29 ოქტომბერი, ოთხშაბათი, 2025

წარ­მა­ტე­ბად ქცე­უ­ლი სპორ­ტის გაკ­ვეთ­ილე­ბი

ირაკ­ლი თა­ვა­ძე

 

ჟე­ბო­ტა თი­ა­ნე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ერთ-ერ­თი გა­მორ­ჩე­უ­ლი სო­ფე­ლია რო­გორც თა­ვი­სი ის­ტო­რი­ით, ასე­ვე – ბუ­ნე­ბით, მდე­ბა­რე­ო­ბით და ბუ­ნებ­რივ-კლი­მა­ტუ­რი პი­რო­ბე­ბით. ის მთა­ში საკ­მა­ოდ მაღ­ლა, ზღვის დო­ნი­დან 1160 მეტ­რ­ზე მდე­ბა­რე­ობს, და­ბა თი­ა­ნე­თის მო­მიჯ­ნა­ვედ, სულ რა­ღაც 1 კი­ლო­მეტ­რ­ში. სო­ფელს ად­რე მა­თუ­რი­ან­თ­კარს, მა­თუ­რე­ლებ­საც ეძახ­დ­ნენ, რად­გან აქ ჯერ კი­დევ მე-18 სა­უ­კუ­ნის და­საწყის­ში ფშა­ვის სო­ფელ მა­თუ­რა­დან, სხვა გვა­რებ­თან ერ­თად, მა­თუ­რე­ლე­ბი გად­მო­სახ­ლე­ბუ­ლან.

სო­ფე­ლი დღე­საც დი­დია, თუმ­ცა ის­ტო­რი­ულ წარ­სულ­თან შე­და­რე­ბაც არაა და „შაგ­რე­ნის ტყა­ვი­ვით“ ილე­ვა. ასე მა­გა­ლი­თად, 2002 წლის მო­სახ­ლე­ო­ბის სა­ყო­ველ­თაო აღ­წე­რით სო­ფელ­ში 711 ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობ­და, 2014 წელს კი უკ­ვე 531-ია რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, მცირ­დე­ბა მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბაც სოფ­ლის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, რაც აქა­ურ­თა ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი სატ­კი­ვა­რია – ამ­ჟა­მად 80 მოს­წავ­ლე ჰყავთ.

მცი­რე კონ­ტინ­გენ­ტის მი­უ­ხე­და­ვად, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, სკო­ლა სის­ხ­ლ­სავ­სე სპორ­ტუ­ლი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობს და აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობს რო­გორც მუ­ნი­ცი­პა­ლურ, ასე­ვე რე­გი­ო­ნუ­ლ კომ­პ­ლექ­სურ სპორ­ტულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში თუ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნა­ტებ­ში.

 

ბო­ლო 4-5 წე­ლია, აქა­უ­რებ­მა გან­სა­კუთ­რე­ბით ბად­მინ­ტონ­ში გა­მო­ი­ჩი­ნეს თა­ვი. რო­გორც ჟე­ბო­ტის სკო­ლის სპორ­ტის პე­და­გო­გი ვლა­დი­მერ უში­კიშ­ვი­ლი ამ­ბობს, ამ სა­ხე­ო­ბა­ზე აქ­ცენ­ტი მოს­წავ­ლე­თა მცი­რე კონ­ტინ­გენ­ტის გა­მო გა­ა­კე­თეს – მრა­ვალ­რიცხო­ვან გუნ­დურ სა­ხე­ო­ბებ­თან შე­და­რე­ბით, აქ ბევრად მცი­რე ოდე­ნო­ბაა სა­ჭი­რო. არ­ჩე­ვან­მაც გა­ა­მარ­თ­ლა და დღეს არა მარ­ტო ეს სკო­ლა, სო­ფე­ლიც და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტიც თავს იწო­ნე­ბენ მა­თი მიღ­წე­ვე­ბით: ბი­ჭებ­სა თუ გო­გო­ნებ­ში სამ­ჯერ გახ­დ­ნენ სას­კო­ლო ოლიმ­პი­ა­დი­სა თუ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნე­ბი; გო­გო­ნე­ბი გა­მო­დი­ან სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის I ლი­გა­ში… მა­თი გუნ­დის წევ­რი სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შე­დაც და­სა­ხე­ლე­ბუ­ლა. თუმ­ცა მცი­რე კონ­ტინ­გენ­ტი პე­რი­ო­დუ­ლად მა­ინც უშ­ლით ხელს, მა­გა­ლი­თად, ბო­ლო ტურ­ნირ­ში ღუ­ლე­ლე­ბის სკო­ლი­დან და­ი­მა­ტეს 2 მო­თა­მა­შე…

ღუ­ლე­ლე­ბი ვახ­სე­ნეთ და ჟე­ბო­ტელ­თა წარ­მა­ტე­ბამ ერ­თ­გ­ვა­რი ბიძ­გი მის­ცა თი­ა­ნე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ბად­მინ­ტო­ნის გან­ვი­თა­რე­ბას — ეს სა­ხე­ო­ბა შე­ვი­და იმა­ვე ღუ­ლე­ლე­ბის და ტუ­შუ­რე­ბის სა­ჯა­რო სკო­ლებ­შიც. აქ ისიც უნ­და ით­ქ­ვას, რომ უში­კიშ­ვი­ლი თი­ა­ნე­თის სას­პორ­ტო სკო­ლა­შიც მუ­შა­ობს მწვრთნე­ლად, სა­დაც ასე­ვე შე­დის ბად­მინ­ტო­ნი და ამ ბავ­შ­ვე­ბის უმე­ტე­სო­ბა (სპორ­ტის სხვა სა­ხე­ო­ბებ­შიც ასეა), თა­ვი­სი სკო­ლის გარ­და, სპორ­ტ­ს­კო­ლა­შიც ვარ­ჯი­შობს და­მა­ტე­ბით, რაც და­ოს­ტა­ტე­ბა­ში კი­დევ უფ­რო ეხ­მა­რე­ბათ. თა­ვად უში­კიშ­ვი­ლი შე­თავ­სე­ბით ტუ­შუ­რებ­შიც მუ­შა­ობს სპორ­ტის პე­და­გო­გად, უფ­რო დიდ მას­შ­ტა­ბებ­ზე, ანუ სხვა სოფ­ლებ­ში მსურ­ველ­თა მო­ძი­ე­ბას კი, რო­გორც თა­ვად გვითხ­რა, არც ცდი­ლობს ერ­თი მარ­ტი­ვი მი­ზე­ზის გა­მო – უფ­რო მე­ტი მოს­წავ­ლის ვარ­ჯიშს ფი­ზი­კუ­რად ვერ შეძ­ლებს და ამი­ტომ არც ეძებს. თუმ­ცა, თუ ვინ­მე სხვა სოფ­ლე­ბი­დან ინ­ტე­რესს გა­მო­ი­ჩენს, ცხა­დია, უარს არ ეტყ­ვი­ან.

ჟე­ბო­ტის სა­ჯა­რო სკო­ლის­თ­ვის ბად­მინ­ტო­ნი არაა სპორ­ტის ერ­თა­დერ­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი სა­ხე­ო­ბა: მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ სა­ფეხ­ბურ­თო ტურ­ნი­რებ­შიც, კარ­გი შე­დე­გე­ბი აქვთ ფრენ­ბურ­თ­შიც, მძლე­ოს­ნო­ბა­შიც, გა­მო­დი­ან მი­ნი-ფეხ­ბურ­თ­ში, მხი­ა­რულ სტარ­ტებ­ში და სხვა… ფრენ­ბურ­თის მხრივ ზა­რი­ძე­ე­ბის სკო­ლის წარ­მა­ტე­ბე­ბიც უნ­და აღი­ნიშ­ნოს, გან­სა­კუთ­რე­ბით – გო­გო­ნებ­ში, რომ­ლებ­საც გა­უ­მარ­ჯ­ვი­ათ სხვა­დას­ხ­ვა შე­ჯიბ­რე­ბებ­ში, მძლე­ოს­ნო­ბა­ში კი ღუ­ლე­ლე­ბის სკო­ლაც ყო­ჩა­ღობს. ბო­ლო პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს მძლე­ო­სან­თა ჩემ­პი­ო­ნატ­ში ჟე­ბო­ტა-ღუ­ლე­ლე­ბის სკო­ლამ 27 მე­და­ლიც კი მო­ი­პო­ვა, რაც არაა ური­გო შე­დე­გი. შე­სა­ბა­მი­სად, „სპორ­ტის დე­დოფ­ლის“ სხვა­დას­ხ­ვა დის­ტან­ცი­ებ­ში ჰყავთ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის მე­და­ლოს­ნე­ბიც.

რო­გორც გითხა­რით, თი­ა­ნე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სპორ­ტულ ცხოვ­რე­ბა­ში სას­პორ­ტო სკო­ლაც დიდ როლს თა­მა­შობს, სა­დაც სპორ­ტულ სა­ხე­ო­ბა­თა კი­დევ უფ­რო დი­დი სპექ­ტ­რია: იმა­ვე ფეხ­ბურ­თის, ბად­მინ­ტო­ნის, ფრენ­ბურ­თის გარ­და მუ­შა­ობს კა­ლათ­ბურ­თის, ძა­ლოს­ნო­ბის, ჭი­და­ო­ბის, ძი­უ­დოს, კა­რა­ტეს, ჭად­რა­კის, შა­შის, მა­გი­დის ჩოგ­ბურ­თის სექ­ცი­ე­ბი… ეს ყვე­ლა­ფე­რი კარ­გი, მაგ­რამ სა­კითხა­ვია, რამ­დე­ნა­დაა ეს სი­კე­თე­ე­ბი ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი და­ბი­დან და­შო­რე­ბუ­ლი მთის სოფ­ლე­ბის მო­ზარ­დე­ბის­თ­ვის? თა­ვად ჟე­ბო­ტის სკო­ლა ხში­რად მო­ნა­წი­ლე­ობს „რა, სად, რო­დის“ თა­მა­შებ­ში და მას­წავ­ლე­ბელ­თა თუ დი­რექ­ტორ­თა შე­ჯიბ­რე­ბებ­შიც, ან ისეთ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში, სა­დაც მოს­წავ­ლე­ე­ბი, მას­წავ­ლებ­ლე­ბი და მშობ­ლე­ბი ერ­თად გა­მო­დი­ან. ბავ­შ­ვე­ბი ასე­ვე აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ არა­სა­გაკ­ვე­თი­ლო აქ­ტი­ვო­ბებ­ში – ხში­რად აქვთ ლაშ­ქ­რო­ბა-ექ­ს­კურ­სი­ე­ბი რო­გორც მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ფარ­გ­ლებ­ში, ასე­ვე – მის გა­რეთ, აწყო­ბენ გას­ვ­ლებს ბუ­ნე­ბა­ში და სხვა.

უში­კიშ­ვი­ლის თქმით, ჟე­ბო­ტის სკო­ლა მა­ტე­რი­ა­ლურ-ტექ­ნი­კუ­რა­დაც უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია, რა­შიც სპორ­ტის მას­წავ­ლე­ბე­ლი დი­დად ემად­ლი­ე­რე­ბა სკო­ლის დი­რექ­ტორ ინე­ზა ცი­ხიშ­ვილს, რომელიც უკ­ვე 30 წელ­ზე მე­ტია, ამ სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ობს. ის უშუ­ა­ლოდ ყო­ფი­ლა ჩარ­თუ­ლი სკო­ლის სპორ­ტუ­ლი ცხოვ­რე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში და რა გა­საკ­ვი­რია, უშუ­ა­ლო მი­მარ­თ­ვი­სას მუ­დამ მზად რომ არის და­სახ­მა­რებ­ლად. სკო­ლას  ღია მო­ე­და­ნიც აქვს და და­ხუ­რუ­ლი დარ­ბა­ზიც, თუმ­ცა სტა­დი­ონს უფ­რო მძლე­ოს­ნო­ბის­თ­ვის იყე­ნე­ბენ, და­ხუ­რუ­ლი დარ­ბა­ზი კი კომ­პ­ლექ­სუ­რია და ბევ­რად დატ­ვირ­თუ­ლიც. ბად­მინ­ტო­ნი, ფრენ­ბურ­თი, მი­ნი-ფეხ­ბურ­თი, კა­ლათ­ბურ­თი – ამ ყვე­ლა­ფერ­ში იქ ვარ­ჯი­შო­ბენ.

წარ­მა­ტე­ბულ სკო­ლებ­სა და სპორ­ტ­ს­მე­ნებს გვერ­დ­ში უდ­გას თი­ა­ნე­თის მე­რი­აც და მე­რი ლე­ვან წიკ­ლა­უ­რი, რომელიც მი­ღე­ბას უწყობს მე­და­ლოს­ნებს და სო­ლი­დუ­რი ფუ­ლა­დი პრე­მი­ე­ბი­თაც აჯილ­დო­ებს.

ერ­თა­დერ­თი ისაა, რომ სას­კო­ლო სპორ­ტულ ოლიმ­პი­ა­დებ­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბის შემ­დეგ, მსოფ­ლი­ოს ანა­ლო­გი­ურ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ვერ და­ა­ფი­ნან­სეს. შარ­შან ბად­მინ­ტონ­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლე­ბი ბახ­რე­ინ­ში უნ­და წა­სუ­ლიყ­ვ­ნენ, სა­ბუ­თე­ბიც შე­აგ­რო­ვე­ბი­ნეს, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც უარი უთხ­რეს უსაფ­რ­თხო­ე­ბის გა­მო, რაც ახ­ლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში გარ­თუ­ლე­ბუ­ლი სა­ო­მა­რი ვი­თა­რე­ბით ახ­ს­ნეს. წელს ისევ ჰპირ­დე­ბი­ან გაგ­ზავ­ნას და, იმე­დია, ამ­ჯე­რად მა­ინც მო­ხერ­ხ­დე­ბა.

 

მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება