21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

წელს პირველად არაქართულენოვანი სკოლების პედაგოგებს გამოცდის ჩაბარებისა  და სტატუსის ამაღლების შესაძლებლობა მიეცათ

spot_img

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის გადაწყვეტილებით, არაქართულენოვანი სკოლების პედაგოგები წელს პირველად მშობლიურ ენაში გამოცდას აბარებენ.

დღეს მასწავლებლები გამოცდას სომხურ ენაში აბარებდნენ, აზერბაიჯანული ენის გამოცდა კი 15 ივლისს ჩატარდა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე თამარ მახარაშვილი და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე სომხურენოვანი პედაგოგების გამოცდის მიმდინარეობას 39-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში გაეცნენ და პედაგოგებს გამოცდის წარმატებით ჩაბარება უსურვეს.

თამარ მახარაშვილმა პედაგოგებს მადლობა გადაუხადა, რომ კვალიფიკაციის ასამაღლებლად გამოცდებში აქტიურად ჩაერთნენ და აღნიშნა, რომ სამინისტრო პედაგოგთა ხელშესაწყობად კიდევ არაერთ სხვა პროექტს განახორციელებს. მინისტრის პირველმა მოადგილემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ გამოცდის წარმატებით ჩაბარება მათ არა მხოლოდ სტატუსის მინიჭებაში დაეხმარება, არამედ ავტომატურად აისახება მათ ფინანსურ მდგომარეობაზე.

სომხურ ენას წელს საგამოცდო ცენტრებში 470-მდე პედაგოგი აბარებს. აპლიკანტს გამოცდა წარმატებით ჩაბარებულად ჩაეთვლება იმ შემთხვევაში, თუ მაქსიმალური ქულის (70 ქულა)  60%-ზე მეტს (43 ქულა) დააგროვებს.

არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების მასწავლებლების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და  მეცნიერების სამინისტროს მიერ უმნიშვნელოვანესი სამუშაოები განხორციელდა.  კერძოდ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მომზადდა სომხური და  აზერბაიჯანული ენების ტესტები, ხოლო მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებელთა გამოცდისთვის მოსამზადებელი ტრენინგმოდულები შეიმუშავა.

ტრენინგმოდულების ფარგლებში მასწავლებლებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ  აზერბაიჯანული/სომხური ენის საგნობრივი გამოცდის სტრუქტურასა და ტექნიკებს, მოეხდინათ აზერბაიჯანული/სომხური ენის სწავლებისათვის აუცილებელი საგნობრივი და მეთოდური ცოდნის მობილიზება და გაცნობოდნენ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ უმცირესობათა ენების სტანდარტს.

♦♦♦

 სომხური და აზერბაიჯანული ენების პედაგოგებს მშობლიური ენის გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა ამ დრომდე არ ჰქონდათ, რაც ქართულენოვანი სკოლების მასწავლებლებთან არათანაბარ მდგომარეობაში აყენებდა. სამინისტროს ძალისხმევით ამჟამად აღნიშნული საკითხი მთლიანად დარეგულირდა. შედეგად, საგანჩაბარებული არაქართულენოვანი მასწავლებლები შეიცვლიან სტატუსს, რაც მათ სახელფასო ანაზღაურებაზე პირდაპირ აისახება.

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები