19 ივნისი, ხუთშაბათი, 2025

ჩვე­ნი ხე­ო­ბის გმი­რე­ბი

spot_imgspot_img

2024-2025 სას­წავ­ლო წელს აჭა­რის გა­ნათ­ლე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტ­რომ გა­მო­აცხა­და კონ­კურ­სი „პრო­ექ­ტი ჩემს გაკ­ვე­თილ­ზე“, გა­ი­მარ­ჯ­ვა 100-მა პრო­ექ­ტ­მა, მათ შო­რის არის ჩვე­ნი სკო­ლის პრო­ექ­ტი „ლი­ტე­რა­ტუ­რა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი“, რო­მე­ლიც გან­ხორ­ცი­ელ­და მე-7 კლას­ში (მას­წავ­ლე­ბე­ლი – სოს­ლან სურ­მა­ნი­ძე).

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩვენს სო­ფელს ჰყავს შინ­დი­სის გმი­რი, თე­ი­მუ­რაზ ბე­რი­ძე, ასე­ვე ჩვე­ნი მე­ზო­ბე­ლი სოფ­ლე­ბი­დან გვყავს 2008 წლის ომის გმი­რე­ბი ას­ლან შა­ი­ნი­ძე და მალ­ხაზ აბა­ში­ძე. პროქ­ტის ფარ­გ­ლებ­ში, მოს­წავ­ლე­ებ­მა მო­ამ­ზა­დეს სა­გა­ზე­თო სტა­ტია „ჩვე­ნი ხე­ო­ბის გმი­რებ­ი“.

სა­ქარ­თ­ვე­ლო გმი­რე­ბის ქვე­ყა­ნაა. ღმერ­თი, ყო­ვე­ლი გა­ჭირ­ვე­ბის დროს, გა­მო­უგ­ზავ­ნი­და ხოლ­მე გმი­რებს ჩვენს ტან­ჯულ სამ­შობ­ლოს, რა­თა და­ეც­ვა ის მტრე­ბი­სა­გან, რომ­ლე­ბიც, სამ­წუ­ხა­როდ, ყო­ვე­ლი მხრი­დან უხ­ვად გვე­სე­ოდ­ნენ, მაგ­რამ ყო­ველ­თ­ვის „მუმ­ლი წყდე­ბო­და და მუ­ხა რჩე­ბო­და“. უფ­ლის წყა­ლო­ბის, ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბის ერ­თი­ა­ნი სუ­ლის­კ­ვე­თე­ბის, სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლის, მა­თი თავ­და­დე­ბის და უან­გა­რო მსხვერ­პ­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ ჩვენ დღეს ქარ­თუ­ლი სიტყ­ვა გვეს­მის და ჩვენს ტე­რი­ტო­რი­ებს ვი­ნარ­ჩუ­ნებთ.

2008 წლის რუ­სეთ-სა­ქარ­თ­ვე­ლოს ომ­ში სხალ­თა-ხი­ხა­ნის ის­ტო­რი­უ­ლი ხე­ო­ბი­დან მრა­ვა­ლი ჯა­რის­კა­ცი მო­ნა­წი­ლე­ობ­და, ერთ-ერ­თი მათ­გა­ნი იყო ჩვე­ნი სოფ­ლის მკვიდ­რი თე­ი­მუ­რაზ ბე­რი­ძე.

თე­ი­მუ­რაზ ბე­რი­ძე 1974 წლის 17 მა­ისს და­ი­ბა­და ხუ­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კვა­ტი­ა­ში, 1986 წელს ოჯა­ხი გა­და­ვი­და საცხოვ­რებ­ლად კა­ხეთ­ში, ფი­როს­მან­ში. თე­ი­მუ­რაზ­მა მა­ნა­ნა ფუტ­კა­რა­ძეს­თან ერ­თად შექ­მ­ნა მშვე­ნი­ე­რი ოჯა­ხი, ჰყავს ორი შვი­ლი. იყო მო­სიყ­ვა­რუ­ლე მა­მა და მე­უღ­ლე, გან­სა­კუთ­რე­ბულ სით­ბოს გა­მო­ხა­ტავ­და პა­ტა­რე­ბის მი­მართ.

2006 წელს და­იწყო გმი­რის სამ­ხედ­რო კა­რი­ე­რა, იგი კონ­ტ­რაქ­ტით გა­ნა­წილ­და სე­ნაკ­ში, მე­ო­რე ქვე­ით ბრი­გა­და­ში, წო­დე­ბით კაპ­რა­ლი. 2008 წლის 7 აგ­ვის­ტოს ქო­ბუ­ლეთ­ში და­სას­ვე­ნებ­ლად მყოფ ოჯახს გა­მო­ემ­შ­ვი­დო­ბა და წა­ვი­და სამ­სა­ხურ­ში.

8 აგ­ვის­ტოს ომი და­იწყო, ოჯა­ხის წევ­რე­ბის თქმით, 8-ში და­უ­რე­კა, 9 აგ­ვის­ტოს ვერ და­უ­კავ­შირ­დ­ნენ, თურ­მე ამ დროს მო­მა­ვა­ლი შინ­დი­სის გმი­რი ცხინ­ვალ­ში იყო, 10-ში სა­ღა­მოს და­უ­რე­კა მე­უღ­ლეს, სამ­შ­ვი­დო­ბოს ვა­რო. და­რე­კა 11 აგ­ვის­ტოს… კარ­გად ვა­რო, მე­უღ­ლეს და­უ­ბა­რა ოჯახს და პა­ტა­რებს მი­მი­ხე­დეო, თურ­მე, დაჭ­რი­ლი ალ­ყა­ში იყო 16 თა­ნა­მებ­რ­ძოლ­თან ერ­თად. მას მე­რე ოჯახ­მა ვე­ღარ და­ამ­ყა­რა მას­თან კონ­ტაქ­ტი. 16 აგ­ვის­ტოს პატ­რი­არ­ქი შე­ვი­და შინ­დის­ში ცხედ­რე­ბის გად­მო­სას­ვე­ნებ­ლად, მათ შო­რის იყო თე­ი­მუ­რა­ზის ცხე­და­რიც.

შინ­დი­სის გმი­რე­ბის, მა­თი ლე­გენ­და­რუ­ლი ბრძო­ლის შე­სა­ხებ მტე­რიც კი სა­უბ­რობ­და. რო­გორც ვი­ცით, სა­მა­ლავ­ში ჩა­საფ­რე­ბულ­მა მტერ­მა 5 ბი­ჭი კო­ლო­ნის პირ­ვე­ლი­ვე მან­ქა­ნა­ში ჩაცხ­რი­ლა, სხვე­ბი თით­ქ­მის სა­ა­თი და ოცი წუ­თი გა­ნუწყ­ვეტ­ლივ უტევ­დ­ნენ ოკუ­პან­ტებს. მტერს ეგო­ნა, ბა­ტა­ლი­ო­ნი თუ არა, უთუ­ოდ ასე­უ­ლი ებ­რ­ძო­და. ვინ არი­ან, ადა­მი­ა­ნე­ბი თუ ქა­ჯე­ბი, ვერ გაგ­ვი­გიაო, ღმუ­ოდ­ნენ თურ­მე რუ­სე­ბი, სა­ნამ დაფ­ლე­თი­ლი თორ­მე­ტი ვაჟ­კა­ცის ცხე­და­რი არ ნა­ხეს. თე­ი­მუ­რაზ ბე­რი­ძე სნა­ი­პე­რის ტყვი­ამ იმ­ს­ხ­ვერ­პ­ლა.

ტკი­ვი­ლი­ა­ნი სი­ა­მა­ყით იხ­სე­ნებს ჩვე­ნი გმი­რის მე­უღ­ლე თე­ი­მუ­რა­ზის ცხოვ­რე­ბის გზას, მის არ­ჩე­ვანს და თავ­და­დე­ბას სამ­შობ­ლოს­თ­ვის. გთა­ვა­ზობთ ინ­ტერ­ვი­უს:

– რო­გორ შეხ­ვ­დით მის არ­ჩე­ვანს, ყო­ფი­ლი­ყო ჯა­რის­კა­ცი?

– სუ­ლით მებ­რ­ძო­ლი იყო, მი­სი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბიც ჯარს უკავ­შირ­დე­ბო­და. უყ­ვარ­და სამ­შობ­ლო, მე ყო­ველ­თ­ვის მხარს ვუ­ჭერ­დი.

– რო­გო­რი იყო ყველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში?

– უმაღ­ლე­სი დო­ნის პი­როვ­ნე­ბა იყო. უღა­ლა­ტო, ხა­ლი­სი­ა­ნი, სი­ცოცხ­ლით და იუმო­რით სავ­სე.

– რა მოს­წონ­და ბავ­შ­ვო­ბა­ში?

– სწავ­ლა, სპორ­ტი, მშობ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბა.

– ჰქონ­და თუ არა რა­ი­მე საყ­ვა­რე­ლი გა­მო­ნათ­ქ­ვა­მი ან ფრა­ზა?

– „იბ­რ­ძო­ლე, არ და­ნებ­დე!“

– ომ­ში ვალ­დე­ბუ­ლე­ბის გა­მო წა­ვი­და თუ პატ­რი­ო­ტუ­ლი სუ­ლის­კ­ვე­თე­ბა ამოძ­რა­ვებ­და?

– არა­ვინ და არა­ფე­რი ავა­ლებ­და მხედ­რუ­ლი გუ­ლის გარ­და. მან თა­ვი­სი გა­სავ­ლე­ლი (გავ­ლი­ლი) გზა გმი­რუ­ლად (კა­ცუ­რად) გა­ი­ა­რა.

– სიზ­მარ­ში თუ ნა­ხეთ მას შემ­დეგ?

– არ არ­სე­ბობს ღა­მე, სიზ­მარ­ში რომ არ ვნა­ხო.

– ცხოვ­რე­ბა­ში რო­გორ რე­ა­გი­რებ­და სირ­თუ­ლე­ებ­სა და გა­მოწ­ვე­ვებ­ზე?

– ის არას­დ­როს გა­ურ­ბო­და სირ­თუ­ლე­ებს, რო­ცა ცხოვ­რე­ბა გა­მოც­დას უწყობ­და. არ უჩი­ო­და ბედს. პი­რი­ქით, დუ­მილ­სა და სიმ­შ­ვი­დე­ში ეძებ­და ძა­ლას. მას არ სჭირ­დე­ბო­და ხმა­მა­ღა­ლი სიტყ­ვე­ბი, მი­სი საქ­ცი­ე­ლით და მოქ­მე­დე­ბით იგ­რ­ძ­ნო­ბო­და, რო­გო­რი მტკი­ცე ადა­მი­ა­ნი იყო. ხან­და­ხან მხო­ლოდ ერ­თი მზე­რა ჰყოფ­ნი­და იმის და­სა­ნა­ხად, რომ რა­ღაც არ იყო კარ­გად, მაგ­რამ არას­დ­როს იწუ­წუ­ნებ­და. ის ყო­ველ­თ­ვის ამ­ბობ­და „გა­ვუძ­ლებთ“, და მარ­თ­ლაც, გა­ვუ­ძე­ლით მი­სი ძა­ლით, მი­სი მა­გა­ლი­თით.

– ჰქონ­და რა­მის ში­ში? რის ეში­ნო­და ყვე­ლა­ზე მე­ტად?

– ჰქონ­და ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნის და­კარ­გ­ვის ში­ში.

– რას ეტყო­დით დღეს?

– ყო­ველ­თ­ვის გვიყ­ვარს და ვა­მა­ყობთ მი­სი გმი­რო­ბით.

– დრო რომ დაბ­რუნ­დეს, მის­ცემ­დით უფ­ლე­ბას რომ ისევ ჯარ­ში წა­სუ­ლი­ყო?

– ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლია ამა­ზე ფიქ­რი. გულ­წ­რ­ფე­ლად რომ ვთქვა, არ მინ­და გაშ­ვე­ბა, იმი­ტომ რომ ვიც­ნობ იმ ტკი­ვილს, რაც მის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბას ახ­ლავს, მაგ­რამ თუ ეს იყო მი­სი გზა, მი­სი ღირ­სე­ბა და რწმე­ნა, ალ­ბათ, მა­ინც გა­ვუშ­ვებ­დი არა იმი­ტომ, რომ ასე მსურს, არა­მედ იმი­ტომ რომ მას სჯე­რო­და ამ საქ­მის და სხვა­ნა­ი­რად ცხოვ­რე­ბა ვერ შე­ეძ­ლო. მე­ა­მა­ყე­ბა რაც იყო და რაც გახ­და.

– რას ნიშ­ნავს იყო გმი­რის ოჯა­ხის წევ­რი?

– იყო გმი­რის ოჯა­ხის წევ­რი, ნიშ­ნავს ცხოვ­რე­ბას სიყ­ვა­რუ­ლით და სი­ა­მა­ყით. მაგ­რამ ასე­ვე ტკი­ვი­ლით. ბედ­ნი­ე­რი არ ვარ, მაგ­რამ ამა­ყი ვარ, რომ გმი­რის მე­უღ­ლე მქვია.

ჩვენ დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დით გმი­რის მე­უღ­ლეს, ის, ჩვე­ნი თხოვ­ნით, კი­დევ ერ­თხელ შე­ე­ხო მტკივ­ნე­ულ სა­კითხს.

გმი­რის სა­ხელს ღირ­სე­უ­ლად აგ­რ­ძე­ლე­ბენ შვი­ლე­ბი: და­თო ბე­რი­ძე (25 წლის) და ქრის­ტი­ნა ბე­რი­ძე (22 წლის), რო­მელ­თაც მხარს უჭერს გმი­რის მე­უღ­ლე, რო­მელ­მაც ისი­ნი ღირ­სე­ულ ქარ­თ­ვე­ლე­ბად აღ­ზარ­და.

თე­ი­მუ­რაზ ბე­რი­ძე და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლია მედ­ლით მხედ­რუ­ლი მა­მა­ცო­ბის­თ­ვის, ვახ­ტანგ გორ­გას­ლის I და III ხა­რის­ხის ორ­დე­ნე­ბით. თე­ი­მუ­რაზ ბე­რი­ძის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის ვებ­გ­ვერ­დ­ზე: http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00014800/, გვაქვს უამ­რა­ვი ვი­დე­ორ­გო­ლი და სტა­ტია, შინ­დი­სის გმი­რე­ბის შე­სა­ხებ მოკ­ლე ინ­ფორ­მა­ცია და ჩა­მო­ნათ­ვა­ლი გვაქვს მე-5 კლა­სის სას­კო­ლო სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ში „ჩვე­ნი სა­ქარ­თ­ვე­ლო“. თე­ი­მუ­რა­ზი­სა და გან­სა­კუთ­რე­ბით შინ­დი­სის გმი­რე­ბის შე­სა­ხებ, შე­იქ­მ­ნა ფილ­მი „შინ­დი­სის გმი­რე­ბი“, რო­მე­ლიც 1:36 სთ-ის გან­მავ­ლო­ბა­ში დე­ტა­ლუ­რად გად­მოს­ცემს ჩვე­ნი გმი­რე­ბის თავ­გან­წი­რულ ბრძო­ლას. შე­იქ­მ­ნა 675-გვერ­დი­ა­ნი წიგ­ნი „გმი­რი“, რო­მელ­შიც ყვე­ლა ქარ­თ­ვე­ლი მებ­რ­ძო­ლის შე­სა­ხებ არის საკ­მა­ოდ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია. გმი­რის სახ­ლის წინ ქუ­ჩას მი­ე­ნი­ჭა თე­ი­მუ­რა­ზის სა­ხე­ლი, სო­ფელ კვა­ტი­ა­ში გა­იხ­ს­ნა თე­ი­მუ­რაზ ბე­რი­ძის სა­ხე­ლო­ბის მე­მო­რი­ა­ლი.

2008 წლის რუ­სეთ-სა­ქარ­თ­ვე­ლოს ომის მსხვერ­პ­ლია ჩვე­ნი ხე­ო­ბის კი­დევ ერ­თი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი – ას­ლან შა­ი­ნი­ძე.

ას­ლან შა­ი­ნი­ძე 1985 წლის პირ­ველ მა­ისს და­ი­ბა­და სო­ფელ წაბ­ლა­ნა­ში, 3 წლის იყო, რო­ცა ოჯა­ხი საცხოვ­რებ­ლად, ეკო­მიგ­რან­ტის სტა­ტუ­სით, ბოლ­ნის­ში გა­და­ვი­და. ას­ლანს არას­დ­როს გა­უწყ­ვე­ტია კავ­ში­რი მშობ­ლი­ურ სო­ფელ­თან, ფაქ­ტობ­რი­ვად, წაბ­ლა­ნა­ში იზ­რ­დე­ბო­და, ძა­ლი­ან უყ­ვარ­და სა­ზაფხუ­ლო იალა­ღებ­ზე ყოფ­ნა და მემ­თე­უ­რე­ბის გუ­ლის გა­ხა­რე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­შუ­ა­ლო სა­ფე­ხუ­რი წაბ­ლა­ნის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში და­ას­რუ­ლა.

სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ნი­კო ნი­კო­ლა­ძის სა­ხე­ლო­ბის ინ­ს­ტი­ტუ­ტის ბოლ­ნი­სის ფი­ლი­ალ­ში ჩა­ა­ბა­რა სა­ბა­ჟო ეკო­ნო­მი­კურ ფა­კულ­ტეტ­ზე, ის­წავ­ლა 4 წე­ლი, მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე – რუ­სუ­და­ნი აჭა­რა­ში სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში გა­იც­ნო. პი­რო­ბაც და­უთ­ქ­ვამთ, რომ ოჯახს შექ­მ­ნიდ­ნენ და მა­ლე­ვე შე­ას­რუ­ლეს კი­დეც, სტუ­დენ­ტო­ბი­სას შე­უღ­ლ­დ­ნენ. ჯარ­ში კონ­ტ­რაქ­ტით რო­ცა წა­ვი­და, შინ ორი პა­წია გო­გო­ნა და­ტო­ვა, ერ­თი და ორი წლი­სა­ნი. ვა­ზი­ან­ში პირ­ველ ბრი­გა­და­ში მსა­ხუ­რობ­და, შემ­დეგ პირ­ვე­ლი ბრი­გა­და გორ­ში გა­და­ვი­და. ას­ლანს უყ­ვარ­და თა­ვი­სი საქ­მე და დიდ ინ­ტე­რესს იჩენ­და იარა­ღი­სა თუ ტექ­ნი­კის მი­მართ. მა­მის გად­მო­ცე­მით ვი­ცით გმი­რის წუ­ხი­ლი – „პენ­სი­ა­ში რო­ცა გა­ვალ, სახ­ლ­ში ვერ გავ­ძ­ლე­ბო“.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გმირს ორი ძმა ჰყავს, სა­მი­ვე­ნი ჯა­რის­კა­ცე­ბი იყ­ვ­ნენ და გმი­რუ­ლად იბ­რ­ძოდ­ნენ 2008 წლის ომ­ში ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს და­სა­ცა­ვად.

2008 წლის 5 აგ­ვის­ტოს ას­ლა­ნი ბოლ­ნის­ში სახ­ლ­ში იყო, რო­ცა გა­მო­ი­ძა­ხეს. გმი­რის მა­მა იხ­სე­ნებს: „მგო­ნი, ხვდე­ბო­და, რაც ხდე­ბო­და, ყვე­ლა გა­დაგ­ვ­კოც­ნა, მთე­ლი სო­ფე­ლი შე­მო­ირ­ბი­ნა, ყვე­ლას და­ემ­შ­ვი­დო­ბა და ისე წა­ვი­და. ტე­ლე­ფო­ნი შინ და­ტო­ვა, ცო­ლი ბა­თუმ­ში იყო წა­სას­ვ­ლე­ლი, გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი ჰქო­და ტე­ლე­ფო­ნი და მას და­უ­ტო­ვა. ჩემს უმ­ც­როს ბიჭ­საც ჰქონ­და ტე­ლე­ფო­ნი, მაგ­რამ ომის დროს ვერც მას ვუ­კავ­შირ­დე­ბო­დით, კავ­ში­რი არ იყო. ტე­ლე­ვი­ზი­ით რომ გა­ვი­გეთ ომის დაწყე­ბის ამ­ბა­ვი, შევ­შ­ფოთ­დით, სა­მი­ვე ბი­ჭი ომ­ში გვყავ­და. შუ­ა­თა­ნა კო­დორ­ში იყო, ას­ლა­ნი და უმ­ც­რო­სი – ცხინ­ვალ­ში. გვერ­დიგ­ვერდ ბრძო­ლა არ მო­უ­წი­ათ, ცხინ­ვა­ლის შე­სას­ვ­ლელ­თან შეხ­ვედ­რი­ან ერ­თ­მა­ნეთს, 2-3 წუ­თი ულა­პა­რა­კი­ათ, შემ­დეგ უმ­ც­რო­სი ბი­ჭის ნა­წი­ლი წინ წა­ვი­და, ას­ლა­ნი მე­კავ­ში­რე იყო, ცხინ­ვა­ლის მი­სად­გო­მებ­თან იბ­რ­ძო­და. 8 აგ­ვის­ტო რომ გა­თენ­და, ცხინ­ვალ­ში წას­ვ­ლა გა­დავ­წყ­ვი­ტე, ბი­ჭე­ბი ომ­ში მყავ­და და შინ რა გა­მა­ჩე­რებ­და. ყვე­ლა თავს მა­რი­დებ­და, გა­მირ­ბოდ­ნენ, თურ­მე უკ­ვე ჩა­მო­სუ­ლი იყო ამ­ბა­ვი, რომ იმ დი­ლით, 11-12 სა­ა­თის­თ­ვის, ას­ლა­ნი უკ­ვე და­ღუ­პუ­ლა და მო­ას­ვე­ნებ­დ­ნენ“.

ას­ლან შა­ი­ნი­ძე ჯერ ფეხ­ში დაჭ­რი­ლა, ექი­მებს არ გა­მოჰ­ყო­ლია სამ­შ­ვი­დო­ბოს, ფეხ­საც­მ­ლის თას­მით შე­უკ­რავს ფე­ხი და უკან შებ­რუ­ნე­ბუ­ლა ომის ქარ-ცეცხ­ლ­ში, რა­თა თა­ვი­სი ას­მე­თა­უ­რი გა­მო­ეყ­ვა­ნა, და­ბომ­ბ­ვა­ში მოჰ­ყ­ვ­ნენ, ას­მე­თა­უ­რი გა­დარ­ჩა, ას­ლანს კი ნამ­ს­ხ­ვ­რე­ვებ­მა ხერ­ხე­მა­ლი და­უ­ზი­ა­ნა.

სა­მი ძმა იბ­რ­ძო­და ბრძო­ლის ველ­ზე, უფ­როს­მა თა­ვი შე­აკ­ლა მტერს, შუ­ა­თა­ნამ, რო­მე­ლიც კო­დო­რის ბა­ზა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, თა­ვის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო, კო­მა­ში ჩა­ვარ­და, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­დი­ო­და რე­აბ­ილი­ტა­ცი­ის კურსს სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა და ის­რა­ელ­ში. იყო პე­რი­ო­დი, რო­ცა მი­სი გა­მო­ჯან­მ­რ­თე­ლე­ბის იმე­დი თით­ქ­მის გა­და­ე­წუ­რა ნა­თე­სა­ო­ბას, გმი­რი ბი­ჭე­ბის გმი­რი მა­მა კი არას­დ­როს შეჰ­გუ­ე­ბია ამ აზრს, შე­უძ­ლე­ბე­ლი შეძ­ლო და დღეს გვერ­დით ჰყავს უკ­ვე გა­მო­ჯან­მ­რ­თე­ლე­ბუ­ლი ვე­ტე­რა­ნი ჯა­რის­კა­ცი.

გმი­რე­ბის გმირ მა­მას, რო­მელ­საც, გარ­და პი­რა­დი ოჯა­ხუ­რი ტრა­გე­დი­ი­სა, ბევ­რი ჭი­რი გა­და­უ­ტა­ნია ცხოვ­რე­ბის გზა­ზე ახ­ლობ­ლე­ბის, დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი, თა­ვი ამა­ყად უჭი­რავს. ომის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ შვი­ლე­ბის ცხოვ­რე­ბის გზა აირ­ჩია და სამ­შობ­ლოს სამ­სა­ხურ­ში ჩად­გა, რო­გორც რი­გი­თი ჯა­რის­კა­ცი. მას ახ­ლობ­ლე­ბი „რკი­ნის კაცს“ უწო­დე­ბენ. ჯე­მალ შა­ი­ნი­ძის სა­ხით სა­ქარ­თ­ვე­ლის ახა­ლი, რე­ა­ლუ­რი „ჯა­რის­კა­ცის (ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში ჯა­რის­კა­ცე­ბის) მა­მა“ ჰყავს.

ას­ლან შა­ი­ნი­ძის შვი­ლე­ბი სა­ქარ­თ­ვე­ლოს უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლე­ბის სტუ­დენ­ტე­ბი არი­ან. მათ ჰყავთ არა­ნაკ­ლებ გმი­რი დე­და, რო­მელ­მაც ოთა­რა­ანთ ქვრი­ვი­ვით უერ­თ­გუ­ლა თა­ვის პა­ტა­რებს და სა­ქარ­თ­ვე­ლოს ისეთ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბად აღ­ზარ­და, რომ­ლე­ბი­თაც მა­მა ნამ­დ­ვი­ლად იამა­ყებ­და.

ას­ლან შა­ი­ნი­ძე და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლია ვახ­ტანგ გორ­გას­ლის პირ­ვე­ლი ხა­რის­ხის ორ­დე­ნით. ხუ­ლო­ში, სო­ფელ წაბ­ლა­ნა­ში, სკო­ლას მი­ე­ნი­ჭა მი­სი სა­ხე­ლი, ასე­ვე ბოლ­ნის­ში, დის­ვე­ლის სა­ჯა­რო სკო­ლა ატა­რებს ას­ლან შა­ი­ნი­ძის სა­ხელს. დის­ველ­ში ას­ლან შა­ი­ნი­ძის ქუ­ჩაც არის და სკვე­რიც.

ას­ლან შა­ი­ნი­ძის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გან­თავ­სე­ბუ­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის ვებ­გ­ვერ­დ­ზე http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00021729/, ასე­ვე მე­მა­ტი­ა­ნე­ზე https://mematiane.ge/product-details.php?id=4504. ჩვენ მი­ერ ზე­მოთ ნახ­სე­ნებ წიგ­ნ­ში „გმი­რი“, 187-189 გვერ­დებ­ზე, ას­ლან შა­ი­ნი­ძის შე­სა­ხებ სა­კ­მაოდ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ციაა. მი­სი მე­მო­რი­ა­ლი დგას სხალ­თის თე­მის ცენ­ტ­რ­ში, შე­რიფ ხიმ­ში­აშ­ვი­ლის სახლ-მუ­ზე­უმ­თან.

ოც­და­მე­ერ­თე სა­უ­კუ­ნე­ში რუ­სეთ­თან ომ­ში დავ­კარ­გეთ ჩვე­ნი ხე­ო­ბის კი­დევ ერ­თი გმი­რი – მალ­ხაზ აბა­ში­ძე.

მალ­ხაზ აბა­ში­ძე 1975 წლის 12 იან­ვარს ხუ­ლოს რა­ი­ო­ნის სო­ფელ ვერ­ნებ­ში და­ი­ბა­და, ოჯა­ხის შექ­მ­ნა ვერ მო­ას­წ­რო, სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რის გავ­ლის შემ­დეგ, 2005 წელს, კონ­ტ­რაქტს მო­ა­წე­რა ხე­ლი. იყო სე­ნა­კის მე­ო­რე ქვე­ი­თი ბა­ტა­ლი­ო­ნის ჯა­რის­კა­ცი კაპ­რა­ლის ჩი­ნით. გა­მო­ირ­ჩე­ო­და მხედ­რუ­ლი სუ­ლის­კ­ვე­თე­ბით, ომის პე­რი­ოდ­ში ამ­ხ­ნე­ვებ­და თა­ნა­მებ­რ­ძო­ლებს და მშობ­ლებს. მოს­წონ­და თა­ვი­სი საქ­მე. აპი­რებ­და, სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე გამ­ხ­და­რი­ყო.

მალ­ხა­ზი 2008 წლის 5 აგ­ვის­ტოს გა­მო­უ­ძა­ხი­ათ სამ­სა­ხურ­ში, ოჯახს გა­მო­ეთხო­ვა, დე­დას გა­მომ­ცხ­ვა­რი ხა­ჭა­პუ­რი წა­ი­ღო და წა­ვი­და… მას შემ­დეგ მშობ­ლებს გმი­რი აღარ უნა­ხავთ. 7 აგ­ვის­ტოს და­უ­რე­კავს, „ნუ გე­ში­ნი­ათ, მა­ლე დავ­ბ­რუნ­დე­ბიო!“, მას შემ­დეგ ოჯა­ხის წევ­რებს მი­სი ხმა აღარ გა­უ­გი­ათ.

მალ­ხაზ აბა­ში­ძე 2008 წლის 8 აგ­ვის­ტოს ცხინ­ვალ­ში და­ი­ღუ­პა, სა­ჰა­ე­რო და­ბომ­ბ­ვი­სას. 9 აგ­ვის­ტოს და­ღუ­პულ­თა სი­ა­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნეს.

მალ­ხა­ზი გა­მო­ირ­ჩე­ო­და ოჯა­ხის წევ­რე­ბი­სა და ახ­ლობ­ლე­ბის მი­მართ სიყ­ვა­რუ­ლით, გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვარ­და დის­შ­ვი­ლი. ერ­თი წლის შემ­დ­გომ თვი­თო­ნაც აპი­რებ­და და­ო­ჯა­ხე­ბას. ბო­ლოს ოჯა­ხი ხონ­ში ცხოვ­რობ­და, ჩა­ის მე­ურ­ნე­ო­ბის და­სახ­ლე­ბა­ში.

მალ­ხაზ აბა­ში­ძის შე­სა­ხებ მოგ­ვე­პო­ვე­ბა ინ­ფორ­მა­ცია ცნო­ბილ წიგ­ნ­ში „გმი­რი“ (გვ.511). ინ­ფორ­მა­ცია გან­თავ­სე­ბუ­ლია ვებ­გ­ვერ­დებ­ზე: 1. სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კა http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00021914; 2. მე­მა­ტი­ა­ნე.ჯი https://mematiane.ge/product-details.php?id=4513&lang=ge; 3. ვი­კი­პე­დია https://ka.wikipedia.org მალ­ხაზ აბა­ში­ძის სა­ხელს ატა­რებს ხუ­ლოს რა­ი­ო­ნის სო­ფელ ვერ­ნე­ბის სა­ჯა­რო სკო­ლა. სოფ­ლის ცენ­ტ­რ­ში დგას გმი­რის მე­მო­რი­ა­ლი.

ის­ტო­რი­უ­ლი სხალ­თა-ხი­ხა­ნის ხე­ო­ბა ყო­ველ­თ­ვის გა­მო­ირ­ჩე­ო­და ღირ­სე­უ­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბის სიმ­რავ­ლით, არც 2008 წლის რუ­სეთ-სა­ქარ­თ­ვე­ლოს ომის დროს შეგ­ვიქ­ცე­ვია ზურ­გი მტრის­თ­ვის, უამ­რა­ვი ახალ­გაზ­რ­და წა­ვი­და ჩვე­ნი ხე­ო­ბი­დან სამ­შობ­ლოს და­სა­ცა­ვად. ყვე­ლა მათ­გან­მა ღირ­სე­უ­ლად მო­ი­ხა­და ვა­ლი სამ­შობ­ლოს წი­ნა­შე, სამ­წუ­ხა­როდ, ზო­გი ოჯახ­ში ვე­ღარ დაბ­რუნ­და.

ოჯა­ხებს და ახ­ლობ­ლებს ვე­რა­ფე­რი შე­უვ­სებს იმ დიდ ტკი­ვილ­სა და ტრა­გე­დი­ას, რაც მათ და­ატყ­დათ თავს, მაგ­რამ ისი­ნი ყო­ველ­თ­ვის იამა­ყე­ბენ გმი­რი შვი­ლე­ბის აღ­ზ­რ­დით, რად­გან რო­გორც დი­დი ვა­ჟა-ფშა­ვე­ლა იტყო­და: „ათას ცოცხალ­სა ბევ­რ­ჯე­ლა ას­ჯერ სჯობს ერ­თი მკვდა­რია“.

 

ნია სურ­მა­ნი­ძე, ნი­კო­ლოზ ბე­რი­ძე, ცოტ­ნე ხოზ­რე­ვა­ნი­ძე – დი­მიტ­რი ხოზ­რე­ვა­ნი­ძის სა­ხე­ლო­ბის  ხუ­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კვა­ტი­ის სა­ჯა­რო სკო­ლის მეშ­ვი­დე კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბი,
მას­წავ­ლე­ბე­ლი – სოს­ლან სურ­მა­ნი­ძე

 

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება