28 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

წე­რის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბა ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის სწავ­ლე­ბი­სას დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე

spot_img

21-ე სა­უ­კუ­ნე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­უ­კუ­ნეა, ეპო­ქა, რო­მელ­მაც შეც­ვა­ლა ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი. შექ­მ­ნა ონ­ლა­ინ სამ­ყა­რო, სამ­ყა­რო და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის­თ­ვის. დღეს ონ­ლა­ინ სივ­რ­ცე ადა­მი­ა­ნის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია და დიდ ად­გილს იკა­ვებს ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში. ეს არის სა­უ­კუ­ნე ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­სა ახალ სამ­ყა­რო­ში. ხში­რად გვი­ჭირს რე­ა­ლუ­რი­სა და ირე­ა­ლუ­რის ერ­თ­მა­ნე­თის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა, სა­დაც ადა­მი­ა­ნის­თ­ვის არა მარ­ტო მი­სი რო­ლი, არა­მედ სა­ჭი­რო უნარ-ჩვე­ვე­ბიც კი შე­იც­ვა­ლა, მათ შო­რის წე­რის უნა­რე­ბი. დღეს აღარ გვჭირ­დე­ბა კა­ლა­მი და ფურ­ცე­ლი წე­რი­ლის (მე­სი­ჯის) გა­საგ­ზავ­ნად. თით­ქ­მის აღარ ვი­ყე­ნებთ სას­ვენ ნიშ­ნებს, რო­მე­ლიც ტექსტს ემო­ცი­ურ და წარ­მომ­სახ­ვე­ლო­ბით ფონს უქ­მ­ნის. ეს ემო­ჯებ­მა („სმა­ი­ლე­ბი“) ჩა­ა­ნაც­ვ­ლეს. ამ ეპო­ქა­ში სკო­ლა­ში მო­სუ­ლი ბავ­შ­ვე­ბის გარ­კ­ვე­ულ­მა ნა­წილ­მა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბით მოკ­ლე ტექ­ს­ტუ­რი შეტყო­ბი­ნე­ბის გაგ­ზავ­ნა იცის და ტექსტს ხში­რად ინ­გ­ლი­სუ­რი ასო­ე­ბით წერს. მაგ: gamarjoba, rogor xar, ra gqvia და ა.შ. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია აღ­ვ­ნიშ­ნოთ, რომ ეს ფაქ­ტო­რე­ბი ხელს უშ­ლის წე­რის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას მოს­წავ­ლე­ებ­ში. პრობ­ლე­მა გლო­ბა­ლუ­რია, არ გვხვდე­ბა მხო­ლოდ 6-7 წლის ბავ­შ­ვებ­ში ან დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე, რო­ცა მოს­წავ­ლე წე­რას იწყებს, არა­მედ ყვე­ლა ასა­კობ­რივ ჯგუფ­ში, ამა­ზე მეტყ­ვე­ლებს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლებ­ში კო­მენ­ტა­რე­ბის ტექ­ს­ტე­ბი. ხში­რად, სხვა­დას­ხ­ვა ონ­ლა­ინ­გ­ვერ­დებ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი უხე­შად არ­ღ­ვევს გრა­მა­ტი­კულ ნორ­მებს.

გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო მუდ­მი­ვად გა­ნახ­ლე­ბა­დია და ბუ­ნებ­რი­ვია, რომ 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში, ასე­თი გან­ვი­თა­რე­ბის პი­რო­ბებ­ში, ფე­ხი უნ­და ავუწყოთ სი­ახ­ლე­ებს. რა თქმა უნ­და, ენაც მუ­დმი­ვად გა­ნიც­დის ცვლი­ლე­ბას, იხ­ვე­წე­ბა, აქ ოქ­როს ზღვრის დაც­ვა საკ­მა­ოდ რთუ­ლია. ამ სირ­თუ­ლის გა­და­სა­ლა­ხად მთა­ვა­რი ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი მას­წავ­ლე­ბე­ლია. პე­და­გო­გი, რო­მე­ლიც ამ ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ქა­ო­სი­სა და გლო­ბა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის პი­რო­ბებ­ში ხში­რად აწყ­დე­ბა წე­რი­თი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის პრობ­ლე­მებს, მაგ­რამ სწო­რედ ისაა მთა­ვა­რი ფა­სი­ლი­ტა­ტო­რი ახალ­სა და ტრა­დი­ცი­ულს, კლა­ვი­ა­ტუ­რა­სა და კა­ლამს შო­რის.

სტა­ტი­ა­ში დას­მუ­ლი პრობ­ლე­მა – წე­რი­თი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბა, მე­სა­მე თა­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით არის გა­წე­რი­ლი. მინ­და გა­გი­ზი­ა­როთ რამ­დე­ნი­მე აქ­ტი­ვო­ბა, რო­მე­ლიც, ჩე­მი პე­და­გო­გი­უ­რი პრაქ­ტი­კის კვლე­ვის პრო­ცეს­ში („წე­რის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბა ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის სწავ­ლე­ბი­სას“ 2022/2023 სასწ. წ) გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე და და­დე­ბი­თი შე­დე­გი მომ­ცა. აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რა თქმა უნ­და, გა­წე­რი­ლი იყო თით­ქ­მის მთე­ლი სას­წავ­ლო წლის მან­ძილ­ზე.

⇒ „წე­რი­ლი თოვ­ლის პა­პას“, რო­მე­ლიც ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იყო ჟან­რის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებ­სა და გრა­მა­ტი­კის ცოდ­ნა­ზე;

⇒ გა­მო­ტო­ვე­ბუ­ლი სიტყ­ვე­ბის სწო­რად ჩას­მა, რო­მელ­საც ვა­ხორ­ცი­ე­ლებ­დი პე­რი­ო­დუ­ლად, სა­ჭი­რო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იყო მოს­წავ­ლე­ე­ბის გრა­მა­ტი­კულ ცოდ­ნა­ზე;

⇒ კა­ლიგ­რა­ფი­ი­სა და მარ­თ­ლ­წე­რის კონ­კურ­სი „კარ­ნა­ხით წე­რა“, რო­მე­ლიც ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იყო მოს­წავ­ლის ორ­თოგ­რა­ფი­ულ და პუნ­ქ­ტუ­ა­ცი­ურ თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებ­ზე;

⇒ მი­სა­ლო­ცი ბა­რა­თი, მი­მარ­თუ­ლი იყო მოს­წავ­ლის სტი­ლი­სა და ლექ­სი­კუ­რი მა­რა­გის გამ­დიდ­რე­ბა­სა და შე­სა­ბა­მი­სად გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე;

⇒ კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა, ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იყო ცოდ­ნის გამ­თ­ლი­ა­ნე­ბი­სა­კენ და მო­ი­ცავ­და თხრო­ბის თან­მიმ­დევ­რო­ბას, ში­ნა­არ­სის გა­მარ­თუ­ლო­ბას, სტი­ლის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებ­სა და გრა­მა­ტი­კას.

⇒ პრო­ექ­ტი „თა­ვი­სუფ­ლე­ბის კვალ­დაკ­ვალ“, რო­მე­ლიც ეძღ­ვ­ნე­ბო­და საქ­რ­თ­ვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს, 26 მა­ისს, მი­მარ­თუ­ლი იყო ჟან­რულ თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებ­ზე, ში­ნა­არ­სობ­რივ შე­სა­ბა­მი­სო­ბა­სა და გა­მარ­თუ­ლო­ბა­ზე. მოს­წავ­ლე­ებ­მა მი­ი­ღეს კედ­ლის გა­ზე­თის შექ­მ­ნის გა­მოც­დი­ლე­ბა. ამავ­დ­რო­უ­ლად, იგი თა­ვის­თა­ვად მო­ი­ცავ­და გრა­მა­ტი­კულ ნორ­მებს.

აღ­სა­ნიშ­ნ­ა­ვია, რომ თი­თო­ე­უ­ლი ინ­ტერ­ვენ­ცია ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია სწო­რედ წე­რი­თი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე და მორ­გე­ბუ­ლია დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის მოს­წავ­ლე­ე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე (კვლე­ვა დაწყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის მე-5 კლას­ში გან­ხორ­ცი­ელ­და).

რო­გოც სტა­ტი­ა­ში გან­ვ­მარ­ტეთ, წე­რის უნა­რე­ბი არ მო­ი­ცავს მხო­ლოდ კა­ლიგ­რა­ფი­ა­სა და მარ­თ­ლ­წე­რას, ში­ნა­არ­სობ­რი­ვი გა­მარ­თუ­ლო­ბა, სტი­ლი­სა და ჟან­რის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია. თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ანს სა­კუ­თა­რი ემო­ცი­ე­ბის, ფიქ­რე­ბი­სა და მიგ­ნე­ბე­ბის გა­მარ­თუ­ლად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­­ბა და­ეხ­მა­რე­ბა, გახ­დეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის სრულ­ფა­სო­ვა­ნი წევ­რი და იყოს მშობ­ლი­უ­რი ენის დამ­ც­ვე­ლი.

შო­რე­ნა შვე­ლი­ძე – სსიპ გარ­დაბ­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სოფ. სარ­თი­ჭა­ლის №1 სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები