24 ნოემბერი, კვირა, 2024

ჩვე­ნი მი­ზა­ნია, მე­ტი პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია გა­ვუ­წი­ოთ არას­რულ­წ­ლო­ვან­თა პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის დაც­ვას

spot_img
ყვე­ლას აქვს პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის უფ­ლე­ბა, მათ შო­რის ბავ­შ­ვებ­საც. თუმ­ცა, ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, არას­რულ­წ­ლოვ­ნებს სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა, ხში­რად, და­მო­უ­კი­დებ­ლად არ შე­უძ­ლი­ათ და ამა­ზე მშობ­ლებს უწევთ ზრუნ­ვა. თუმ­ცა, მშო­ბე­ლიც მხო­ლოდ იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში შეძ­ლებს შვი­ლის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას, თუ მან, პირ­ველ რიგ­ში, კარ­გად იცის, რა არის მი­სი შვი­ლის პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი და რა შე­დე­გი შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყ­ვეს მათ უკა­ნო­ნოდ გა­მო­ყე­ნე­ბას. სკო­ლა კი, პირ­და­პირ ვალ­დე­ბუ­ლია, და­იც­ვას პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის უსაფ­რ­თხო­ე­ბა – აქ მოს­წავ­ლე დღის უმე­ტეს ნა­წილს ატა­რებს და მის შე­სა­ხებ სრული ინფორმაცია ინა­ხე­ბა. ამი­ტომ, სკო­ლა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფ­რ­თხი­ლით უნ­და მო­ე­კი­დოს მოს­წავ­ლე­ე­ბის პი­რა­დი მო­ნა­ცე­მე­ბის შეგ­რო­ვე­ბას და, მა­თი გა­მო­ყე­ნე­ბი­სას, ბავ­შ­ვის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით უნ­და იმოქ­მე­დოს.
სა­ხელ­მ­წი­ფო ინ­ს­პექ­ტო­რის სამ­სა­ხურ­მა გა­ა­აქ­ტი­უ­რა მუ­შა­ო­ბა არას­რულ­წ­ლო­ვან­თა პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის დაც­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით და, ცო­ტა ხნის წინ, სკო­ლე­ბის, მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და მშობ­ლე­ბის­თ­ვის, მოს­წავ­ლე­თა პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის დაც­ვის შე­სა­ხებ, რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა.
რას ისა­ხავს მიზ­ნად დო­კუ­მენ­ტი? რა ვი­თა­რე­ბაა ჩვენს სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მოს­წავ­ლე­თა პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის დაც­ვის თვა­ლ­საზ­რი­სით და რა პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა ეკის­რე­ბა სკო­ლებს არას­რულ­წ­ლო­ვან­თა უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღ­ვე­ვის შემ­თხ­ვე­ვა­ში? – ამ თე­მებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ხელ­მ­წი­ფო ინ­ს­პექ­ტო­რი ლონ­და თო­ლო­რაია.

– ცო­ტა ხნის წინ, თქვენ­მა სამ­სა­ხურ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი მოს­წავ­ლე­თა პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის დაც­ვის შე­სა­ხებ, რას ით­ვა­ლი­სი­წი­ნებს დო­კუ­მენ­ტი?

– სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში არ­სე­ბობს კა­ნო­ნი პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის დაც­ვას არე­გუ­ლი­რებს. თუმ­ცა, კა­ნო­ნი ზო­გა­დი ში­ნა­არ­სი­საა, ამი­ტომ, დარ­გობ­რივ კა­ნონმ­დებ­ლო­ბა­ში, სა­დაც ნა­წი­ლი სა­კითხე­ბი­სა და­რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლია, მაგ­რამ იქაც ზო­გა­დი ჩა­ნა­წე­რე­ბია, ვცდი­ლობთ, შევ­ქ­მ­ნათ ასე­თი ტი­პის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და დე­ტა­ლუ­რად გან­ვ­მარ­ტოთ კა­ნო­ნი, თუ რო­გორ უნ­და მოხ­დეს მისი იმ­პ­ლე­მენ­ტი­რე­ბა სხვა­დას­ხ­ვა სფე­რო­ში, მათ შო­რის, ამ კონ­კ­რე­ტულ შემ­თხ­ვე­ვა­ში, გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში. ეს იმ თვალ­საზ­რი­სი­თაც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის თო­თო­ე­უ­ლი წევ­რის­თ­ვის უფ­რო გა­სა­გე­ბი ენით აღ­ვ­წერთ და მარ­ტი­ვად აღ­საქ­მელს ვხდით, სხვა­დას­ხ­ვა სფე­რო­ში, რა მო­ნა­ცე­მე­ბი გროვ­დე­ბა ან რო­გორ გროვ­დე­ბა, რა წე­სე­ბი უნ­და იქ­ნეს და­ცუ­ლი და ა.შ. ამ­ჯე­რად, ჩვენ­მა სამ­სა­ხურ­მა სკო­ლებ­ში მოს­წავ­ლე­თა პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის დაც­ვის შე­სა­ხებ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი სკო­ლე­ბის­თ­ვის, მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და მშობ­ლე­ბის­თ­ვის მო­ამ­ზა­და. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, მე­ტი პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია გა­ვუ­წი­ოთ არას­რულ­წ­ლო­ვან­თა პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის დაც­ვას – რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი ადა­მი­ა­ნის ყუ­რამ­დე მი­ვი­დეს ეს მე­ტად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და სა­ჭი­რო ინ­ფორ­მა­ცია. ამის მი­ზე­ზი, ბუ­ნებ­რი­ვია, არ­სე­ბობს, მე­ტიც, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, სა­ზო­გა­დო­ე­ბის და­ბა­ლი ცნო­ბი­ე­რე­ბა ერთ-ერ­თი გა­მოწ­ვე­ვაა. სა­ხელ­მ­წი­ფო ინ­ს­პექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რი კი, სწო­რედ ის სამ­სა­ხუ­რია, რო­მე­ლიც აკონ­ტ­რო­ლებს პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვას და ამას სხვა­დას­ხ­ვა გზით ვა­კე­თებთ: პირ­ვე­ლი – ვრე­ა­გი­რებთ შე­საძ­ლო დარ­ღ­ვე­ვის ფაქ­ტებ­ზე; მე­ო­რე – გავ­ცემთ კონ­სულ­ტა­ცი­ებს, თუ­კი რო­მე­ლი­მე კერ­ძო პირს ან სა­ჯა­რო თუ კერ­ძო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას ეს სჭირ­დე­ბა; მე­სა­მე – აქ­ტი­უ­რად ვა­წარ­მო­ებთ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის კამ­პა­ნი­ას. არის შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­დე­საც არ ვე­ლო­დე­ბით მო­ქა­ლა­ქის მო­მარ­თ­ვას და, ჩვე­ნი ინი­ცი­ა­ტი­ვით, სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბებს ვა­მოწ­მებთ, მივ­დი­ვართ ად­გილ­ზე და პრობ­ლე­მე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რებას ვახ­დენთ.

რო­გორც გითხა­რით, ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვა, ამ სფე­რო­ში, მო­ქა­ლა­ქე­თა ცნო­ბი­ე­რე­ბაა. ამას გარ­კ­ვე­უ­ლი ობი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზე­ბი გა­ნა­პი­რო­ბებს, თუნ­დაც ის, რომ ეს თე­მა მა­ინც შე­და­რე­ბით ახა­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში სა­ხელ­მ­წი­ფო ინ­ს­პექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რი 2013 წლი­დან ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს, მა­შინ, რო­ცა ძა­ლი­ან ბევრ ევ­რო­პულ ქვე­ყა­ნა­ში გა­ცი­ლე­ბით ად­რე შე­იქ­მ­ნა მსგავ­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი. ამი­ტომ ვამ­ბობ, რომ ეს გა­მოწ­ვე­ვა ბუ­ნებ­რი­ვი­ცაა, მაგ­რამ, რა თქმა უნ­და, წინ უნ­და წა­ვი­დეთ და სა­ზო­გა­დო­ე­ბამ კარ­გად უნ­და გა­აც­ნო­ბი­ე­როს რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის დაც­ვა, მით უფ­რო, რო­ცა საქ­მე ბავ­შ­ვებს ეხე­ბა.

 

–  ვიდ­რე უშუ­ა­ლოდ რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ზე გა­და­ვალთ, იქ­ნებ მოკ­ლედ გვითხ­რათ, რო­გო­რია ჩვე­ნი რე­ა­ლო­ბა – რა ხდე­ბა სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში, რო­გორ არის და­ცუ­ლი არას­რულ­წ­ლოვ­ნე­ბის პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი?

– პირ­ვე­ლი, რაც უკ­ვე გითხა­რით – მო­მარ­თ­ვი­ა­ნო­ბა არ არის მა­ღა­ლი, თუმ­ცა, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ფაქ­ტე­ბია ცო­ტა. ვფიქ­რობ, ფაქ­ტე­ბი გა­ცი­ლე­ბით მე­ტია, უბ­რა­ლოდ, ბავ­შ­ვებ­მა სრულ­ყო­ფი­ლად არ იცი­ან სა­კუ­თა­რი უფ­ლე­ბე­ბი, არც მშობ­ლებს აქვთ ინ­ფორ­მა­ცია ბავ­შ­ვე­ბის უფ­ლე­ბებ­ზე, ამი­ტო­მაც ვფიქ­რობ, რომ მო­მარ­თ­ვი­ა­ნო­ბა იმა­ზე და­ბა­ლია, ვიდ­რე რე­ა­ლუ­რად შე­იძ­ლე­ბა იყოს. შარ­შან 13 შემ­თხ­ვე­ვა შე­ვის­წავ­ლეთ, მათ შო­რის, იყო რო­გორც კერ­ძო, ისე სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის შემ­თხ­ვე­ვე­ბი. შეს­წავ­ლი­ლი 9 სკო­ლი­დან, მა­გა­ლი­თად, შვიდ­ში და­ვად­გი­ნეთ, რომ სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბით გარ­კ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი (სხვა­დას­ხ­ვა ში­ნა­არ­სის დარ­ღვე­ვე­ბი) იყო.

გეტყ­ვით იმა­საც, რა ტი­პის პრობ­ლე­მე­ბი გა­მო­იკ­ვე­თა – ეს არის ბავ­შ­ვე­ბის შე­სა­ხებ მო­ნა­ცე­მე­ბის შეგ­რო­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი. კერ­ძოდ, იყო შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­დე­საც ბავ­შ­ვებ­ზე იმა­ზე მე­ტი პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მი გროვ­დე­ბო­და, ვიდ­რე ეს კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით ან კა­ნონ­ქ­ვემ­დე­ბა­რე აქ­ტე­ბი­თაა გა­წე­რი­ლი. ზოგ­ჯერ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა თა­ვად გან­საზღ­ვ­რავ­და და­მა­ტე­ბით დო­კუ­მენ­ტებს, ბავ­შ­ვებ­ზე პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის შეგ­რო­ვე­ბის პრო­ცეს­ში. ჩა­ით­ვა­ლა, რომ ეს სრუ­ლი­ად ზედ­მე­ტი მო­ცუ­ლო­ბის მო­ნა­ცე­მე­ბია და არა­ნა­ირ მი­ზანს არ ეხ­მი­ა­ნე­ბო­და. ასე­ვე იყო შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­დე­საც ბავ­შ­ვე­ბის პი­რა­დი საქ­მე­ე­ბის შე­ნახ­ვის წე­სე­ბი და­ირ­ღ­ვა. მა­გა­ლი­თად, ბავ­შ­ვე­ბის პი­რა­დი საქ­მე­ე­ბი ინა­ხე­ბო­და ისეთ ად­გი­ლებ­ზე, რო­მელ­ზეც ხე­ლი მი­უწ­ვ­დე­ბო­და სკო­ლა­ში მო­მუ­შა­ვე ყვე­ლა პირს, რაც ასე­ვე სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა. ბავ­შ­ვის მო­ნა­ცემ­ზე მხო­ლოდ იმას უნ­და მი­უწ­ვ­დე­ბო­დეს ხე­ლი, ვი­საც ეს სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად სჭირ­დე­ბა; ასე­ვე იყო შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­დე­საც და­ვად­გი­ნეთ, რომ ვი­დე­ო­მო­ნი­ტო­რინ­გის წე­სე­ბი და­ირ­ღ­ვა. ყვე­ლა სკო­ლას აქვს ვი­დე­ო­მო­ნი­ტო­რინ­გის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უფ­ლე­ბა, თუმ­ცა, არ­სე­ბობს გარ­კ­ვე­უ­ლი წე­სე­ბი, რაც ამ ვი­დე­ო­მო­ნი­ტო­რინ­გის დროს უნ­და და­იც­ვან. პირ­ვე­ლი — რო­გორ ხდე­ბა, მა­გა­ლი­თად, ვი­დე­ო­მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გად მო­პო­ვე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბის შე­ნახ­ვა, რამ­დე­ნი ხა­ნი ინა­ხე­ბა, ვის აქვს წვდო­მა ამ ჩა­ნა­წე­რებ­ზე და ა.შ. აღ­მოჩ­ნ­და, რომ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რებ­ზე იმა­ზე მეტ პირს ჰქონ­და წვდო­მა, ვიდ­რე სა­ჭი­რო იყო. ამის გარ­და, და­ფიქ­სირ­და ისიც, რომ ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბი ზოგ­ჯერ არ იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი იმ ად­გილ­ზე, სა­დაც კა­ნო­ნი­თაა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი.

– ბო­ლო დროს მოს­წავ­ლე­თა პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის დარ­ღ­ვე­ვის ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი ფაქ­ტი სწო­რედ მსგავს პრობ­ლე­მას უკავ­შირ­დე­ბა, სა­უ­ბა­რია ერთ-ერთ სკო­ლა­ში მოს­წავ­ლე­თა სა­პირ­ფა­რე­შო­ებ­ში გა­კე­თე­ბულ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რებ­ზე.

– სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჩვენ სა­პირ­ფა­რე­შო­ებ­ში ვი­დე­ო­კა­მე­რე­ბის და­მონ­ტა­ჟე­ბა აღარ დაგ­ვი­ფიქ­სი­რე­ბია, თუმ­ცა, იყო შემ­თხ­ვე­ვა, რო­ცა სა­პირ­ფა­რე­შო­ე­ბის შე­სას­ვ­ლე­ლებ­ში ჰქონ­დათ კა­მე­რე­ბი, რაც ასე­ვე დარ­ღ­ვე­ვად ჩავ­თ­ვა­ლეთ, რად­გან ესეც პი­რად სივ­რ­ცედ ით­ვ­ლე­ბა. ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ისიც, ვის და რა ფორ­მით გა­და­ე­ცე­მა შემ­დეგ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბის შე­დე­გად მო­პო­ვე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბი. ეს სა­კითხიც, რო­გორ და ვის გა­და­ე­ცეს, აუცი­ლებ­ლად მკაც­რად უნ­და იყოს რეგ­ლა­მენ­ტი­რე­ბუ­ლი, გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ისიც, არის თუ არა მშობ­ლის თან­ხ­მო­ბა. თუ მშობ­ლის თან­ხ­მო­ბა არ არის, მა­შინ უნ­და არ­სე­ბობ­დეს სა­სა­მარ­თ­ლოს გან­ჩი­ნე­ბა ამ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­ცე­მა­ზე. ჩვენ აქაც გარ­კ­ვე­უ­ლი სა­ხის პრობ­ლე­მე­ბი და­ვი­ნა­ხეთ.

უფ­რო ხში­რია მო­მარ­თ­ვი­ა­ნო­ბა მშო­ბელ­თა კრე­ბებ­ზე პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის გან­ხილ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით. იყო შემ­თხ­ვე­ვა, რო­ცა იმის გა­მო მოგ­ვ­მარ­თეს, რომ მშო­ბელ­თა კრე­ბა­ზე, სა­ჯა­როდ, გა­ნი­ხი­ლეს კონ­კ­რე­ტუ­ლი ბავ­შ­ვის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კითხი. ცხა­დია, ჩავ­თ­ვა­ლეთ, რომ ეს პრობ­ლე­მაა, რად­გან კა­ტე­გო­რი­უ­ლად და­უშ­ვე­ბე­ლია კონ­კ­რე­ტუ­ლი ბავ­შ­ვე­ბის პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის მშო­ბელ­თა კრე­ბა­ზე გან­ხილ­ვა.

ეს ის ძი­რი­თა­დი გა­მოწ­ვე­ვე­ბია, რაც შეს­წავ­ლის პრო­ცეს­ში აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ და ცხა­დია, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ვაგ­რ­ძე­ლებთ მუ­შა­ო­ბას.

– ეს 13 შემ­თხ­ვე­ვა თქვენ­მა სამ­სა­ხურ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით გა­მო­ავ­ლი­ნა? რო­გორ შე­არ­ჩი­ეთ სკო­ლე­ბი, სა­დაც ამ თე­მის შეს­წავ­ლა და­იწყეთ?

– დი­ახ, ეს იყო, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით, გარ­კ­ვე­უ­ლი კრი­ტე­რი­უ­მე­ბით შერ­ჩე­უ­ლი სკო­ლე­ბი. ავარ­ჩი­ეთ ქა­ლა­ქის და რა­ი­ო­ნის სკო­ლე­ბი, სა­დაც ყვე­ლა­ზე მე­ტი მოს­წავ­ლე სწავ­ლობს ან პი­რი­ქით –  ყვე­ლა­ზე მცი­რე­კონ­ტინ­გენ­ტი­ა­ნი. ჩარ­თუ­ლი იყო რო­გორც კერ­ძო, ისე სა­ხელ­მ­წი­ფო სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი. სხვა­დას­ხ­ვა კრი­ტე­რი­უ­მე­ბით ვე­ცა­დეთ, რომ ჩვე­ნი ინ­ტე­რე­სის ობი­ექ­ტი ყვე­ლა კომ­ბი­ნა­ცი­ის სკო­ლა ყო­ფი­ლი­ყო. აღ­მო­ჩე­ნი­ლი დარ­ღ­ვე­ვე­ბი ასა­ხუ­ლია წი­ნა წლის ან­გარ­შ­ში – 2019 წლის სა­ხელ­მ­წი­ფო ინ­ს­პექ­ტო­რის საქ­მი­ა­ნო­ბის ან­გა­რი­ში ყვე­ლას­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია და უფ­რო დე­ტა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ას შე­გიძ­ლი­ათ იქაც გა­ეც­ნოთ. ჩვე­ნი სამ­სა­ხუ­რი, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, წა­რუდ­გენს პარ­ლა­მენტს ამ ტი­პის ან­გა­რიშს, სა­დაც ცალ­კე თა­ვი ეთ­მო­ბა არას­რულ­წ­ლო­ვან­თა სფე­როს – არას­რულ­წ­ლო­ვან­თა პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის და­მუ­შა­ვე­ბა­სა და იმ მიგ­ნე­ბებს, რა­ზეც ზე­მოთ ვი­სა­უბ­რე.

– იმ კონ­კ­რე­ტულ შემ­თხ­ვე­ვებ­ზე, რო­მე­ლიც თქვენ­მა სამ­სა­ხურ­მა გა­მო­ავ­ლი­ნა, რა პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა და­ე­კის­რე­ბათ სკო­ლებს და ზო­გა­დად, ვი­სი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბაა ამ დარ­ღ­ვე­ვებ­ზე რე­ა­გი­რე­ბა?

– ჩვე­ნი სამ­სა­ხუ­რი, რა თქმა უნ­და, უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია გა­წე­როს შე­სა­ბა­მი­სი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბი. იგუ­ლის­ხ­მე­ბა ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­უ­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის და­კის­რე­ბა სკო­ლის­თ­ვის, რაც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ხა­ტუ­ლი იყოს გაფ­რ­თხი­ლე­ბით ან კონ­კ­რე­ტუ­ლი ჯა­რი­მის და­კის­რე­ბით. ჯა­რი­მის თან­ხა იმა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რა ტი­პის დარ­ღ­ვე­ვე­ბი გა­მოვ­ლინ­და სკო­ლა­ში. თუმ­ცა, გარ­და იმი­სა, რომ ჩვენს სამ­სა­ხურს პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის და­კის­რე­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა აქვს, პა­რა­ლე­ლუ­რად, უფ­ლე­ბა გვაქვს, გავ­ცეთ სა­ვალ­დე­ბუ­ლოდ შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი და­ვა­ლე­ბე­ბიც, ასე­ვე, რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი სკო­ლე­ბის­თ­ვის, რომ კონ­კ­რე­ტუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი გა­მო­ას­წო­რონ. სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, არ მახ­სენ­დე­ბა შემ­თხ­ვე­ვა, რო­დე­საც რო­მე­ლი­მე სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას ჩვე­ნი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი არ გა­ეთ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­ნოს. შემ­დეგ, მო­ნი­ტო­რინ­გ­საც ვა­წარ­მო­ებთ, თვალს ვა­დევ­ნებთ, რო­გორ შეს­რულ­და ჩვე­ნი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და შეძ­ლო თუ არა სკო­ლამ ხარ­ვე­ზე­ბის გას­წო­რე­ბა. მინ­და გითხ­რათ, რომ ისი­ნი ძა­ლი­ან კარ­გად თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბენ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით და გა­მოვ­ლე­ნილ პრობ­ლე­მებ­სა და ხარ­ვე­ზებს სწრა­ფად აგ­ვა­რე­ბენ.

კი­დევ ერთ სა­კითხ­ზე მინ­და ყუ­რადღე­ბის გა­მახ­ვი­ლე­ბა და ვფიქ­რობ, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, საქ­მე გვაქვს არა გან­ზ­რახ ჩა­დე­ნილ დარ­ღ­ვე­ვებ­თან. ვგუ­ლის­ხ­მობ ისეთ შემ­თხ­ვე­ვებს, რო­დე­საც დარ­ღ­ვე­ვა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია არა­საკ­მა­რი­სი ინ­ფორ­მა­ცი­ის ქო­ნით. მა­გა­ლი­თად, კონ­კ­რე­ტუ­ლი დარ­ღ­ვე­ვა იმან გა­ნა­პი­რო­ბა, რომ მას­წავ­ლე­ბელს, სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ას არ ჰქონ­და სა­თა­ნა­დო ინ­ფორ­მა­ცია და არა იმის გა­მო, რომ ვი­ღა­ცამ ეს გან­ზ­რახ გა­ა­კე­თა. სწო­რედ ამი­ტომ და­ვიწყეთ აქ­ტი­უ­რად ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის კუთხით მუ­შა­ო­ბა. ამ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ფორ­მით წარ­მოდ­გე­ნაც სწო­რედ ამ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა. ვგეგ­მავთ ასე­ვე, ჩვენ მი­ერ გა­მო­ტა­ნი­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბით, დე­ბუ­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბას, რო­მელ­საც ყვე­ლა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას მი­ვა­წო­დებთ – უკეთ რომ და­ი­ნა­ხონ, სად არის პრობ­ლე­მა და რა გა­მო­ას­წო­რონ.

ტრე­ნინგ-მო­დულ­ზეც ვმუ­შა­ობთ, რო­მე­ლიც ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი და ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, მხო­ლოდ და მხო­ლოდ, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ში პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის დაც­ვა­ზე. ამ დღეებ­ში, ბავ­შ­ვე­ბის პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის დაც­ვის თე­მა­ზე, ლა­ივ­დის­კუ­სი­აც გავ­მარ­თეთ. გარ­და ამი­სა, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექტს ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ – „პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის ელ­ჩე­ბი“ – რომ­ლის ფარ­გ­ლებ­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლოს სხვა­დას­ხ­ვა რე­გი­ო­ნი­დან, კონ­კურ­სის სა­ფუძ­ველ­ზე, ავარ­ჩი­ეთ სტუ­დენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ად­გი­ლებ­ზე დაგ­ვეხ­მა­რე­ბი­ან, მათ შო­რის, ბავ­შ­ვე­ბის, მშობ­ლე­ბი­სა და მას­წავ­ლებ­ლე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

– უშუ­ა­ლოდ სკო­ლებ­თან ახორ­ცი­ე­ლებთ სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ას თუ პრო­ცე­სებ­ში გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის სხვა რგო­ლე­ბიც არი­ან ჩარ­თუ­ლი?

– სამ­წუ­ხა­როდ, წელს, პან­დე­მი­ის გა­მო, ამ კამ­პა­ნი­ე­ბის და­გეგ­მ­ვის პრო­ცეს­ში, ბევრ რა­მე­ში შეგ­ვე­შა­ლა ხე­ლი. ამი­ტომ გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, ამ­ჟა­მად, უფ­რო ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში ვი­მუ­შა­ოთ, თუმ­ცა, იმ მას­შ­ტა­ბით, რო­გორც ვგეგ­მავ­დით, შექ­მ­ნი­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­მო, ვერ გა­ვა­კე­თებთ. მო­მა­ვა­ლი წლი­დან კი, რა თქმა უნ­და, არე­ალს გა­ვა­ფარ­თო­ვებთ და პრო­ცე­სი აუცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბა კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს­თან, რად­გან ამის გა­რე­შე, და­მო­უ­კი­დებ­ლად, ფი­ზი­კუ­რად ვერ შევ­ძ­ლებთ. ამი­ტომ, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს­თან ერ­თად, ვა­პი­რებთ უფ­რო ინ­ტენ­სი­უ­რი მუ­შა­ო­ბის გაგ­რ­ძე­ლე­ბას და რო­ცა უკ­ვე მზად გვექ­ნე­ბა ტრე­ნინგ-მო­დუ­ლი და შე­სა­ბა­მი­სი კრე­ბუ­ლი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის უფ­რო ორ­გა­ნი­ზე­ბულ კამ­პა­ნი­ებს ჩა­ვა­ტა­რებთ.

– ქალ­ბა­ტო­ნო ლონ­და, ახ­ლა უშუ­ა­ლოდ რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ზე გა­და­ვი­დეთ – რა არის მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლი სკო­ლე­ბის­თ­ვის, მშობ­ლე­ბის­თ­ვის და მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის?

– მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლი, ვფიქ­რობ, არის ის, რომ სკო­ლამ, მშო­ბელ­მა (რო­მელ­საც უდი­დე­სი რო­ლი ეკის­რე­ბა) და თი­თო­ე­ულ­მა ჩვენ­გან­მა კარ­გად გა­ვაც­ნო­ბი­ე­როთ ის შე­დე­გე­ბი, რაც ბავ­შ­ვე­ბის პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის დარღ­ვე­ვას შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყ­ვეს. ზოგ­ჯერ, რო­ცა პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის შე­სა­ხებ ზო­გა­დად ვსა­უბ­რობთ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სე­რი­ო­ზუ­ლად არ აღიქ­ვა­მენ, მაგ­რამ, რო­ცა უკ­ვე კონ­კ­რე­ტულ შე­დე­გებ­ზე გავ­დი­ვართ, ეს აღ­შ­ფო­თე­ბას იწ­ვევს. პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის დარ­ღ­ვე­ვას მოს­დევს ბავ­შ­ვის ბუ­ლინ­გი, დის­კ­რი­მი­ნა­ცია და ა.შ. სწო­რედ ამის შე­დე­გებს აც­ნო­ბი­ე­რებს ყვე­ლა, თურ­მე, რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან რა­მე­ზე ვსა­უბ­რობთ. ამი­ტომ, მაქ­სი­მა­ლუ­რად ფრთხი­ლად უნ­და ვი­ყოთ და ყო­ვე­ლი კონ­კ­რე­ტუ­ლი შემ­თხ­ვე­ვით/დარ­ღ­ვე­ვით გა­მოწ­ვე­ულ მავ­ნე შე­დე­გებ­ზე ვი­ფიქ­როთ, კარ­გად გა­ვა­ა­ნა­ლი­ზოთ ის საფ­რ­თხე­ე­ბი, რაც ბავ­შ­ვის პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის არა­კა­ნო­ნი­ერ და­მუ­შა­ვე­ბას მოს­დევს ხოლ­მე. ამი­ტომ, სკო­ლე­ბის­თ­ვის მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლი იყო ის, რომ ყვე­ლა სკო­ლას უნ­და ჰქონ­დეს ნა­თე­ლი წარ­მოდ­გე­ნა რო­გორ და­ა­მუ­შა­ოს პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი, ამა­ზე თვი­თონ სკო­ლებ­მა უნ­და იმუ­შა­ონ სის­ტე­მის შიგ­ნით, იზ­რუ­ნონ სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ი­სა და მას­წავ­ლებ­ლე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა­ზე – ყვე­ლას უნ­და ჰქონ­დეს წარ­მოდ­გე­ნა რო­გორ მო­ეპყ­რას ბავ­შ­ვე­ბის პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცე­მებს. მშობ­ლებ­თან გზავ­ნი­ლიც იგი­ვეა. ბავ­შ­ვე­ბის პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის დარ­ღ­ვე­ვებ­ზე პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას ყო­ველ­თ­ვის მხო­ლოდ სკო­ლას ვერ და­ვა­კის­რებთ. სამ­წუ­ხა­როდ, მშობ­ლე­ბიც ძა­ლი­ან ხში­რად სცო­და­ვენ ხოლ­მე ბავ­შ­ვებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. მა­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით, ასე­თია: მე, მშო­ბელ­მა, ეს გა­დავ­წყ­ვი­ტე და ჩე­მი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბაა ყვე­ლა­ფე­რი. ზოგ­ჯერ ნაკ­ლე­ბად ფიქ­რო­ბენ რამ­დე­ნად იქ­ნე­ბა მორ­გე­ბუ­ლი ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა თვი­თონ ბავ­შ­ვის ინ­ტე­რეს­ზე. ამი­ტომ, მშობ­ლე­ბის­თ­ვი­საც მთა­ვა­რი სათ­ქ­მე­ლი ეს არის – რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტი გა­ი­გონ და ის­წავ­ლონ შვი­ლე­ბის პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის დაც­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ამ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის მი­ზა­ნიც ეს არის – გვინ­დო­და, მა­თაც სცოდ­ნო­დათ თა­ვი­ან­თი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი და უფ­ლე­ბე­ბი (რა პრე­ტენ­ზია შე­უძ­ლი­ათ, ასე ვთქვათ, სხვას წა­უ­ყე­ნონ თა­ვი­ანთ შვი­ლებ­თან მი­მარ­თე­ბით).

– რა უნ­და გა­ა­კე­თოს მშო­ბელ­მა, რო­მე­ლიც შე­იტყობს ან იფიქ­რებს, რომ მი­სი შვი­ლის უფ­ლე­ბე­ბი ირ­ღ­ვე­ვა პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მის დაც­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით?

– პირ­ველ რიგ­ში, გეტყ­ვით, რომ მშო­ბელს სა­მი გზა აქვს და რო­მელს აირ­ჩევს, ეს მას­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. პირ­ვე­ლი – შე­უძ­ლია, სკო­ლას მი­მარ­თოს ხარ­ვე­ზე­ბის გა­მო­სას­წო­რებ­ლად და სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცია ვალ­დე­ბუ­ლია, რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნოს; მე­ო­რე – სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­ზე ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის ერ­თა­დერ­თი ორ­გა­ნო სა­ხელ­მ­წი­ფო ინ­ს­პექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რია, სა­დაც მას შე­უძ­ლია შე­მო­ი­ტა­ნოს გან­ცხა­დე­ბა, აღ­წე­როს შვი­ლის რო­მე­ლი უფ­ლე­ბა და­ირ­ღ­ვა. სა­ხელ­მ­წი­ფო ინ­ქ­ს­პექ­ტო­რის სამ­სა­ხუ­რი გა­ნი­ხი­ლავს და, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, სკო­ლის­თ­ვის პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის და­კის­რე­ბის სა­კითხ­ზეც იმ­ს­ჯე­ლებს; მე­სა­მე – თუ მას სურს, სა­სა­მარ­თ­ლოს გზით და­იც­ვას შვი­ლის უფ­ლე­ბე­ბი, შე­უძ­ლია აღარ მი­მარ­თოს არც სკო­ლას და არც სა­ხელ­მ­წი­ფო ინ­ს­პექ­ტო­რის სამ­სა­ხურს, პირ­და­პირ წა­ვი­დეს სა­სა­მარ­თ­ლო­ში. ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მან უკ­ვე სა­სა­მარ­თ­ლო წე­სით უნ­და იდა­ვოს იმ მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნის ანაზღა­უ­რე­ბა­ზე, რაც მის შვილს პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის არა­კა­ნო­ნი­ე­რი და­მუ­შა­ვე­ბის გზით მი­ად­გა.

– ხომ არ იგეგ­მე­ბა მშობ­ლე­ბის მი­მარ­თ­ვი­ა­ნო­ბის გზის გა­მარ­ტი­ვე­ბა? თუნ­დაც თქვენს სამ­სა­ხურ­თან ცხე­ლი ხა­ზის სა­შუ­ა­ლე­ბით და­კავ­ში­რე­ბა და ა.შ. ალ­ბათ, და­მე­თან­ხ­მე­ბით, რომ გან­ცხა­დე­ბის შე­მო­ტა­ნა საკ­მა­ოდ რთუ­ლი გზაა.

– მო­მარ­თ­ვის რამ­დე­ნი­მე გზას ვთა­ვა­ზობთ მშო­ბელს, გან­ცხა­დე­ბის შე­მო­ტა­ნა არ არის, მა­ინ­ც­და­მა­ინც, სა­ვალ­დე­ბუ­ლო და ერ­თა­დერ­თი გზა. კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის­თ­ვის გა­მო­ყო­ფი­ლი გვაქვს ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი, რო­მე­ლიც სა­მუ­შაო სა­ა­თებ­ში ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია. ნე­ბის­მი­ერ მშო­ბელს შე­უძ­ლია, და­რე­კოს კონ­სულ­ტა­ცი­ისთვის და აუცი­ლებ­ლად მი­ი­ღებს სა­ტე­ლე­ფო­ნო კონ­სულ­ტა­ცი­ას. ასე­ვე, მშო­ბელს შე­უძ­ლია ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც დაგ­ვე­კონ­ტაქ­ტოს, ჩვე­ნი ვებ­გ­ვერ­დი იძ­ლე­ვა იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ ელექ­ტ­რო­ნუ­ლად გა­მოგ­ზავ­ნონ შეტყო­ბი­ნე­ბე­ბი ან გან­ცხა­დე­ბე­ბი. შე­უძ­ლი­ათ ელ­ფოს­ტი­თაც ისარ­გებ­ლონ და ასე მოგ­ვაწ­ვ­დი­ნონ ხმა ან, რო­გორც გითხა­რით, ფი­ზი­კუ­რად შე­მო­ი­ტა­ნონ გან­ცხა­დე­ბე­ბი. მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ, რომ ყვე­ლა­ნა­ი­რი სეგ­მენ­ტის­თ­ვის მარ­ტი­ვი იყოს ჩვენ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია, თუმ­ცა, გე­თან­ხ­მე­ბით, რომ, ალ­ბათ, უფ­რო მეტ მშო­ბელს უნ­და მი­ვაწ­ვ­დი­ნოთ ხმა, რის­თ­ვი­საც, რო­გორც გითხა­რით, გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს­თან ერ­თად, ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის უფ­რო ფარ­თო­მას­შ­ტა­ბი­ან კამ­პა­ნი­ებს ვგეგ­მავთ.

– სა­ინ­ტე­რე­სოა, თუ იგეგ­მე­ბა პე­რი­ო­დუ­ლი მო­ნი­ტო­რინ­გი იმის გა­სარ­კ­ვე­ვად, რა ხდე­ბა სკო­ლებ­ში პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის დაც­ვის თვალ­საზ­რი­სით თუ მხო­ლოდ შე­მო­სუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ახ­დენთ რე­ა­გი­რე­ბას?

– ჩვენ ვაგ­რ­ძე­ლებთ არას­რულ­წ­ლო­ვან­თა პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის მო­ნი­ტო­რინგს, რად­გან ეს ერთ-ერ­თი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბაა, რო­მე­ლიც აქ­ტუ­ა­ლო­ბას არ კარ­გავს. შე­სა­ბა­მი­სად, წელ­საც, რა თქმა უნ­და, ამ მი­მარ­თ­ულე­ბით გვაქვს გეგ­მე­ბი, რის შემ­დ­გო­მაც სა­ბო­ლოო რე­პორტს მო­ვამ­ზა­დებთ და, წლის ბო­ლოს­თ­ვის, ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბას წარ­ვუდ­გენთ. გვინ­და, ყვე­ლას ვაც­ნო­ბოთ ამ სფე­რო­ში ჩვე­ნი თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ – რა გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე ვდგა­ვართ და რა უნ­და გა­კეთ­დეს მდგო­მა­რე­ო­ბის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად.

– მი­გაჩ­ნი­ათ თუ არა, რომ ნაკ­ლე­ბი დარ­ღ­ვე­ვე­ბის და­ფიქ­სი­რე­ბა, მეტ­წი­ლად, და­მო­კი­დე­ბუ­ლია ინფორმაციის სიმცირეზე – ერ­თია, რომ უნ­და და­ვიც­ვათ, მაგ­რამ უმ­თავ­რე­სია, ვი­ცო­დეთ რა უნ­და და­ვიც­ვათ.

– ნამ­დ­ვი­ლად, ინ­ფორ­მი­რე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია – ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა რო­გორც სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ში და­საქ­მე­ბუ­ლი პი­რე­ბის, ასე­ვე იმ ადა­მი­ა­ნე­ბის, რო­მელ­თა უფ­ლე­ბე­ბი, შე­საძ­ლოა, არა­კა­ნო­ნი­ე­რი და­მუ­შა­ვე­ბის შე­დე­გად და­ირ­ღ­ვეს. ამი­ტომ, ჩვე­ნი სა­მიზ­ნე აუდი­ტო­რიაა რო­გორც ამ სფე­რო­ში და­საქ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი, ისე მოს­წავ­ლე და მი­სი მშო­ბე­ლი. სა­მი­ვე სეგ­მენ­ტი თა­ნაბ­რად მნიშ­ვენ­ლო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სოა ჩვენ­თ­ვის.

– გა­ნი­ხი­ლე­ბა თუ არა მოს­წავ­ლის მი­ერ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი შეტყო­ბი­ნე­ბა დარ­ღ­ვე­ვის შე­სა­ხებ თუ მხო­ლოდ მშობ­ლის შეტყო­ბი­ნე­ბაა ლე­გი­ტი­მუ­რი?

– რა­საკ­ვირ­ვე­ლია, გა­ნი­ხი­ლე­ბა. ჩვენ­თ­ვის არა აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, რა ასა­კის ადა­მი­ა­ნი მოგ­ვ­მარ­თავს, ბავ­შ­ვის მო­მარ­თ­ვაც ისე­თი­ვე ლე­გი­ტი­მუ­რია, რო­გორც უფ­რო­სის და მა­საც ისე­თი­ვე იური­დი­უ­ლი ძა­ლა აქვს. თუმ­ცა, ბავ­შ­ვე­ბის მხრი­დან მო­მარ­თ­ვი­ა­ნო­ბა საკ­მა­ოდ და­ბა­ლია, რა­საც ასე­ვე ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას­თან ვა­კავ­ში­რებ. შე­საძ­ლოა, ბავ­შ­ვე­ბი ნაკ­ლებ ყუ­რადღე­ბას აქ­ცე­ვენ ან უბ­რა­ლოდ არ აქვთ ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ, მა­გა­ლი­თად, რო­მე­ლი­მე ბავ­შ­ვი ბუ­ლინ­გის ან დის­კ­რი­მი­ნა­ცი­ის მსხვერ­პ­ლია იმი­ტომ, რომ მი­სი პერ­სო­ნა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია გავ­რ­ცელ­და სკო­ლა­ში, რა­მაც მი­სი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა და­ამ­ძი­მა. ალ­ბათ, ნაკ­ლე­ბად ფიქ­რო­ბენ იმა­ზეც, რომ ეს შე­იძ­ლე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყოს პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის დარ­ღ­ვე­ვებ­თან. ბავ­შ­ვე­ბი რომ ნაკ­ლე­ბად მოგ­ვ­მარ­თა­ვენ, ვფიქ­რობ, ამის მი­ზე­ზიც ეს არის.

   

– და­ბო­ლოს, თქვენ მი­ერ გა­მოვ­ლე­ნი­ლი შემ­თხ­ვე­ვე­ბი­დან, რას უკავ­შირ­დე­ბა ყვე­ლა­ზე მძი­მე დარ­ღ­ვე­ვა?

– ყვე­ლა­ზე რთუ­ლი შემ­თხ­ვე­ვა, რა­საც მძი­მე შე­დე­გი გა­მო­უწ­ვე­ვია, კონ­კ­რე­ტუ­ლი ბავ­შ­ვის შე­სა­ხებ მშო­ბელ­თა კრე­ბა­ზე გან­ხი­ლუ­ლი დე­ტა­ლე­ბი იყო. შე­საძ­ლოა, ეს ყო­ფაქ­ცე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კითხი იყოს, რო­მე­ლიც შემ­დეგ ბავ­შ­ვის დის­კ­რი­მი­ნა­ცი­ას იწ­ვევს, მათ შო­რის, სხვა მშობ­ლე­ბის მხრი­დან, მა­გა­ლი­თად – თუ ეს ბავ­შ­ვი ასე­თია, არ მინ­და, ჩე­მი შვი­ლი კლას­ში მას­თან ერ­თად სწავ­ლობ­დეს. ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, შემ­დ­გომ, იმ­დე­ნად ნე­გა­ტი­უ­რად აისა­ხე­ბა ბავ­შ­ვის იმა­ვე სკო­ლა­ში სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბა­ზე, რომ ყვე­ლა­ზე რთულ შემ­თხ­ვე­ვად ამ სა­კითხს გა­მოვ­ყოფ­დი. ყო­ფაქ­ცე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი შე­ნიშ­ვ­ნე­ბის თუ ბავ­შ­ვის მხრი­დან კა­ნო­ნის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გოდ ჩა­დე­ნი­ლი ქმე­დე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რ­ცე­ლე­ბა სკო­ლა­ში – პირ­თა გა­ნუ­საზღ­ვ­რელ წრე­ში, ყვე­ლა­ზე მწვა­ვედ აისა­ხე­ბა ბავ­შ­ვის შემ­დ­გომ ცხოვ­რე­ბა­ზე.

ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები