3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024

ჩვენი ოქროს ბიჭები

spot_img

ამ გა­მარ­ჯ­ვე­ბას ქარ­თ­ვე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი დიდ­ხანს – 1936 წლი­დან ელოდ­ნენ. მას შემ­დეგ, რაც თბი­ლი­სის „დი­ნა­მო“ სა­კავ­ში­რო ჩემ­პი­ო­ნატ­ში ჩა­ერ­თო, ქარ­თ­ვე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი ბევ­რ­ჯერ იყ­ვ­ნენ ახ­ლოს ოქ­როს მედ­ლებ­თან, მაგ­რამ მა­შინ­დე­ლი სა­კავ­ში­რო ფე­დე­რა­ცი­ის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის და­წე­რი­ლი თუ და­უ­წე­რე­ლი კა­ნო­ნით ჩემ­პი­ო­ნე­ბი და თა­სის მფლო­ბე­ლე­ბი აუცი­ლებ­ლად მოს­კო­ვის გუნ­დე­ბი უნ­და გამ­ხ­და­რიყ­ვ­ნენ. ნავ­სი 1961 წელს კი­ე­ვის „დი­ნა­მომ“ გა­ტე­ხა, ხო­ლო 3 წლის შემ­დეგ, ოქ­როს შე­მოდ­გო­მა თბი­ლის­საც ეწ­ვია.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ქარ­თ­ველ ფეხ­ბურ­თე­ლებს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მოქ­მე­დე­ბა სის­ხ­ლ­ში აქვთ გამ­ჯ­და­რი, მათ რა­ინ­დულ მოქ­მე­დე­ბა­ში სა­მარ­ცხ­ვი­ნოც კი იყო ორი მო­თა­მა­შის ბრძო­ლა ერ­თის წი­ნა­აღ­მ­დეგ, გა­მარ­ჯ­ვე­ბის ასე­თი კულ­ტი ურ­თი­ერ­თ­ბ­რ­ძო­ლა­ში მა­ღა­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის ხარ­ჯ­ზე მი­იღ­წე­ვა. ჩვე­ნი ბი­ჭე­ბი მუ­დამ რა­ინ­დუ­ლად ის­წ­რაფ­ვი­ან, რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი ტვირ­თი ზი­დონ, სწო­რედ ასე მოხ­და 1964 წელს.

ჩემ­პი­ო­ნა­ტის დე­ბუ­ლე­ბით, პირ­ვე­ლად სა­კავ­ში­რო ფეხ­ბურ­თის ის­ტო­რი­ა­ში, ჩემ­პი­ო­ნატ­მა გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი ვერ გა­მო­ავ­ლი­ნა და ფე­დე­რა­ცი­ის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით, ჩემ­პი­ო­ნის გა­მო­სავ­ლე­ნად, და­ი­ნიშ­ნა და­მა­ტე­ბი­თი მატ­ჩი, რო­მელ­საც 1964 წლის 18 ნო­ემ­ბერს, უზ­ბე­კე­თის დე­და­ქა­ლაქ­მა – ტაშ­კენ­ტ­მა უმას­პინ­ძ­ლა. 70 ათა­სი გულ­შე­მატ­კივ­რის თან­დას­წ­რე­ბით თბი­ლი­სის „დი­ნა­მომ“ 4:1 და­ა­მარ­ცხა მოს­კო­ვის „ტორ­პე­დო“. თა­მა­შის დღეს ტაშ­კენ­ტ­ში უამ­რავ­მა ქარ­თ­ველ­მა მო­ი­ყა­რა თა­ვი, ზო­გი ბა­ქო­დან თვით­მ­ფ­რი­ნა­ვით, ზო­გიც კრას­ნო­ვოდ­ს­კი­დან საზღ­ვაო გზით მოხ­ვ­და და­უ­ვიწყა­რი მატ­ჩის სა­ნა­ხა­ვად.

მთე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ყუ­რადღე­ბა მიპყ­რო­ბი­ლი იყო რა­დი­ო­მიმ­ღე­ბის­კენ, რად­გან ტე­ლე­გა­და­ცე­მე­ბის მოწყო­ბა, იმ პე­რი­ო­დი­სათ­ვის, ტექ­ნი­კუ­რად შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, მატ­ჩის რე­პორ­ტა­ჟი დი­დოს­ტა­ტუ­რად მიჰ­ყავ­დათ ეპო­ქა­ლურ კო­მენ­ტა­ტო­რებს – ერო­სი მან­ჯ­გა­ლა­ძეს და კო­ტე მა­ხა­რა­ძეს.

18 სა­ათ­სა და 15 წუთ­ზე, რი­გე­ლი მსა­ჯის, მი­კე­ლის რუ­ბე­ნი­სის მე­თა­უ­რო­ბით, მო­ე­დან­ზე ორი­ვე გუნ­დის ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი გა­მო­ვიდ­ნენ; ბურ­თი თა­მაშ­ში სლა­ვა მეტ­რე­ველ­მა შე­იყ­ვა­ნა, შეხ­ვედ­რა ყო­ველ­გ­ვა­რი დაზ­ვერ­ვის გა­რე­შე და­იწყო. ტა­ი­მის გარ­კ­ვე­უ­ლი მო­ნაკ­ვე­თი მოს­კო­ველ­თა უპი­რა­ტე­სო­ბით წა­რი­მარ­თა, გუნ­დე­ბი შეს­ვე­ნე­ბა­ზე გა­ტა­ნი­ლი ბურ­თე­ბის გა­რე­შე წა­ვიდ­ნენ. მე­ო­რე ტა­იმ­ში და­ძა­ბუ­ლო­ბამ იმა­ტა და შე­დეგ­მაც არ და­ა­ყოვ­ნა. 56-ე წუთ­ზე, შჩერ­ბა­კო­ვის დარ­ტყ­მის შემ­დეგ, მოს­კო­ვე­ლე­ბი და­წი­ნა­ურ­დ­ნენ, ამ გოლ­მა გა­მო­აფხიზ­ლა ჩვე­ნი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი, თან­და­თან მო­უ­მა­ტეს თა­მა­შის ტემპს და გა­აძ­ლი­ე­რეს შე­ტე­ვე­ბი, რა­საც ზე­დი­ზედ სა­მი კუთხუ­რი მოჰ­ყ­ვა. 72-ე წუთ­ზე კუთხუ­რის დი­დოს­ტატ­მა, ილია და­თუ­ნაშ­ვილ­მა ამ­ჯე­რა­დაც ისა­ხე­ლა თა­ვი და უზა­დო ტექ­ნი­კით და სი­ზუს­ტით ჩა­წო­დე­ბუ­ლი ბურ­თი ისე და­აბ­ზ­რი­ა­ლა, რომ ის არა­ვის შე­ხე­ბია და მოს­კო­ველ­თა მე­კა­რე შა­პო­ვა­ლენ­კოს ზურგს უკან კა­რის ბა­დე­ში ჩა­ეშ­ვა; მთე­ლი დარ­ჩე­ნი­ლი მე­ო­რე ტა­ი­მი თბი­ლი­სელ­თა სრუ­ლი უპი­რა­ტე­სო­ბით წა­რი­მარ­თა, მაგ­რამ თა­მა­ში­სათ­ვის გან­კუთ­ვ­ნი­ლი ძი­რი­თა­დი დრო 1:1 დას­რულ­და.

და­მა­ტე­ბით დრო­ში მი­ხე­ილ მეს­ხი თა­ვის სტი­ქი­ა­ში აღ­მოჩ­ნ­და, მის­თ­ვის და­მა­ხა­სა­ი­ა­თე­ბე­ლი მკვეთ­რი მოძ­რა­ო­ბით და ვირ­ტუ­ო­ზუ­ლი ფინ­ტე­ბით, ბურ­თი მარ­ჯ­ვ­ნივ გახ­სილ ილია და­თუ­ნაშ­ვილს მი­ა­წო­და და ან­გა­რი­ში 2:1 გახ­და. 10 წუ­თის შემ­დეგ მან­ვე თა­ვის მე­ურ­ვეს – ან­დე­რი­უკს ბურ­თი მო­პა­რა და სა­ჯა­რი­მოს კუთხი­დან აუღე­ბე­ლი და­ურ­ტყა მოს­კო­ველ­თა კა­რის და­რაჯს – 3:1! ბო­ლო გა­ტა­ნილ ბურ­თ­შიც უდი­დე­სი დამ­სა­ხუ­რე­ბა მი­უძღ­ვის მი­ხე­ილ მესხს, მი­სი და ვლა­დი­მერ ბარ­ქა­ი­ას მრა­ვალ­ს­ვ­ლი­ა­ნი კომ­ბი­ნა­ცი­ის შემ­დეგ მოს­კო­ველ­თა მცველ­მა, სა­რა­ევ­მა, ხე­ლით ითა­მა­შა სა­კუ­თარ სა­ჯა­რი­მო­ში და სლა­ვა მეტ­რე­ველ­მა 11-მეტ­რი­ა­ნი დარ­ტყ­მით ან­გა­რი­ში გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი – 4:1 გა­ხა­და!

რაც შემ­დეგ მოხ­და, მი­სი აღ­წე­რა შე­უძ­ლე­ბე­ლია! მოხ­და ის, რაც დი­დი ქა­რიშ­ხ­ლის დროს ხდე­ბა ხოლ­მე: მთე­ლი სტა­დი­ო­ნი ფეხ­ზე წა­მომ­დ­გა­რი სი­ხა­რუ­ლი­სა­გან მღე­რო­და, ტი­რო­და, შემ­დეგ იყო სა­პა­ტიო წრე და გუნ­დის კა­პი­ტა­ნი შო­თა იამა­ნი­ძე დი­დი ხნის ნა­ნატ­რი ბრო­ლის თა­სით ხელ­ში! ად­გი­ლობ­რივ­მა ბავ­შ­ვებ­მა უზ­ბე­კუ­რი ქუ­დე­ბი მი­არ­თ­ვეს ქარ­თ­ველ ფეხ­ბურ­თე­ლებს.

დი­ნა­მო­ელ­თა ბრწყინ­ვა­ლე გა­მარ­ჯ­ვე­ბას მოჰ­ყ­ვა ჭეშ­მა­რი­ტად სა­ხალ­ხო ზე­ი­მი თბი­ლი­სის და მთე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ქუ­ჩებ­ში, თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში, ოჯა­ხებ­ში კი სა­ზე­ი­მო სუფ­რე­ბი იყო გაშ­ლი­ლი და ის­მე­ბო­და დი­ნა­მო­ელ­თა სადღეგ­რ­ძე­ლო­ე­ბი. ვინ არ მი­უ­ლო­ცა ჩვენს ფეხ­ბურ­თე­ლებს გა­მარ­ჯ­ვე­ბა, სა­ი­დან არ „მოფ­რი­ნავ­და“ დე­პე­შე­ბი თუ მი­სა­ლო­ცი წე­რი­ლე­ბი… ამ გა­მარ­ჯ­ვე­ბამ ყვე­ლა გა­ა­ერ­თი­ა­ნა, ფეხ­ბურ­თის არ­მ­ცოდ­ნე თუ სტა­ჟი­ა­ნი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი; მათ­გან ორ მი­სა­ლოცს გა­მოვ­ყოფ­დი:

ნი­კო მუს­ხე­ლიშ­ვი­ლი, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბათა აკა­დე­მი­ის პრე­ზი­დენ­ტი: „მე დი­დი მცოდ­ნე არ ვარ ფეხ­ბურ­თის, მაგ­რამ დღეს არც ერთ გულ­შე­მატ­კი­ვარს არ ჩა­მო­ვუ­ვარ­დე­ბი, სუ­ლით და გუ­ლით ვუ­ლო­ცავ ჩვენ ბი­ჭებს ოქ­როს მედ­ლებს!“

ვე­რი­კო ან­ჯა­ფა­რი­ძე, სსრკ სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი: „ეს შემ­თხ­ვე­ვით გა­მარ­ჯ­ვე­ბა არ ყო­ფი­ლა, მო­მი­ლოც­ნია ჩვე­ნო ოქ­როს ბი­ჭე­ბო, ყვე­ლას გულ­ში გეხ­ვე­ვით, გა­ხა­რე­ბუ­ლი დე­და­სა­ვით!“

დი­ნა­მო­ე­ლებს სპე­ცი­ა­ლუ­რი სიმ­ღე­რა მი­უძღ­ვ­ნა ჩვენ­მა სა­სი­ქა­დუ­ლო კომ­პო­ზი­ტორ­მა – სან­დ­რო მი­რი­ა­ნაშ­ვილ­მა, სიმ­ღე­რა კი ბრწყინ­ვა­ლედ შე­ას­რუ­ლა ან­სამ­ბ­ლ­მა „ორე­რამ“. ამ სიმ­ღე­რას მღე­როდ­ნენ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ყვე­ლა კუთხე­ში – „ცხრა მთა შე­მო­ი­ა­რეს ჩვენ­მა ოქ­როს ბი­ჭებ­მა“… მარ­თ­ლაც, 28 წლის შემ­დეგ, თბი­ლი­სის დი­ნა­მომ პირ­ვე­ლად და­იმ­შ­ვე­ნა მკერ­დი ოქ­როს მედ­ლე­ბით. არ იქ­ნე­ბა სწო­რი, ყვე­ლა­ფე­რი გავ­რილ კა­ჩა­ლინს მი­ა­წე­რო, ვინ გა­ზო­მავს ვა­ზის ჩამ­ყ­რელს მე­ტი ღვაწ­ლი მი­უძღ­ვის, მეზ­ვ­რეს თუ მეღ­ვი­ნეს? თუ ან­დ­რო ჟორ­და­ნი­ამ სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­უ­ყა­რა ჩემ­პი­ო­ნო­ბას, მი­ხე­ილ იაკუ­შინ­მა მო­ამ­წი­ფა იგი, გავ­რილ კა­ჩა­ლინ­მა გა­მარ­ჯ­ვე­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნა ჩვე­ნი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი… ეს სრუ­ლი ჭეშ­მა­რი­ტე­ბაა…

მა­შინ ასე გვე­გო­ნა „ოქ­როს ბი­ჭებს“ არას­დ­როს არა­ფე­რი მო­უ­ვი­დო­დათ, ისი­ნი ყო­ველ­თ­ვის ივ­ლიდ­ნენ ქა­ლაქ­ში და ქარ­თუ­ლი გე­ნის ნი­ჭი­ე­რე­ბას შე­ახ­სე­ნებ­დ­ნენ ყვე­ლას. დრო ულ­მობ­ლად გარ­ბის, „ოქ­როს ბი­ჭე­ბი“ ნელ-ნე­ლა ზე­ცი­უ­რი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბი­ნა­დარ­ნი გახ­დ­ნენ… ნა­თე­ლი მათ ხსოვ­ნას, ახ­ლა, რო­ცა 18 ნო­ემ­ბერს ტაშ­კენ­ტის მატ­ჩის შემ­დეგ 60 წე­ლი გა­ვი­და, მხო­ლოდ გი­ორ­გი სი­ჭი­ნა­ვა არის ჩვენს რი­გებ­ში, რო­მე­ლიც ქა­ლაქ სოჭ­ში ცხოვ­რობს, მას 2024 წლის 15 სექ­ტემ­ბერს და­ბა­დე­ბი­დან 80 წე­ლი შე­უს­რულ­და. ჯან­მ­რ­თე­ლო­ბას და ხან­გ­რ­ძ­ლივ სი­ცოცხ­ლეს ვუ­სურ­ვებთ.

წარ­მო­გიდ­გენთ „ოქ­როს მატ­ჩის“ მო­ნა­წი­ლე­ებს: სერ­გო კოტ­რი­კა­ძე, ბო­რის სი­ჭი­ნა­ვა, ვახ­ტანგ რეხ­ვი­აშ­ვი­ლი, ჯე­მალ ზე­ინ­კ­ლიშ­ვი­ლი, გუ­რამ ცხოვ­რე­ბო­ვი, გი­ორ­გი სი­ჭი­ნა­ვა, შო­თა იამა­ნი­ძე, ილია და­თუ­ნაშ­ვი­ლი, ვლა­დი­მერ ბარ­ქაია, სლა­ვა მეტ­რე­ვე­ლი, მი­ხე­ილ მეს­ხი — მად­ლო­ბა მათ და სამ­წ­ვ­რ­თ­ნე­ლო შტაბს, მრავ­ლის მნახ­ვე­ლი ქარ­თ­ვე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის და­უ­ვიწყა­რი სი­ხა­რუ­ლი­სათ­ვის.

ბეჟან ჩხეიძე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები