8 სექტემბერი, კვირა, 2024

ჩვენ ერ­თად ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბეთ წინ­ს­ვ­ლა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა

spot_img

მე გახ­ლა­ვართ ეკა თა­თეშ­ვი­ლი, ქარ­თუ­ლის, რო­გორც მე­ო­რე ენის კონ­სულ­ტან­ტი, ზ. ჟვა­ნი­ას სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბის სკო­ლის ტრე­ნე­რი და ქ. ახალ­ქა­ლა­ქის №1 სა­ჯა­რო სკო­ლის წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი. ვფიქ­რობ, ჩე­მი გა­მოც­დი­ლე­ბა და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი სა­ინ­ტე­რე­სო და სა­სი­ა­მოვ­ნო იქ­ნე­ბა ბევ­რი მკითხ­ვე­ლის­თ­ვის.

და­ვიწყებ იქი­დან, რომ მა­მა­ჩე­მის სამ­სა­ხუ­რის გა­მო ოჯა­ხით ხში­რად გვიხ­დე­ბო­და საცხოვ­რებ­ლად სხვა­დას­ხ­ვა ქა­ლაქ­ში გა­დას­ვ­ლა, შე­სა­ბა­მი­სად, 7 სკო­ლა გა­მო­ვიც­ვა­ლე, რაც ასო­ცირ­დე­ბა ახალ გა­რე­მოს­თან, ახალ მე­გობ­რებ­თან და მე­ზობ­ლებ­თან. ამას იმ­დე­ნად მი­ვეჩ­ვიე, რომ არას­დ­როს მქო­ნია რა­ი­მე სა­ხის დაბ­რ­კო­ლე­ბა ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის პრო­ცეს­ში. და­ვამ­თავ­რე ივ. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ლო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტი და დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, ამ­ჯე­რად მე­უღ­ლის სამ­სა­ხუ­რის გა­მო, პირ­ვე­ლად მოვ­ხ­ვ­დი ჩემ­თ­ვის მა­ნამ­დე უც­ნობ კუთხე­ში – ჯა­ვა­ხეთ­ში, 2004 წელს. ეს იყო სომ­ხე­ბით კომ­პაქ­ტუ­რად და­სახ­ლე­ბუ­ლი რა­ი­ო­ნი და ეს იყო დრო, რო­ცა ქარ­თ­ვე­ლებს უნ­დობ­ლად უყუ­რებ­დ­ნენ, ში­შობ­დ­ნენ, მა­თი მყუდ­რო­ე­ბა ხომ არ და­ირ­ღ­ვე­ო­და ჩვე­ნი გა­მო­ჩე­ნით. ეს ბუ­ნებ­რი­ვა­დაც მი­ვი­ღე იმი­ტომ, რომ უც­ნობ ადა­მი­ან­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და­სამ­ყა­რებ­ლად ნდო­ბის მო­პო­ვე­ბაა სა­ჭი­რო, ნდო­ბის მო­პო­ვე­ბას კი დრო და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი სჭირ­დე­ბა. პირ­ვე­ლი სირ­თუ­ლე აღ­მოჩ­ნ­და ენის ბა­რი­ე­რი, მე არ ვი­ცო­დი სომ­ხუ­რი, მათ კი – ქარ­თუ­ლი. დღემ­დე მახ­სოვს ის უც­ნა­უ­რი, იდუ­მა­ლი სა­ხე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც უნ­დობ­ლად და ცი­ვად მიმ­ზერ­დ­ნენ. თუმ­ცა, დი­დი დრო არ დამ­ჭირ­ვე­ბია ადაპ­ტა­ცი­ის­თ­ვის, შე­ვი­ძი­ნე ახა­ლი მე­გობ­რე­ბი, სა­უ­კე­თე­სო მე­ზობ­ლე­ბი და დღეს ამ ყვე­ლა­ფერს დი­დი სი­ა­მოვ­ნე­ბით და იუმო­რით ვიხ­სე­ნებთ ხოლ­მე.

მუ­შა­ო­ბა და­ვიწყე ქ. ახალ­ქა­ლა­ქის №1 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში და მთე­ლი გუ­ლის­ყუ­რით ვუს­მენ­დი კო­ლე­გებს, რა­თა გა­მე­გო რას და რო­გორ ამ­ბობ­დ­ნენ, მი­ვა­გე­ნი სა­ჭი­რო ფორ­მუ­ლებს და ნელ-ნე­ლა ავით­ვი­სე სომ­ხუ­რიც. ურ­თი­ერ­თო­ბებ­მა ცხად­ყო, რომ მე (და არა­მარ­ტო მე) ვი­ყა­ვი ის, ვინც შეძ­ლებ­და დახ­მა­რე­ბო­და მათ ში­შის დაძ­ლე­ვა­სა და გულ­წ­რ­ფე­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში.

რთუ­ლი პე­რი­ო­დი იყო, ქი­რით ვცხოვ­რობ­დით 12 წე­ლი, და­ბა­ლი ხელ­ფა­სე­ბი და მკაც­რი კლი­მა­ტი. სა­ჭი­რო­ე­ბა მო­ითხოვ­და რა­ღაც შე­მეც­ვა­ლა ჩემს კა­რი­ე­რა­ში, რა­თა მა­ტე­რი­ა­ლუ­რად უფ­რო უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი გავ­მ­ხ­და­რი­ყა­ვი და ოჯახს დავ­ხ­მა­რე­ბო­დი. გვი­რა­ბის ბო­ლოს ხომ სი­ნათ­ლეა?! ჰო­და, სწო­რედ ამ დროს გა­მოჩ­ნ­და მას­წავ­ლებ­ლის სახ­ლის პრო­ექ­ტი „ვას­წავ­ლოთ ქარ­თუ­ლი, რო­გორც მე­ო­რე ენა“, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­შიც გა­ვი­ა­რე შე­სარ­ჩე­ვი კონ­კურ­სი და პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან, რო­გორც კონ­სულ­ტან­ტი, გა­მაგ­ზავ­ნეს სოფ. კუ­ლი­კა­მი­სა და ხულ­გუ­მოს სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში ქარ­თუ­ლი ენის მას­წავ­ლებ­ლად. ეს კი­დევ ერ­თი გა­მოწ­ვე­ვა იყო ჩემს პრაქ­ტი­კა­ში. იქ მო­ვის­მი­ნე სიტყ­ვე­ბი: „ეკა მას, თქვე­ნი გაც­ნო­ბის შემ­დეგ გა­ვი­გე ვინ არი­ან ქარ­თ­ვე­ლე­ბი“, „არ მე­გო­ნა, ქარ­თ­ვე­ლე­ბი ასე კარ­გე­ბი თუ იყ­ვ­ნენ“, „ისე­თი კარ­გი ადა­მი­ა­ნი ხართ, ნამ­დ­ვი­ლად სო­მე­ხი იქ­ნე­ბით“… თუმ­ცა წლე­ბი დამ­ჭირ­და იმის და­სამ­ტ­კი­ცებ­ლად, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია, ჩვენ ერ­თად მა­ინც ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბეთ ისე­თი კო­ლექ­ტი­ვი და ისე­თი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­მე­ლიც ერ­თად ზრუ­ნავ­და სკო­ლა­ზეც, სწავ­ლა­სა და წინ­ს­ვ­ლა­ზეც. სი­ა­მა­ყით შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ მე გავ­ხ­დი ხი­დი, რო­მელ­ზეც მათ შე­ეძ­ლოთ უშიშ­რად და თა­მა­მად გავ­ლა.

4 წლის შემ­დეგ გა­და­ვე­დი ქ. ახალ­ქა­ლა­ქის №1 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში და დღემ­დე აქ ვმუ­შა­ობ „არა­ქარ­თუ­ლი სკო­ლე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი მხარ­და­ჭე­რის პროგ­რა­მის“ კონ­სულ­ტან­ტად. ეს ის ად­გი­ლია, სა­დაც გულ­წ­რ­ფე­ლად უყ­ვარ­ხარ, გა­ფა­სე­ბენ და გის­მე­ნენ. ჩვენ, ჩვე­ნი მონ­დო­მე­ბი­თა და შრო­მით, ერ­თად მი­ვაღ­წი­ეთ იმას, რომ ყვე­ლა­ზე ად­რე შევ­ძე­ლით სტა­ტუ­სის მი­ღე­ბა და წინ­ს­ვ­ლა, გვყავს სა­ნი­მუ­შო მოს­წავ­ლე­ე­ბი და უამ­რა­ვი სტუ­დენ­ტი თბი­ლი­სის სხვა­დას­ხ­ვა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. ზოგ­მა უკ­ვე და­იწყო მუ­შა­ო­ბა ად­გი­ლობ­რივ სტრუქ­ტუ­რებ­ში და ერ­თად ვზრუ­ნავთ რა­ი­ო­ნის/ქა­ლა­ქის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე.

ასე­ვე მე­ა­მა­ყე­ბა, რომ ვარ ზ. ჟვა­ნი­ას სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო ად­მი­ნის­ტ­რი­რე­ბის სკო­ლის ტრე­ნე­რი და მაქვს ზრდას­რუ­ლებ­თან მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბაც. პროგ­რა­მის ფარ­გ­ლებ­ში, სა­ხელ­მ­წი­ფო ენას ვას­წავ­ლი­დი მე­რი­ის, სომ­ხუ­რი ეპარ­ქი­ის თა­ნამ­შ­რომ­ლებს, სამ­ხედ­რო ბა­ზის რეკ­რუ­ტებ­სა და არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი სკო­ლე­ბის პე­და­გო­გებს. ჩვე­ნი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა ყო­ველ­თ­ვის ნა­ყო­ფი­ე­რი და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლია. ამ კუთხი­თაც დი­დი საქ­მე კეთ­დე­ბა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სფე­რო­ში.

 

 

ეს ყვე­ლა­ფე­რი მა­ბედ­ნი­ე­რებს, მა­ხა­რებს და იმე­დით ვივ­სე­ბი, რო­ცა ვა­და­რებ ჩე­მი კა­რი­ე­რის და­საწყის­სა და დღე­ვან­დე­ლო­ბას. დღეს ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბი უკ­ვე თა­ვი­სუფ­ლად მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ში, ბა­ნა­კებ­სა და ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ში. ურ­თი­ერ­თო­ბე­ბიც უფ­რო გახ­ს­ნი­ლი და გულ­წ­რ­ფე­ლია. ჩვენ ერ­თად ვცდი­ლობთ, შევ­ქ­მ­ნათ ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი და ჩვე­ნი სიტყ­ვა ვთქვათ ქვეყ­ნის აღ­მ­შე­ნებ­ლო­ბის საქ­მე­ში. მინ­და ყვე­ლამ შე­იგ­ნოს, რომ ჯა­ვა­ხე­თი არ არის მხო­ლოდ ლო­კა­ცია, ეს ის ად­გი­ლია, სა­დაც ვჭირ­დე­ბით ქვე­ყა­ნა­საც და ხალ­ხ­საც. მად­ლო­ბა მას­წავ­ლებ­ლის სახლს, რად­გან მომ­ცა თვით­რე­ა­ლი­ზე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, მე აქ აღ­მო­ვა­ჩი­ნე ჩე­მი თა­ვი და ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. არ ვი­შუ­რებ ძა­ლას და ენერ­გი­ას იმის­თ­ვის, რომ გა­ვარ­ღ­ვი­ოთ ენის ბა­რი­ე­რი და ყვე­ლამ იგ­რ­ძ­ნოს თა­ვი სა­ქარ­თ­ვე­ლოს სრუ­ლუფ­ლე­ბი­ან მო­ქა­ლა­ქედ.

ზო­გა­დად ჩე­მი დე­ვი­ზია: „აბა, დღეს მე ვის რა ვარ­გე?“

თუ სა­ღა­მოს მაქვს პა­სუ­ხი ამ კითხ­ვა­ზე, ბედ­ნი­ე­რი ვარ და იმე­დით ვე­ლო­დე­ბი შემ­დეგ დღეს.

მად­ლო­ბა ყვე­ლა პე­და­გოგს და აქა­ურ მო­ქალ­აქეს გა­მო­ჩე­ნი­ლი ყუ­რადღე­ბი­სა და სით­ბოს­თ­ვის. იმის­თ­ვის, რომ მე თა­ვი მეგ­რ­ძ­ნო, რო­გორც თევზს წყალ­ში. მად­ლო­ბა ყვე­ლა კო­ლე­გას, რომ­ლე­ბიც სახ­ლებს მო­შო­რე­ბუ­ლი ფუს­ფუ­სე­ბენ სხვა­დას­ხ­ვა სკო­ლა­ში და ქვას ქვა­ზე დე­ბენ ჩვე­ნი­ვე კე­თილ­დღე­ო­ბის­თ­ვის.

არდადეგები

არდადეგები – თავისუფლებისა და დასვენების დღეების ხიბლი

ინა იმედაშვილი იუჯის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ათეულთა...

ერთიანი ეროვნული გამოცდები

ბლოგი

კულტურა

მსგავსი სიახლეები