23 ნოემბერი, შაბათი, 2024

ჩვენ ყვე­ლა სცე­ნა­რის­თ­ვის მზად ვართ

spot_img
1 მარტს და­იწყო და 4 აპ­რი­ლამ­დე გაგ­რ­ძელ­დე­ბა რე­გის­ტ­რა­ცია ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი­სათ­ვის. რას უნ­და მი­აქ­ცი­ოს აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა ყუ­რადღე­ბა რე­გის­ტ­რა­ცი­ი­სას, რა სი­ახ­ლეა წელს გა­მოც­დებ­ზე, კო­ვიდ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბით ჩა­ტარ­დე­ბა თუ არა სა­გა­მოც­დო პრო­ცე­სი და სხვ. ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი 2022-ის სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რი სო­ფიო გორ­გო­ძე.

 

✅ თუ არის სი­ახ­ლე რე­გის­ტ­რა­ცი­ის პრო­ცეს­ში?

დ ყო­ველ წელს, გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად, ვცდი­ლობთ დავ­ხ­ვე­წოთ სა­რე­გის­ტ­რა­ციო სის­ტე­მა, რა­თა აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი­სათ­ვის რე­გის­ტ­რა­ცი­ის პრო­ცე­სი უფ­რო მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი გახ­დეს. ტექ­ნი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ახ­ლე წელს არ გვაქვს, უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო ცვლი­ლე­ბე­ბია რე­გის­ტ­რა­ცი­ის პრო­ცე­სის გა­სა­მარ­ტი­ვებ­ლად. რაც შე­ე­ხე­ბა ში­ნა­არ­სობ­რივ ნა­წილს, წელს აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი კარ­გად უნ­და და­აკ­ვირ­დ­ნენ, რო­მელ მე­სა­მე სა­განს მო­ითხოვს თი­თო­ე­უ­ლი პროგ­რა­მა. ეს ინ­ფორ­მა­ცია დე­ტა­ლუ­რად მო­ცე­მუ­ლია ელექ­ტ­რო­ნულ კრე­ბულ­ში „ცნო­ბა­რი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი­სათ­ვის“. თუ­კი შარ­შან მე­სა­მე საგ­ნად მხო­ლოდ ის­ტო­რი­ის ან მა­თე­მა­ტი­კის ჩა­ბა­რე­ბა შე­ეძ­ლოთ გა­მო­საც­დე­ლებს, ზო­გი­ერთ შემ­თხ­ვე­ვა­ში კი მხო­ლოდ ერ­თის, ისიც მი­მარ­თუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, წელს ეს სია გა­ფარ­თოვ­და. აბი­ტუ­რი­ენ­ტებს სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ, სა­სურ­ველ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებ­ზე სწავ­ლის გა­საგ­რ­ძე­ლებ­ლად აირ­ჩი­ონ კონ­კ­რე­ტუ­ლი პროგ­რა­მის­თ­ვის გან­საზღ­ვ­რუ­ლი რე­ლე­ვან­ტუ­რი სა­გა­ნი, მა­გა­ლი­თად, სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო მეც­ნი­ე­რე­ბებ­ზე შე­უძ­ლი­ათ აირ­ჩი­ონ ქი­მი­აც, ფი­ზი­კაც და ბი­ო­ლო­გი­აც. იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ აბი­ტუ­რი­ენ­ტი ორ ან მეტ არ­ჩე­ვით სა­განს ჩა­ა­ბა­რებს, ჩა­რიცხ­ვი­სა და გრან­ტის კონ­კურ­ს­შიც იგი ორ­ჯერ მო­ნა­წი­ლე­ობს: ერ­თხელ იმ ერ­თი საგ­ნით, მაგ., ფი­ზი­კით (თუ ფი­ზი­კა აირ­ჩია) და მე­ო­რედ მა­თე­მა­ტი­კით (თუ მა­თე­მა­ტი­კა აირ­ჩია). შე­სა­ბა­მი­სად, შან­სე­ბი ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში იზ­რ­დე­ბა. თუმ­ცა აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა არ უნ­და იფიქ­როს, რომ სა­ვალ­დე­ბუ­ლოა მე­სა­მე საგ­ნის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი­დან ყვე­ლა საგ­ნის ჩა­ბა­რე­ბა.

✅ რა ეტა­პე­ბი უნ­და გა­ი­ა­როს აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა რე­გის­ტ­რა­ცი­ი­სას?

დ რე­გის­ტ­რა­ცია წელ­საც სამ ეტა­პად მიმ­დი­ნა­რე­ობს, თუმ­ცა მა­ინც უნ­და შე­ვახ­სე­ნოთ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს, რად­გან მათ­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ამ დე­ტა­ლე­ბის ცოდ­ნა.

აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­ი­ა­რონ პირ­ვე­ლი ეტა­პი იმი­სათ­ვის, რომ მე­ო­რე­ზე გა­და­ვიდ­ნენ. პირ­ვე­ლი ეტა­პი გუ­ლის­ხ­მობს პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბის შეყ­ვა­ნას, სა­გა­მოც­დო ქა­ლა­ქი­სა და ჩა­სა­ბა­რე­ბე­ლი საგ­ნე­ბის არ­ჩე­ვას, ასე­ვე, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, სპე­ცი­ა­ლუ­რი პი­რო­ბის მო­ნიშ­ვ­ნას. პირ­ვე­ლი ეტა­პის შემ­დეგ აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი სა­გა­მოც­დო ქა­ლაქს ვე­ღარ შეც­ვ­ლი­ან და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ეს იცოდ­ნენ. ხში­რად გა­მო­საც­დე­ლე­ბი ზაფხულ­ში გვთხო­ვენ გა­მოც­დე­ბის სხვა ქა­ლაქ­ში ჩა­ბა­რე­ბას. მათ იცი­ან, რომ რე­გის­ტ­რა­ცი­ის მე­სა­მე ეტა­პი არ­სე­ბობს და ჰგო­ნი­ათ, რომ ამ ეტაპ­ზე ქა­ლა­ქის შეც­ვ­ლაც შე­საძ­ლე­ბე­ლია (მაგ., ზღვა­ზე თუ არი­ან, შე­იძ­ლე­ბა გა­მოც­დე­ბის ბა­თუ­მში ჩა­ბა­რე­ბა მო­ინ­დო­მონ). ეს არ­ჩე­ვა­ნი აუცი­ლებ­ლად ახ­ლა უნ­და გა­ა­კე­თოს ყვე­ლამ, რად­გან 4 აპ­რი­ლის შემ­დეგ ქა­ლა­ქის შეც­ვ­ლას აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი ვე­ღარ შეძ­ლე­ბენ.

4 აპ­რი­ლის შემ­დეგ შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ საგ­ნის შეც­ვ­ლა ან და­მა­ტე­ბა და ასე­ვე გა­მოც­დის ენის შეც­ვ­ლა. ეს ვა­და 14 აპ­რი­ლის 18:00 სა­ათ­ზე იწუ­რე­ბა.

მე­სა­მე, ყვე­ლა­ზე ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი ეტა­პი, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე თვე გრძელ­დე­ბა, ეს არის პროგ­რა­მე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­მა უნ­და იცოდ­ნენ, რომ ცვლი­ლე­ბის შე­ტა­ნა კი­დევ გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ეძ­ლე­ბათ, მას შემ­დეგ, რაც თა­ვი­ანთ ქუ­ლებს გა­ი­გე­ბენ. ეს კი მათ სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევთ უკე­თე­სად შე­ა­ფა­სონ, თუ რამ­დე­ნად აქვთ ამა თუ იმ პროგ­რა­მა­ზე სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. მა­გა­ლი­თად, იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ მე მინ­დო­და ისეთ პროგ­რა­მა­ზე ჩა­ბა­რე­ბა, სა­დაც ძა­ლი­ან მა­ღა­ლი კონ­კურ­სია, ჩე­მი ქუ­ლე­ბი კი არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა პროგ­რა­მის მოთხოვ­ნებს, ხვა პროგ­რა­მე­ბიც უნ­და ავირ­ჩიო. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რო­დე­საც აბი­ტუ­რი­ენტს შე­უძ­ლია თა­ვის ქუ­ლებ­თან მი­მარ­თე­ბა­სა და კონ­კურ­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით შე­ა­ფა­სოს სა­კუ­თა­რი შან­სი და ამის შე­სა­ბა­მი­სად შეც­ვა­ლოს პროგ­რა­მე­ბის თან­მიმ­დევ­რო­ბა ან გა­ზარ­დოს მა­თი რა­ო­დე­ნო­ბა. ეს პე­რი­ო­დი გრძელ­დე­ბა აპე­ლა­ცი­ის შე­დე­გე­ბის გა­მოცხა­დე­ბი­დან მომ­დევ­ნო დღის 18:00 სა­ა­თამ­დე. რო­გორც წე­სი, აგ­ვის­ტომ­დე აბი­ტუ­რი­ენ­ტებს შე­უძ­ლი­ათ ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა.

თუმ­ცა, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ თა­ვი­დან­ვე ბევ­რი პროგ­რა­მა აირ­ჩი­ონ. ყო­ველ წელს მცირ­დე­ბა იმ აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლებ­მაც გა­და­ლა­ხეს კომ­პე­ტენ­ცი­ის მი­ნი­მა­ლუ­რი ზღვა­რი, მაგ­რამ ვერ­სად ირიცხე­ბი­ან. ჩვე­ნი აქ­ტი­უ­რი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის შე­დე­გად, შარ­შან მა­თი რიცხ­ვი კი­დევ ასი აბი­ტუ­რი­ენ­ტით შემ­ცირ­და, თუმ­ცა მა­ინც გვყავს ასე­თი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი, ამი­ტომ კი­დევ ერ­თხელ გვინ­და მო­ვუ­წო­დოთ მათ, რომ ისარ­გებ­ლონ შე­საძ­ლებ­ლო­ბით და არ შე­იზღუ­დონ პროგ­რა­მე­ბის არ­ჩე­ვა­ში.

ზო­გი­ერ­თი იმა­საც ამ­ბობს, თუ არ მოვ­ხ­ვ­დი ჩემ მი­ერ არ­ჩე­ულ პროგ­რა­მა­ზე, მა­შინ სხვა­გან არ მინ­და. ესეც გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ იქ­ნებ სჯობ­დეს მა­ინც ვრცე­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლის გა­კე­თე­ბა. თუ არ მო­უნ­დე­ბა, ნუ გა­ა­ფორ­მებს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას უნი­ვერ­სი­ტეტ­თან, მაგ­რამ ეცო­დი­ნე­ბა, რომ უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში ჩა­ი­რიცხა, ვიდ­რე მე­რე გუ­ლი დას­წყ­დეს და ინა­ნოს, რომ მო­მე­ნიშ­ნა და ჩავ­რიცხუ­ლი­ყა­ვი, იქ­ნებ გა­მეგ­რ­ძე­ლე­ბი­ნა კი­დეც სწავ­ლა. ისიც შე­უძ­ლი­ათ, რომ და­იწყონ სწავ­ლა იმ პროგ­რა­მა­ზე, რო­მე­ლიც მათ­თ­ვის ნაკ­ლებ სა­სურ­ვე­ლი იყო, შემ­დეგ მო­ბი­ლო­ბით ისარ­გებ­ლონ და სა­სურ­ველ პროგ­რა­მა­ზე გა­და­ვიდ­ნენ. კარ­გად უნ­და და­ფიქ­რ­დ­ნენ აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი და არ­ჩე­ვა­ნი გა­აზ­რე­ბუ­ლად გა­ა­კე­თონ.

✅ კი­დევ რას უნ­და მი­აქ­ცი­ონ ყუ­რადღე­ბა რე­გის­ტ­რა­ცი­ის პრო­ცეს­ში, რას ურ­ჩევ­დით?

დ ერთ-ერ­თი რჩე­ვა, რაც შეგ­ვიძ­ლია და­მა­ტე­ბით მივ­ცეთ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს, არის ის, რომ რე­გის­ტ­რა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბი­სას აუცი­ლებ­ლად გა­და­ა­მოწ­მონ, არი­ან თუ არა და­რე­გის­ტ­რი­რე­ბულ­ნი. ხში­რად ხდე­ბა ისე, რომ იწყე­ბენ რე­გის­ტ­რა­ცი­ას, მაგ­რამ ბო­ლომ­დე აღარ მიჰ­ყავთ ეს პრო­ცე­სი და, სამ­წუ­ხა­როდ, ამას მა­შინ აღ­მო­ა­ჩე­ნენ, რო­დე­საც რე­გის­ტ­რა­ცია უკ­ვე დას­რუ­ლე­ბუ­ლია. მე­რე იქ­მ­ნე­ბა ძა­ლი­ან ცუ­დი ვი­თა­რე­ბა, რად­გან რე­გის­ტ­რა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ჩვენ ვე­ღარ ვა­ხერ­ხებთ ასე­თი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის და­რე­გის­ტ­რი­რე­ბას და ამის გა­მო ისი­ნი ერთ აკა­დე­მი­ურ წელს კარ­გა­ვენ. ამი­ტომ, სა­ბო­ლო­ოდ რომ დარ­წ­მუნ­დეთ, შე­ი­ნა­ხეთ რე­გის­ტ­რა­ცი­ის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი და პა­რო­ლი, რო­მე­ლიც რე­გის­ტ­რა­ცი­ი­სას მი­თი­თე­ბულ ტე­ლე­ფო­ნის ნო­მერ­ზე მო­გი­ვათ მოკ­ლე ტექ­ს­ტუ­რი შეტყო­ბი­ნე­ბით.

თუ­კი მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რე­გის­ტ­რა­ცი­ის პირ­ვე­ლი ეტა­პის დას­რუ­ლე­ბამ­დე, აბი­ტუ­რი­ენ­ტი გა­დაწყ­ვეტს, გა­ნაცხად­ში რა­ი­მე სა­ხის ცვლი­ლე­ბის შე­ტა­ნას, ეს ცვლი­ლე­ბე­ბი ისევ უნ­და და­ი­მახ­სოვ­როს და დო­კუ­მენ­ტი ხე­ლახ­ლა ამო­ბეჭ­დოს ან ელექ­ტ­რო­ნუ­ლად შე­ი­ნა­ხოს.

„ცნო­ბა­რი აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის­თ­ვის“ ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი დო­კუ­მენ­ტია. იგი თავს უყ­რის 2022 წლის სი­ახ­ლე­ებს, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს, ხში­რად დას­მულ კითხ­ვებ­სა და სა­გა­მოც­დო პრო­ცეს­თან და­კავ­ში­რე­ბულ ყვე­ლა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან სა­კითხს. თუმ­ცა აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის ნა­წი­ლი, სამ­წუ­ხა­როდ, მას სრუ­ლად არ ეც­ნო­ბა. ამა­ში ვრწმუნ­დე­ბით ღია კა­რის დღე­ებ­ზე, სა­დაც ისე­თი კითხ­ვე­ბი შე­მო­დის, რომ­ლე­ბიც ცნო­ბარ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხაზ­გას­მი­თაა აღ­ნიშ­ნუ­ლი და ყუ­რადღე­ბა­მი­საქ­ცე­ვია. კარ­გია, რომ გვის­ვა­მენ ამ კითხ­ვებს და ჩვენ­გა­ნაც იღე­ბენ გან­მარ­ტე­ბებს, მაგ­რამ აუცი­ლებ­ლად უნ­და გა­ეც­ნონ ცნო­ბარ­შიც იმი­ტომ, რომ ღია კა­რის დღე­ებ­ზე შე­იძ­ლე­ბა რა­ი­მე დე­ტა­ლი გა­მოგ­ვ­რ­ჩეს. მარ­თა­ლია, ვრცე­ლი დო­კუ­მენ­ტია, მაგ­რამ სწო­რედ იმი­ტომ არის ვრცე­ლი, რომ ყვე­ლა დე­ტალ­ზეა ინ­ფორ­მა­ცია მო­ცე­მუ­ლი. ამ დე­ტა­ლებს აუცი­ლებ­ლად ყუ­რადღე­ბით უნ­და გა­ეც­ნონ, მათ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო პროგ­რა­მე­ბის შე­სა­ხებ შე­უძ­ლი­ათ ამომ­წუ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ღონ, ასე­ვე გა­ი­გონ, მა­გა­ლი­თად, აქვს თუ არა უნი­ვერ­სი­ტეტს გაზ­რ­დი­ლი მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი. მათ იცი­ან ხოლ­მე ზღვრე­ბი, რაც ზო­გა­და­დაა და­წე­სე­ბუ­ლი, მაგ­რამ უნი­ვერ­სი­ტეტს შე­იძ­ლე­ბა გაზ­რ­დი­ლი ჰქონ­დეს კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი, ვთქვათ, რო­მე­ლი­მე უცხო­ურ ენა­ში. ამა­საც   უნ­და მი­აქ­ცი­ოს აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა ყუ­რადღე­ბა. ასე­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, სწავ­ლე­ბის სა­ფა­სუ­რი, რად­გან არის შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­დე­საც არ აკ­ვირ­დე­ბი­ან გა­და­სა­ხადს და გვი­ან აღ­მო­ა­ჩე­ნენ, რომ თან­ხა გა­ცი­ლე­ბით მე­ტია, ვიდ­რე გრან­ტის მო­ცუ­ლო­ბა.

აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­მა ყუ­რადღე­ბა უნ­და გა­ა­მახ­ვი­ლონ კო­ე­ფი­ცი­ენ­ტებ­ზეც. თი­თო­ე­უ­ლი პროგ­რა­მა თი­თო­ე­უ­ლი საგ­ნის­თ­ვის აწე­სებს გარ­კ­ვე­ულ კო­ე­ფი­ცი­ენტს, რო­მე­ლიც ამ სა­განს, მი­სი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე (რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს ამ კონ­კ­რე­ტულ სა­განს ამ პროგ­რა­მის­თ­ვის), აქვს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი. რაც უფ­რო მა­ღა­ლია საგ­ნის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი, რა თქმა უნ­და, სა­სურ­ვე­ლია, იმ სა­გან­ში უფ­რო მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბა ჰქონ­დეს აბი­ტუ­რი­ენტს. ბევ­რი მსგავ­სი დე­ტა­ლია გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი. თუ­კი კარ­გად გა­ეც­ნო­ბა მათ ცნო­ბარ­ში აბი­ტუ­რი­ენ­ტი, სა­კუ­თარ შან­სებ­საც უკეთ შე­ა­ფა­სებს და შე­სა­ბა­მი­სად, უფ­რო გა­აზ­რე­ბუ­ლად აირ­ჩევს პროგ­რა­მებს, და­ა­ლა­გებს და შე­დე­გიც უკე­თე­სი ექ­ნე­ბა, ვიდ­რე არა­ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნის შემ­თხ­ვე­ვა­ში.

✅ ალ­ბათ გა­მოც­დე­ბის ორი­ვე ვა­რი­ან­ტის­თ­ვის ხართ მზად – რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის დაც­ვით თუ მათ გა­რე­შე

დ ბო­ლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში საკ­მა­ოდ დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბა დაგ­ვიგ­როვ­და, რო­გორ ჩა­ვა­ტა­როთ გა­მოც­დე­ბი ისე, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად უზ­რუნ­ველ­ვ­ყოთ აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის უსაფ­რ­თხო­ე­ბა. ასე რომ, თუ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა იქ­ნე­ბა, მზად­ყოფ­ნა­ში ვართ, თუმ­ცა, რო­გორც წე­სი, სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სია გა­მოც­დე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე კვი­რით ად­რე იკ­რი­ბე­ბა და, ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მსჯე­ლობს, იმ წელს ზუს­ტად რო­გო­რი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი იქ­ნე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ალ­ბათ ივ­ნის­ში გვე­ცო­დი­ნე­ბა, კონ­კ­რე­ტუ­ლად რა რე­გუ­ლა­ცი­ე­ბით ვა­ტა­რებთ გა­მოც­დებს (რა თქმა უნ­და, იგუ­ლის­ხ­მე­ბა კო­ვიდ­რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი) და ივ­ნის­ში­ვე მო­ვახ­სე­ნებთ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს, რა წე­სე­ბი უნ­და და­იც­ვან. გა­ვი­მე­ო­რებ, რომ ჩვენ ყვე­ლა სცე­ნა­რის­თ­ვის მზად ვართ.

✅ რო­გო­რია პრო­ცე­დუ­რა სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში?

დ რე­გის­ტ­რა­ცი­ი­სას მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ, მო­ნიშ­ნონ სპე­ცი­ა­ლუ­რი პი­რო­ბა. თუ აბი­ტუ­რი­ენტს სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბა აქვს, ვთქვათ, მხედ­ვე­ლო­ბის პრობ­ლე­მა ან სხვა ტი­პის სა­ჭი­რო­ე­ბა, მო­ნიშ­ნავს ამ ველს, შემ­დეგ მოთხოვ­ნილ ვა­და­ში უნ­და გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნოს ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის ცნო­ბა (ფორ­მა №100 – ამის შე­სა­ხებ ცნო­ბარ­შიც არის მი­თი­თე­ბუ­ლი), რო­მელ­საც სპე­ცი­ა­ლუ­რი კო­მი­სია გა­ნი­ხი­ლავს. ყო­ვე­ლი კონ­კ­რე­ტუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, კო­მი­სია იღებს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას, რა პი­რო­ბე­ბი უნ­და შევ­თა­ვა­ზოთ აბი­ტუ­რი­ენტს, ან და­უკ­მა­ყო­ფილ­დეს თუ არა მას ეს მოთხოვ­ნა. არის შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­დე­საც კო­მი­სია წყვეტს, რომ ეს ის შემ­თხ­ვე­ვა არ არის, რო­დე­საც აბი­ტუ­რი­ენტს სპე­ცი­ა­ლუ­რი პი­რო­ბა უნ­და შე­ექ­მ­ნას. თუ ამის სა­ჭი­რო­ე­ბაა, ჩვენ ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ სა­თა­ნა­დო პი­რო­ბე­ბის შე­საქ­მ­ნე­ლად, მა­გა­ლი­თად, ტეს­ტებს ბრა­ი­ლის შრიფ­ტით ვბეჭ­დავთ, გარ­კ­ვე­ულ შემ­თხ­ვე­ვებ­ში, აბი­ტუ­რი­ენტს სა­გა­მოც­დო დრო გა­უ­ორ­მაგ­დე­ბა ან, თუ ამის   სა­ჭი­რო­ე­ბაა, შე­იძ­ლე­ბა ცალ­კე, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ტი­პის სა­ვარ­ძე­ლი მო­ვუწყოთ იმის­თ­ვის, რომ თა­ვი კომ­ფორ­ტუ­ლად იგ­რ­ძ­ნოს. ასე რომ, ვცდი­ლობთ, შევ­ქ­მ­ნათ ყვე­ლა პი­რო­ბა, რა­თა გა­მოც­და­ზე მო­სულ­მა აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­მა მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ავ­ლი­ნონ თა­ვი­ან­თი ცოდ­ნა და უნა­რე­ბი.

✅ ტეს­ტის ფორ­მატ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სი­ახ­ლე­ე­ბიც შე­ვახ­სე­ნოთ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს

დ ტეს­ტის ფორ­მატ­ზე თუ ვი­სა­უბ­რებთ, ძი­რი­თა­დი სი­ახ­ლე ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში გვაქვს. ახ­ლა­ხან გვქონ­და ღია კა­რის დღე და ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა დე­ტა­ლუ­რად ისა­უბ­რეს, რას გუ­ლის­ხ­მობს ეს ცვლი­ლე­ბე­ბი – ყვე­ლა ვთან­ხ­მ­დე­ბით, რომ ნამ­დ­ვი­ლად არ არ­თუ­ლებს სა­გა­მოც­დო პრო­ცესს ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში. ცო­ტა­თი მცირ­დე­ბა ტეს­ტის შეს­რუ­ლე­ბის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბა, რაც ვფიქ­რობ, ასე­ვე პო­ზი­ტი­უ­რია.

გე­ოგ­რა­ფი­ა­შია ძა­ლი­ან მცი­რე, უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო ცვლი­ლე­ბა, სხვა საგ­ნებ­ში გა­მოც­დე­ბი ისე­თი­ვე ფორ­მა­ტით ტარ­დე­ბა, რო­გო­რიც წი­ნა წელს იყო. ასე რომ, აბი­ტუ­რი­ენ­ტებს შე­უძ­ლი­ათ 2021 წელს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ნი­მუ­შე­ბით იხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლონ. შე­უძ­ლი­ათ გა­ეც­ნონ კრე­ბუ­ლებს, სა­დაც კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი რჩე­ვე­ბია იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რო­გორ მო­ემ­ზა­დონ თი­თო­ე­უ­ლი გა­მოც­დის­თ­ვის, ასე­ვე ნა­ხონ აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის მი­ერ ყვე­ლა­ზე ხში­რად დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბი, ესეც გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია. ჩვენს ვებ­გ­ვერ­დ­ზე www.naec.ge ძა­ლი­ან ბევ­რი სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ციაა აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის­თ­ვის და კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ გა­ეც­ნო­ბი­ან.

სხვა ში­ნა­არ­სობ­რი­ვი ცვლი­ლე­ბე­ბი წელს არ გვაქვს. რაც შე­ე­ხე­ბა მე­სა­მე საგ­ნის ნუს­ხის გა­ფარ­თო­ე­ბას, ამა­ზე ზე­მოთ უკ­ვე მო­გახ­სე­ნეთ, რომ უფ­რო მე­ტი არ­ჩე­ვა­ნი აქვთ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს.

ამ ეტაპ­ზე, მთა­ვა­რია, აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი 4 აპ­რი­ლის 18:00 სა­ა­თამ­დე და­რე­გის­ტ­რირ­დ­ნენ და გა­და­ა­მოწ­მონ, რომ ნამ­დ­ვი­ლად არი­ან რე­გის­ტ­რი­რე­ბულ­ნი, იმი­ტომ, რომ ყვე­ლა და­ნარ­ჩენს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ეკარ­გე­ბა, თუ რე­გის­ტ­რა­ცი­ის პრო­ცე­სი არ გა­ვი­ა­რეთ ისე, რო­გორც სა­ჭი­როა.

ესაუბრა ლალი თვალაბეიშვილი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები