და მი­სი შე­სა­ნიშ­ნა­ვი წიგ­ნის შე­სა­ხებ და­წე­რი­ლი წე­რი­ლით იხ­ს­ნე­ბა. ავ­ტორს არ­ჩილ სუ­ლა­კა­უ­რი ჰქვია, წიგნს კი „სა­ლა­მუ­რას თავ­გა­და­სა­ვა­ლი“, რო­მე­ლიც ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე შთა­მა­გო­ნე­ბე­ლი ამ­ბა­ვია მე­გობ­რო­ბის ძა­ლა­სა და მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე; იმა­ზე, რო­გორ უნ­და გა­და­ლა­ხო ცხრა ზღვა და ცხრა მთა, რო­ცა შენ­თ­ვის ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნი გა­სა­ჭირ­შია და გზად ათას­გ­ვარ თავ­გა­და­სა­ვალ­ში გა­ეხ­ვიო, არას­დ­როს და­ნებ­დე ბო­რო­ტე­ბას­თან ბრძო­ლა­ში და არც იმ არ­ჩე­ულ გზა­ზე თქვა უარი, რო­მელ­საც სა­კუ­თა­რი მო­რა­ლი გი­კარ­ნა­ხებს:

„თუ ბე­დის მორ­ჩი­ლი იქ­ნე­ბი, ისე გა­თა­მა­შებს ბე­დი, რო­გორც ნა­ფოტს მდი­ნა­რე;

თუ იცი, სად არის შე­ნი გზა, რო­გორ წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბა­საც არ უნ­და წა­აწყ­დე, ამ გზი­დან არ გა­და­უხ­ვიო, რად­გან არ არ­სე­ბობს წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბა, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის შვილ­მა ად­რე თუ გვი­ან არ დაძ­ლი­ოს;

ბო­რო­ტე­ბას არ და­ე­ჩაგ­ვ­რი­ნო, ნუ მო­იხ­რი ქედს და რო­გორც შეძ­ლებ, ისე შე­ებ­რ­ძო­ლე, რად­გან ამ ქვეყ­ნად ყვე­ლა­ზე უფ­რო ძლი­ე­რი სი­კე­თის ძა­ლაა, ოღონდ კე­თი­ლი­სა და ბო­რო­ტის გარ­ჩე­ვა უნ­და შეძ­ლო!“

მა­კა ლდო­კო­ნე­ნის წე­რი­ლე­ბის კრე­ბუ­ლით ქარ­თ­ველ სა­ბავ­შ­ვო ავ­ტო­რებს ან უფ­რო ახ­ლოს გა­იც­ნობთ, ან, სუ­ლაც, პირ­ვე­ლად აღ­მო­ა­ჩენთ. აღ­მო­სა­ჩე­ნი კი ნამ­დ­ვი­ლად ბევ­რია, რად­გან ამ ენა­ზე დღემ­დე იწე­რე­ბა ისე­თი შე­სა­ნიშ­ნა­ვი სა­ბავ­შ­ვო წიგ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც დი­დი ქვეყ­ნე­ბის დიდ მწერ­ლებს რომ და­ე­წე­რათ, ახ­ლა უამ­რავ ენა­ზე იქ­ნე­ბო­და თარ­გ­მ­ნი­ლი. ამ წიგ­ნ­ში შევ­ხ­ვ­დე­ბით ოტია იოსე­ლი­ანს და გუ­რამ პეტ­რი­აშ­ვილს, თამ­რი ფხა­კა­ძეს და თეა თო­ფუ­რი­ას, ლე­ლა ცუც­ქი­რი­ძეს და მა­რი­ამ წიკ­ლა­ურს, ნა­ი­რა გე­ლაშ­ვილს და თა­მარ გე­გე­ში­ძეს, გა­იც­ნობთ ან თა­ვი­დან აღ­მო­ა­ჩენთ ლე­ვან ბოლ­ქ­ვა­ძეს; აქ გა­ეც­ნო­ბით ისეთ სა­ბავ­შ­ვო წიგ­ნებს, რომ­ლებ­შიც დაგ­ვ­ხ­ვ­დე­ბა მხი­ა­რუ­ლი ოჯა­ხი­სა და სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე პერ­სო­ნა­ჟე­ბის მთე­ლი გა­ლე­რეა, პერ­სო­ნა­ჟე­ბის ლა­მაზ-ლა­მა­ზი სა­ხე­ლე­ბი, ამ­ბე­ბი მე­გობ­რო­ბი­სა და სი­კე­თის ძა­ლა­ზე, ზღაპ­რე­ბი შე­ლოც­ვე­ბით, მხი­ა­რუ­ლი რე­ცეპ­ტე­ბი, ქონ­და­რე­თის ამ­ბე­ბი, ტრო­ლე­ი­ბუ­სი ას­ტა­რი­ო­ნი თა­ვი­სი მგზავ­რე­ბით, გუ­რამ პეტ­რი­აშ­ვი­ლის შექ­მ­ნი­ლი ზღაპ­რუ­ლი ქა­ლა­ქი და სხვა.

ასე მა­გა­ლი­თად, ნა­ი­რა გე­ლაშ­ვი­ლი ეკო­ლო­გი­ის თე­მას ეხე­ბა და ბავ­შ­ვებს დე­და­მი­წის ზრუნ­ვა­ზე აფიქ­რებს; თა­მარ გე­გე­ში­ძე გვაც­ნობს ბიჭს, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ერ­თი შე­ხედ­ვი­თაა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, თო­რემ, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია, ისე­ვე რო­გორც ყვე­ლა ბავ­შ­ვი და მო­ზარ­დი; ლე­ლა ცუც­ქი­რი­ძე დი­დე­ბი­სა და ბავ­შ­ვე­ბის მე­გობ­რო­ბა­სა და უბ­რა­ლოდ, სიყ­ვა­რულ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა და არც იმას ივიწყებს, რომ ბავ­შ­ვებს დე­და­მი­წა­ზე ზრუნ­ვა ას­წავ­ლოს; და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი კი გი­ორ­გი­სა და ანას­ტა­სი­ას თავ­გა­და­სავ­ლით გვა­რი­გებს, რომ გზის არ­ჩე­ვა­ში მთა­ვა­რი გზა კი არა, არ­ჩე­ვა­ნია; ლე­ვან ბოლ­ქ­ვა­ძე ზღა­პარ­ში მოხ­ვედ­რი­ლი ბი­ჭის ამ­ბავს მოგ­ვითხ­რობს და მე­ფე ჩი­გი­დის მი­ერ შექ­მ­ნილ უსა­მარ­თ­ლო ქვეყ­ნის მა­გა­ლით­ზე გვიჩ­ვე­ნებს, რო­გო­რია ცხოვ­რე­ბა ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მის ქვეშ, სა­დაც სი­მარ­თ­ლე და­ა­დუ­მეს და ყველ­გან ტყუ­ილს აქვს ფეს­ვე­ბი გად­გ­მუ­ლი, მო­ქა­ლა­ქის ნე­ბა­სა და სურ­ვილს კი ჩა­ლის ფა­სი აქვს.

✍️ ამ­ბე­ბი მწერ­ლე­ბის ცხოვ­რე­ბი­დან

კი­დევ ერ­თი მი­ზე­ზი, რის გა­მოც ამ წიგნს ვერ მოწყ­დე­ბით: მა­კა ლდო­კო­ნე­ნი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბებს გვიყ­ვე­ბა სა­ბავ­შ­ვო მწერ­ლე­ბის შე­სა­ხებ. მა­თი ბი­ოგ­რა­ფი­ი­დან ისეთ შთამ­ბეჭ­დავ დე­ტა­ლებს გვი­ზი­ა­რებს, გვგო­ნია, რომ ყვე­ლა ჩვე­ნი თა­ნა­მედ­რო­ვეა, ჩვენ გვერ­დით ცხოვ­რო­ბენ და ვიც­ნობთ კი­დეც. ასე გვაყ­ვა­რებს, გვა­ახ­ლო­ებს მათ. ეს სა­უ­კე­თე­სო გზაა იმი­სათ­ვის, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბი ავ­ტო­რებ­თან გა­ვა­ში­ნა­უ­როთ; ვაგ­რ­ძ­ნო­ბი­ნოთ, რომ ისი­ნიც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, რომ მა­თაც სტკი­ვათ, ეში­ნი­ათ, რომ მა­თაც არ გა­მოს­დი­ო­დათ, მარ­ცხ­დე­ბოდ­ნენ და არც წარ­მა­ტე­ბის­თ­ვის მი­უღ­წე­ვი­ათ მარ­ტი­ვად. ჰო, იმ წიგ­ნე­ბის გა­მო­სა­ცე­მა­დაც ბევ­რი უბ­რ­ძო­ლი­ათ, რომ­ლებ­საც ახ­ლა მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა წერ­ტილ­ში ვკითხუ­ლობთ და გვიყ­ვარს.

მწერ­ლე­ბის სა­ინ­ტე­რე­სო ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ცნო­ბე­ბი ერ­თ­გ­ვარ ცხოვ­რე­ბი­სე­ულ გაკ­ვე­თი­ლე­ბად, მა­გა­ლი­თე­ბად შეგ­ვიძ­ლია ვაქ­ცი­ოთ ბავ­შ­ვე­ბი­სა და მო­ზარ­დე­ბის­თ­ვის და ვაჩ­ვე­ნოთ, რომ წიგ­ნებ­ში აღ­წე­რი­ლი დაბ­რ­კო­ლე­ბე­ბი და ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი ქარ­ტე­ხი­ლე­ბი ხში­რად მწერ­ლებს სა­კუ­თარ თავ­ზე გა­მო­უც­დი­ათ.

ასე მა­გა­ლი­თად, გა­ნა ჰანს ქრის­ტი­ან ან­დერ­სე­ნი კი­დევ უფ­რო მე­ტად არ შე­უყ­ვარ­დე­ბათ, რო­ცა გა­ი­გე­ბენ, რომ ან­დერ­სე­ნი ძა­ლი­ან ხელ­მოკ­ლე ოჯახ­ში და­ი­ბა­და, თექ­ვ­ს­მეტ წლამ­დე წე­რა-კითხ­ვაც კი არ იცო­და, მაგ­რამ მუ­დამ სწამ­და, რომ უკე­თეს ცხოვ­რე­ბას შეძ­ლებ­და; სწო­რედ ამი­ტომ, ერ­თხე­ლაც ბარ­გი ჩა­ა­ლა­გა და 14 წლის ბი­ჭი პა­ტა­რა მშობ­ლი­უ­რი ქა­ლა­ქი­დან დიდ კო­პენ­ჰა­გენ­ში გა­ემ­გ­ზავ­რა. და­ი­ბა­რა, მივ­დი­ვარ, რა­თა ცნო­ბი­ლი გავ­ხ­დეო.

ამ წიგ­ნით გა­ვი­გე ისიც, რომ ან­დერ­სე­ნის კლა­სი­კად ქცე­უ­ლი ზღა­პა­რი „მა­ხინ­ჯი იხ­ვის ჭუ­ჭუ­ლი“, დი­დი ალ­ბა­თო­ბით, ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ტექ­ს­ტია. მწე­რალს ხომ ისე­ვე ჰქონ­და გა­რეგ­ნუ­ლი ნაკ­ლი, რო­გორც ამ ზღაპ­რის გმირს, რო­მე­ლიც, რო­ცა კი ულა­მა­ზეს გე­დად გა­და­იქ­ცა, არც მა­შინ გა­ა­მა­ყე­ბუ­ლა, რად­გან კე­თი­ლი გუ­ლი ჰქონ­და!

„ან­დერ­სე­ნი უამ­რავ სა­სარ­გებ­ლო რჩე­ვას გვთა­ვა­ზობს, დიდ­სა თუ პა­ტა­რას ცხოვ­რე­ბა­ში რომ გა­მოგ­ვად­გე­ბა და რთუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­შიც დაგ­ვეხ­მა­რე­ბა.

თუ სხვებს არ ჰგავ­ხარ და სა­კუ­თა­რი თა­ვი არ მოგ­წონს, სუ­ლაც არ ნიშ­ნავს რომ სამ­ყა­როს და­სას­რუ­ლი დამ­დ­გა­რა. ჩვენს გარ­შე­მო უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გვა­გო­ნებს უიმე­დო იხ­ვის ჭუ­ჭულს, რო­მე­ლიც თვლის, რომ სი­ცოცხ­ლის ბო­ლომ­დე უნ­და დევ­ნიდ­ნენ და უნის­კარ­ტებ­დ­ნენ. თუ ასეთ გულ­დაწყ­ვე­ტილ ადა­მი­ანს შეხ­ვ­დე­ბით, არ და­ი­ზა­როთ, ან­დერ­სე­ნის ზღაპ­რე­ბი უამ­ბეთ ან წა­უ­კითხეთ, და­ეხ­მა­რეთ, რა­თა „თა­ვი­სი­ა­ნი  გე­დე­ბის“ მო­ძებ­ნის სურ­ვი­ლი გა­უჩ­ნ­დეს“.

ან­დერ­სე­ნის კე­თი­ლი, სიყ­ვა­რუ­ლი­თა და თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბის უნა­რით სავ­სე პერ­სო­ნა­ჟე­ბის მსგავ­სად, ბავ­შ­ვებს თა­ვად ავ­ტო­რის ცხოვ­რე­ბის გზა ას­წავ­ლის, შთა­ა­გო­ნებს, იმედ­სა და მო­ტი­ვა­ცი­ას გა­უღ­ვი­ვებს, რა­თა დარ­წ­მუნ­დ­ნენ, რომ ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი და­საძ­ლე­ვად არ­სე­ბობს.

ასე­თი­ვე სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბებს წა­ი­კითხავთ ას­ტ­რიდ ლინ­დ­გ­რე­ნის, ტუ­ვე იან­სო­ნის, ბე­ატ­რიქს პო­ტე­რი­სა და სხვა მწერ­ლე­ბის შე­სა­ხებ.

ბე­ატ­რიქს პო­ტე­რის ამ­ბა­ვი სრუ­ლი­ად უნი­კა­ლუ­რი მგო­ნია. მა­კა ლდო­კო­ნე­ნი ახ­ლო­დან გვაც­ნობს ქალს, რო­მელ­მაც ბავ­შ­ვებს ისე­თი საყ­ვა­რე­ლი პერ­სო­ნა­ჟი აჩუ­ქა, რო­გო­რიც ბა­ჭია პი­ტე­რია. სა­ინ­ტე­რე­სო კი ბე­ატ­რიქ­სის ბი­ოგ­რა­ფი­ის ერ­თი დე­ტა­ლია: ბე­ატ­რიქ­სი არა­ერ­თი სა­მეც­ნი­ე­რო ნაშ­რო­მის ავ­ტო­რი ყო­ფი­ლა, უნ­დო­და კი­დეც, რომ მეც­ნი­ე­რე­ბას გაჰ­ყო­ლო­და, მაგ­რამ იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ქა­ლი იყო, მას სა­თა­ნა­დო ყუ­რადღე­ბა არ მი­აქ­ცი­ეს და იმის უფ­ლე­ბაც არ მის­ცეს, სა­კუ­თა­რი ნა­აზ­რე­ვი სა­მეც­ნი­ე­რო კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე წა­რედ­გი­ნა. მა­შინ სხდო­მებს მხო­ლოდ მა­მა­კა­ცე­ბი ეს­წ­რე­ბოდ­ნენ.  მა­კა ლდო­კო­ნე­ნი წერს: „სა­მეც­ნი­ე­რო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ბე­ატ­რიქს პო­ტე­რის წი­ნა­შე ბო­დი­ში წლე­ბის შემ­დეგ ოფი­ცი­ა­ლუ­რად მო­ი­ხა­და“. თუმ­ცა მა­ნამ­დე ხდე­ბა ასე­თი რამ: სა­მეც­ნი­ე­რო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ხე­ლის შეშ­ლის გა­მო ბე­ატ­რიქ­სი სა­მუ­და­მოდ ივიწყებს მი­სი პი­როვ­ნე­ბის ამ  მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ნა­წილს, მხატ­ვ­რო­ბას უბ­რუნ­დე­ბა და წიგ­ნე­ბის გა­მო­ცე­მას სა­კუ­თა­რი შე­მო­სავ­ლის მთა­ვარ წყა­როდ აქ­ცევს. მი­სი ამ­ბა­ვი, რო­გორც ერ­თი მწერ­ლის, მხატ­ვ­რი­სა და გა­რე­მო პი­რო­ბე­ბის გა­მო ვერ­შემ­დ­გა­რი მეც­ნი­ე­რის ამ­ბა­ვი, ბავ­შ­ვებს ბევრ სა­ფიქ­რალს გა­უ­ჩენს, ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბი­სად­მი თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბი­სა და სო­ლი­და­რო­ბის გან­ც­დას გა­უღ­ვი­ვებს და უფ­რო შე­აყ­ვა­რებთ მწე­რალ ქალს.

✍️ ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბი და მა­თი პრო­ტო­ტი­პე­ბი

ალ­ბათ ძნე­ლად მო­ი­ძებ­ნე­ბა მკითხ­ვე­ლი (ვფიქ­რობ, არამ­კითხ­ვე­ლიც), რო­მელ­საც, თუ არ წა­უ­კითხავს, არ სმე­ნია მა­ინც ამ­ბა­ვი ბა­რონ მი­უნ­ჰა­უ­ზე­ნის შე­სა­ხებ. კა­ცის, რო­მე­ლიც მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რის ისე­თი­ვე სა­კულ­ტო პერ­სო­ნა­ჟია, რო­გო­რიც ტომ სო­ი­ე­რი, ჰაკ­ლ­ბე­რი ფი­ნი, პი­პი გრძელ­წინ­და ან სა­ხუ­რა­ვის ბი­ნა­და­რი კარ­ლ­სო­ნი. ბა­რო­ნის ყვე­ლა­ზე მარ­თა­ლი ტყუ­ი­ლე­ბი და მი­სი შთამ­ბეჭ­და­ვი ტყუ­ილ-მარ­თა­ლი თავ­გა­და­სავ­ლე­ბი ჩე­მი ბავ­შ­ვო­ბის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე ნა­თე­ლი, მხი­ა­რუ­ლი და გა­ნუყ­რე­ლი ნა­წი­ლია. მი­სი ნა­ამ­ბო­ბი, რო­გორ ამო­ი­ზარ­და ირ­მის შუბ­ლი­დან ალუბ­ლის ხე, დღემ­დე ბავ­შ­ვო­ბა­ში მაბ­რუ­ნებს.

მა­კა ლდო­კო­ნე­ნი გვი­ამ­ბობს, რომ ბა­რო­ნი მი­უნ­ჰა­უ­ზე­ნი სუ­ლაც არ ყო­ფი­ლა მხო­ლოდ ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პერ­სო­ნა­ჟი და მი­სი პრო­ტო­ტი­პი ნამ­დ­ვი­ლად არ­სე­ბობ­და! აი, კი­დევ ერ­თი მი­ზე­ზი, რა­ტო­მაც შე­მიყ­ვარ­და ეს წიგ­ნი – ის ჩვე­ნი საყ­ვა­რელ პერ­სო­ნა­ჟებ­თან გვაბ­რუ­ნებს და მათ პრო­ტო­ტი­პებს ახ­ლო­დან გვაც­ნობს.

ბა­რო­ნი მი­უნ­ჰა­უ­ზე­ნი, რო­მე­ლიც გერ­მა­ნი­ის ქა­ლაქ ბო­დენ­ვერ­დერ­ში ცხოვ­რობ­და, მას შემ­დეგ, რაც ომი­დან დაბ­რუნ­და, მე­გობ­რებ­სა და მე­ზობ­ლებს სპე­ცი­ა­ლუ­რად მოწყო­ბილ ად­გი­ლას უამ­ბობ­და თა­ვის და­უ­ჯე­რე­ბელ თავ­გა­და­სავ­ლებს და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მის გემ­რი­ელ ტყუ­ი­ლებ­ზე ხალ­ხი ხში­რად სი­ცილს ვერ იკა­ვებ­და, ის მა­ინც და­უს­რუ­ლებ­ლად ჰყვე­ბო­და და ჰყვე­ბო­და. ხო­ლო შემ­დეგ კი ეს ამ­ბე­ბი „მხი­ა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გზამ­კ­ვ­ლევ­ში“ და­ი­ბეჭ­და. 1786 წელს კი რას­პემ ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლად და­ა­მუ­შა­ვა და წიგ­ნად გა­მოს­ცა. ბა­რო­ნი პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და, ბო­დენ­ვერ­დერ­ში მის სა­ნა­ხა­ვად მოც­ლი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­კა­დი და­იძ­რა. ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ე­ბის მო­სა­გე­რი­ებ­ლად მი­უნ­ჰა­უ­ზე­ნი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, სახ­ლის გარ­შე­მო და­რა­ჯე­ბი და­ე­ყე­ნე­ბი­ნა.

დღეს ბო­დენ­ვერ­დერ­ში მი­უნ­ჰა­უ­ზე­ნის ძეგ­ლი დგას, მის ეზოს კი ისევ ამ­შ­ვე­ნებს ძვე­ლე­ბურ ყა­ი­და­ზე აგე­ბულ-რეს­ტავ­რი­რე­ბუ­ლი პა­ვი­ლი­ო­ნი, რო­მელ­საც ახ­ლა „სიც­რუ­ის პა­ვი­ლი­ონს“ ეძა­ხი­ან“.

კი­დევ ერ­თი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გმი­რი, რო­მელ­საც პრო­ტო­ტი­პი ჰყავს, ყვე­ლა­სათ­ვის ცნო­ბი­ლი ატი­კუს ფინ­ჩია – ჰარ­პერ ლის „ნუ მოკ­ლავ ჯა­ფა­რას“ გმი­რი, პა­ტი­ო­სა­ნი და მა­მა­ცი კა­ცი, რომ­ლის პრო­ტო­ტი­პი ჰარ­პერ ლის მა­მა – ამა­სა ლი გახ­ლავთ. არც ჭყი­ტაა მხო­ლოდ ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პერ­სო­ნა­ჟი, ის მწერ­ლის ალ­ტერ-ეგოა. „რა ვი­კითხოთ ერ­თად“ ასე­თი მიგ­ნე­ბე­ბი­თა და სა­ინ­ტე­რე­სო კავ­ში­რე­ბი­თაა სავ­სე. მე მხო­ლოდ ზღვა­ში წვეთს გი­ამ­ბობთ.

✍️ აღ­მო­ჩე­ნე­ბის წიგ­ნი

ზე­მოთ აღ­მო­ჩე­ნე­ბი ვახ­სე­ნე და მჯე­რა, რომ ამ წიგ­ნის თი­თო­ე­უ­ლი მკითხ­ვე­ლი სწო­რედ მა­კა ლდო­კო­ნე­ნის წე­რი­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით მი­აგ­ნებთ ისეთ მწე­რალ­სა თუ ნა­წარ­მო­ებს, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც აქამ­დე არა­ფე­რი გსმე­ნო­დათ.

პი­რა­დად მე, ასე გა­ვი­ცა­ნი ას­ტ­რიდ ლინ­დ­გ­რე­ნის კი­დევ ერ­თი გმი­რი – მა­ლი­ნი, რომ­ლის ამ­ბავ­მა, აგერ უკ­ვე წლე­ბია, მოს­ვე­ნე­ბა და­მი­კარ­გა და ცო­ტა ხნის წინ, ჩემს ლი­ტე­რა­ტუ­რულ კლუბ­ში მოს­წავ­ლე­ებს გა­ვა­ცა­ნი. არას­დ­როს და­მა­ვიწყ­დე­ბა მა­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი და ემო­ცი­ე­ბი. ამ წიგ­ნი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლის კი­დევ ერ­თი მი­ზე­ზი – ის აღ­მო­ჩე­ნე­ბის ნამ­დ­ვი­ლი სა­ბა­დოა. მე ას­ტ­რიდ ლინ­დ­გ­რე­ნის „უკ­რავს ჩე­მი ცაცხ­ვი, მღე­რის ჩე­მი ბულ­ბუ­ლი“ მა­პოვ­ნი­ნა, თქვენ იქ­ნებ მწვა­ნე­თი­თე­ბა ტის­ტუმ­დე მი­გიყ­ვა­ნოთ, ან ზღა­პარ­ში მოხ­ვედ­რილ ბიჭს აგა­დევ­ნოთ, ან კი­დევ მუ­მი­ნე­ბის ხე­ო­ბა­ში შე­გიძღ­ვეთ. ყვე­ლა­ფე­რი თქვენს გე­მოვ­ნე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ამ წიგ­ნ­ში კი ყვე­ლა გე­მოვ­ნე­ბის მკითხ­ვე­ლი იპო­ვის სა­თა­ვი­სო მწე­რალ­სა და ამ მწერ­ლის მი­ერ მოთხ­რო­ბილ ჯა­დოს­ნურ ამ­ბებს.

✍️ ცენ­ზუ­რა სა­ბავ­შ­ვო ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში

მა­კა ლდო­კო­ნე­ნის წიგ­ნი ცენ­ზუ­რა­ზეც გვი­ამ­ბობს. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჩემ­სა­ვით ბევრს არ გე­ცო­დი­ნე­ბო­დათ ამ­ბა­ვი ჰანს ქრის­ტი­ან ან­დერ­სე­ნის ზღაპ­რე­ბი­სა და საბ­ჭო­თა ცენ­ზუ­რის შე­სა­ხებ. წიგ­ნ­ში ვკითხუ­ლობთ: „თოვ­ლის დე­დო­ფა­ლი ალ­ბათ არა­ერ­თხელ წა­გი­კითხავთ და მი­სი უამ­რა­ვი ეკ­რა­ნი­ზა­ცი­აც გი­ნა­ხავთ. თუმ­ცა, თქვე­ნი ბავ­შ­ვო­ბა საბ­ჭო­თა პე­რი­ოდს თუ და­ემ­თხ­ვა, ისიც გე­ცო­დი­ნე­ბათ, რომ ან­დერ­სე­ნის ორი­გი­ნა­ლი („კა­ნო­ნი­კუ­რი“) ტექ­ს­ტე­ბის წა­კითხ­ვის ფუ­ფუ­ნე­ბა არ გვქონ­და, რუ­სუ­ლი ცენ­ზუ­რა თა­ვის გე­მო­ზე ცვლი­და, ამოკ­ლებ­და ან ავ­რ­ცობ­და ზღაპ­რებს, გან­სა­კუთ­რე­ბით რწმე­ნას­თან და ქრის­ტი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ პა­სა­ჟებს ერ­ჩოდ­ნენ“ – დი­ახ, საბ­ჭო­თა ცენ­ზუ­რა არც სა­ბავ­შ­ვო წიგ­ნებს ინ­დობ­და. ქარ­თულ ენა­ზე ან­დერ­სე­ნის ზღაპ­რე­ბი, ისე­თი, რო­გო­რიც მწე­რალ­მა და­წე­რა, მხო­ლოდ 2015 წელს ითარ­გ­მ­ნა. პირ­და­პირ ორი­გი­ნა­ლი­დან – და­ნი­უ­რი ენი­დან.

სა­ინ­ტე­რე­სოა ას­ტ­რიდ ლინ­დ­გ­რე­ნის ყვე­ლა­სათ­ვის საყ­ვა­რე­ლი, ან­ცი და და­უდ­გ­რო­მე­ლი გრძელ­წინ­და გო­გოს სა­ხე­ლის ის­ტო­რი­აც, რო­მე­ლიც სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში პი­პია და არა პე­პი: „პი­პი, და არა პე­პი, რო­გორც ეს პოს­ტ­საბ­ჭო­თა ქვეყ­ნებ­ში რუ­სულ­მა თარ­გ­მან­მა დამ­კ­ვიდ­რ­და. საქ­მე იმა­ში გახ­ლ­დათ, რომ პე­პის შე­სა­ხებ წიგ­ნე­ბის მთარ­გ­მ­ნელს ლი­ლი­ა­ნა ლუნ­გი­ნას ას­ტ­რიდ ლინ­დ­გ­რე­ნის­თ­ვის უთხო­ვია, რუ­სულ ენა­ში სკაბ­რე­ზუ­ლი კო­ნო­ტა­ცი­ის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად სა­ხელს შევ­ც­ვ­ლიო. ლინ­დ­გ­რე­ნი და­თან­ხ­მე­ბუ­ლა და ჩვენც, რო­გორც ყო­ველ­თ­ვის, სა­ერ­თო საბ­ჭო­თა ქვაბ­ში მო­ვი­ხარ­შეთ – ჟღალ­თ­მი­ა­ნი გო­გო­ნა პე­პიდ გაგ­ვეც­ნო“.

მა­კა ლდო­კო­ნე­ნი კი­დევ უფ­რო შთამ­ბეჭ­დავ ამ­ბავს გვიყ­ვე­ბა, რო­გორ დაგ­ვიბ­რუნ­და ნამ­დ­ვი­ლი მე­რი პო­პინ­სი, ნამ­დ­ვი­ლი ტექ­ს­ტი­თა და გა­მო­ტო­ვე­ბუ­ლი გვერ­დე­ბის გა­რე­შე, სულ ცო­ტა ხნის წინ, ახა­ლი თარ­გ­მა­ნის წყა­ლო­ბით. ამ ის­ტო­რი­ას უკ­ვე წიგ­ნ­ში შე­გიძ­ლი­ათ გა­ეც­ნოთ. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, გა­ო­ცე­ბას თქვენც ჩემ­სა­ვით ვერ და­მა­ლავთ.

✍️ წიგ­ნე­ბი და ფილ­მე­ბი

და­საწყის­ში ვახ­სე­ნე, რომ „რა ვი­კითხოთ ერ­თად“ მხო­ლოდ კარგ წიგ­ნებ­ზე კი არ გვი­ამ­ბობს, არა­მედ ამ წიგ­ნებს ფილ­მებ­სა და ანი­მა­ცი­ებ­საც უსა­და­გებს.

ასე მა­გა­ლი­თად, ჯე­მალ ქარ­ჩხა­ძის მოთხ­რო­ბა­ზე („სას­წა­უ­ლი“) სა­უბ­რის დროს მა­კა ლდო­კო­ნე­ნი გვირ­ჩევს, მი­სი წა­კითხ­ვის შემ­დეგ მას­წავ­ლებ­ლებ­მა და მოს­წავ­ლე­ებ­მა ერ­თად ნა­ხონ ფრან­სუა ტრი­უ­ფოს შე­სა­ნიშ­ნა­ვი სა­დე­ბი­უ­ტო სრულ­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მი „400 დარ­ტყ­მა“. წე­რილ­ში ვკითხუ­ლობთ, რომ ფრანგ ბიჭს, ან­ტუ­ან დუ­ა­ნელს იმა­ზე მე­ტი სა­ერ­თო აქვს ჯე­მალ ქარ­ჩხა­ძის მოთხ­რო­ბის მთა­ვარ გმირ­თან, გია ბარ­ბა­ქა­ძეს­თან, ვიდ­რე წარ­მოგ­ვიდ­გე­ნია. გა­ნა მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის რა შე­იძ­ლე­ბა იყოს იმა­ზე კარ­გი, რო­ცა ესა თუ ის წიგ­ნი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი, შთა­მა­გო­ნე­ბე­ლი გაკ­ვე­თი­ლის და­გეგ­მ­ვის­კენ გვი­ბიძ­გებს.

✍️ სა­ძი­ე­ბე­ლი

მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო ამ წიგ­ნის კი­დევ ერ­თი ღირ­სე­ბა: სა­ძი­ე­ბე­ლი. მოგ­ვინ­დე­ბა მო­ძებ­ნა, ამ წიგ­ნ­ში წე­რია თუ არა ჩვენ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო მწე­რალ­ზე? აქ­ვეა სა­ძი­ე­ბე­ლი, რო­მე­ლიც ჩვენს შე­კითხ­ვა­ზე უმალ გაგ­ვ­ცემს პა­სუხს.

და­საწყის­ში წიგნს მა­კა ლდო­კო­ნე­ნის მიძღ­ვ­ნის ტექ­ს­ტი ერ­თ­ვის: „მად­ლო­ბა წიგ­ნებს“. მეც ასე და­ვას­რუ­ლებ ამ წე­რილს: მად­ლო­ბა წიგ­ნებს და ამ წიგ­ნებ­ზე მო­სა­უბ­რე ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც თი­თო­ე­ულ ნა­წარ­მო­ებს და მათ ავ­ტო­რებს კი­დევ უფ­რო მე­ტად გვაყ­ვა­რე­ბენ, სხვა­დას­ხ­ვა თა­ო­ბი­სა და გე­მოვ­ნე­ბის მკითხ­ვე­ლებს კი გზას უჩ­ვე­ნე­ბენ, თუ რა შე­იძ­ლე­ბა იკითხონ ერ­თად: სი­ა­მოვ­ნე­ბის­თ­ვის, ემო­ცი­ე­ბი­სა და აზ­რე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის­თ­ვის, სამ­ყა­როს მე­ტად შეც­ნო­ბი­სა და, რაც მთა­ვა­რია, უკე­თეს ადა­მი­ა­ნე­ბად ქცე­ვის მიზ­ნით.

მე­ლა­ნო კო­ბა­ხი­ძე

spot_img

მკითხველთა კლუბი

საბ­ჭო­თა ეპო­ქა რჩე­ულ ქარ­თულ მოთხ­რო­ბებ­ში

წიგ­ნი, რო­მელ­ზეც ახ­ლა მინ­და გი­ამ­ბოთ, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ის იმ ერთ ყვე­ლა­ზე სა­ბე­დის­წე­რო ეპო­ქას ეძღ­ვ­ნე­ბა, რო­მელ­საც საბ­ჭო­თა კავ­ში­რი ერ­ქ­ვა. ან­თო­ლო­გია „ბი­ჭი­კოს ავად­მ­ყო­ფო­ბის ის­ტო­რია“, რომ­ლის ქვე­სა­თა­უ­რია „მოთხ­რო­ბე­ბი საბ­ჭო­თა...

ბლოგი

ლი­ტე­რა­ტუ­რა მა­კუ­ლა­ტუ­რის წნეხ­ში

ანა­ტოლ ფრან­სის „ან­გე­ლოზ­თა აჯან­ყე­ბა“ და ბო­ჰუ­მილ ჰრა­ბა­ლის „მე­ტის­მე­ტად აუტა­ნე­ლი მარ­ტო­ო­ბა“ რა­ო­დენ დი­დიც არ უნ­და იყოს წიგ­ნი, ის ოდეს­მე (და­წე­რის დროს ან მრა­ვა­ლი წლის შემ­დეგ) აუცი­ლებ­ლად...

კულტურა

ღირ­სე­უ­ლი თა­ნამ­გ­ზავ­რი და თა­ნამ­ზ­რახ­ვე­ლი

ოლღა გურამიშვილი ოლ­ღა გუ­რა­მიშ­ვი­ლი - ამ სა­ხე­ლი­სა და გვა­რის წარ­მოთ­ქ­მი­სას ან წა­კითხ­ვი­სას პირ­ვე­ლი, რაც მა­შინ­ვე გა­გი­ელ­ვებს თავ­ში - ილიაა, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე, და ეს ბუ­ნებ­რი­ვია. ბუ­ნებ­რი­ვია...

უმაღლესი განათლება

გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის მიერ 2024 წელს გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი

2024 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლე­ბის მი­ერ და­ი­გეგ­მა და გან­ხორ­ცი­ელ­და შემ­დე­გი ძი­რი­თა­დი აქ­ტი­ვო­ბე­ბი: ცენ­ტ­რის ინ­ს­ტი­ტუ­ცი­უ­რი გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ☑️ 2021-2023 წლის პე­რი­ოდ­ზე შე­მუ­შავ­და...

პროფესიული განათლება

მო­ლო­დი­ნი გვაქვს, აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნე მას­წავ­ლე­ბელ­თა მო­ზიდ­ვას...

გა­მოქ­ვეყ­ნ­და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ჩარ­ჩო, რო­მელიც ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვაა სის­ტე­მის­თ­ვის და ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ეტა­პი­ცაა. დე­ტა­ლუ­რად დო­კუ­მენ­ტის ში­ნა­არ­ს­სა და სის­ტე­მის მას­წავ­ლე­ბელ­თა კა­რი­ე­რუ­ლი...
მსგავსი სიახლეები