21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

ცხო­ველ­თა სა­ხე­ლე­ბის მე­ტა­ფო­რა ქარ­თულ მწერ­ლო­ბა­ში

spot_img

კა­ხა გა­ბუ­ჩია

თბი­ლი­სის ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხ. №53  სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი

მე­ტა­ფო­რა ტრო­პის ძი­რი­თა­დი სა­ხეა, მხატ­ვ­რუ­ლი გა­მო­სახ­ვის ისე­თი სტი­ლის­ტი­კუ­რი ხერ­ხი, რომ­ლი­თაც ასა­ხუ­ლი ში­ნა­არ­სი გა­მო­ცა­ნა­დაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. მე­ტა­ფო­რა ერ­თი საგ­ნის ან მოვ­ლე­ნის მე­ო­რე­ზე გა­და­ტა­ნით და­საშ­ვებს, წარ­მო­სად­გენს, პო­ე­ტუ­რად შე­საძ­ლე­ბელს, ამო­საც­ნობს ემ­ყა­რე­ბა.

მე­ტა­ფო­რა­ში მწე­რა­ლი თვი­თონ ქმნის ხე­ლოვ­ნუ­რად საგ­ნე­ბი­სა და მოვ­ლე­ნე­ბის ნი­შან-თვი­სე­ბა­თა ნა­თე­სა­ო­ბას. სიტყ­ვის გა­და­ტა­ნი­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით მე­ტა­ფო­რა­ში საგ­ნებ­სა და მოვ­ლე­ნებს მი­წე­რი­ლი აქვთ ისე­თი თვი­სე­ბე­ბი, რო­მე­ლიც მათ არ გა­აჩ­ნი­ათ, მაგ­რამ პო­ე­ტუ­რად და­საშ­ვე­ბია, ეს­თე­ტი­კუ­რია, მხატ­ვ­რუ­ლად გა­მო­სა­ხუ­ლი აზ­რი ემო­ცი­უ­რია. თვი­სე­ბა­თა მო­უ­ლოდ­ნე­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბა მე­ტა­ფო­რის ში­ნა­არსს ძნე­ლად ამო­საც­ნობს ხდის.

ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ის­ტო­რია მე­ტა­ფო­რუ­ლი სა­ხე­ე­ბით ცოცხ­ლობს, მრა­ვალ­ფე­როვ­ნ­დე­ბა, იქ­მ­ნე­ბა, ყა­ლიბ­დე­ბა და ახა­ლი სა­ხე ეძ­ლე­ვა. მწერ­ლე­ბი და პო­ე­ტე­ბი, ზო­გა­დად — შე­მოქ­მედ­ნი, ცდი­ლობ­დ­ნენ, რომ თა­ვი­ანთ შე­მოქ­მე­დე­ბა­ში, პერ­სო­ნა­ჟის სუ­ლი­ე­რე­ბი­სა და ემო­ცი­უ­რი ფო­ნის შე­საქ­მ­ნე­ლად, სხვა­დას­ხ­ვა პო­ე­ტუ­რი ხერ­ხის­თ­ვის მი­ეგ­ნოთ, გა­მომ­სახ­ვე­ლო­ბა უფ­რო ინ­ტე­რე­სის სფე­რო­ში ყო­ფი­ლი­ყო გარ­და­სა­ხუ­ლი.

„ლი­ტე­რა­ტუ­რა სა­ხე­ე­ბით სა­უ­ბა­რია“, – ამ­ბობს ერ­თი კრი­ტი­კო­სი და ლი­ტე­რა­ტუ­რათ­მ­ცოდ­ნე, შე­სა­ბა­მი­სად, ამ სა­ხე­ე­ბის სა­უბ­რით მკითხ­ვე­ლი ხე­დავს და გა­ნიც­დის მო­სა­ლოდ­ნელ­სა და მო­უ­ლოდ­ნელს, ასახ­ს­ნელ­სა და გა­სა­აზ­რე­ბელს, ამი­ტო­მაც გა­სა­ღე­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა, ძი­რი­თა­დად, მე­ტა­ფო­რის აზ­როვ­ნე­ბა­შია მოქ­ცე­უ­ლი.

ჰა­გი­ოგ­რა­ფი­უ­ლი თხზუ­ლე­ბა, რო­გო­რი­ცაა „შუ­შა­ნი­კის წა­მე­ბა“, ბევრ ის­ტო­რი­ულ თუ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-სა­ყო­ფაცხოვ­რე­ბო სა­კითხებს გვას­წავ­ლის. ავ­ტორს პერ­სო­ნა­ჟე­ბის და­სა­ხა­სი­ა­თებ­ლად მხატ­ვ­რუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, ძი­რი­თა­დად, არ გა­მო­უ­ყე­ნე­ბია, მაგ­რამ ერთ შემ­თხ­ვე­ვა­ში მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად იყე­ნებს მე­ტა­ფო­რას – „მგე­ლი“, რო­ცა იგი ვარ­ს­ქენ პი­ტი­ახ­შის და­ხა­სი­ა­თე­ბას ჰკი­დებს ხელს. ამ სიტყ­ვა­ში იაკობ ხუ­ცე­სი ბევრ სა­გუ­ლის­ხ­მო ინ­ფორ­მა­ცი­ას აქ­ცევს და მკითხ­ველს პერ­სო­ნა­ჟის მი­მართ გან­წყო­ბა­საც უნარ­ჩუ­ნებს.

„და შემ­დ­გო­მად ორი­სა დღი­სა მო­ვი­და მგე­ლი იგი ტაძ­რად და რქუა მსა­ხურ­თა მათ“.

სიტყ­ვით „მგე­ლი“ – ავ­ტო­რის პო­ზი­ცია პერ­სო­ნა­ჟის მი­მართ აბ­სო­ლუ­ტუ­რად ბუ­ნებ­რი­ვია; ვარ­ს­ქე­ნის ხა­სი­ა­თი­სა და ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­როს წარ­მო­ჩე­ნა ამ სიტყ­ვით ნა­თე­ლი გახ­და. მგე­ლი ის მე­ტა­ფო­რაა, რო­მე­ლიც ხა­სი­ათ­სა და მო­რა­ლურ ფა­სე­უ­ლო­ბებს ზუს­ტად გან­საზღ­ვ­რავს.

სა­გუ­ლის­ხ­მოა ის ფაქ­ტიც, რომ მწე­რა­ლი ცხო­ვე­ლის ამ სა­ხეს იმი­ტომ იყე­ნებს ალ­ბათ, რომ მგლუ­რი ბუ­ნე­ბის წარ­მო­ჩე­ნა უნ­და მი­სით. მგე­ლი, მარ­თა­ლია, ძლი­ე­რი და სა­ში­ში ცხო­ვე­ლია, მაგ­რამ მი­სი ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­რო სი­ცა­რი­ე­ლის გა­მარ­ჯ­ვე­ბა და ზე­ი­მია. მგელ­ში არ­ სად­გუ­რობს ზნე­ო­ბა, შეწყა­ლე­ბა, პა­ტი­ე­ბა, რიგ შემ­თხ­ვე­ვა­ში კი პრინ­ცი­პი და პრინ­ცი­პუ­ლო­ბაც.

ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სა­ხე­ე­ბით მსჯე­ლო­ბა ბიბ­ლი­უ­რი პა­რა­დიგ­მე­ბის კა­რებ­თა­ნაც ჩერ­დე­ბა. ბიბ­ლი­ას პა­ტი­ვის­ცე­მი­თა და მოკ­რ­ძა­ლე­ბით ფურ­ც­ლავს ყო­ვე­ლი ქრის­ტი­ა­ნი და თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის ჭეშ­მა­რი­ტი გზის გაკ­ვალ­ვას იქი­დან ცდი­ლობს. სწო­რედ ჭეშ­მა­რი­ტი გზის გაკ­ვალ­ვა­სა და გავ­ლა­ზეა სა­უ­ბა­რი მე­ტა­ფო­რუ­ლი სა­ხე­ე­ბით „გრი­გოლ ხან­ძ­თე­ლის ცხოვ­რე­ბის“ ერთ-ერთ თავ­ში, სა­დაც ავ­ტო­რი აღ­გ­ვი­წერს გრი­გო­ლის მო­საკ­ლა­ვად ხან­ძ­თა­ში მი­მა­ვალ მო­ი­სარ ან­ჩელ კაცს, რო­მე­ლიც სა­მი გრი­ვი ფეტ­ვის და ხუ­თი თხის­თ­ვის სულს ეშ­მაკს მიჰ­ყი­დის და მი­სი ქვე­შევ­რ­დო­მი გახ­დე­ბა. თხა – რო­გორც სხვა­დას­ხ­ვა მწე­რალ­თა და პო­ეტ­თა ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი­დან ვი­ცით, ცბი­ე­რე­ბის, ეშ­მა­კო­ბის, ღა­ლა­ტი­სა და წინ­და­უ­ხე­და­ო­ბის სიმ­ბო­ლოა, მე­ტა­ფო­რაა.

აღორ­ძი­ნე­ბის პე­რი­ო­დის ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რა­შიც ჰპო­ვა გა­მო­ძა­ხი­ლი თხის მე­ტა­ფო­რამ, კერ­ძოდ, „და­ვი­თი­ან­ში“, რო­მელ­შიც ავ­ტო­რი უფალს სთხოვს, რომ თხა-თი­კანს აარი­დოს და ბო­რო­ტე­ბას ჩა­მო­ა­ცი­ლოს. მა­შა­სა­და­მე, თხა-თი­კა­ნი, ზო­გა­დად, თხა, ეშ­მა­კის სიმ­ბო­ლო­დაც შე­იძ­ლე­ბა ჩავ­თ­ვა­ლოთ, ან­გა­რე­ბის, სუ­ლის წაწყ­მე­დი­სა და გა­ურ­კ­ვევ­ლო­ბის ერ­თ­გ­ვარ მე­ტა­ფო­რა­დაც.

ცხო­ველ­თა მე­ტა­ფო­რე­ბით სა­უბ­რის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა „ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი“, რო­მელ­შიც შო­თა რუს­თა­ვე­ლი, ცხო­ველ­თა მშვე­ნი­ე­რე­ბი­სა და ძა­ლის გა­მო­სა­ხა­ტა­ვად, უამ­რავ პო­ე­ტურ ხერ­ხ­სა და ტრო­პულ სა­შუ­ა­ლე­ბას მი­მარ­თავს. ჯერ კი­დევ ნა­წარ­მო­ე­ბის პრო­ლოგ­ში იყე­ნებს იგი სიტყ­ვას „ლო­მი“, რო­მე­ლიც, ბუ­ნებ­რი­ვია, ძლი­ე­რე­ბის, სი­მა­მა­ცი­სა და შე­უდ­რე­კე­ლო­ბის სა­ხე-სიმ­ბო­ლოა:

 „ვის შვე­ნის, – ლომ­სა, – ხმა­რე­ბა შუ­ბი­სა, ფარ-შიმ­შე­რი­სა“ – აცხა­დებს რუს­თა­ვე­ლი და ლო­მის მე­ტა­ფო­რით მკითხ­ვე­ლი რწმუნ­დე­ბა, რომ საქ­მე აქვს ძლი­ე­რე­ბის ზე­იმ­თან, ზე­ბუ­ნებ­რივ ძა­ლას­თან, რო­მე­ლიც და­უ­მარ­ცხე­ბე­ლი და და­უ­მო­ნა­ვია.

რუს­თ­ვე­ლი­სე­უ­ლი ცხო­ვე­ლე­ბის მე­ტა­ფო­რე­ბი­დან გა­მო­სარ­ჩე­ვია ვეფხ­ვის მე­ტა­ფო­რა, რო­მე­ლიც, ერ­თ­გ­ვა­რად, ცხო­ვე­ლის გა­რე­გა­ნი სი­ლა­მა­ზის გა­მო, სიყ­ვა­რულ­თან, სი­ნა­ზეს­თან და პა­ტი­ვის­ცე­მას­თან ასო­ცირ­დე­ბა. ამი­ტო­მაც გა­ნას­ხ­ვა­ვა, ალ­ბათ, შო­თა რუს­თა­ველ­მა ლო­მი­სა და ვეფხ­ვის მე­ტა­ფო­რუ­ლი სა­ხე­ე­ბი. ტა­რი­ე­ლი უყ­ვე­ბა ავ­თან­დილს ლომ-ვეფხ­ვის და­ხოც­ვის ამ­ბავს და აღ­ნიშ­ნავს, რომ ვეფხ­ვი ისე­თი ლა­მა­ზი იყო, სატ­რ­ფო გა­მახ­სე­ნა და კოც­ნაც კი მო­ვინ­დო­მეო. ამა­ზე ძლი­ე­რი ემო­ცია, რო­მელ­საც პერ­სო­ნა­ჟი ცხო­ვე­ლის გა­რე­გა­ნი მშვე­ნი­ე­რე­ბის აღ­წე­რით გვე­უბ­ნე­ბა, ალ­ბათ, ცო­ტა თუ მო­ი­ნა­ხე­ბა მწერ­ლო­ბა­ში.

რუს­თა­ვე­ლის პო­ე­მა­ში ცხო­ველ­თა სა­ხე­ლე­ბი მრავ­ლად გვხვდე­ბა, მაგ­რამ მა­თი სა­თი­თა­ოდ ჩა­მოთ­ვ­ლა, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ლო­მი­სა და ვეფხ­ვის მე­ტა­ფო­რე­ბის შემ­დეგ, არა­ბუ­ნებ­რი­ვად და ზედ­მე­ტად მიგ­ვაჩ­ნია. თუ გა­ვიხ­სე­ნებთ ავ­თან­დი­ლი­სა და როს­ტე­ვან მე­ფის ნა­დი­რო­ბის სუ­რათს, გაგ­ვახ­სენ­დე­ბა იქ ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი ნა­დირ­ნი, რო­მელ­თა ხოც­ვაც უწევს მე­ფე­სა და სპას­პეტს:

„მო­ვი­და ჯო­გი ნა­დირ­თა ან­გა­რიშ­მი­უწ­ვ­დო­მე­ლი:

ირე­მი, თხა და კან­ჯა­რი, ქურ­ცი­კი მაღ­ლად მხტო­მე­ლი“.

რუს­თ­ვე­ლის პო­ე­მის მხატ­ვ­რულ სა­ხე­ებს იმე­ო­რებს გი­ორ­გი ლე­ო­ნი­ძეც თა­ვის ცნო­ბილ ლექ­სებ­ში, მე­ტა­ფო­რუ­ლად გად­მოგ­ვ­ცემს ქა­ლის სი­ლა­მა­ზეს, კდე­მა­მო­სი­ლე­ბა­სა და სი­ნა­ზეს:

„შე­ნი სა­ხე რის­თ­ვის შე­მო­მე­ფე­თა, ხა­ტი იყავ ვეფხ­ვი და­ქა­ლე­ბუ­ლი“, – ამ მშვე­ნი­ე­რი მე­ტა­ფო­რით წარ­მო­ა­ჩი­ნა ავ­ტორ­მა ნეს­ტა­ნის უკ­ვ­და­ვი სა­ხე, რო­მე­ლიც ვეფხ­ვის მე­ტა­ფო­რა­ში მო­აქ­ცია. XIX სა­უ­კუ­ნის პირ­ვე­ლი ნა­ხევ­რის ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა, ერ­თი მხრივ, თით­ქოს, მხატ­ვ­რუ­ლი ხერ­ხე­ბის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლია, მაგ­რამ, მე­ო­რე მხრივ, მე­ტა­ფო­რა და ტრო­პუ­ლი მეტყ­ვე­ლე­ბის ზო­გი­ერ­თი სა­ხე აქ­ტი­უ­რად იჩენს თავს (ასე­ვე, ცხო­ველ­თა მე­ტა­ფო­რის აღ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლი სა­ხე­ლე­ბი).

თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბის­თ­ვის, ავი­ღოთ ნი­კო­ლოზ ბა­რა­თაშ­ვი­ლის ლექ­სი „მე­რა­ნი“, რო­მელ­შიც თე­მა და ლი­რი­კუ­ლი გმი­რის გან­ც­დე­ბი მკითხ­ვე­ლის გან­ც­დებს ემ­თხ­ვე­ვა: რა­ტომ მა­ინც და მა­ინც მე­რა­ნი? – პა­სუ­ხის გა­ცე­მა მარ­ტი­ვი არ არის. მაგ­რამ, თუ ვი­ვა­რა­უ­დებთ, რომ მე­რა­ნი და­უ­მო­ნა­ო­ბის, მი­ზან­ს­წ­რა­ფუ­ლო­ბის, შე­უდ­რე­კე­ლო­ბის სიმ­ბო­ლოა, მა­შინ, ბუ­ნებ­რი­ვია, რა­ტო­მაც აიღო ავ­ტორ­მა სა­თა­უ­რად და ლექ­სის უმ­თავ­რეს ელე­მენ­ტად ამ ცხო­ვე­ლის სა­ხე.

ლექ­ს­ში ნაჩ­ვე­ნე­ბი მე­რა­ნი ძა­ლი­ან დამ­ჯ­და­რი და ყუ­რად­მ­ღე­ბია ყო­ველ­გ­ვა­რი გან­საც­დე­ლი­სა, იგი ლი­რი­კულ გმირს, თით­ქოს, „გუ­ლის პა­სუხს“ ეუბ­ნე­ბა და თა­ნა­უგ­რ­ძ­ნობს. ამი­ტო­მაც მი­მარ­თავს ლი­რი­კუ­ლი გმი­რი მე­რანს, რომ გას­წი­ოს და გა­და­ი­ა­როს ის მან­ძი­ლი, რო­მელ­საც „ბე­დის სამ­ძღ­ვა­რი“ ჰქვია.

ბა­რა­თაშ­ვი­ლის „მე­რა­ნი“ და ადამ მიც­კე­ვი­ჩის „ფა­რი­სი“ — ორი­ვე მა­გა­ლი­თია ბე­დის­წე­რის წი­ნა­შე ბრძო­ლი­სა და თავ­და­დე­ბის, ორი­ვეს ერ­თი და იგი­ვე მი­ზა­ნი ამოძ­რა­ვებს, მა­თი გუ­ლის ფეთ­ქ­ვა თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბა­შიც ის­მის. ცხო­ვე­ლე­ბის ფლოქ­ვის თქა­რუ­ნი მა­რა­დი­სო­ბის კა­ნო­ნი­ცაა, ახ­ლად და­წე­რი­ლი.

მე­რა­ნის მე­ტა­ფო­რამ შეძ­ლო ის, რომ გზა-კვა­ლი გა­უხ­ს­ნა მომ­დევ­ნო თა­ო­ბებს უკე­თე­სი მო­მავ­ლის შეც­ნო­ბა­ში.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის პო­ე­მა „გან­დე­გილ­ში“ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მე­ტა­ფო­რა-სიმ­ბო­ლო ცხვა­რი, რო­მე­ლიც ბიბ­ლი­უ­რი სა­ხის­მეტყ­ვე­ლე­ბი­თაა ნა­საზ­რ­დო­ე­ბი. პო­ე­მა­ში ავ­ტო­რი ცდი­ლობს, რომ მკითხ­ველს ამ ცხო­ვე­ლის ხსე­ნე­ბით გა­უ­ფან­ტოს ეჭ­ვი: გან­დე­გი­ლი ეშ­მა­კის გა­მოც­დას აბა­რებს თუ უფ­ლი­სას, რა თქმა უნ­და – უფ­ლი­სას, რად­გა­ნაც ცხვა­რი ქრის­ტეს სიმ­ბო­ლოდ შე­იძ­ლე­ბა ჩავ­თ­ვა­ლოთ. ცხვა­რი ხომ ერთ-ერ­თი ცხო­ვე­ლია, რო­მე­ლიც უფ­ლის­თ­ვის შე­სა­წი­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა (ქრის­ტეს სა­ხელს სწი­რა­ვენ). იგი მშვი­დი და გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი არ­სე­ბაა, უწყი­ნა­რი, მის თვა­ლებ­ში იკითხე­ბა ყვე­ლა­ნა­ი­რი კე­თილ­შო­ბი­ლე­ბა. მწყემ­სი ქა­ლი, რო­მელ­საც ცხვა­რი დაჰ­კარ­გ­ვია, პო­ე­მის მი­ხედ­ვით, ღვთის შვი­ლია, ცხვა­რი მი­სი თა­ვის რჩე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბაა, მაგ­რამ, რო­გორც გვახ­სოვს, და­კარ­გა, ბუ­ნე­ბის „წარ­ბ­შეკ­ვ­რამ“ და­ა­კარ­გ­ვი­ნა არ­სე­ბო­ბის წყა­რო.

ცხვრის მე­ტა­ფო­რა ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის­თ­ვის უცხო არ არის. ამა­ვე პე­რი­ო­დის ლი­ტე­რა­ტუ­რის­თ­ვის მე­ტა­ფო­რუ­ლი სა­ხე­ე­ბით სა­უ­ბა­რი, რო­გორც აღ­ვ­ნიშ­ნეთ, უცხო არ ყო­ფი­ლა.

გა­ვიხ­სე­ნოთ ვა­ჟას პო­ე­მე­ბი, რომ­ლებ­შიც ცხო­ველ­თა მე­ტა­ფო­რე­ბი მრავ­ლად იყ­რის თავს. მა­გა­ლი­თად, „ალუ­და ქე­თე­ლა­ურ­ში“ პირ­ვე­ლი­ვე სტრო­ფე­ბი­დან ცხე­ნის, ცხვარ-ძრო­ხის მე­ტა­ფო­რას ვხვდე­ბით, უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო ისაა, რომ ალუ­დამ იმი­ტომ გას­წია მტრი­სა­კენ, რომ მი­სი ცხე­ნი მიჰ­ყავ­დათ და ეს სა­ხე­ლო­ვა­ნი გმი­რის­თ­ვის შე­უ­რაცხ­ყო­ფა იყო (თუ მას ცხენს წა­არ­თ­მევ­დ­ნენ, მოკ­ლავ­დ­ნენ).

პო­ე­მის და­ნარ­ჩენ თა­ვებ­შიც ვხე­დავთ ცხო­ველ­თა სა­ხეს – მა­გა­ლი­თად, ხა­ტო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე ალუ­დამ ქისტ მუ­ცალს კუ­რა­ტი შეს­წი­რა; რო­გორც ვხე­დავთ, კუ­რა­ტი (მამ­რო­ბი­თი სქე­სის სა­ქო­ნე­ლი – პა­ტა­რა ხა­რი) სუ­ლის მო­სახ­სე­ნე­ბელ ცხო­ვე­ლად იყო მიჩ­ნე­უ­ლი (ამ ტრა­დი­ცი­ას დღე­საც ინარ­ჩუ­ნებს სა­ქარ­თ­ვე­ლოს ზო­გი­ერ­თი კუთხე).

რაც შე­ე­ხე­ბა პო­ე­მა „სტუ­მარ-მას­პინ­ძელს“, მო­ნა­დი­რე­თა ტრა­დი­ცი­ის სა­უ­კე­თე­სო დე­ტა­ლებ­ზეა ყუ­რადღე­ბა გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლი. პირ­ვე­ლი ცხო­ვე­ლი, რო­მე­ლიც პო­ე­მა­ში გვხვდე­ბა, ჯიხ­ვია. ზო­გი­ერ­თ­ნი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ მო­ნა­დი­რე­თათ­ვის ჯიხ­ვის მოკ­ვ­ლა ცოდ­ვა იყო, მი­უ­ტე­ვე­ბე­ლი, თუმ­ცა, ამ გა­რე­მო­ე­ბას ვა­ჟას პერ­სო­ნა­ჟე­ბი ყურს არ ათხო­ვე­ბენ და თა­ვი­ანთ საქ­მეს გულ­მოდ­გი­ნედ აკე­თე­ბენ.

„ჯიხ­ვი მოს­თ­რევ­და პირ­თავ­ქ­ვე“, – ამ­ბობს პო­ე­ტი და ვხვდე­ბით, რომ მო­ნა­დი­რეს გუ­ლის­წა­დი­ლი აუს­რუ­ლე­ბია. ჯიხ­ვიც სი­ლა­მა­ზი­სა და მშვე­ნი­ე­რე­ბის სიმ­ბო­ლოდ შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს, პო­ეტს ეს ცხო­ვე­ლი ძა­ლი­ან მოს­წონს, მის სა­ხეს სხვა­დას­ხ­ვა მე­ტა­ფო­რი­თა და მხატ­ვ­რუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბით აღ­წერს:

„ან რო ცა­გა­დაფ­რე­ნი­ლი ჯიხ­ვის რქა კლდე­ებს ეს­მო­და“. ისევ ვა­ჟას პო­ე­მებს და­ვუბ­რუნ­დეთ, ისევ ჯიხ­ვის სა­ხე-მე­ტა­ფო­რით, გა­ვიხ­სე­ნოთ პო­ე­მა „გვე­ლის მჭა­მე­ლი“, რო­მელ­შიც მინ­დია საყ­ვე­დუ­რობს ცოლს – მზი­ას, რად­გან ჯიხ­ვ­ზე ანა­დი­რებ­და, ბავ­შ­ვებს რომ საკ­ვე­ბი ჰქო­ნო­დათ; მინ­დი­ას­თ­ვის კი ჯიხ­ვის მოკ­ვ­ლა სულ­ში ბზა­რის გა­ჩე­ნი­სა და მე­ტა­მორ­ფო­ზის წი­ნა­პი­რო­ბა იყო.

ვა­ჟა, რო­გორც მთის არ­წი­ვი, ლო­მი და, სა­ერ­თოდ, მთის კა­ცი, ბუ­ნე­ბის უბად­ლო მხატ­ვა­რი, ცდი­ლობს ენობ­რივ-გრა­მა­ტი­კუ­ლი სარ­ჩუ­ლი და­უ­დოს თა­ვის ნა­წარ­მო­ე­ბებს და ტყის ბი­ნად­რებს თა­ვი­ან­თი გუ­ლის­ტ­კი­ვი­ლი ათ­ქ­მე­ვი­ნოს. მწერ­ლის სა­ხე­ლოს­ნო­ში, ნა­წარ­მო­ე­ბებ­ში უამ­რა­ვი ცხო­ვე­ლი იყ­რის თავს, რომ­ლე­ბიც ჰყვე­ბი­ან, გა­ნიც­დი­ან და გვი­ამ­ბო­ბენ თა­ვი­ანთ გან­საც­დელ­სა და ადა­მი­ა­ნე­ბის შე­უბ­რა­ლებ­ლო­ბა­ზე.

შვლის ნუკ­რი, რო­მე­ლიც სა­უცხოო მე­ტა­ფო­რაა სიბ­რა­ლუ­ლი­სა და შემ­წყ­ნა­რებ­ლო­ბი­სა, ცდი­ლობს თა­ვი­სი გუ­ლის­ტ­კი­ვი­ლი ჩვენ გაგ­ვი­ზი­ა­როს, გვი­ამ­ბობს, რა შე­უბ­რა­ლე­ბე­ლია კა­ცი ცხო­ვე­ლის წი­ნა­შე, რო­გორ ცდი­ლობს, ყვე­ლა­ფე­რი სა­თა­ვი­სოდ გა­მო­ი­ყე­ნოს. ამ „სა­ჩი­ვარს“ ეხე­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, მოთხ­რო­ბა. ნუკ­რი მარ­ტოდ დარ­ჩე­ბა, დე­დას მო­უკ­ლა­ვენ და ობ­ლო­ბის ტვირ­თი ზურ­გ­ზე და­აწ­ვე­ბა. მკითხ­ვე­ლი ყო­ვე­ლი­ვე ამას გრძნობს, გა­ნიც­დის, გუ­ლი უჩუყ­დე­ბა.

„მგე­ლი“ ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას სა­უ­კე­თე­სო მოთხ­რო­ბაა, რო­მელ­შიც ერ­თ­დ­რო­უ­ლა­დაა აღ­წე­რი­ლი და გად­მო­ცე­მუ­ლი ცხო­ვე­ლის, მგლის სუ­ლი­ე­რი სამ­ყა­რო, მი­სი ვე­ლუ­რი ბუ­ნე­ბა და სიკ­ვ­დი­ლის­წი­ნა მდგო­მა­რე­ო­ბა. მგლის სა­ხე­ში იკითხე­ბა ცხოვ­რე­ბი­სად­მი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა, ზიზღი, ღვთი­სად­მი სამ­დუ­რა­ვი, ეს ყვე­ლა­ფე­რი ამ ცბი­ე­რი ცხო­ვე­ლის ასაკ­მა გა­ნა­პი­რო­ბა. მგე­ლი და­ბერ­და, იგ­რ­ძ­ნო, რომ უკ­ვე ყვე­ლას­თ­ვის ზედ­მე­ტი იყო და აღ­სა­რე­ბის თქმა და­ა­პი­რა, თით­ქოს ახ­ლა და­ი­ნა­ხა და გა­ი­თა­ვი­სა  სა­კუ­თა­რი წარ­სუ­ლი, აწ­მ­ყო და მო­მა­ვა­ლი. წარ­სულ­ზე ფიქ­რი მგლის­თ­ვის, დღეს­დღე­ო­ბით, არაფ­რის მთქმე­ლია, მას უარე­სი – მო­მა­ვალ­ზე ფიქ­რი აში­ნებს, თით­ქოს ხვდე­ბა და გრძნობს იმ უბე­დუ­რე­ბის უფ­ს­კ­რულს, რო­მე­ლიც მის წინ გა­დაშ­ლი­ლა, ამი­ტო­მა­ცაა თვალ­ც­რემ­ლი­თა და შურ-ბოღ­მით სავ­სე.

მგლის სა­ხეს უამ­რა­ვი ნი­ღა­ბი მორ­გე­ბია მი­სი სი­ცოცხ­ლის მან­ძილ­ზე, რა­ნა­ი­რი ცოდ­ვა არ ჩა­უ­დე­ნია, რა­ნა­ი­რად არ უვ­ლია და უოხ­რე­ბია სო­ფელ-ქვე­ყა­ნა, მაგ­რამ თურ­მე, მგელ­საც კი ჰქო­ნია გუ­ლი, სუ­ლი, სინ­დი­სის ქენ­ჯ­ნა, რომ სიკ­ვ­დი­ლის წინ ყო­ვე­ლი­ვე ეს უფ­ლი­სა თუ ქვეყ­ნის სამ­ს­ჯავ­რო­ზე ეღი­ა­რე­ბი­ნა.

მო­დით, ბი­ო­ლო­გი­ის სა­კითხებ­ში ნუ გა­და­ვიჭ­რე­ბით და ნუ და­ვიწყებთ იმა­ზე მსჯე­ლო­ბას, გვე­ლი რეპ­ტი­ლიაა თუ ცხო­ვე­ლი. „გვე­ლის მჭა­მელ­ში“ ამ უნა­ტი­ფეს, უფა­ქი­ზეს და უღ­რ­მე­სი სუ­ლის ნა­წარ­მო­ებ­ში, გვე­ლის მე­ტა­ფო­რა უაღ­რე­სად ყუ­რად­სა­ღე­ბი, თვალ­სა­ჩი­ნო და თვალ­ში­სა­ცე­მია. გვე­ლი აქ სიბ­რ­ძ­ნის სიმ­ბო­ლოა (და არა მარ­ტო აქ). გა­ვიხ­სე­ნოთ, რო­გო­რი გახ­და სიკ­ვ­დი­ლის მძებ­ნე­ლი, სი­ცოცხ­ლის მოს­წ­რა­ფე­ბის მსურ­ვე­ლი მინ­დია გვე­ლის ხორ­ცის ჭა­მის შემ­დეგ; სიკ­ვ­დი­ლის ნაც­ვ­ლად, მან ახა­ლი ცხოვ­რე­ბა იპო­ვა, „ახა­ლად ხორ­ცი აიბა“ – სულ სხვაგ­ვა­რად და­ი­ნა­ხა ყვე­ლა­ფე­რი; კი­დევ ვი­მე­ო­რებთ, მას შემ­დეგ, რაც გვე­ლის ხორ­ცი ჭა­მა, ანუ სიბ­რ­ძ­ნეს ეზი­ა­რა.

ასე­თი­ვე ეპი­ზო­დია მო­ცე­მუ­ლი კონ­ს­ტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას მოთხ­რო­ბა­ში „ხო­გა­ის მინ­დია“, რო­მელ­შიც მინ­დია გვე­ლის ხორცს შე­ჭამს და მი­სი ცხოვ­რე­ბა ერ­თი­ო­რად სხვაგ­ვა­რი ხდე­ბა, უც­ნა­უ­რო­ბე­ბით სავ­სე, მი­სი გუ­ლი ოჯახს, მე­უღ­ლეს, ახ­ლობ­ლო­ბას ვერ გუ­ობს.

მარ­თა­ლია, გვე­ლე­შა­პი მხო­ლოდ ზღა­პარ­თა და თქმუ­ლე­ბა­თა ბი­ნა­და­რი ცხო­ვე­ლია, მაგ­რამ მას უდი­დე­სი დატ­ვირ­თ­ვა აქვს არა მარ­ტო ხალ­ხურ შე­მოქ­მე­დე­ბა­ში, არა­მედ კლა­სი­კუ­რი მწერ­ლო­ბის მარ­გა­ლი­ტებ­შიც.

ალა­ვერ­დის ყელ­მო­ღე­რე­ბულ ტა­ძარს, რო­მე­ლიც მოთხ­რო­ბა­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს სიმ­ბო­ლოა, უგ­რ­ძე­სი და უსა­შინ­ლე­სი გვე­ლე­შა­პი შე­მო­ეხ­ვე­ვა და და­უნ­დობ­ლად მუს­რავს ყო­ვე­ლი­ვეს („ბა­ში-აჩუ­კი“); „ობოლ კვი­რი­ას“ სიზ­მარ­შიც გვე­ლე­შა­პი გა­მო­ეცხა­დე­ბა, ყვა­ვი­ლე­ბით მორ­თულ მინ­დორ­ზე რომ მოს­რი­ა­ლებს პირ­და­ღე­ბუ­ლი და მუსრს ავ­ლებს ყო­ვე­ლი­ვეს („ბახ­ტ­რი­ო­ნი“) – ორი­ვე­გან გვე­ლე­შა­პი ბო­რო­ტე­ბის უაღ­რე­სად მკა­ფიო მე­ტა­ფო­რაა.

სიბ­რ­ძ­ნე მა­ში­ნაა ძა­ლი­ან სა­ში­ში, რო­ცა იგი ბო­რო­ტე­ბის მთეს­ვე­ლია, მაგ­რამ ვა­ჟას „ბახ­ტ­რი­ონ­ში“ ბო­რო­ტე­ბის სიმ­ბო­ლო ყვე­ლა­სათ­ვის თავ­ზარ­დამ­ცე­მი გვე­ლი, სი­კე­თის, კონ­კ­რე­ტულ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სამ­შობ­ლო­სათ­ვის თავ­და­დე­ბის წი­ნა­შე ქედს იხ­რის და კაც­თა მოდ­გ­მის მტე­რი ლუ­ხუ­მის, ამ სა­სი­ქა­დუ­ლო ვაჟ­კა­ცის, მკურ­ნალ-პატ­რო­ნად, გა­დამ­რ­ჩე­ნად გვევ­ლი­ნე­ბა.

ვა­ჟას წარ­მოდ­გე­ნა ტრა­დი­ცი­ულ­ზე მე­ტია. მო­მაკ­ვ­და­ვი ვაჟ­კა­ცის ხილ­ვამ გველ­საც კი ბუ­ნე­ბა შე­უც­ვა­ლა (გა­ვიხ­სე­ნოთ, რო­გორ გაძ­ლო და­ნი­ელ წი­ნას­წარ­მეტყ­ველ­მა ლო­მებ­თან, ან ქარ­თ­ველ­მა უფ­ლის­წულ­მა და­ვით­მა, ლა­შა გი­ორ­გის ძემ, გვე­ლებ­თან ხა­რო­ში, ჭის მსგავ­სად ამოთხ­რილ მი­წის სა­პა­ტიმ­რო­ში).

ნი­კო ლორ­თ­ქი­ფა­ნი­ძის მოთხ­რო­ბა­ში „შე­ლოც­ვა რა­დი­ო­თი“ გვე­ლი ბიბ­ლი­უ­რი სიმ­ბო­ლი­კით გაგ­რ­ძელ­და. ელი ბე­დის­წე­რამ დაკ­ბი­ნა, წა­მი­ე­რად და­სა­ხუ­ლი ედე­მის გზა კა­ცობ­რი­ო­ბის უძ­ვე­ლეს­მა მტერ­მა ჩა­კე­ტა. მოთხ­რო­ბა­ში მა­რა­დი­სო­ბას — სამ­შობ­ლო, წარ­მავ­ლო­ბას კი უცხო­ო­ბა გა­ნა­სა­ხი­ე­რებს, მაც­დუ­რი (იგ. გვე­ლი), რომ­ლის გა­მო­ი­სო­ბი­თაც ადა­მი­ან­მა მა­რა­დი­უ­ლი სამ­ყა­რო და­ტო­ვა, უსა­ხო ბე­დის­წე­რად გარ­დაქ­მ­ნი­ლა და იმა­ვე ადა­მი­ანს უკან არ აბ­რუ­ნებს.

თით­ქოს, ლო­მი­სა და ვეფხ­ვის მე­ტა­ფო­რას XIX სა­უ­კუ­ნე­ში უნ­და მი­ე­ხუ­რა კა­რე­ბი, მაგ­რამ იგი თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თ­ველი პო­ე­ტის, ბე­სიკ ხა­რა­ნა­უ­ლის ლექ­ს­ში „სად არი­ან შვი­ლე­ბი, შვი­ლე­ბი სად არი­ან“ ჩანს და არა კონ­კ­რე­ტუ­ლი სა­ხე­ე­ბით ქა­რად ქცე­ულ სამ­შობ­ლო­ში ვეფხ­ვის მე­ტა­ფო­რა­საც წარ­მო­ა­ჩენს: „სად არი­ან ვეფხ­ვე­ბი. ლერ­წ­მი­ან­ში არი­ან“, – ამ­ბობს პო­ე­ტი. ვეფხ­ვე­ბის მე­ტა­ფო­რა­ში იგი ქარ­თ­ველ ვაჟ­კა­ცებს გუ­ლის­ხ­მობს, რომ­ლე­ბიც ჩვე­ნი ქვეყ­ნის უახ­ლე­სი ტკი­ვი­ლის, აფხა­ზე­თის ომის მსხვერ­პ­ლ­ნი გახ­დ­ნენ. ლექ­სის სათ­ქ­მე­ლი პირ­ველ­სა­ვე სტროფ­ში სრუ­ლად ყა­ლიბ­დე­ბა. მომ­დევ­ნო სტრო­ფე­ბი სათ­ქ­მელს იმა­ვე ფარ­გ­ლებ­ში გა­ნავ­რ­ცობს. ლი­რი­კუ­ლი გმი­რი შვი­ლებს და­ე­ძებს წარ­მო­სახ­ვით სამ­ყა­რო­ში.

აღორ­ძი­ნე­ბის პე­რი­ო­დის ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ის­ტო­რია სა­ხე-სიმ­ბო­ლო­ე­ბით სა­უ­ბა­რი და მსჯე­ლო­ბაა, გა­რე­მო­ე­ბებ­მა თუ ცხოვ­რე­ბის ამა თუ იმ სა­კითხ­მა მო­ი­ტა­ნა ფორ­მის ასეთ­ნა­ი­რად დამ­კ­ვიდ­რე­ბა ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში.

ცხო­ველ­თა ენით – მე­ტა­ფო­რუ­ლი თქმით გად­მო­ცე­მუ­ლია გა­მო­ჩე­ნი­ლი ქარ­თ­ვე­ლი მე­ი­გა­ვის, სულ­ხან-სა­ბა ორ­ბე­ლი­ა­ნის არაკ­თა წიგ­ნი „სიბ­რ­ძ­ნე სიც­რუ­ი­სა“. 50-მდე არაკ­ში, ძი­რი­თა­დად, ცხო­ვე­ლე­ბი და ფრინ­ვე­ლე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ, მაგ­რამ მკითხ­ვე­ლის თვალ­სა და გო­ნე­ბა­ში ეს სათ­ქ­მე­ლი გა­ცოცხ­ლე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბა და ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი ფაქ­ტე­ბია.

ცხო­ვე­ლე­ბი, მა­თი ხა­სი­ა­თი­სა და ზნე-ჩვე­უ­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, ჰყავს ავ­ტორს შერ­ჩე­უ­ლი. მე­ლა, დათ­ვი, ტუ­რა, მგე­ლი, ძაღ­ლი, ლო­მი, კა­ტა და უამ­რა­ვი სხვა ცხო­ვე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით, ავ­ტო­რი ადა­მი­ან­თა და­დე­ბით და მან­კი­ერ მხა­რე­ებს წარ­მო­ა­ჩენს, გა­მო­აქვს უარ­ყო­ფი­თი თვი­სე­ბე­ბი სა­აშ­კა­რა­ო­ზე და გმობს მას. მკითხ­ველს ქა­რაგ­მუ­ლად, იგა­ვუ­რად ეუბ­ნე­ბა, მოძღ­ვ­რავს, რომ ისეთ რა­მე­ში არ უნ­და ჩად­გა ფე­ხი, თა­ვიც საწყევ­ლი გა­გიხ­დეს და მოდ­გ­მა­ცა („მოძღ­ვა­რი მე­ლი“); მე­ლა – სულ­ხა­ნის იგა­ვე­ბის ერთ-ერ­თი აქ­ტი­უ­რად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ცხო­ვე­ლის მე­ტა­ფო­რაა. იგი ცბი­ე­რე­ბის, ეშ­მა­კო­ბის, ორ­გუ­ლო­ბის სიმ­ბო­ლოა. ამი­ტო­მა­ცაა, რომ ყო­ველ­თ­ვის თა­ვის და­გე­ბულ ხა­ფან­გ­ზე ეგე­ბა.

ძაღ­ლი – ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით კი იგავ-არა­კებ­ში, ერ­თ­გუ­ლე­ბის, ერ­თ­სუ­ლოვ­ნე­ბი­სა და პა­ტი­ოს­ნე­ბის სიმ­ბო­ლოა. „სიბ­რ­ძ­ნე სიც­რუ­ი­სას“ ფა­ბუ­ლა­ში, რო­ცა სედ­რაქ­მა და­ლო­ცა ჯუმ­ბე­რი, პირ­ვე­ლი, რაც უსურ­ვა, ძაღ­ლის ერ­თ­გუ­ლე­ბა იყო. „მი­ე­ცეს ამას ერ­თ­გუ­ლე­ბა ძაღ­ლი­სა“. ამ­დე­ნად, ვა­ზი­რის სიტყ­ვე­ბი, რომ უფ­ლის­წულს ძაღ­ლის ერ­თ­გუ­ლე­ბა უნ­და დაჰ­ბე­დე­ბო­და, ყუ­რად­სა­ღე­ბი და აღ­სა­ნიშ­ნა­ვია.

ძაღ­ლის მე­ტა­ფო­რულ სა­ხეს ვხვდე­ბით არა­ერთ ლი­ტე­რა­ტუ­რულ ტექ­ს­ტ­ში, ზე­პირ­სიტყ­ვი­ე­რე­ბა­შიც, კერ­ძოდ კი – „თქმუ­ლე­ბა ამი­რან­ზე“, რო­მელ­შიც ჩანს, რომ კავ­კა­სი­ო­ნის მწვერ­ვალ­ზე მი­ჯაჭ­ვუ­ლი ამი­რა­ნის მშვე­ლე­ლად და იმე­დის მომ­ცე­მად გან­გე­ბამ ძაღ­ლი — ყურ­შა მო­უვ­ლი­ნა, რო­მე­ლიც დღე­ნი­ა­დაგ ლო­კავ­და იმ ჯაჭვს, რომ­ლი­თაც გმი­რი იყო მი­ჯაჭ­ვუ­ლი რკი­ნის ბოძ­ზე, უმ­სუ­ბუ­ქებ­და ტან­ჯ­ვას და უნერ­გავ­და სა­სო­ე­ბას, რომ გა­თა­ვი­სუფ­ლ­დე­ბო­და და: „სი­ხა­რუ­ლად შე­ეც­ვ­ლე­ბო­და დი­დი ხნის გა­სა­ჭი­რი“.

ძაღ­ლის მე­ტა­ფო­რუ­ლი სა­ხეა მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის მოთხ­რო­ბებ­სა თუ რო­მა­ნებ­ში – „ჯა­ყოს ხიზ­ნე­ბი“ და „ლამ­ბა­ლო და ყა­შა“.

თე­ი­მუ­რაზ ხე­ვის­თავს, ცხოვ­რე­ბის­გან ზურ­გ­შექ­ცე­ულს, ბე­დის­წე­რის მარ­წუ­ხებ­ში მოქ­ცე­ულ ადა­მი­ანს, „ძაღ­ლის ლე­ში“ ჰქონ­და ყელ­ზე ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი, რო­მელ­საც და­ათ­რევ­და და ვე­რას­დ­როს იცი­ლებ­და ქე­დი­დან; კონ­კ­რე­ტუ­ლი შემ­თხ­ვე­ვა – „ძაღ­ლის ლე­ში“ – თე­ი­მუ­რა­ზის უბე­დუ­რი ცხოვ­რე­ბაა, უიმე­დო­ბაა, რწმე­ნის და­კარ­გ­ვა და სა­სო­წარ­კ­ვე­თი­ლე­ბა­ში გა­და­ვარ­დ­ნაა.

რაც შე­ე­ხე­ბა „ლამ­ბა­ლო და ყა­შა­ში“ გა­ცოცხ­ლე­ბუ­ლი ძაღ­ლის მე­ტა­ფო­რას, აქაც სიბ­რა­ლუ­ლი­სა და მი­უ­საფ­რო­ბის სიმ­ბო­ლოდ შე­იძ­ლე­ბა იგი ჩა­ით­ვა­ლოს; ადა­მი­ა­ნუ­რი ერ­თ­გუ­ლე­ბა და­კარ­გუ­ლი აქვს სა­ზო­გა­დოე­ბას, ერ­თ­მა­ნეთს შუღ­ლო­ბენ, მტრო­ბენ, ძვირს ამ­ბო­ბენ და ყვე­ლა­ფე­რი ეს სის­ხ­ლის­ღ­ვ­რით მთავ­რ­დე­ბა. ამ ეპი­ზოდს მოს­დევს უპატ­რო­ნოდ დარ­ჩე­ნი­ლი ძაღ­ლე­ბის ყე­ფა, ყმუ­ი­ლი, გუ­ლის­წამ­ღე­ბი ხრი­ა­ლი – ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თვი­თონ ადა­მი­ა­ნე­ბი იჩე­ნენ ულ­მობ­ლო­ბას ამ სა­თაყ­ვა­ნო და ერ­თ­გუ­ლი არ­სე­ბე­ბის მი­მართ.

მე­ტა­ფო­რა, ჩვე­ნი აზ­რით, პო­ე­ტე­ბის სიტყ­ვის სამ­კა­უ­ლია, სა­მარ­ჯ­ვი­სია. სწო­რედ ამი­ტომ გა­ლაკ­ტი­ონ­თან ჩვე­უ­ლი ვირ­ტუ­ო­ზო­ბი­თაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი ტრო­პის ეს სა­ხე. მა­გა­ლი­თის­თ­ვის „ლურ­ჯა ცხე­ნე­ბის“ და­სა­ხე­ლე­ბაც საკ­მა­რი­სია.

ლურ­ჯა ცხე­ნი ქარ­თუ­ლი ფოლ­კ­ლო­რის სა­ხეა: გა­ლაკ­ტი­ო­ნის ლექ­ს­ში ლურჯს სხვა მის­ტი­კუ­რი ჟღე­რა­დო­ბა და ში­ნა­არ­სი აქვს, პო­ე­ტი, თით­ქოს, ზე­ცი­სა და რიჟ­რა­ჟის ფე­რა­დი­დან სი­შა­ვე­ში გარ­და­მა­ვალ ფერს არ­ჩევს. ლურ­ჯი ამ ცხე­ნე­ბის სიზ­მა­რე­უ­ლო­ბი­სა და წარ­მო­სახ­ვი­თო­ბის არ­სე­ბი­თი ნა­წი­ლია. ცხე­ნე­ბის ქროლ­ვა ლექ­სის გა­ნუ­მე­ო­რე­ბელ რიტმს ერ­თ­ვის, მხატ­ვ­რუ­ლი სა­ხე და ლექ­სის რიტ­მი ისე ურ­თი­ერ­თ­და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ელე­მენ­ტია, რომ გა­მორ­ჩე­ვაც კი ჭირს, რო­მე­ლია პირ­ვე­ლა­დი, რო­მელ­მა რო­მე­ლი გან­საზღ­ვ­რა: სა­ხემ რიტ­მი თუ — პი­რი­ქით; ორი­ვე აჩ­ქა­რე­ბულ, ენერ­გი­ულ მოძ­რა­ო­ბას მო­ი­ცავს და ლექ­სის იდე­ას შე­სა­ბა­მი­სად გა­მო­ხა­ტავს. ლურ­ჯა ცხე­ნე­ბი ფარ­თო მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის მე­ტა­ფო­რაა, რო­მე­ლიც შე­და­რე­ბის, ჰი­პერ­ბო­ლის, ეპი­თე­ტის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას მო­ი­ცავს. ლურ­ჯა ცხე­ნე­ბი ში­ნა­გა­ნი ბორ­გ­ვის ირე­ა­ლუ­რი, თა­ვის­თა­ვა­დი სა­ხეა. ლურ­ჯა ცხე­ნე­ბი სიმ­ბო­ლუ­რი და პი­რო­ბი­თი ორი სამ­ყა­როს არ­სე­ბე­ბია.

არის­ტო­ტე­ლე ამ­ბობ­და: „თუ სათ­ქ­მე­ლი შედ­გე­ბა მე­ტა­ფო­რის­გან, იგი გა­მო­ცა­ნაა“. სწო­რედ გა­მო­ცა­ნის ხა­რის­ხი ქმნის მე­ტა­ფო­რის ში­ნა­არ­სის გა­გე­ბის სირ­თუ­ლეს.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები