26 აპრილი, პარასკევი, 2024

წელს ცვლი­ლე­ბე­ბი გვქონ­და მი­ღე­ბის ერ­თი­ან სის­ტე­მა­ში, დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზა­ცი­ის სა­სარ­გებ­ლოდ – ინ­ტერ­ვიუ თამარ ქიტიაშვილთან

spot_img

ინტერვიუ განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილესთან, თამარ ქიტიაშვილთან 👇👇👇

 

– რო­გო­რი მომ­ზა­დე­ბუ­ლი ხვდე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა ახალ სას­წავ­ლო წელს და რა იყო წი­ნა წლის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბი პან­დე­მი­ის პე­რი­ო­დის გა­ნათ­ლე­ბა­ში, რომ­ლის გათ­ვალ­სი­წი­ნე­ბა­საც წელს აპი­რებთ?

– პირ­ველ რიგ­ში, და­ვიწყებ უსაფ­რ­თხო­ე­ბის სა­კითხით – ჩვენ წი­ნა წელ­საც და პან­დე­მი­ის და­საწყი­სის­თა­ნა­ვეც, სწრა­ფად მო­ვა­ხერ­ხეთ მო­ბი­ლი­ზე­ბა  ყვე­ლა კო­ლეჯ­ში, რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გათ­ვალ­სი­წი­ნე­ბით. ხო­ლო, მას შემ­დეგ, რაც მთელ ქვე­ყა­ნა­ში აქ­ტი­უ­რი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სი და­იწ­ყო, ზაფხუ­ლი­დან, ჩვენც აქ­ტი­უ­რი კამ­პა­ნია და­ვიწყეთ. აგ­ვის­ტოს გან­მავ­ლო­ბა­ში გვქონ­და შეხ­ვედ­რე­ბი სა­ჯა­რო და კერ­ძო კო­ლე­ჯე­ბის მას­წავ­ლებ­ლებ­თან და პერ­სო­ნალ­თან; მოწ­ვე­უ­ლი გვყავ­და რო­გორც იმუ­ნო­ლო­გე­ბი, ასე­ვე დაა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტ­რო­ლის ცენ­ტ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, იმარ­თე­ბო­და ინ­ტენ­სი­უ­რი სა­უბ­რე­ბი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე. სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ის შე­დე­გად, ერ­თი თვის მან­ძილ­ზე, ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­ვა­ორ­მა­გეთ შე­დე­გი – 32%-ით და­ვიწყეთ და ახ­ლა  უკ­ვე მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და პერ­სო­ნა­ლის 65% ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლია. კამ­პა­ნი­ას არ ვა­ჩე­რებთ, ახ­ლა უკ­ვე სტუ­დენ­ტებ­თან და­ვიწყეთ სა­ინ­ფორ­მა­ციო შეხ­ვედ­რე­ბი. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, სტუ­დენ­ტე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბით, მა­თი აც­რის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბიც გავ­ზარ­დოთ. უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია ვაქ­ცი­ნა­ციის აქ­ტი­უ­რად წარ­მარ­თ­ვა. ეს აუცი­ლე­ბე­ლი­ცაა, თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმას, რომ კო­ლე­ჯებ­ში პრაქ­ტი­კუ­ლი სწავ­ლე­ბა წამ­ყ­ვა­ნი კომ­პო­ნე­ტია სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის 80%-ს მი­ვაღ­წი­ოთ. მთა­ვა­რი ინ­დი­კა­ტო­რი სა­ერ­თო ინ­ფი­ცი­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია – თუ ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 4%-ზე ქვე­მოთ ჩა­მო­ვა, დი­დი იმე­დი გვაქვს, რომ სრუ­ლად და­ვიწყებთ პი­რის­პირ სწავ­ლე­ბას ან ჰიბ­რი­დულ სწავ­ლე­ბას, რაც გუ­ლის­ხ­მობს პრაქ­ტი­კუ­ლი ნა­წი­ლის პი­რის­პირ სწავ­ლე­ბას, ხო­ლო თე­ო­რი­უ­ლი ნა­წი­ლის ონ­ლა­ინ წარ­მარ­თ­ვას.

თე­ო­რი­ულ სწავ­ლე­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, აქ ძა­ლი­ან დი­დი გა­მოწ­ვე­ვა გვქონ­და სტუ­დენ­ტე­ბის მოწყო­ბი­ლო­ბებ­თან თუ ინ­ტერ­ნეტ­თან წვდო­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ კო­ლე­ჯე­ბი ძა­ლი­ან მოქ­ნილ და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ მიდ­გო­მებს სთა­ვა­ზო­ბენ სტუ­დენ­ტებს. გვაქვს შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­ცა მათ მოწყო­ბი­ლო­ბე­ბი გა­აქვთ კოლ­ეჯე­ბი­დან და სარ­გებ­ლო­ბენ; ასე­ვე გვაქვს შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­ცა კო­ლე­ჯე­ბი უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ ინ­ტერ­ნე­ტის ჩარ­თ­ვას სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის. ამის გარ­და, მათ­თ­ვის მოწყო­ბი­ლია უსაფ­რ­თხო სივ­რ­ცე­ე­ბი თა­ვად კო­ლე­ჯებ­ში, სა­დაც სტუ­დენ­ტე­ბი მი­დი­ან, რომ ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბა­ში ჩა­ერ­თონ, ასე­თი მო­და­ლო­ბაც გვაქვს. მოკ­ლედ, სის­ტე­მა საკ­მა­ოდ მოქ­ნი­ლია, ამ თვალ­საზ­რი­სით. თი­თო­ე­უ­ლი მი­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის დო­ნე­ზე, კარ­გად არის გა­აზ­რე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტ­თა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბა და კო­ლე­ჯი, ამ სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ქმნის უსაფ­რ­თხო და შე­სა­ფე­რის სას­წავ­ლო გა­რე­მოს.

ასე­ვე დაწყე­ბუ­ლია და­მა­ტე­ბი­თი ინ­ვენ­ტა­რის შეს­ყიდ­ვა, რომ კი­დევ მე­ტად გავ­ზარ­დოთ სტუ­დენ­ტე­ბის წვდო­მა სას­წავ­ლო პრო­ცეს­ზე რო­გორც და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, ისე მის გა­რე­თაც. მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია სხვა­დას­ხ­ვა დო­ნო­რუ­ლი რე­სურ­სი, მა­თი მხარ­და­ჭე­რით შე­ვის­ყი­დეთ და­მა­ტე­ბი­თი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბე­ბი, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლი გამ­ხ­და­რი­ყო ჰიბ­რი­დუ­ლი სწავ­ლე­ბა. ამი­სათ­ვის ბევ­რი სხვა­დას­ხ­ვა ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტი გა­მო­ვი­ყე­ნეთ.

რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­მა კი­დევ უფ­რო დაგ­ვა­ახ­ლო­ვა კერ­ძო სექ­ტორ­თან, რი­თაც ხე­ლი შე­ეწყო რე­ა­ლურ სა­მუ­შაო გა­რე­მო­ში სას­წავ­ლო პრო­ცე­სის გა­და­ტა­ნას. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, დამ­საქ­მებ­ლებს თა­ვი­ან­თი დარ­გობ­რი­ვი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი აქვთ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი, თუ რო­გორ შექ­მ­ნან უსაფ­რ­თხო გა­რე­მო, სწო­რედ ამან გა­ხა­და შე­საძ­ლე­ბე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბის ზრდა პრაქ­ტი­კულ ნა­წილ­ში.

რთუ­ლია, მარ­ტი­ვად და მოკ­ლედ ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბო, რაც ამ პე­რი­ოდ­ში შევ­ძე­ლით და გა­ვა­კე­თეთ, რად­გან, რო­გორც აღ­ვ­ნიშ­ნე, ძა­ლი­ან მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია ამ დი­დი სექ­ტო­რის სპე­ცი­ფი­კა, მით უფ­რო, რე­გი­ო­ნე­ბის სპე­ცი­ფი­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. თუმ­ცა, ვფიქ­რობ, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მე­ქა­ნიზ­მე­ბის შე­სა­ხებ მა­ინც მო­გი­ყე­ვით.

აქ­ვე გეტყ­ვით იმა­საც, რომ სას­წავ­ლო გე­გ­მებ­თან და მის გა­დაწყო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პირ­ვე­ლა­დი გა­მოწ­ვე­ვა, რაც პან­დე­მი­ის და­საწყის­ში გვქონ­და, მე­ო­რე ჯერ­ზე აღარ გვქო­ნია, რად­გან გა­სუ­ლი სას­წავ­ლო წლის და­საწყი­სის­თ­ვის ეს შევ­ძე­ლით.

– ქალ­ბა­ტო­ნო თა­მარ, რო­გორ წა­რი­მარ­თა წელს მი­ღე­ბის პრო­ცე­სი, პან­დე­მი­ით შექ­მ­ნი­ლი ვი­თა­რე­ბის ფონ­ზე?

– ხა­ზი მინ­და გა­ვუს­ვა გან­სა­კუთ­რე­ბულ გა­მოწ­ვე­ვას, რო­მე­ლიც სტუ­დენ­ტე­ბის შერ­ჩე­ვის პრო­ცესს უკავ­შირ­დე­ბა – წელს სი­ახ­ლე­ე­ბი დავ­ნერ­გეთ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით. ბუ­ნებ­რი­ვია, გა­ვით­ვა­ლის­წი­ნეთ ძა­ლი­ან მოქ­ნი­ლი, ლო­ი­ა­ლუ­რი მიდ­გო­მა კო­ვი­დინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და კა­რან­ტინ­ში მყო­ფი აპ­ლი­კან­ტე­ბის მი­მართ. ასე­თი იყო მიდ­გო­მა შარ­შა­ნაც და წელ­საც ისარ­გებ­ლეს აპ­ლი­კან­ტებ­მა ამ მე­ქა­ნიზ­მით, მაგ­რამ, გარ­და ამი­სა, წელს მი­ღე­ბის ერ­თი­ან სის­ტე­მა­ში გვქონ­და ცვლი­ლე­ბე­ბი, დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზა­ცი­ის სა­სარ­გებ­ლოდ. კერ­ძოდ, ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბუ­ლი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი მხო­ლოდ უმაღ­ლეს პრო­ფე­სი­ულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებ­ზე ჩა­სა­რიცხი აპ­ლი­კან­ტე­ბის­თ­ვის დავ­ტო­ვეთ, და­ნარ­ჩე­ნებს ში­და შერ­ჩე­ვებ­ში მო­უ­წი­ათ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, რო­მე­ლიც ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი იყო კო­ლე­ჯე­ბის მი­ერ, სა­მი­ნის­ტ­როს მხარ­და­ჭე­რით. ეს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სი იყო. მე­სა­მე და მე­ოთხე დო­ნის პროგ­რა­მებ­ზე შერ­ჩე­ვის მთა­ვარ კრი­ტე­რი­უ­მად სტუ­დენ­ტ­თა მო­ტი­ვა­ცია გან­ვ­საზღ­ვ­რეთ და არა მა­თი  აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, აპ­ლი­კან­ტებს მო­უ­წი­ათ სხვა­დას­ხ­ვა მო­ტი­ვა­ცი­ურ გა­სა­უბ­რე­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და შემ­თხ­ვე­ვე­ბის ანა­ლიზ­ში, ანუ ე.წ. ქე­ი­სე­ბის მე­თო­დით შერ­ჩე­ვა­ში ჩარ­თ­ვა; ასე­ვე, სპეც­ტუ­რებ­სა და პრო­ფე­სი­ის მო­სინ­ჯ­ვის ტუ­რებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

ეს იყო ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სი, კო­ლე­ჯებს რე­ა­ლუ­რად ჰქონ­დათ შე­ხე­ბა მო­მა­ვალ სტუ­დენ­ტებ­თან. აქამ­დე ეს დიდ პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენ­და, რად­გან შერ­ჩე­ვის პრო­ცეს­ში სტუ­დენ­ტე­ბი ალ­გო­რით­მის გა­ნა­წი­ლე­ბით ხვდე­ბოდ­ნენ კო­ლე­ჯებ­ში. ასე­თი შერ­ჩე­ვი­სას კი, კო­ლე­ჯის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მო­მა­ვალ სტუ­დენ­ტებს ესა­უბ­რე­ბი­ან და გარ­კ­ვე­ულ ორი­ენ­ტი­რებ­საც აძ­ლე­ვენ. ცდი­ლო­ბენ, და­ეხ­მა­რონ და და­აკ­ვა­ლი­ა­ნონ პროგ­რა­მის შერ­ჩე­ვა­სა და გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში. რაც მთა­ვა­რია, კო­ლეჯს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს, და­ად­გი­ნოს, რო­მე­ლი აპ­ლი­კან­ტი უფ­რო მე­ტა­დაა მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი. სამ­წუ­ხა­როდ,  ხში­რად გვქონ­და შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­ცა აპ­ლი­კან­ტე­ბი უბ­რა­ლოდ შე­ავ­სებ­დ­ნენ გა­ნაცხადს და  ტეს­ტი­რე­ბის შე­დე­გად ირიცხე­ბოდ­ნენ რო­მე­ლი­მე კო­ლეჯ­ში და რო­ცა სწავ­ლა იწყე­ბო­და, ორ კვი­რა­ში ანებებ­დ­ნენ თავს. სწო­რედ ამ მი­ზე­ზით, გა­დი­ნე­ბა გვქონ­და ძა­ლი­ან მა­ღა­ლი. ახ­ლა, პი­რა­დი კონ­ტაქ­ტი დამ­ყარ­და აპ­ლი­კან­ტ­სა და კო­ლეჯს შორს. მსგავ­სი მიდ­გო­მა კი, გა­მო­იწ­ვევს იმას, რომ ყვე­ლა­ზე მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლე­ბი გახ­დე­ბი­ან სტუ­დენ­ტე­ბი და შემ­დ­გომ­ში, პრო­ფე­სი­ა­ში დარ­ჩე­ნი­სა და და­საქ­მე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლიც ბევ­რად მა­ღა­ლი იქ­ნე­ბა.

– რო­გო­რია ზო­გა­დი ტენ­დენ­ცია – ბო­ლო დროს, გა­ი­ზარ­და თუ არა ახალ­გაზ­რ­დე­ბის ინ­ტე­რე­სი პრო­ფე­სი­უ­ლი პროგ­რა­მე­ბი­სად­მი?

– წელს უპ­რე­ცე­დენ­ტოდ ბევ­რი ად­გი­ლი გვქონ­და გა­მოცხა­დე­ბუ­ლი, ასე­ვე, გვყავ­და უპ­რე­ცე­დენ­ტოდ ბევ­რი აპ­ლი­კან­ტი, რაც ერ­თ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად მი­უ­თი­თებს, ერ­თი მხრივ, სის­ტე­მა­ში ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის ზრდა­ზე და, მე­ო­რე მხრივ, პრო­ფე­სი­უ­ლი პროგ­რა­მე­ბის მი­სა­მარ­თით გაზ­რ­დილ ინ­ტე­რეს­ზე. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­მიძ­ლია გითხ­რათ, რომ ინ­ტე­რე­სი რე­ა­ლუ­რად მზარ­დია. ჩვენ გვაქვს ათ­წ­ლი­ა­ნი გეგ­მა,  რო­მე­ლიც სის­ტე­მა­ში ჩარ­თუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის ყო­ველ­წ­ლი­ურ ზრდას გუ­ლის­ხ­მობს, სა­ბო­ლოო ნიშ­ნუ­ლი 100 ათას ბე­ნე­ფი­ცი­ა­რამ­დე უნ­და გა­ი­ზარ­დოს. ცხა­დია, აქ ჯა­მუ­რად მო­ი­აზ­რე­ბა რო­გორც პრო­ფე­სი­უ­ლი, ისე მომ­ზა­დე­ბა-გა­დამ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მე­ბი. ახ­ლან­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით კი, ბე­ნე­ფი­ცი­არ­თა რა­ო­დე­ნო­ბა, წე­ლი­წად­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, 15 ათა­სია. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, დი­ნა­მი­კა­ში, რა მას­შ­ტა­ბის ზრდა გვჭირ­დე­ბა, რომ აქამ­დე მი­ვი­დეთ. რო­გორც გითხა­რით, ეს ყვე­ლა­ფე­რი და­გეგ­მი­ლი გვაქვს რო­გორც ბი­უ­ჯე­ტის თვალ­საზ­რი­სით, ისე სის­ტე­მის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის კუთხი­თაც. რა თქმა უნ­და, ამას ძა­ლი­ან დი­დი ძა­ლის­ხ­მე­ვა და ეტა­პობ­რი­ვი ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბი სჭირ­დე­ბა რო­გორც ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი თვალ­საზ­რი­სით (ახა­ლი სივ­რ­ცე­ე­ბის მოწყო­ბა), ისე ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის კუთხი­თაც. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სის მომ­ზა­დე­ბა, იქ­ნე­ბა ეს მას­წავ­ლებ­ლე­ბი თუ კო­ლე­ჯე­ბის ად­მი­ნის­ტ­რა­ცია, ასე­ვე, ახა­ლი პროგ­რა­მე­ბი­სა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის გა­ჩე­ნა და სის­ტე­მა­ში და­ნერ­გ­ვა და ა.შ. შე­სა­ბა­მი­სად, პრო­ცე­სი ძა­ლი­ან დი­დი გა­მოწ­ვე­ვე­ბით სავ­სე იქ­ნე­ბა, მაგ­რამ – აუცი­ლე­ბე­ლი და უალ­ტერ­ნა­ტი­ვო.

აქ­ვე გეტყ­ვით ახალ ტენ­დენ­ცი­ებ­ზეც – ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლე, რაც სის­ტე­მა­ში გვაქვს, კერ­ძო სექ­ტო­რის თა­ნას­წო­რი ჩარ­თუ­ლო­ბაა. წელს პირ­ვე­ლად, აპ­რილ­ში, და­ფუძ­ნ­და ახა­ლი სა­ა­გენ­ტო – პრო­ფე­სი­უ­ლი უნა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო, რო­მე­ლიც ახ­ლა იკ­რებს ძა­ლებს და იან­ვ­რი­დან აქ­ტი­უ­რი ამუ­შა­ვე­ბის­თ­ვის ემ­ზა­დე­ბა. მიმ­დი­ნა­რეობს და­გეგ­მა­რე­ბა, კონ­ცეპ­ტუ­ა­ლი­ზა­ცია პერ­სო­ნა­ლის სრუ­ლი ციკ­ლით და­ქი­რა­ვე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ეს გახ­ლავთ კერ­ძო სექ­ტო­რი­სა და სა­ხელ­მ­წი­ფოს თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის ინო­ვა­ცი­ურ მო­დელ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სტრუქ­ტუ­რა, რომ­ლის სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში 6 მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლეა, სხვა­დას­ხ­ვა სა­მი­ნის­ტ­რო­დან და ექ­ვ­სი უმს­ხ­ვი­ლე­სი ბიზ­ნეს გა­ერ­თი­ა­ნე­ბის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი.

რე­ა­ლუ­რად, ეს უპ­რე­ცე­დენ­ტო სი­ახ­ლეა, პოს­ტ­საბ­ჭო­თა სივ­რ­ცე­ში მსგავ­სი გა­მოც­დი­ლე­ბა არ არ­სე­ბობს. რაც მთა­ვა­რია, გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო მხო­ლოდ სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს­თან ერ­თად მი­ი­ღებს. აქ­ვე დავ­ძენ, რომ შარ­შან, მსოფ­ლიო კონ­გ­რეს­ზე, მოფ­ლი­ოს ეკო­ნო­მიკ­ურ­მა ფო­რუმ­მა სწო­რედ ეს მო­დე­ლი აღი­ა­რა (თორ­მეტ ქვე­ყა­ნას შო­რის) ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ინო­ვა­ცი­ურ მო­დე­ლად.

– კი­დევ რა სი­ახ­ლე­ებს უნ­და ელო­დოს პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა?

– სა­სა­უბ­რო, რა თქმა უნ­და, გა­ცი­ლე­ბით მე­ტია, თუმ­ცა ვე­ცა­დე, ამ ინ­ტერ­ვი­უ­ში თით­ქ­მის ყვე­ლა საკ­ვან­ძო სა­კითხი გა­მო­მე­ყო. და­ვა­მე­ტებ იმას, რომ ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბით გაშ­ლი­ლია სა­მუ­შა­ო­ე­ბი – მას­წავ­ლებ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის, სა­მე­წა­რ­მეო კულ­ტუ­რის და­ნერ­გ­ვის, სო­ცი­ა­ლუ­რი სერ­ვი­სე­ბის ხელ­შეწყო­ბის და ა.შ. ასე­ვე, წელს, გერ­მა­ნი­ის სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რით, დაწყე­ბუ­ლია პრო­ცე­სი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბის ახა­ლი მე­თო­დო­ლო­გიის მი­მარ­თუ­ლე­ბით; ასე­ვე, ოქ­ტომ­ბ­რი­დან იწყე­ბა მუ­შა­ო­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის და­ფი­ნან­სე­ბის ახალ სის­ტე­მა­ზე.

რაც შე­ე­ხე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის ახალ სტან­დარტს, რო­მე­ლიც 2020 წელს დამ­ტ­კიც­და, შე­მიძ­ლია თა­მა­მად გითხ­რათ, რომ ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობს. უკ­ვე რამ­დე­ნი­მე კო­ლეჯ­ში გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ სა­პი­ლო­ტე პრო­ექ­ტე­ბი და ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ კო­ლე­ჯებ­მა მხა­რი აუბეს ამ სი­ახ­ლე­ებს. მარ­თა­ლია, სი­ახ­ლე­ე­ბის და­ნერ­გ­ვა ყო­ველ­თ­ვის დიდ გა­მოწ­ვე­ვებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა იქ­ვას, იმა­ზე უკეთ წა­ვი­და პრო­ცე­სე­ბი და ნაკ­ლებ მტკივ­ნე­უ­ლად, ვიდ­რე ამის მო­ლო­დი­ნი გვქონ­და.

ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები