ჩვე­ნი ძა­ლის­ხ­მე­ვა ციფ­რუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სთ­ვის

0
142

ციფ­რუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა დრო­ის მოთხოვ­ნაა, შე­სა­ბა­მი­სად, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მოზღ­ვა­ვე­ბა და ციფ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სფე­როს ავალ­დე­ბუ­ლებს, მოს­წავ­ლე­ე­ბი ად­რე­ულ ასაკ­ში­ვე აღ­ჭურ­ვოს სა­თა­ნა­დო უნა­რე­ბი­თა და ცოდ­ნით. ფაქ­ტია, რომ დღეს რო­გორც მოზ­რ­დი­ლე­ბი, ასე­ვე მო­ზარ­დე­ბიც, უმე­ტე­სად, „ონ­ლა­ინ“ რე­ჟიმ­ში ცხოვ­რო­ბენ. აქ­ვე უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ ციფ­რუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა, შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­თან ერ­თად, გარ­კ­ვე­ულ საფ­რ­თხე­ებ­სა თუ გა­მოწ­ვე­ვებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. მი­სი სრულ­ფა­სოვ­ნე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად გარ­და­უ­ვა­ლი აუცი­ლებ­ლო­ბაა ამ სფე­რო­ში ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა. სწო­რედ აღ­ნიშ­ნუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით, გა­ზეთ „ახა­ლი გა­ნათ­ლე­ბის“ 120-სა­ა­თი­ა­ნი არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ტრე­ნინგ-კურ­სის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლის, ბა­ტონ რო­ლანდ ხო­ჯა­ნაშ­ვი­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვით, და­ი­გეგ­მა გუნ­დუ­რი კვლე­ვა ტრე­ნინგ-კურ­ს­ში ჩარ­თუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. ვი­ნა­ი­დან ჩვენს სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, ფორ­მა­ლურ თუ არა­ფორ­მა­ლურ გა­რე­მო­ში სხვა­დას­ხ­ვა აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას, მოს­წავ­ლე­ებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბით, ციფ­რულ მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას­თან მი­მარ­თე­ბით არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებს წა­ვაწყ­დი, თა­ვა­დაც გა­დავ­წყ­ვი­ტე, ჩავ­რ­თუ­ლი­ყა­ვი გუნ­დურ კვლე­ვა­ში. დავ­სა­ხეთ მი­ზა­ნი, შე­ვი­მუ­შა­ვეთ საკ­ვ­ლე­ვი შე­კითხ­ვე­ბი, კვლე­ვის მე­თო­დე­ბი, ჩა­მო­ვა­ყა­ლი­ბეთ კვლე­ვის ჰი­პო­თე­ზა, გა­ვე­ცა­ნით ციფ­რულ მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კითხებ­ზე არ­სე­ბულ ლი­ტე­რა­ტუ­რას, გან­ვ­საზღ­ვ­რეთ კვლე­ვის ვა­დე­ბი და, ეთი­კის სრუ­ლი დაც­ვით, შე­ვუ­დე­ქით მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. ვიდ­რე მუ­შა­ო­ბას შე­ვუდ­გე­ბო­დი, სა­კუ­თა­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა გა­ვა­ცა­ნი სკო­ლის დი­რექ­ტორს, ასე­ვე შევ­ხ­ვ­დი მშობ­ლებს, კა­თედ­რის წევ­რებ­სა და ყვე­ლა იმ კო­ლე­გას, რომ­ლებ­საც ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რის მოს­წავ­ლე­ებ­თან. სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა­გან აბ­სო­ლუ­ტუ­რი მხარ­და­ჭე­რა ვიგ­რ­ძე­ნი.

მწამ­და, რომ სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გის მი­საღ­წე­ვად სკო­ლი­სა და ოჯა­ხის ერ­თი­ა­ნი ხედ­ვი­სა და მიდ­გო­მე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა იყო სა­ჭი­რო. ამი­ტო­მაც კითხ­ვა­რი სა­მი მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­ვად­გი­ნე: მოს­წავ­ლე­ე­ბი­სად­მი, მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და მშობ­ლე­ბი­სად­მი, რად­გან ჩავ­თ­ვა­ლე, რომ მხო­ლოდ მოს­წავ­ლე­ე­ბის­გან მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ვერ იქ­ნე­ბო­და ამომ­წუ­რა­ვი. ერ­თი სიტყ­ვით, გა­მოვ­კითხე სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ზე­მოთ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რა­თა მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის ერ­თობ­ლი­ვი და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი მუ­შა­ო­ბით აგ­ვე­რი­დე­ბი­ნა კი­ბერ­ბუ­ლინ­გი, ინ­ტერ­ნეტ­სივ­რ­ცე­ში იური­დი­უ­ლი თუ ეთი­კუ­რი ნორ­მე­ბის დარ­ღ­ვე­ვის, ინ­ტერ­ნეტ­თაღ­ლი­თო­ბის ფაქ­ტე­ბი, ხე­ლი შეგ­ვეწყო მათ­თ­ვის ინ­ტერ­ნე­ტის სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ გა­მო­ყე­ნე­ბა­ში, რომ გა­ნი­ვი­თა­რონ ონ­ლა­ინ წყა­რო­ე­ბის შე­ფა­სე­ბის უნა­რი და სა­ჭი­რო მა­სა­ლის მო­ძი­ე­ბი­სას თა­ვი და­აღ­წი­ონ ყალბ ინ­ფორ­მა­ცი­ას, ასე­ვე, და­ვა­ფიქ­როთ მო­წავ­ლე­ე­ბი, რომ მა­თი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლია ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის­გან დას­ვე­ნე­ბა და ა.შ.

კვლე­ვის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას ვხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­დი სსიპ ხო­ბის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ საგ­ვი­ჩი­ოს სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლებ­ლის, ბა­ტო­ნი ზა­ზა შუ­ლა­ი­ას რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით. კვლე­ვის შე­დე­გად უნ­და გა­მო­მევ­ლი­ნა ორ ცვლადს შო­რის კავ­ში­რის ეფექ­ტუ­რო­ბა, კერ­ძოდ, რამ­დე­ნად იქო­ნია გავ­ლე­ნა პრობ­ლე­მის აღ­მო­საფხ­ვ­რე­ლად და­გეგ­მილ­მა ინ­ტერ­ვენ­ცი­ებ­მა ცნო­ბი­ე­რე­ბის დო­ნის ამაღ­ლე­ბა­ზე.

პირ­ვე­ლად­მა ინ­ტერ­ვენ­ცი­ებ­მა: ა) მოს­წავ­ლე­ე­ბი­სად­მი წარ­დ­გე­ნილ­მა პრე­ზენ­ტა­ცი­ამ („აიმაღ­ლე ცნო­ბი­ე­რე­ბა, უპა­სუ­ხე გა­მოწ­ვე­ვებს!“) ხე­ლი შე­უწყო მა­თი ცნო­ბი­ე­რე­ბის დო­ნის ამაღ­ლე­ბას ციფ­რულ მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით;

ბ) მშობ­ლე­ბი­სად­მი წარ­დ­გე­ნი­ლი პრე­ზენ­ტა­ცი­ით (თე­მა: „გახ­დი ციფ­რუ­ლი მშო­ბე­ლი, შექ­მე­ნი უსაფ­რ­თხო ციფ­რუ­ლი გა­რე­მო ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რ­და წევ­რე­ბი­სათ­ვის“) ნა­თე­ლი გახ­და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის და­დე­ბი­თი მხა­რე­ე­ბი და პო­ტენ­ცი­უ­რი რის­კე­ბი. გა­ი­გეს, რომ პრობ­ლე­მუ­რი სა­კითხე­ბის (კი­ბერ­ბუ­ლინ­გი, გე­ი­მინ­გი, სუ­ი­ცი­დუ­რი თა­მა­შე­ბი და გა­მოწ­ვე­ვე­ბი) თა­ვი­დან ასა­რი­დებ­ლად სიფ­რ­თხი­ლის ზო­მე­ბის დაც­ვა და სა­უ­კე­თე­სო ციფ­რუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მო­დე­ლი­რე­ბაა აუცი­ლე­ბე­ლი. ერ­თი სიტყ­ვით, პრობ­ლე­მუ­რი ქცე­ვე­ბის პრე­ვენ­ცი­ის­თ­ვის, მშობ­ლე­ბის მი­ერ გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის მოს­მე­ნამ აამაღ­ლა მშო­ბელ­თა ცნო­ბი­ე­რე­ბის დო­ნე საკ­ვ­ლევ სა­კითხ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რაც გა­მოვ­ლინ­და მშო­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბით და­გეგ­მი­ლი დის­კუ­სი­ი­სას. ეს კი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი ნა­ბი­ჯი იყო თა­ვი­ან­თი შვი­ლე­ბის მხარ­და­სა­ჭე­რად;

გ) კი­ბერ­ბუ­ლინ­გ­ზე მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მის ჩვე­ნე­ბის შემ­დ­გომ, მოს­წავ­ლე­თა ჩარ­თუ­ლო­ბით გა­მარ­თულ­მა დის­კუ­სი­ამ ცხად­ყო, რომ აღ­ნიშ­ნულ­მა აქ­ტი­ვო­ბამ ხე­ლი შე­უწყო მათ­ში თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბის, თა­ნა­გან­ც­დი­სა და კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას.

შუ­ა­ლე­დუ­რი ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბის მი­ზა­ნი იყო, პრაქ­ტი­კუ­ლად გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბით, პირ­ვე­ლა­დი ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბის შე­დე­გად გა­მოვ­ლე­ნი­ლი ცოდ­ნის გან­მ­ტ­კი­ცე­ბა. კერ­ძოდ: 1. კვლე­ვის „ციფ­რუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის“ ფარ­გ­ლებ­ში, მოს­წავ­ლე­ებ­მა, „ონ­ლა­ინ­სივ­რ­ცე­ში“ ქცე­ვის წე­სე­ბის სრუ­ლი დაც­ვით, და­მე­გობ­რე­ბის მიზ­ნით, მო­აწყ­ვეს დის­ტან­ცი­უ­რი შეხ­ვედ­რა სსიპ ხა­რა­გა­უ­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ხიდ­რის სა­ჯა­რო სკო­ლის სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რის მოს­წავ­ლე­ებ­თან. ორი­ვე სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­მა სა­ინ­ტე­რე­სო პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი წა­რად­გი­ნეს თა­ვი­ან­თი რე­გი­ო­ნის, რა­ი­ო­ნის, სოფ­ლი­სა თუ სკო­ლის შე­სა­ხებ. გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ინ­ტერ­ვენ­ცი­ის ფარ­გ­ლებ­ში, ხე­ლი შე­ეწყო ციფ­რუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის არა­ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, კერ­ძოდ, ინ­კ­ლუ­ზი­უ­რო­ბა­სა და ჩარ­თუ­ლო­ბას მსოფ­ლი­ოს ნე­ბის­მი­ე­რი წერ­ტი­ლი­დან (კულ­ტუ­რუ­ლი, სო­ცი­ა­ლუ­რი და გენ­დე­რუ­ლი ბა­რი­ე­რე­ბის მოშ­ლა), სო­ცი­ა­ლურ კო­მუ­ნი­კა­ცი­ას (ინ­ფორ­მა­ცი­ის, ფო­ტო­ე­ბის, აუდიო და ვი­დე­ო­ფა­ი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა), შე­მეც­ნე­ბი­თი და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კუთხით გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შეწყო­ბას (სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტე­ბი, ონ­ლა­ინ­ს­წავ­ლა-სწავ­ლე­ბა და ურ­თი­ერ­თ­ს­წავ­ლე­ბა); 2. ციფ­რულ პლატ­ფორ­მა­ზე შექ­მ­ნეს სა­ინ­ფორ­მა­ციო ბუკ­ლე­ტი „თუ ირ­ჩევ ონ­ლა­ი­ნუ­საფ­რ­თხო­ე­ბას, შე­ი­მეც­ნე რჩე­ვე­ბი!“ და გა­ავ­რ­ცე­ლეს სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. ბუკ­ლე­ტის შექ­მ­ნით გა­ნი­ვი­თა­რეს ციფ­რულ პლატ­ფორ­მა­ზე მუ­შა­ო­ბის უნა­რი, მა­თი გავ­რ­ცე­ლე­ბით კი ხე­ლი შე­ეწყო ცნო­ბი­ე­რე­ბის დო­ნის ამაღ­ლე­ბას სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­სა და თემ­ში; 3. მოს­წავ­ლე­თა შო­რის გა­ი­მარ­თა ესე­ე­ბის კონ­კურ­სი თე­მა­ზე „მე და 21-ე სა­უ­კუ­ნის გა­მოწ­ვე­ვე­ბი“. კონ­კურ­ს­მა გა­მო­ავ­ლი­ნა მოს­წავ­ლე­თა კომ­პ­ლექ­სუ­რი უნა­რე­ბი, კერ­ძოდ: ციფ­რულ მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კითხე­ბის ცოდ­ნა, თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნის პრაქ­ტი­კა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სა და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი და კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის უნა­რი; 4. შეს­რულ­და კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა სა­ბო­ლოო პრო­დუქ­ტით „ვი­დე­ო­მო­ნო­ლო­გი“. კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის სა­ბო­ლოო პრო­დუქ­ტის შექ­მ­ნამ­დე მოს­წავ­ლე­ებ­მა პრაქ­ტი­კუ­ლად იმუ­შა­ვეს ყვე­ლა იმ მი­მარ­თუ­ლე­ბით, რომ­ლე­ბიც და­ვა­ლე­ბის ხა­რის­ხი­ა­ნად შეს­რუ­ლე­ბას შე­უწყობ­და ხელს – ვი­დე­ო­მო­ნო­ლო­გის მა­ხა­სი­ა­თებ­ლებ­ზე და­სა­ფიქ­რებ­ლად ინ­ტერ­ნეტ­სივ­რ­ცე­ში მო­ი­ძი­ეს სა­უ­კე­თე­სო ვი­დე­ო­მო­ნო­ლო­გის ნი­მუ­შე­ბი, მო­ის­მი­ნეს ყუ­რადღე­ბით, და­ფიქ­რ­დ­ნენ და და­ას­კ­ვ­ნეს, რომ პი­რა­დი ვი­დე­ო­მო­ნო­ლო­გის ჩა­წე­რი­სას უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ ში­ნა­არ­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ემო­ცი­უ­რი ფო­ნი, შე­სა­ბა­მი­სი ინ­ტო­ნა­ცია, ლექ­სი­კა, მსმე­ნე­ლი აუდი­ტო­რია… სა­ბო­ლოო პრო­დუქ­ტის წარ­მოდ­გე­ნი­სას, მოს­წავ­ლე­ებ­მა გა­მო­ავ­ლი­ნეს ციფ­რულ მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კითხე­ბი­სად­მი მზა­ო­ბა (ინ­ფორ­მა­ცი­ის სწო­რად მო­ძი­ე­ბა, მო­ნო­ლო­გის პირ­ვე­ლა­დი ვერ­სი­ის ჩა­ნა­წე­რის კრი­ტი­კუ­ლად შე­ფა­სე­ბა), თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნის პრაქ­ტი­კა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უნა­რი­სა და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი და კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის უნა­რე­ბის ქო­ნა.

ფი­ნა­ლუ­რი ინ­ტერ­ვენ­ცი­ე­ბის მი­ზა­ნი იყო იმის გარ­კ­ვე­ვა, თუ რო­გორ შე­იც­ვა­ლა სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის დო­ნე ციფ­რულ მო­ქა­ლა­ქე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კითხებ­ზე. გან­მე­ო­რე­ბით გა­მო­ყე­ნე­ბულ იქ­ნა იგი­ვე კითხ­ვა­რე­ბი, რო­მელ­თა ანა­ლიზ­მა ცხად­ყო კვლე­ვის მი­ზა­ნი, ორ ცვლადს შო­რის კავ­ში­რის ეფექ­ტუ­რო­ბა, კერ­ძოდ, პრობ­ლე­მის აღ­მო­საფხ­ვ­რე­ლად და­გეგ­მილ­მა ინ­ტერ­ვენ­ცი­ებ­მა უდი­დე­სი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა კვლე­ვის ობი­ექ­ტ­თა ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა­ზე.

კვლე­ვის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სა და შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გა­ვუ­ზი­ა­რე სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, თვი­თონ კვლე­ვის ან­გა­რი­ში სრუ­ლად გა­ვა­ზი­ა­რე სპე­ცი­ა­ლუ­რად ამ კვლე­ვის­თ­ვის შექ­მ­ნილ ფე­ის­ბუქ ჯგუფ­ში „ციფ­რუ­ლე­ბი“ და ასე­ვე სკო­ლის და ჩემს პი­რად გვერ­დებ­ზე.

გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი კვლე­ვის სრუ­ლი ვერ­სი­ის ბმული ⇓⇓

https://drive.google.com/file/d/1JkD-_xcMnDcDJbRgO294uyV7sbUUwlF9/view?usp=drivesdk

ნა­ნა ლო­მაია
ხო­ბის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ხა­მის­ქუ­რის სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ