23 ნოემბერი, შაბათი, 2024

წარმატებული სტარტაპერი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან

spot_img

გაიცანით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მენეჯმენტის პროგრამის ll კურსის სტუდენტი – ლუკა შავიშვილი.

ლუკა თბილისის N162 საჯარო სკოლაში სწავლობდა, მაღალი აკადემიური მოსწრების გამო დაჯილდოებულია ოქროს მედლით. ის გახლავთ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU), „ჯეოლაბისა“ და „კანტის აკადემიის“ მიერ ორგანიზებული სტარტაპ კონკურსის გამარჯვებული (2020 წელი). კონკურსის ფარგლებში ლუკამ შექმნა ველოგაზიარების სტარტაპი – „bikesee”, რომელიც მიზნად ისახავდა ეკოლოგიაზე ზრუნვასა და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას.

სკოლის დამთავრების შემდეგ არჩევანი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტზე გააკეთა. თვლის, რომ KIU-ში მიღებული ცოდნით ადვილად დაიმკვიდრებს თავს თანამედროვე ბიზნეს სამყაროში.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს აქვს მაღალი ხარისხის განათლების უზრუნველყოფისა და სამუშაო ბაზრის შესაბამისი პროფესიონალების მომზადების შესაძლებლობა. KIU- მიერ შემოთავაზებული სასწავლო პროგრამა არის უახლესი და თანხვედრაშია ბიზნეს სამყაროში მიმდინარე ტენდენციებთან, მოთხოვნებთან. აღნიშნული  ფაქტორები აღმოჩნდა ჩემთვის გადამწყვეტი უნივერსიტეტის არჩევისას.

გარდა ამისა, KIU დიდ აქცენტს აკეთებს პრაქტიკულ სწავლებაზე, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მსურს, თეორიული ცოდნა მაქსიმალურად გამოვიყენო და გავამყარო პრაქტიკული გამოცდილებით. მაგალითად, ზაფხულში მონაწილეობა მივიღე KIU- მიერ ორგანიზებულ GITA– საზაფხულო ბანაკში, რომელიც დამეხმარა საჭირო უნარების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში“, – აღნიშნავს ლუკა შავიშვილი.

KIU-ში სწავლის პარალელურად, ლუკა აქტიურად მუშაობს რამდენიმე სტარტაპზე, მათ შორის არის აუგმენტური რეალობის პლატფორმა – „ImaginARy“, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება ვირტუალური ექსპერიმენტების ჩატარება სამგანზომილებიან სივრცეში. ეს პროდუქტი მომხმარებლებს სხვადასხვა ფიზიკური თუ ქიმიური პროცესის ღრმად გააზრებასა და შესწავლაში დაეხმარება. პლატფორმის ძირითად ორიენტირს საბუნებისმეტყველო საგნები წარმოადგენს. ამჟამად ლუკას გუნდს უკვე აქვს პროდუქტის MVP, რომელიც ექსპერიმენტების 2D ლაბორატორიაში ჩატარების საშუალებას იძლევა (https://imaginary.ge/). სტარტაპის ფარგლებში ლუკა გახდა მედიალაბის სტარტაპ აქსელერატორ პროექტ – „იდიადრომის“ ფინალისტი და მიიღო დაფინანსება.

ლუკა ასევე მუშაობს დამგზავრების აპლიკაციაზე – „ჰოპლა”, რომელიც ერთ მარშრუტზე მიმავალ მძღოლსა და მგზავრს აკავშირებს ერთმანეთთან. სერვისი ხელსაყრელია ორივე მხარისთვის და აქვს მრავალი საზოგადოებრივი და ეკოლოგიური ბენეფიტი. ლუკა აღნიშნული სტარტაპით დღესდღეობით „Impact hub“-ის აქსელერატორტზე იმყოფება, ხოლო წარსულში „Tegeta“-სა და „Future Laboratory“-ის მიერ ორგანიზებული „Start-up Drive“-ის ფინალისტიც გახლდათ.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები